Thursday, December 31, 2009

მერე ქსელები იქნება გადატვირთული და...:))))))))))))

ახალის წლის წინა დღეს 'პოლიტიკოსების' (yeah, right) სახლებში შევარდნა და რაღაც სულელური რეპორტაჟების მომზადება დაკანონებული ამბავია უკვე ჩვენში. განსაკუთრებით ეფექტური სიუჟეტი გამოდის, თუ მრავალშვილიანი პოლიტიკოსის ოჯახში შევარდები, ან კიდე უფრო მაგარი – პოლიტიკოსის ცოლი თუ მეექვსე შვილზეა ფეხმძიმედ.
მეოჯახეობის ეგსჰიბიციონისტები ესენი. იდიოტები.

დღეს ოფისში ჯინსების, სადღესასწაულო ქუდების, ჩუპა–ჩუპსების და საჩუქრად მორთმეული სასმელების დღეა, ნახევარი დღე უფრო სწორად.
კიდე წვეულების ვიდეოს და ფოტოების სულმოუთქმელი ლოდინის ნახევარი დღე.

სახლში სირაქლემასხელა ინდაურის საცივი გვაქვს, მიყვარდეს მაინც ეს საცივი...

გისურვებთ, რომ არ მოიწყინოთ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე და მერე ეგრე არ დარჩეთ. მე სულ ასე მემართება და ვერ ვიტან:)

See you next year.

Tuesday, December 29, 2009

ბოროტი პოსტი

'ნელებზე' ცეკვავდნენ მხოლოდ. ელოდებოდნენ მაესტრო კობა როდის 'გაუშვებდა' 'ნელებს'.

Sunday, December 27, 2009

just feeling good

ვგიჟდები მზიან კვირა დღეებზე და ათასჯერ ნანახ კეთილ ფილმებზე ტელევიზორში:)
ხო ხო, ტელევიზორში:)

Thursday, December 10, 2009

Me and Meredith Grey


წუხელ სიზმარში მე და მერედიტ გრეი გონდოლაში ვიჯექით და წარმოუდგენელი სისწრაფით მივქროდით... სავარაუდოდ წყალზე, მაგრამ ეფექტი იყო ისეთი, თითქოს ჰაერს მივაპობდით და შენობები და ხეები გადარეულებივით ჩაგვიშხუილებდნენ ხოლმე გვერდით...
ჰმ
გამოტენილი მაქვს თავი გრეის ანატომიით. გაჟღენთილი ვარ. I'm loving it though.
მარა რაღა მერედიტი?
მეორე სეზონს მივუბრუნდი როგორღაც, მიმდინარეს პარალელურად რაღათქმაუნა, და მერამდენედ უკვე, მარა არ მბეზრდება. რა ვქნა.

Greymania...

ძალიან ბევრი შემიძლია ვილაპარაკო ამაზე, თავიდან ნერვებისმომშლელად აღფრთოვანებით ვლაპარაკობდი ოღონდ, ხელების ქნევით და დაქაჩული თვალებით. ახლანდელი მდგომარეობა გაცილებით უფრო მომწონს. აბსოლუტურად მშვიდი სიყვარულით მიყვარს ყველაფერი, რაც გრეის ეხება. ყველა და ყველაფერი. ჩემებივით არიან უკვე და იმიტო.
ნაკლსაც რო ხედავ და სიკეთესაც, და რო არ გეზარება, გააანალიზო სათითაოდ... ძაან მაგარია. ვერა ვარ მე მგონი.

და ვგიჟდები მირანდა ბეილიზე.

Thursday, November 26, 2009

ამოჩემებული

ალბათ მუსიკაზე გადაგაქვს ადამიანს უდიდესი მიდრეკილება, ისტერიულად მიეწებო რაღაცა სასურველს და ვერავინ და ვერაფერმა შეგიშალოს ხელი ამაში:) გულდამშვიდებით, ისე როგორც შენ გინდა, იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც შენ გინდა, შენი ამოჩემებული მუსიკა შენთან არი. ისეთი ემოციით, როგორიც გინდა. მოკლედ სრული თავისუფლებაა. ბოლომდე გაჭედვის უფლებას რო გაძლევს ისეთი.

ჩემი ფლეილისტის გადამწვარი, გაუგონრად ბევრჯერ მოსმენილი სიმღერები სხვადასხვა დროს სხვადასხვაა. ამ ბოლო დროს კი აი ესენია, რაც ავიკვიატე:

Nina Simone - Just in Time
Jamie Cullum - Singing in the Rain
The Temptations - Night and Day
Oscar Peterson - Goodbye
Snow Patrol - Chasing Cars
Etta James - At Last

დიდი მადლობა დვორსკის სახალისო ესტაფეტისთვის:)

Wednesday, November 25, 2009

ჰა?

დღეს ისე უაზროდ გავაპროტესტე რაღაცა, მე თვითონ გამიკვირდა. პირდაპირ ვენები გადავიჭერი, ისტერიკაში ჩავვარდი. სადღაც უნდა დამერეკა უბრალოდ, და მე ფეხები გავაფართხალე, არ დავრეკავ მეთქი. ახლა ვზივარ აუტიკი ბავშვივით და მივშტერებივარ ჭერს.
დიდი ხანია, სინანულს აღარ შევუწუხებივარ და აჰა, ფორმაში რო ვიყო, ვვარჯიშობ.
დურა.

Monday, November 9, 2009

ლიტერატურული თამაში (გარდამავალი დროშა კალოსგან:))

ვგიჟდები კითხვა–პასუხზე და შესავსებ რაღაცეებზე:)) თან ასეთი – ნამდვილი – ძაან მახალისებს! yay:)
:ნასტარტვნიმანიემარშ:

1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?
პატრიარქის შემოდგომა, მარკესი. ტანზებურძგლებისდამყრელი და სუნთქვისშემკვრელი. და აღფრთოვანებული ვარ ელზა ახვლედიანის თარგმანით კიდე, სულ ამას გავიძახი.

2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი
პოეზიასთან ისეთი უაზრო დამოკიდებულება მაქვს, აუხსნელი... თუ ვკითხულობ მომწონს, მაგრამ როდის ვკითხულობ, რატო და რა ვითარებაში, გაურკვეველია. არ არსებობს ჩემი სურვილით ავიღო და წავიკითხო, რაღაცა გარემოება მიბიძგებს ხოლმე სულ. რაღაცეები წამიკითხავს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რამე მესმის პოეზიაში:)
გალაკტიონის რამდენიმე საოცრება (ლექსადწოდებული) მომწონს ოღონდ:) ანგარიშმიუცემლად და უკანმოუხედავად:)

3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი
ხუთი. ვივაჭროთ?:)) ან ტირეებით ან სლეშებით რო გამოვყო, არ შეიძლება?:)
ნოდარ დუმბაძე. მარკესი. ასტრიდ ლინდგრენი. ოთარ ჭილაძე. გურამ დოჩანაშვილი.

4. რომელ წიგნზე გიტირიათ?
ძალიან ბევრ წიგნზე მიტირია, მარა დედოფალ მარგოზე ისე დავისიე თვალები, არ დამავიწყდება არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს:)))))) ლა მოლს და კოკონასს რო თავები დააგდებინეს, ცხოვრება გათავდა აი მანდ:))

5. რომელ წიგნს დასცინეთ?
კოელიოს "11 წუთს". გვარიანი დებილობაა ჩემი აზრით.

6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?
ნოდარ დუმბაძეს.

7. საყვარელი ციტატა წიგნიდან
გამეღიმა ამაზე:) უამრავია, სულ ჩემთან როა და ვერავინ რო ვერ წამართმევს ისეთები სულ, პა განწყობუ:))
ერთს დავწერ აქ: 'ერთი ორი სამი, ერთი ორი სამი, რა უბედურებაა ეს ჯარი, ოთხამდე რომ გინდოდეს დათვლა, მაინც სამზე ჩერდები':)) – დუმბაძე, ნუ გეშინია დედა.

8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი
'ჩვენც სალტკროკელები ვართ', ასტრიდ ლინდგრენი:) ვერასდროს ვერ ვიტყვი ან დავწერ, რა არი ეს წიგნი ჩემთვის:) რა ბავშვობა, წუხელ დავხურე და დავიძინე:) მემილიონედ:))

9. რომელი წიგნის პერსონაჟია ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან?
არამგონია ოდესმე მეფიქროს ამაზე, ჰმ... უცნაურია

10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?
არც მიცდია:) რაღაცა არ დავინტერესებულვარ. და კიდე სკოლაში მიშლიდა ნერვებს რო მეკითხებოდნენ, რა წაიკითხე ამ ზაფხულსო:)) რატო მიშლიდა ვერ გეტყვით, უბრალოდ არ მიყვარდა ამაზე ლაპარაკი.

ხოდა ისა, ცისიას და პაჭოს კალომ გადაულოცა და მე აგერ მარიკას ვთხოვ, ორიოდე სიტყვით:))))

I can't stop smiling:)

I just can't:)

Tuesday, November 3, 2009

Sweet sweet MJ

ვუყურებ ამ დოკუმენტურ ფილმს, მარტიდან ივნისამდე რეპეტიციების ჩანაწერს და გული მიკვდება, რა ვქნა...
50 წლის კაცია ამ ფილმში ჯექსონი. მართლა ორმოცდაათი წლის კაცი, აი რო იტყვი და გაიაზრებ, ისეთი ორმოცდაათის.
სასოწარკვეთილი ორმოცდაათის, რო აღარ შეუძლია ისეთი ორმოცდაათის, სახსრები რო ტკივა და არ იმჩნევს, ისეთის, და თავგანწირვით რო მღერის და ცეკვავს მაინც, აი ისეთის:(
და ხმა? ღმერთო, ნეტა საერთოდ არ მენახა და მომესმინა ეს აჭრილი ჩურჩული...:( ცუდად გავხდი:(
მარა არაფერი რო არ დავიწყებია მაინც, არც ერთი ბგერა, არც ერთი მოძრაობა, შეიძლება საწყალობელი ნარჩენია ლეგენდიდან, მაგრამ it's still all there, and inside he's dancing:( დაფრინავს ეს ბექ–სასტავი, დაუჯერებელ მოძრაობებს აკეთებენ, ბედნიერები რათქმაუნდა და საშინლად მონდომებულები, ძაან საყვარლები არიან, მაგრამ ეს მაინც არ არი ის. ამათ ნასწავლი აქვთ, ნავაჯიშები არიან რაღაცნაირად. კახექსიური და რბილღიმილიანი ჯექსონი მაინც ბევრად უკეთ ცეკვავს მგონია.
ვიტირე მეეეე
მოვკვდი ტირილით
საერთოდ ვერ ვამბობ რაც მინდა რო ვთქვა, მარა რამე რო არ დამეწერა გადავირეოდი
He's a legend. Period.

რაღაც სტატიას გადავაწყდი ახლა კიდე. ჰმ, პრინციპში ბევრ რამეში ვეთანხმები...

'...For a man who so desperately wanted to show us perfection - or at least project the illusion of it - Jackson would never, ever want us to see this film.'

'This Is It' doesn't exactly thrill

By Chris Richards
Washington Post Staff Writer
Wednesday, October 28, 2009

Saturday, October 31, 2009

Home

სავარძელში ჯდომა, სიმყუდროვე, ჩაი და ლიონებერგელი ემილის კითხვა მომინდა უცებ, და დედა და მშვიდი ბედნიერების შეგრძნება.

Wednesday, October 28, 2009

მარკუს მილერი ნამდვილი იყო

ერთი გავაჩხაკუნე აპარატი და ამიკრძალეს გადაღება, მარკუსი უკანა პლანზე ჩანს, თეთრ პერანგში და შავ შლაპაში, რომელსაც აქ ვერ დაინახავთ რაღათქმაუნდა.
სასწაულ!
პატარა ბიჭები ყავდა ბედნში, საქსოფონი და საყვირი, გადავირიე ისეთები. დაუჯერებლები.
ეს არი კრისტიან სკოტი, ფოტოზე, საყვირზე უკრავს ისე რო შეგიყვარდება.
საქსაფონისტმა, ალექს ჰანმა, კინაღამ გადაყლაპა ინსტრუმენტი, ისე უკრავდა.
დასატყამებთან Prison Break–ის მთავარი გმირივით ტიპი იჯდა და იქვე აგნეტუშიწელი ედო ალბათ, აშკარად ხანძარს გადავრჩით ერთი–ორჯერ, აალდა სცენა!:)
კლავიში თავმდაბლად ერთვებოდა ხოლმე, საშუალო ასაკის ძია, ფედერიკო პენია.
არ მეყო ოღონდ, არა, ძაან ცოტა იყო:)
მანამდე ჯეიმს კარტერის კვარტეტი უკრავდა, ამათ პირველად ვუსმენდი, ბიბოპის რიტმზე გვაცეკვეს სკამებზე:) კლავიშნიკი როიალს ისეთ დღეში აგდებდა, აი ძაან რო გიღიტინებენ და რო ხტიხარ შოკისაგან:)))) ფსიხი მასტი, უნიჭიერესი!:) იდაყვებით და ფეხის თითებით უკრავდა, პირდაპირი მნიშნველობით:) რა მომეტში გაიძრო ფეხსაცმელი ოღონდ ვერ შევნიშნე, ან თავიდანვე ცალფეხი გამოვიდა:) მორჩა გადარეულ სოლოს და ღიმილით ჩაიცვა ფეხზე:))
თავად კარტერი ყველაფერზე უკრავდა, რაშიც ჩაბერვა შეიძლება. მოცარტი და ბიზე გააჯაზა, საყვარლად:)) რამდენიმე ვიდეო გადავიღე, გავა–იუტუბ–ებ ალბათ (გავატელევიზორებ:))

და აუდიტორია?
აღელვებული ირაკლი ჩხეიძე aka ოთარ ტატიშვილი ვიღაცას რაღაცას უმტკიცებდა, ყურებამდე გაღიმებული ვუყურებდი:)
ქალაქის მერი თავისი ახალი ოჯახით, ძალიან დიდი ოჯახით.
ბუბა კიკაბიძეს კისერჩი ჩავცქეროდი, ჩემს წინ იჯდა და რატომღაც მხოლოდ მარკუს მილერზე შემოვიდა.
ეს ნინიები და თაკოები და ესტრადის სხვა ბაბოჩკებიც იქ იყვნენ და მოწყენილი სახეებით და კევის ინდიფერენტული ღეჭვით მიმოდიოდნენ სკამებს შორის.
სერიალ "ჩვენი ოფისის" დასი მცირე შემაგდენლობით იყო წარმოდგენილი, კერძოდ თეკლა და ნუნუკა. მეზარება ახლა მაგათზე გავრცობა.
და მთავარი – ჩვენს წინა რიგში იჯდა სასულიერო პირი და ძალიან ბედნიერი სახით უსმენდა ჯაზს:) სიხარულით გადავირიე:)
და ვნახე სანთელივით ჩამომდნარი ნიკა მემანიშვილი. ზურა ჟვანიას ცოლს რუსთავი 2 მიეჭრა და ინტერვიუ ჩამოართვა.
მანამდე ჰოლში ფოტოების გამოფენაზე იყო ყველა თავმოყრილი და ეს ტელევიზიონშიკებიც იქ ედებოდნენ ყველას ფეხებში. ყურადღება მივაქციე ალანიას ჟურნალისტებს, რომლებიც ერთი სამჯერ მივიდნენ სხვადასხვა ხალხთან, მათი აზრით რო რესპექტაბელურად გამოიყურებოდნენ, და ყელგამოწეული ევედრებოდნენ, ჩაგწერთო. ჩემს იქ ყოფნაში ვერცერთი დაიყოლიეს და მოწყენილები დააკონწიალებდნენ მწვანე მიკროფონს.

ყველაფერი იყო მშვენივრად, უაზრო ხალხი რო დროულად შემოსულიყო დარბაზში და ერთი საათი არ ებოდიალა რიგებს შორის თავისი ადგილის ძებნაში. ნერვები მომეშალა ნიკუშა შენგელაია რო დაგვადგა თავზე ყვირილით, რომელი რიგია ეს და ეს ადგილი სად იქნებაო. მუსიკოსები უკვე ერთ ამბავში იყვნენ და ეს კიდე ადგილს ეძებდა. შვილი იყო თუ ვინ არ ვიცი, პატარა ბიჭი ისეთი უკმაყოფილო სახით დაეხეთქა ჩვენს გვერდით, აშკარად ძალით ყავდათ წამოყვანილი.

მცირედი ქართული უკულტურობის თანხლებით ჩაიარა, მაგრამ საღამო იყო აბსოლუტურად დაუვიწყარი:)

აი ასე ბანალურად დავასრულებ ჩემ აღფრთოვანებულ ბოდვას და ვეცდები დღეს ვიმუშაო, თუ გამომივა რამე:)

Tuesday, October 27, 2009

შიოლა

ინდიფერენტულობა მგონი ადამიანის ყველაზე საშინელი თვისებაა.
უკანმოუხედავი
უსულგულო
რაღაცნაირი განგებ ბრმა და ყრუ
უტიფრად თავდაჯერებული

დაუმსახურებელი...

Friday, October 23, 2009

კურასაო??

რაღაცა ინტერკონტინენტალი შმინტერკონტინენტალი სილამაზის კონკურსი იყო ეხლა იმედზე, ბელორუსიაში ჩატარდა, ზიზილ–პიპილებით მორთულ დარბაზში. წინა რიგში იჯდა ლუკაშენკო და ულვაშებს აცმაცუნებდა.

მის მსოფლიო
მის სამყარო
მის გლობუსი
უიმმმ
მის ეკვატორს ზემოთა და მის ეკვატორს ქვემოთა არ ტარდება? გაბევრდებოდა კონკურსები. ან მის ეკვატორი, როგორც ასეთი?

ჰოდა, გაიმარჯვა ვენესუელელმა გოგომ, რომელსაც ნიკაპი იატაკზე დასთრევდა და ისეთი ტინგიცით შემოუარა დარბაზს, მომინდა იქ ვყოფილიყავი და აზრზე მოსასვლელად მაგარი სილა გამეწნა. რა ცრემლიანი თვალები და ათრთოლებული ნიკაპი (იატაკზე რო დასთრევდა), რა აკანკალებული ხელის ნაზი ქნევა, არა ბატონო, პირდაპირ კენგურუსავით კუნტრუშით დასერა სცენა, არავითარი მოჩვენებითი სინაზე ხელში დაჭერილი თაიგულის მიმართ, ისე იქნევდა აქეთ–იქით, როგორც ბუზის საკლავ ჯოხს.
და მომეჩვენა რო საჭიროზე გაცილებით მეტი კბილი ჰქონდა.
მისი გვარი რო გამოაცხადეს, დაახლოებით ისეთი ჟესტი გააკეთა, როგორც მაკოლეი კალკინი აკეთებს "მარტო სახლში", მძარცველებს რო კისერს ამტვრევინებს.
მისი ბელორუსი (თუ ბელორუსიელი) საპერნიცა გაოგნებული ღიმილით დარჩა ადგილზე, მეორე ადგილზე, უფრო სწორად პირველი ვიცე მისიო. რანაირი წოდებაა ეს ვიცე მისი, საწებელივით, მწვადზე რო მოგიტანენ ხოლმე და საერთოდ რო არ არი საჭირო.
ეტყობა ჟიურის წევრებს უყვართ საწებელიანი მწვადი.

ანუ რა მოხდა მარტივად რო ვთქვათ. მის ინტერჯანდაბა გახდა უგო ჩავესი, გადაცმული ცხენისსახიანი გოგოს ელასტიურ კოს(წ)იუმში და მეორე ადგილი ერგო ლუკაშენკოს (ულვაში მაინც მოეპარსა), თავმდაბლად მოიქცა, აბა მასპინძელი კაცი ხო არ გაიჭრებოდა პირველ ადგილზე, რა პონტია.

სახლში ვამბობდით, რატომ არ იყვნენ–თქო კონკურსზე მის აბხაზია და მის იუჟნა–ასეწია? ხო გახდებოდნენ მესამე და მეოთხე ვიცე მისები, ანუ დანიშნულებით დაახლოებით მწვადზევე მორთმეული პავიდლოსა და მაიონეზის ტოლფასნი?

და კურასაო რა ქვეყანაა და სადაა ვაბშე?

Tuesday, October 20, 2009

სოკო:)

წითელ სპორტულებში გამოწყობილი პატარა სოკო შემხვდა დღეს დილით ქუჩაში:)) თავისზე ბევრად დიდ ზურგჩანთას მოათრევდა, არა კი არ წუხდებოდა, უბრალოდ ძალიან დიდი იყო, და ყურებამდე გაღიმებული მოიმღეროდა 'მაარტოოო მივდივააარ':))))))))
ისეთი საყვარელი ბავშვი იყო, შავტუხა და ცოტაოდენი დამოუკიდებლობით უზომოდ გახარებული:)) ცოტაოდენი იმიტომ, რომ დედამისი უკან იდგა და თვალმოუშორებლად იღიმებოდა, სანამ თვალს არ მიეფარა მისი სოკო:))

Monday, October 19, 2009

Substitute

'ამას არ ველოდი' ჩემს შემთხვევაში სრულიად შეუფერებელი ფორმულირებაა. რაც ხდება, ყოველთვის ველოდი რო მოხდებოდა. ოღონდ არაფერი კარგი. თითქმის არასდროს. ხდება ან ცუდი ან უფრო ცუდი. ითონი სულ ამას ამბობს და ჩვენ ვიცინით ხოლმე. ფაქტია, რომ ასეა. ოღონდ არაფერია ამაში გაპრანჭულად ნათქვამი. პროგნოზი არი ყოველთვის პესიმისტური, ალაგ–ალაგ მოჩვენებითი სიხარულებით.
ფაქტს ვიღებ, სხვა რა გზაა, მაგრამ არასდროს არ მესმის, რატო ხდება ასე.
ფიქრო ამბობდა მგონი? be nice and you'll be alone.

Sunday, October 11, 2009

Two

სანდრიკო დღეს ტირილით გასკდა, მულტფილმში ორი გედი სადღაც გაფრინდა და მაგათ ხო ვიღაცა ჩელავეკი მოკლავს თოფითო, წაურუსულ–ქართულა. არადა მულტფილმში არაა ასე, ისე მთავრდება რო ეს ორი გედი, შეყვარებული გედები სადღაც მიფრინავენ, The End:)) მარა ბავშვისთვის ეტყობა იქ არ დამთავდა ამბავი, წარმოსახვა ისეთი მძლავრი აქვს, დამატებით ერთი ხუთ სერიას კიდე გადაიღებდა რო შეეძლოს.

მამას რთველი ქონდა გუშინ. იმდენი მზე იყო და ისეთი საოცარი სუნი ჰაერში, ადრიანი შემოდგომის. ჩემი საყვარელი სუნი. ჰოდა მე გავიქაჩე, უნდა მოგეხმაროთ მეთქი. მამამ დახედა ჩემს ფრენჩ მანიკურს და ყველაზე თბილი ღიმილით მსოფლიოში მითხრა, რომ არ ღირს, მე ჯობია მხოლოდ ვუყურო და ყურძენი ვჭამო, თორე ჩემი ფრენჩისგან არაფერი დარჩება:)
გამოსავალი?? ლატექსის ხელთათმანებით ვკრიფე:)) ფრჩხილებიც გადამირჩა და ძალიანაც გავერთე:)

რაღაცნაირია შემოდგომა. მყუდრო.

Thursday, October 8, 2009

Confession. As in confession.

I can't do this any more... that's not me. Being rude on purpose, just to prove something to someone but to yourself in the first place? really? no thank you.
I don't know why I even pretended I could pull this off...
He's trying. As big a jerk as he might be, he's been trying for quite a while now and... there's no way I can refuse to see that. This whole thing, whatever it is, it's not going anywhere. But I'm still me though, and I no more allow myself to not appreciate people trying. I mean I would be happy to be seen trying. This is not easy for him, pretty much for anyone, so...
No matter how much it's gonna hurt again, and I'm pretty sure it will, to be nice to him is what I want; to as many people as possible. And I won't judge. Whatever he feels, it seems real to me, even though he's totally incapable of expressing it in a way I would think right.
And this anxiety... it'll go away. Because really, he is not what I want.

Saturday, October 3, 2009

Emotionally magnificant

სინამდვილეში როგორი მარტივია იცი?
აი ეს იმან–მითხრა–დაიტანჯებით–უაზრობა–იქნება–როდის–რამეს–თავს–მოაბამენ–აუ–ლუდი–იქ–არაა–დამჯდარი–ხო–არ–მოუსმენ–ზვუკს–ვერ–გაასწორებენ–შპანა–ნერვებს–მოგიშლის... არი უიმმმმმმ, მარაზმის პიკი, პიკი.

თუ გინდა მუსიკის მოსმენა, წადი, თუ არ გინდა, უაზრობების მიკიბმოკიბვას მოეშვი და ორასმეშვიდეათასედ მოიწყვე იგივე შაბათ–კვირა საკუთარ ოთახში, ლიტრობით ლუდით და ცხოვრებაზე გაბრაზებულობით.

WTF??

დაყრუებული დავბრუნდი და უხმო, მაგრამ ფანტასტიური იყო :)
Led Zeppelin Tribute, რკინიგზელთა სახლში, მინგრეულ–მონგრეულში ჩატარდა. ნუ რამდენიმე თავიანთი 'ვეშის' (როგორც Pi Light–ის სოლისტკამ თქვა:)) სულ ჰიტები შეასრულეს. გადასარევი.
და რა ხმები ქონდათ ამ გოგოებს, შევიშალე! Blues Factory–ის ანა–მარია იყო მგონი, თუ სწორად გავიგონე, ისე იმღერა whole lotta love რო არანაირი ემოცია არ მეყო აღფრთოვანების გამოსახატად:) და baby, I'm gonna leave you კიდე, ნუ... ან–ბილივებლ რაა:)

და სალაღიშვილმა თავის დრამი აბზრიალააა
და გიტარამ კიდე ერთხელ პირველი ადგილი აიღო ჩემ გულში
და ეს String, რომლის გამოსვლასაც ძაან ველოდი, იმიტო რო ერთხელ ქარვასლაში მოვუსმინე და აღვფრთოვანდი, დღეს რბილად რო ვთქვათ, დებილივით გამოვიდა. რაღაცა ეზარებოდა თუ მოუმზადებელი იყო თუ უბრალოდ დაბოლილი ვერ გავიგე, მარა როგორც გამობლაყუნდა ისევე გაბლაყუნდა რავი.
ბოლომ, L.O.D.–მ ძაან გააპანკა.

აუ რა მაგარია ლაივის ნახვა და მოსმენა, გადარეული ვარ.

Tuesday, September 29, 2009

Beware female drivers. Seriously.


ქალ მძღოლებზე აღარ შაყირობენ. უკვე სასო წარეკვეთათ, დანევროზდნენ და აღარ ეცინებათ. პირდაპირ გინებაზე გადადიან. არადა ეგრე უნდა. დღეს ისეთი ექსტრემალური დილა მოგვიწყო ერთმა გოგომ, შოკში ჩავვარდი.
ვიწრო ქუჩაზე, სკოლის წინ მდგარ მანქანებს შორის იდგა თავისი ტოიოტა RAV 4–ით და ყოვლად უმწეოდ და უთავმოყვარეოდ ატრიალებდა საჭეს კაცმა არ იცის საით. დანარჩენი გამვლელი მანქანები ხო ცხადია ყველა მხრიდან მივადექით, თან დილაა, ყველა სადღაც გარბის. შეიქნა ერთი ამბავი. ჩემი მეგობარი გადავიდა და ეუბნება დაგეხმარებიო, გამოგიყვანო ანუ. დედააა, იუკადრისა მარა როგორ?! ამის თქმა იყო და ერთბაშად მოწყვიტა ადგილიდან და უკან ჯიპს ისე შეასკდა, კინაღამ ვიტირეთ. ჯიპი იქეთ იყოს და მერე არც ჩვენ დაგვინდო და ვანო გვერდზე დროულად რო არ გამხტარიყო, საკუთარი მანქანის ბამპერზე იქნება ახლა აღბეჭდილი.
საოცრება ჩაიდინა ნუ, ამის წარმოდგენა არ შეიძლება. და გამომეტყველება? 'გამიჭირეს საქმე, აჰა გაიარეთ' – აი ასეთი. დებილური. თმების დაგლეჯა მომინდა იმ გოგოსთვის მარა ისტერიულად ვიცინოდით. ბამპერს ვიღა ჩიოდა, რო დაგვარტყა და რაღაცა მანქანებით ბოლოსდაბოლოს გაჩერდა, მუხლებში ჩავუცვიდით, ცოტა ხანი არ დაძრათქო და უკანსვლით ვუშველეთ თავს:))
გვერდითა მანქანის მძღოლის დასკვნა: 'ქალი უნდა დასვა კუხნაში'.

დედა რა უაზრო გოგო იყო, მტრისას.

Monday, September 28, 2009

Again, someone else said, he didn't

თავისებურად მიყვარხარო.
მაინც რა უნდა იყოს ეს? ჯერ ერთი რა ფორმაა ეს, ქურთული ქართული.
რო მოკლა ადამიანურად ვერ ათქმევინებ ნუ.
თავისებურად, ჰმ.
ყველას თავისებურად უყვარს, მარა უყვარს.
დებილი.

არადა ვაბშე არ მინდა მე:)

Saturday, September 26, 2009

You are a doer, remember?

ეს ნეტა მარტო კინოშია, ჯვრისწერაზე, აი ზუსტად იმ დროს, როცა მღვდელი ამბობს, ცოლ–ქმრად გაცხადებთო, სტუმარი შეყვარებულები რო ერთმანეთს გადახედავენ და გაუღმებენ ხოლმე მრავალმნიშვნელოვნად? სულ მაინტრესებს...

გრეის ანატომიას ვუყურებ დღეს მთელი დღე. მოვკვდი ტირილით ოღონდ.

ბავშვობაში ძალიან რო განვიცდიდით ფილმში გმირის სიკვდილს, დედა გვამშვიდებდა, სინამდვილეში ხო არ მომკვდარაო, მსახიობია, ცოცხალია და საღ–სალამათიო და ჩვენ გვიხაროდა. ახლაც ხო ასეა, თიარ ნაითი ჯან–ღონით სავსე დასეირნობს აქეთ–იქით, მარა მე ეს სულ არ მახალისებს, იმიტო რო ჯორჯი მოკვდა, მისი გმირი, რომელზეც ვგიჟდებოდი.

და იზი სტივენსსაც რო სულს აღაფვინებს (სიტყვაა სიტყვის უნახავს გაგხდის) ეს რეჟისორი? რა მეშველება მეეე?:) ედმონდო...

ბავშვობაში სხვანაირად ვუყურებდი კინოებსაც და ყველაფერს საერთოდ. ფიჰ.

Wednesday, September 16, 2009

როგორც იქნა

გავთავისუფლდი მაჯლაჯუნა აზრებისაგან. ერთი–ორი სასტიკი და ნამდვილი აზრი დამრჩა, მარა მაგათ რამეში გამოვიყენებ. ასეა ალბათ საჭირო. მთავარია ჯოჯოები წავიდნენ. სულის ჯოჯოები.
It is dangerous to be sincere unless you are also stupid-ო, ბერნარდს უთქვამს შოუს.
ანუ ისაო, ფრიად სახიფათოა გულწრფელობაო, თუ თან სულელიც არა ხარო.
მსუყედ მომხვდა გულზე რაღაც. მომსუყა. აი წინის წინა პოსტში რო ვამბობდი 'გააჩნია' რა მაგარი სიტყვაა მეთქი, დღეს ამას წავაწყდი და დეჟავუ განმივითარდა უცებ. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე, ეტყობა ბევრი რაღაცეები დაგროვდა და მიაღწია ტვინის იმ ხვეულამდე, სადაც ზედმეტ და პირაღია გულწრფელობაზე არც ისე სახარბიელო შეხედულებები ყალიბდება.
იყავი გულწრფელი მარა ჩუმად:))

Tuesday, September 15, 2009

და ხახვიანი პიცა

თავმობეზრებული ოფიციანტი შეგვხვდა დღეს. პომადა ჯინაზე უშნოდ რო უსვია ისეთი.
და ტრადიციულად – ცანგალა სტაიანშჩიკი. ქართულად რა ქვიათ ამათ? ავტოსადგომის მუშაკები? ექსტრემალურად შეგვაკვეხა სადღაც ორ მანქანას შორის.
რა სარგებლობა მოაქვს ერთმანეთზე მიჭუჭკულ ორ კაფეს და ის, რომ ერთში რაღაც მარკის ლუდს რო შეუკვეთავენ და არ აქვთ, გადარბიან მეორეში და მოარბენინებენ, პირდაპირი მნიშვნელობით, შუა ქუჩაში, ჭიქით(!).
ერთ ყოვლად უაზრო პაემანსაც შევესწარით. გაწამებულსახიანი ბიჭი და ძაან მონდომებული გოგო. ფაქტიურად არ ლაპარაკობდნენ. ბოლოს დაიტანჯნენ და წავიდნენ. რაღაცა ამოვისუნთქეთ.
ნაირ–ნაირი მარაზმებით ივსება დღე. და შენ? ვითომ თავად მაგარი როჟა ხარ. გაჭორავ და იმწამსვე ინანებ.

'... და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბოო...' ამეკვიატა, ოდნავ წამღერებული, ბოხი და სევდიანი ხმით. ისე მენანება ირაკლი რო აღარ არი...

Sunday, September 13, 2009

Will you be there...

ზაფხულის რამდენიმე ფრაგმენტი მაქვს ჩარჩენილი გონებაში.
ორი ერთნაირი ქალი მოდიოდა და ერთი ბავშვი მოყავდათ. რაღაცეები ასე მახსოვს. მიკროსიტუაციებად. ის ადგილიც ყოველთვის მემახსოვრება, სადაც დავინახე. რატო არ ვიცი. უფრო სწორად მგონია ვიცი. რაღაც მნიშნველოვანზე ვფიქრობდი იმ წუთას და ამ ქალებმა გადაურბინეს ფიქრებს წინ. ბავშვმა რომელიღაც აზრს ფეხი წამოკრა და მეც გავხედე.
მემახსოვრება მუსიკის ყრუ ხმა პირქვე დაგდებული ტელეფონიდან. ჯო პასი და გიტარა. და ის განწყობა მემახსოვრება ყოველთვის.
და რაღაცნაირი სხვანაირობა კიდე. საკუთარი თავის სხვანაირობა.

სინამდვილეში არც არაფერი შეცვლილა ირგვლივ. მე გადავსხვაფერდი მარტო თითქოს. ამაშიც მარტო ვარ:) გადასხვაფერებაში.

ჩემი მომავალი ძაღლი ურსულა ბევრჯერ შემხვდა უკვე. ნეტა თუ იცის რო ჩემთან იცხოვრებს ოდესმე.

'გააჩნია' რა მაგარი სიტყვაა, არა?
ზოგჯერ ძალიან კარგი რამეების თქმაც კი არ ღირს ადამიანებისთვის, იმიტო რო ადამიანს გააჩნია.
მე კიდე ისევ გამითბა ხელები...

Wednesday, August 5, 2009

Comment moderation არა ისა:)))

ერთი პოსტი უნდა მივუძღვნა საკუთარ უგვანო საქციელს კომენტების შემოწმების ფუნქციის უნებლიე ჩართვასთან დაკავშირებით:))) რა აკლდა ამ უნაირო ბლოგს და ცენზურა, სწორედ, ჩემმა მზემ:))))
მაპატიეთ, რო გაწვალეთ. რაღაცას მივაჭირე დებილივით, გამოვიხურე კარი და ვფიქრობ მას მერე, რატო არ არი კომენტები მეთქი:))))
ხოდა დაკარგვას რაც შეეხება, რა ჭირი მჭირს ესევ ვერ გავიგე.
არა იმდენი მაქვს დასაწერი, რაში ჩავტიო, საიდან დავიწყო და რა წყალში გადავვარდე არ ვიცი.

და არაფერი რო არ ვიცი ატყობთ?:)) ან აღარ:)))

უცნაური პალასა რო დაიწყო ჩემს ცხოვრებაში, იცით? და ნამდვილს რო გავს?:)
და დაუჯერებელი შვებულება რო მომცეს?
და გერგეტი რო ვნახე და გაოგნებული დავდივარ მას მერე?
და დომენიკოს რო გადავაწყდი ყაზბეგჩი, როცა თბილისში ვერ ვნახულობ ერთ უბნიდან მეორეში?:)
და როგორ მომენატრეეეთ:)

Friday, July 3, 2009

Neverland...

წუხელ ჯექსონი დამესიზმრა.
იმიტო რო ყველაფერი წავიკითხე, ყველა ინტერვიუ ვნახე, ყველა დოკუმენტური, ყველა ფოტო და ყველა სიმღერას მოვუსმინე, რაც ოდესმე უმღერია. უცნაურია, წლებია აღარ მომისმენია ჯექსონის მუსიკისთვის, არც მქონდა არაფერი. რაც მახსოვდა იყო გონებაში გამჯდარი ბავშვობისდროინდელი მელოდიები. ძილში რო შემანჯღრიო რო წავიღიღინებ, ისეთები. და ეს დღეებია სხვას ვერაფერს ვერ ვუსმენ. მთელი დისკოგრაფია ჩამოვქაჩე.
უკიდურესად მეცოდება... აი ახლა ვუსმენ და თანდათან ვიხსენებ, ოთხმოციანების რაღაც მელოდიას რო წავწყდომივარ ახალ ფილმებში და ძალიან მომწონებია. ყველაფერი ჯექსონისაა.
ინტერვიუებმა გამაოცა. საერთოდ სხვა ადამიანი ლაპარაკობს ჟურნალისტთან და საერთოდ სხვა ადამიანი მღერის სცენაზე და კლიპში. აი ვაბშე გარდასახული. მე ვნახე, რო სინამდვილეში გამხდარი ტიპი იყო, მძიმე ავადმყოფი და ავადმყოფური გარეგნობით, ქალის ხმით და ბავშვური სიცილით, გვარიანი ექსცენტრიკი, არანაირად ბედნიერი, მარტოსული, ცოტა სასაცილოდ მოცეკვავე, ბრჭყვიალა და საოცრად ნიჭიერი. თუმცა მე არ ვიცი რა იყო სინამდვილეში, საერთოდ არავინ არ იცის და არც დაიბრალოს ვინმემ წაკითხულით და თუნდაც დოკუმენტური ფილმის ნახვით, მაგრამ არასოდეს არ დავიჯერებ იმ საზიზღრობებს, რასაც წერენ და გაიძახიან. ვსო.
მაგრამ საქმეც ისაა, რომ არ მაინტერესებს მის სულში ხელების ფათური. და მეზიზღება ჟურნალისტები. განსაკუთრებით ის იდიოტი ინდუსი, მარტინ ბაშირი, 2003 წლის დოკუმენტური ვინც გააკეთა. კრეტინი. და ხალხი კიდე გამოტვინებული. ნახეთ აქ აი ამ ბაშირის ფილმი.
ოფრა უინფრის გაკეთებული ინტერვიუ უძველესია, 1993 წლის და ცოტა შელახული ხარისხის, მაგრამ მაინც დავდებ. ვერ ავქაჩე რაღაც... აჰა, როგორც იქნა
რაღაცა არ შემიძლია რო იკრიჭებიან უაზროდ და სისულელეებს ამბობენ ჯექსონზე, მითუმეტეს ახლა. ცვილის ცხვირი ქონდა და პედოფილი იყო და თავის ბავშვს აივნიდან აგდებდა და ეგეთი გაუგონარი კრეტინობები. თუ ვინმე ასეთი კომენტარის დასატოვებლად შემოვა, თავზე გადავალეწავ ამ ბლოგს. რას აგდებდა თქვენი თვალით ნახავთ ამ კადრებზე, თუ ნახავთ. რამ შეარყია ეს ხალხი არ მესმის.
მე მეჩვენა რო ძაან საყვარელი იყო, უცნაური და საყვარელი და ძალიან უბედური და მარტოსული:(
და უნიჭიერესი.
როგორ მწყდება გული არ იცით. რა უცნაურია, რაღაცა ძალიან შეჩვეული რამე რო აღარ არსებობს ... ჯექსონისთვის საერთოდ რო არ მომესმინა, თურმე მინდოდა რო სადღაც ყოფილიყო. არ მეგონა თუ ასე განვიცდიდი.
ვანო იკრიჭება, მისი ფანები თავს იკლავენ და აბა ჰე, შენ იციო.
ამაზე ვერ ვბრაზდები ოღონდ:)) გიჟუნიაა ვანიჩკა:))
ხოდა, რაღაცა დამიწერია ადრე, აგე, და შემრცხვა. უგულო პოსტი. რას ვჯღაბნიდი საერთოდ, დურა.

Monday, June 29, 2009

რაც ჩვენს ეზოში თონე გააკეთეს, სახლის ისედაც უსაქმური მაცხოვრებლები ისე მიეწებნენ იმ ადგილს, მგონი იქვე სძინავთ. ძირითადად ყელში ამოსული ქმრების კატეგორიაა ეს, ზანტად მომზირალი, შლოპანცებიანი ჯეელების. მარა ზოგი ოჯახთან ერთად ზის თონესთან, როგორც პარკში წასულხარ პიკნიკზე ფაქტიურად რა. თონეს წინ ხის ორი ცალი დანჯღრეული სკამი დგას, რომელზეც რათქმაუნდა კაცები სხედან, ცოლები დგანან და შიგადაშიგ ბავშვებს გახედავენ ხოლმე რო კისერი არ მოიტეხონ უგვანოდ მოასფალტებულ ეზოში სირბილისას. დამოუკიდებლად სირბილის უფლებას ვისაც აძლევენ, იმათ რა უჭირთ კიდე. აი ძალიან პატარები არიან ცოდო. ზოგიერთი არანორმალური ქალი ისე მიაპორწიალებს ხოლმე, გული მიკვდება. მეტრიან ნაბიჯებს ადგამს, სადღაც ჯანდაბაში იყურება და ნამცეცა ბავშვი პიტაჩოკივით მისდევს გვერდით, ხელი ისე აქვს ჩაჭიდული დედამისს, ლამისაა მხარი ამოუგდოს და ასე მიათრევს ჩამოკიდებულს. ეს ბავშვი ყოველწუთს წაფორთხიალდება ასფალტზე, ისევ იმ ჩამოკიდებული ხელით წამოაყენებსკიარადარაქვიაიმასარვიცი და მიაპორწიალებს. დურა.

მაგარი სანახავია ხოლმე საღამოს ეზო.

Monday, June 22, 2009

Provence, France


....

- Hey, which one's Jim?:)

I can't get enough of The Office really:))
Love these guys:)

არადა ვიცინეთ

უსაზღვროდ ნერვებშმოლილი ადამიანი მკლავით გამოათრიო და აიძულო საოცრად ტემპერამენტიანი ცეკვა შეასრულოს ნახევარ კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჩვენს გარდა სხვაგან შეიძლება მოხდეს კიდე? და ის ადამიანი, გოგო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განრისხებული სახით მოცეკვავე, ასევე განნრისხებული ქანცის გაწყვეტამდე აღლაჭუნებდეს კევს და შიგადაშიგ თავის გამომთრევს უკიოდეს, რაზე მაცეკვებო, და მაინც ცეკვავდეს გაუჩერებლად, ეს?
და ერთმანეთს უძღვნიდნენ სიმღერებს სახელწოდებით 'კაბრიალეტ', 'მა–ჩა–ჩა', 'ჰაბიბი' და მისთანანი?
კაი ხანია არ მოვსწრებივარ ასეთ სასოწარკვეთილ ფართხალს ნებისმიერ უსახურ მელოდიაზე. რესტორანში. ვერ ვიტან ამ სიტყვას უკვე. საერთოდ სხვა დატვირთვა აქვს ჩვენში და იმიტომ. ამ ბავშვებს რაღა ჭირთ. გამოვშტერდი ნუ. 20-21 წლისანი თუ იქნებოდნენ, და აი ასეთ რამეებს უსმენენ და უძღვნიან (whatever the hell this means).
მაჩაჩას ტექსტი იცოდნენ, აყვნენ. მაჩაჩას ამბობდნენ თუ მაჯაჯას კარგად ვერ გავიგე ოღონდ.
ჰო, და კიდე, ცხოველთა უფლებების დამცველ რომელიმე საზოგადოებას რო ენახა, რამდენი დათვი, ირემი, ციყვი და კვერნა იყო გაკრული ინტერიერის დასამშვენებლად თაღლაურაში, მიოკარდიუმის ინფარქტით გაიყვანდნენ.

Sunday, June 21, 2009

ბოვში

პროვინციაში ცხოვრება ძალიან გავს ერთმანეთს ჩვენში და სხვაგან, ასე მგონია. უფრო მეტად, ვიდრე ქალაქური ცხოვრება შეიძლება გავდეს. პროვინციაში სხვანაირი რიტმია, ზანტი, რაღაცნაირი თვალებმოჭუტული, საქმე – ერთნაირი, უსაქმურობა – კიდე უფრო. სიჩუმეა სხვანაირი კიდე, დამდგარი და გრძელი, ძალიან შორი მეზობლის კარის ჯახუნიანი.

უცნაურია, სოფელში არ არის ისეთი მოწყენილობა, როგორც პატარა ქალაქში. შეიძლება მე მგონია ასე, რავი. მოწყენილობა სხვა სიტყვაა კიდე, ერთნაირობა უფრო, წამსვლელი რო არსად ხარ, აი ეგეთი მოწყენილობა. რაღაცა სხვა რო გინდა და ვერ გაგიგია ხეირიანად, ვერ გაგიბედავს უფრო სწორად, აი ეგეთი... იმიტო რო მუხლებზე გამობერილი შარვალივით სიზანტე ძვალსა და რბილში გაქვს გამჯდარი. შესაბამისად მიდის ყველაფერი ზანტად და გეჩვენება რო დრო საერთოდ არ გადის.

ძაან კაი ფილმი ვნახე ახლა და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. The Last Pcture Show. გოგის გადაცემაში იყო ამასწინათ და ვერ ვუყურე მაშინ.
ოოო, ბევრი რამის დაწერა მინდოდა და ისეთი წარღვნა წამოვიდა, ყველა ფანჯარაში ასხავდა და ნაჭრებით დავრბოდი აქეთ–იქით. ახლა გადამიარა, ვსო. ოოოვს.

Friday, June 19, 2009

Cinque Terre, Italy

ვგიჟდები ასეთ ადგილებზე, ვგიჟდები!:)

ლამაზისეული

ამერიკელები გოიმები არიან, მაგათ მუსიკას ქანთრი ქვია, ჩვენსას – ქალьაქური.
რა ნერვებად მიჯდება ყოველდღე (თუ გამიმართლა, დღეგამოშვებით) ბებიაჩემის ყმაწვილქალობისას გამოშვებული მანქანით მგზავრობა და ამ გაუგებარი მუსიკის მოსმენა არ ვიცი რა...
საინტერესოა, რა ტიპის კრიმინალად შეიძლება ნინო ჩხეიძის შემოქმედების კვალიფიცირება, რა მოვლენაა საერთოდ, საიდან მოვიდა, რა უნდა, თუ იცის ვაბშე რა ორგანიზაციაა და ვინ მოიწვია?

შეგვჭამა, დაგვღეჭა, დაღეჭილები ვართ ფაქტიურად.
მარა მარტო ეგ რო იყოს, რაღა გვიჭირს...

Tuesday, June 16, 2009

MB

როგორც იქნა ვიპოვე მაიკლ ბუბლეს, ანუ ბუბლიკის კონცერტის ჩანაწერი და ყურებამდე გაღიმებული ვუყურებ:)
რაღაცნაირი საყვარელი ტიპია. ლამაზი, რბილი ხმა აქვს, შესრულების მანერა – ახალგაზრდული:) იუმორი ფანტასტიური, ხელები – კაცური:)
ხანდახან შესამჩნევად აპაპსებს რაღაცეებს, მარა არ მაღიზიანებს. ხანდახან ზედმეტად თავდაჯერებულად იქცევა, მარა არც ეს:)
იმიტო რო ნიჭიერია და საყვარელი.
და ყოველთვის მსიამოვნებს მისი მოსმენა.

Just do it. Nike.

ზურგი გამითბა, ისეთი თვალები გამომაყოლა.
იჯდა და ელოდა შესაფერის მომენტს. იმდენ ხანს იჯდა, რო დაახლოებით 27 შესაფერისი მომენტი გააცილა ხვაშიადიანი მზერით.
მე ვაცდიდი, ღმეთი, რჯული. მე ხო გულმოწყალე ვარ. ბოლოს ნერვები მომეშალა ამ უნიათობის აპოთეოზზე და წამოვედი.
– მე მათ შევხედე და წამოვედი!

Monday, June 15, 2009

Woodstock

დავლპით.
მარა მაინც უგონოდ მიყვარს წვიმა. ასეთი გადარეულიც კი. ვიღაც ქალი მერი პოპინსივით დინჯად მოუყვებოდა ქუჩას, სულ ცალ ფეხზე ეკიდა თავზე რო მთელი ჩანჩქერი დაეშვა, და ვაბშე ქვემოდანაც ისევე მძლავრად რო წვიმდა, როგორც ზემოდან. მაგარია. ვგიჟდები რო წვიმს და არ გარბიხარ. არ მესმის, რა აზრი აქვს.
ჩვენს წინ მშენებარე სახლის საძირკველი ყოველ ღამე საცურაო აუზად იქცევა ხოლმე და ისე უდაბურად გამოიყურება, გული მოგიკვდება. ბაყაყებიც კი გაჩნდნენ. რაღაცნაირი უდაბური არსებები.
იცით როგორ ვწერ ახლა? აი იმ კინოში როა, 'არდადეგები', ბავშვებს სოფელში რო წაიყვანს მამა და ბოტანიკის და სკრიპკის მეცადინეობით რო კლავს, და ის ბიჭი ყურებში თითებგარჭობილი რო იზუთხავს სოკოს აგებულებას – სოკო. სოკო შედგება ფეხისაგან და ქუდისაგან. აი რაღაც ეგრე. იმ ბავშვს სინამდვილეში სულ სხვაგან უნდოდა ყოფნა. მე სინამდვილეში სულ სხვა რამეზე მინდა დაწერა. ზოლებიან პიჟამაში გამოწყობილი მამა არაფერს მიშლის მარა მაინც ვტკეპნი. სოკო. სოკო შედგება ქუდისაგან და ფეხისაგან...
ცხვორება. ცხოვრება შედგება სევდისაგან და სიხარულისაგან. უაზრო დღეებისაგან და საოცარი ღამეებისაგან, ტელეფონით მოსმენილი როკ–სერენადებისა და ყურიდან ყურამდე ღიმილისაგან, მოლოდინისაგან და კიდე მოლოდინისაგან, ნაცნობი ფეხის ხმისა და ისევ მოლოდინისაგან.

მოლოდინისაგან:)

Monday, June 8, 2009

Terminator Salvation

Elvis, sorry, man.
I love you.

ასეთი იყო ლიზა მერი პრესლი ბავშვობაში

ეს დედამისია, პრისცილა, არცისე შორ წარსულში

ასეთები არიან ახლა ... сущий ужас

Friday, June 5, 2009

Rach


უნიჭიერესია ჯენიფერ ანისტონი, და ძაან საყვარელი, და აბსოლუტურად უნაკლო ფიგურა აქვს. ეგეთი არავის არ აქვს, არცერთ სუპერმოდელს, მე თუ მკითხავთ. ეს ძველი ფოტო ვიპოვე და ძაან მომეწონა:)

Thursday, June 4, 2009

Missouri Tigers

სხვა ეგუება შეუძლებლის შეუძლებლობას, და მე ვერაო, ლაშამ.
გამოსავალი უალტერნატივოდ ბრძოლაა მისთვის. ზუსტად იცის რო ის უნდა, რაც უნდა. ოღონდ რა, არ მეუბნება.
მე მოწაფედ მივებარე. ჩმორიკიზმის მიმდევრობა მომბეზრდა.

შეწუხდა ხალხი. არადა მომერღვა გუინპლენის ნიღაბი, ჩვეულმა დაღრეჯილობამ იჩინა თავი. დღეს ფილოსოფოსი მიწოდეს, and not in a good way. ვერ ვიტან მაგიდის ქვეშ ფეხსაცმელებიდან ფეხები რო აქვთ ამოწეული ან სულაც გახდილი.

Saturday, May 23, 2009

Rita Hayworth

ულამაზესი რიტა ჰეივორტი, ნუ აბსოლუტური მომხიბვლელობა:)

Saturday, May 9, 2009

Jacob? Seriously??

გადაბრუნებული მაიკასავით ადამიანები ხო არსებობენ? აი იარლიყი რო გარეთ ცანცარებს და ნაკერები ფრიად უგერგილოდ გამოჩრილა გვერდებზე.
იმდენი ვილაპარაკე ამ გოგოზე უკვე სინდისი მაწუხებს, ჯოჯოხეთის კარებს ვამტვრევ ორი დღეა და აქაც თუ გადავუარე, შემიშვებენ და კარგად მეყოლეთ მერე.
ეგეთი რამე ცხოვრებაში არ მომსვლია მგონი.

და ლოსტის სცენარისტებმა დაიბიჯეს, ნაწლავები გადაიხლართეს, ყველა ანომალიური დრამატურგიული ხასიათის ფანტაზია აიხდინეს. წარსულში რო მოხდა ის მომავალია, ახლანდელში წარსული ხდება და მომავალში რაც მოხდა, ის საერთოდ არ ყოფილა. გამოვშტერდი.

Wednesday, May 6, 2009

Nina Simone - I Loves You Porgy

ბოლო ერთი კვირის და განსაკუთრებით დღევანდელი აკვიატება.
გენიალური მუსიკა და შეუდარებელი შესრულება.
ფანტასტიურია ბილი ჰოლიდეის ნამღერი, კეიტ ჯარეტის ინსტრუმენტალი და საერთოდ ყველა ვერსია, რაც ბუნებაში არსებობს.
გერშვინი თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. 38 წლის. წარმოუდგენელია.

I Loves You Porgy

სამივე ერთად ისხდნენ, როგორც მაშინ... ბედნიერები რომ ვიყავით.
ჩვენ ორნი რომანტიულად ბედნიერები (გვეგონა), ყველანი ერთად ძალიან ახლო მეგობრები.
უცნაური შეგრძნება მაქვს, ასე რო ვხედავ, ერთად... მეოთხე მე ვიყავი ადრე. ახლა კიდე ისე შორს ვარ. მგონი.
მაგრამ მარტო მე არა.
რათქმაუნდა არაფერი აღარ არი ისე, როგორც იყო. ვეცადეთსავით, მარა არ გამოვიდა. ან სათანადოდ არ გვიცდია. მე იმიტო არა, რო გამიჭირდა და აღარ მომინდა, იმათ იმიტო რო ... ისინი კაცები არიან, დაეზარათ. უცნაური ხალხია კაცები, ერთმანეთის წყენინებას ერიდებიან ('კაცურ პონტში'. ვერასდროს ვერ გავიგებ რა არი ეს სუგუბა კაცური ფილოსოფია რო გონიათ აი ის ფილოსოფია) და ამას ლამის საკუთარი ბედნიერება შეწირონ მთლიანად, საკუთარი და განსაკუთრებით ქალის. ზოგი ასეთია, ზოგი ისეთი, ფორმულა არ არსებობს რათქმაუნდა.
რისი არ მჯერა და ფორმულების ურთიერთობებში.

შევედი და ორ წამში დაიშალნენ.
არ მინდა ასე. ძაან არ მინდა, ვითრგუნები და რაღაც მტკივნეული სინანული შემომაწვება ხოლმე, რომელიც დიდხანს აღარ მიდის და ვიტანჯები.
ცალ–ცალკე თითქოს არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ახლოს ვართ და ერთად. მარა არცერთი არ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც იყო, რაც გვქონდა. ნუ ორიოდე სიტყვით ვთქვით და მორჩა.
წეღან ვცადეთ და ისეთი ნაძალადევი და უხერხული გამოვიდა, გაქცევა მომინდა სადღაც.
ჩემს გულისტკენას ერიდებიან და მეღიმება. მეც ვერიდები იმათ გულისტკენას და მიხარია, რო ვერიდები.

რაღაცა არსებობს.

Monday, May 4, 2009

Converse All Star

გუშინ კეტები ვიყიდე. ოღონდ სად უნდა ჩავიცვა წარმოდგენა არ მაქვს.
ეს რა სინდრომია, რო ყიდულობ რაღაცეებს, რასაც იმთავითვე იცი, წელიწადში ორჯერ თუ გამოიყენებ, მარა მაინც ყიდულობ.
სავსე მაქვს კარადა უმაქნისი ნივთებით, ვგიჟდები პირდაპირ. არადა ერთი შეხედვით ძაან საყვარელი რამეებია. ჩვეულებრივი ადამიანები აქტიურად იყენებენ ეგეთ რამეებს, იმიტომ რომ სამსახურს გარეთ ცხოვრობენ, კლასგარეშე. ასეა, რაღაცეები ძალიან ძალიან მინდა და ვერ/არ ვაკეთებ. კეტებს და კეპკას სახლში მაინც ჩაიცვამ და დაიხურავ, სარკის წინ, ანდა მაღაზიაში ჩახვალ და მსუქან გამყიდველ ქალს დაენახვები (რა სასოწარკვეთილებაა:)), მაგრამ აი სხვა რამეები? რისი გაკეთებაც, ისევე როგორც სინამდვილეში სპორტული ტანსაცმლის ტარების შანსის გამონახვა, ყოველთვის შეიძლება? იმას ჩალიჩი უნდა. რო ადგე და ამდენი ხნის ნალოლიავები ოცნება აიხდინო და გიტარაზე დაკვრა ისწავლო გაცილებით მეტი საჩალიჩოა, ვიდრე გუდვილამდე ჩათრევას და კეტების ყიდვას სჭირდება. არადა რამხელა სხვაობაა?!! სად კეტები და სად გიტარაზე დაკვრა რო შეგიძლია, იმით მიღებული სიამოვნება. მემგონი დებილი ვარ. ნუთუ უფრო მნიშნველოვან რამეებშიც ასე ვერ ვიაზრებ პრიორიტეტებს?! აშკარად ასე იქნება, რა მნიშვნელობა აქვს, კეტებზეა ლაპარაკი თუ გიტარაზე? შეიძლება ისეთ რამეებს არ ვაქცევ ყურადღებას, რისი გაკეთებაც შემიძლია და გაცილებით უკეთ ვიგრძნობდი თავს მეც და ჩემებიც, რო გამეკეთებინა... ოდესმე შეიძლება სინანულის გადაჭარბებულ დოზას ვემსხვერპლო. მერე ვიტყვი, საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ვახდენ მეთქი და სულ თავში უნდა მირტყან ამ დროს.

ჩემი კეტები შეურაცხყოფისაგან გაწითლდნენ ალბათ, წავიდე დავხედო.
ეს გიტარა მქონდეს მაინც.

Thursday, April 30, 2009

იასამნის ფერი

ბილ ევანსი ისე გადასარევად უკრავს, რო მგონია მეც რაღაც გადასარევის დაწერა უნდა შევძლო როცა ვუსმენ.
ძაან ხშირად ვამბობ ამ ‘გადასარევს’ მგონი.
ყველაფერი დალაგდა როგორღაც თავში. საერთოდ რაღაც ბევრი რამე მოხდა თავისთავად, რაშია ნეტა საქმე. ყველაზე კარგია ასე. ზედმეტად თავს არ იტანჯავ რაღაც ტესტისმაგვარი ბევრ და უაზრო პასუხიანი ასევე უაზრო კითხვებით. დებილური კითხვა როა და ოთხი ერთმანეთზე დებილური პასუხი მოყვება, და შენ რო გგონია, მე რო პასუხი მაქვს, ის ვარიანტი აქ არ არიო, მარა სინამდვილეში საერთოდ რო არ გაქვს პასუხი, როგორც ასეთი. პატარა, მაგრამ კონცეპტუალურად სწორი მოდელი გამოვიდა, ცხოვრების. multiple-choice crap.
დღეს ცხელი შოკოლადი მოვიდა. სახლში ვხუმრობთ, რა შაგრენის ტყავივით პატარავდებაო. რამე ფარსაგი არ იყოს ჩვენს თავს, რაღა ვქნა:)
ქსენიკალის წონის დაკლების პროგრამის ფლაერი ეგდო შიგნით საოცარი ფრაზით: „გინდა გახდე ორჯერ მეტად?“ სულ მგონია რო დაუმთავრებელი შემოთავაზებაა. გინდა გახდე ორჯერ უფრო მეტად მაგარი მაგალითად, ხო იქნებოდა ძაან მაცდუნებელი? ეგრევე მთელი ქალაქი მივარდებოდა იმ ქსენიკლაბში. რა დებილობებს წერენ.
BP-ს თუ რომელიღაც ნიჭიერ ნავთის (დიახ) კომპანიას ქონდა კიდე გამაოგნებელი ბანერები: კითხვა იყო მგონი, რა მოაქვს ნავთობსადენსო თუ რა სარგებლობა მოაქვსო ნავთობსადენსო და პასუხი – გაცილებით უფრო მეტი.რა გაცილებით უფრო მეტი, აი რა? ან რაზე მეტი? უიმმმმ. ეს უფროც რა ცელულიტივით სიტყვაა, იქ ეკვეხება, სადაც საერთოდ არაა მისი ადგილი. მარა აკვეხებენ, თვითონ არ ენდომება ნამდვილად ამ თავისმომჭრელ რეკლამაში გამოჭენება.

ვაახ, როგორ შეიცვალა ყველაფერი. ჰმ. ისე არაჩვეულებრივად, რაღაცნაირად დამაჯერებლად, რო არც მინდა ამაზე ლაპარაკი:) რა მაგარია:)

So suck uuuup:)

Wednesday, April 29, 2009

4.0

Die Hard–ის მეოთხე ნაწილს შემიძლია ვუყურო გადაბმულად სანამ არ დამათენდება ან კომპიუტერს არ გადამალეწავენ თავზე, ოღონდ მართლა.
რაღაცა გადასარევად არი გადაღებული. და ისე ფანტასტიურად თამაშობენ! ეს მთავარი ზლაძეი მაინც, ეგეთი გადასარევი ტიპაჟი მეორე არ მინახავს სხვა მსგავს ფილმებში. იდეალურად თამაშობს ინტელექტუალ ზლაძეის, არაფერი არ აქვს საერთო იმ რაღაცნაირდაძაბულსახიან ბოროტ ტიპებთან, საერთოდ რო აკეთებენ ეგეთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმებისთვის. რაღაცნაირი იუმორი აქვს, გაბრაზებული მარა სვეტსკი, მსახიობმა ქნა ეს დარწმუნებული ვარ. მაგარი ტიპია ეს ტიმოტი ოლიფანტი.
ძაან სასაცილოა ხოლმე, ცუდი როჟები გაბრაზებული ფიზიონომიით რო დაიარებიან და იმჰოტეპივით იცინიან რატომღაც.
ნუუ ბრიუსზე აღარაფერს ვამბობ, მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ყოველთვის:) და ის გამხდარი ხაკერი, ჯასტინ ლონგი რო თამაშობს, უუსაყვარლესი:)))
არი არაჩვეულებრივი სცენარი, დიალოგები უტონკესი იუმორით. ვგიჟდები როგორც ყავთ შერჩეული ტიპაჟები როლებისთვის, თითქმის იდეალურად, თვალში რო უცებ გხვდება, ისეთი ნიუანსები აქვთ გაწერილი, მაქსიმალურად გათვალისწინებული ისეთი წვრილმანები, რო აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.
მე რათქმაუნდა უბრალოდ მოხიბლული მაყურებელი ვარ, დახარბებული რაღაცა კარგად გაკეთებულს, მარა მაინც მგონია რო ძალიან მაგარი გამოვიდა ეს მეოთხე.
რამდენადაც პათეტიკური, ცოტა პედანტი, ცოტაც გულუბრყვილო ხალხი არ უნდა იყოს ამერიკელები, თავისთავზეც მშვენივრად შაყირობენ და საერთოდაც, ყველაფერი გადასარევად გამოსდით.
პირველი არი რათქმაუნდა ძალიან კარგი, მარა მაინც ბოლო მირჩევნია. როგორც სიყვარული უკანასკნელი, სულ სხვა რომ არის:)))))

Tuesday, April 28, 2009

Circus in town

ორასჯერ დავწერე და წავშალე რაღაც ბოდვა. სინამდვილეში უბრალოდ გადასარევი კლავიატურა მაქვს და ბეჭდვა მომწონს. ნეტა შემეძლოს, ზუსტად დავწერო, რამდენი სისულელით მაქვს თავი გამოტენილი. მარტო თავში რო მქონდეს კიდე რაღა მიჭირს, ხანდახან ამ საარაკო სისულელეებს ხორცსაც შევასხამ ხოლმე ბრიყვული კმაყოფილებით, ისეთი მაგარი ვარ, აბა რა. თან მნიშვნელოვანიც რო მგონია და ვიპრანჭები, ჰაჰა:)
მარა ხოლმე.
ხანდახან იცი რაც არი მნიშვნელოვანი, მარა არ აკეთებ. გგონია რო დრო თავზესაყრელი გაქვს. ჯერ რა სისულელითაც ხარ დაკავებული, აი იმას მორჩები და მერე ამ მეორეს გააკეთებ, მნიშვნელოვანს. ბულშეთ, როგორც იტყვიან ჩვენში, ზემო ჰოლივუდში, სულ იქ დავძრწივარ ამ კინოების გადამკიდე, მარა მივხვდი რატომაც.
მგონია, რო ნიჭიერების, გემოვნების, ასე გასინჯე ურთიერთობების გაუგონარ დეფიციტს ვივსებ ამით. მარა ესეც ბულშეთია რათქმაუნდა.
გარშემო არაფერი აღარ არი. აი საერთოდ. რაღაცა დებილიზმის ფაფაში ვფართხალებთ.
სხვები ცხოვრობენ, ჩვენ ვფართხალებთ, ზღვაში როგორც ვიცით ხოლმე, ერთ მტკაველ ფართობზე რო უნდა ყველას ფართხალი და თავ–ყბაში ულაწუნებენ ყოველი ხელის მოქნევაზე.
უხალხოში მიყვარს მე, გრიშასავით. და გრიშა როგორია და კარგი:)

Thursday, April 23, 2009

Wednesday, March 25, 2009

.

ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ სინამდვილეში. ინერციით ვარსებობ.

Saturday, March 14, 2009

Thursday, March 12, 2009

Bill Charlap

არაჩვეულებრივი პიანისტი, დღეს აღმოვაჩინე. გადავაბრუნე ინტერნეტი ამ ალბომის ძებნაში და ვიპოვე.
ულამაზესი ჯაზ სტანდარტებია, მოუსმინეთ და ისიამოვნეთ:)

pure beauty




რა ლამაზები არიან, მომხიბლავები...

Wednesday, February 25, 2009

პააააააუზა

ცხელი შოკოლადი ისე დააპატარავეს, ჯიბეში ჩაიდებ და ივლი. შეკუმშეს, გარეცხეს და შედგა.
და გოგი დიდი ხანია აღარ წერს...
აკა მორჩილაძეც გაიშვიათდა...
რა ხდება ნეტა?
End of the chocolate as we know it?:)
სანამ ჩემი სტუმრები ზარს გააწკრიალებენ და დამიძახებენ, აქ შემოძრომა მომინდა. არადა უწყინარი ხალხია, რას ვერჩი, თავისთვის სხედან და ჩაკირკიტებენ ლეპტოპებს, ტუალეტშიც კი არ დადიან, უიმმ. რობოტების მისიაა თუ რა.

კარგი დილაა. წავედი.
:სახლშირომარტოხარდაშენთავსელაპარაკებიაიის:

Tuesday, February 3, 2009

Watch 30ROCK, people:))))))


Cause it rocks:)))))))))))))))))
სანამ აფლოუდის საიტები იმუშავებს ავტვირთვ ხოლმე:))
მანამდე The Pilot

დოოდ, ძაან მოგეწონება, აი ძაან:)))))))

Friday, January 16, 2009

Yawning when singing or singing whenever wanting to yawn??

Hell of a question...
საკმარისია სიმღერის დაწყება ვცადო, პირველივე ბგერაზე უსაშველო მთქნარებას ვიწყებ, აი გულთან ყველაზე ახლო და საყვარელ სიმღერაზეც კი. არადა ყველაფერს მირჩევნია სიმღერა ამქვეყნად. Now what kind of a person has a thing like that? a sick person, that's the kind!:))
დიდი ამბით რო გავრბივარ კარაოკე ბარში, რა სანახავი ვიქნები სცენაზე მიკროფონით, გონის დაკარგვამდე მთქნარებაში, მაგარი იქნება ძაან.
ყველაფერი შეიძლება დაგემართოს, აი ხმა ჩაგიწყდეს უცებ, ან დახველება მოგინდეს, ან ნერწყვის ჩაყლაპვა, მარა დამთქნარება გაგანია სიმღერისას???
დაეგდე და მოუსმინე რა

Tuesday, January 13, 2009

www

Everything is about actually knowing what you want.

Monday, January 12, 2009

Blue Moon detective agency:)

ბრიუს უილისის ფილმების ფაზა რაზგარში შევიდა და ავდექი და მოვქექე ოთხმოციანების ფანტასტიური სერიალი Moonlighting, ჯერ კიდევ ქოჩორა ბიჭი რო იყო ბრიუსი აი იმდროინდელი:))) უსაზღვროდ სახალისოა, გენიალური:) ელ ჯეროს გადასარევი თემით და ულამაზესი სიბილ შეპარდით:) ისეთი გადასარევი იუმორია, ჩემ ბავშვობაში რათქმაუნდა რუსული გახმოვანებით გადიოდა და მაშინვე არაჩვეულებრივი იყო მარა რა შედარებაა:))
და მოდა, რომელიც მეგონა ყველაზე სასაცილო მსოფლიოში – ისეთი ლამაზი ზმანია სიბილ შეპარდი, ნუ უმომხიბლავესი:)
ვინც განრისხებულია გაუგებარ, გასაცოდავებულ 80იანებზე, არც აქეთ რო არ იყო და არც იქეთ ჩვენს საბჭოთა ცხოვრებაში, ნახეთ ერთი ორი სერია და ან კიდევ უფრო განრისხდებით ან აუხსნელი ნოსტალგია შემოგაწვებათ დროზე, რომელიც ჩვენთან იყო ასკილოიანი სკოლის ფორმების, ბანტების, კლიფსების, ქსოვის სასწავლი რუსული ჟურნალების და საზიზღარი მაკიაჟის ეპოქა:)))