Tuesday, April 28, 2009

Circus in town

ორასჯერ დავწერე და წავშალე რაღაც ბოდვა. სინამდვილეში უბრალოდ გადასარევი კლავიატურა მაქვს და ბეჭდვა მომწონს. ნეტა შემეძლოს, ზუსტად დავწერო, რამდენი სისულელით მაქვს თავი გამოტენილი. მარტო თავში რო მქონდეს კიდე რაღა მიჭირს, ხანდახან ამ საარაკო სისულელეებს ხორცსაც შევასხამ ხოლმე ბრიყვული კმაყოფილებით, ისეთი მაგარი ვარ, აბა რა. თან მნიშვნელოვანიც რო მგონია და ვიპრანჭები, ჰაჰა:)
მარა ხოლმე.
ხანდახან იცი რაც არი მნიშვნელოვანი, მარა არ აკეთებ. გგონია რო დრო თავზესაყრელი გაქვს. ჯერ რა სისულელითაც ხარ დაკავებული, აი იმას მორჩები და მერე ამ მეორეს გააკეთებ, მნიშვნელოვანს. ბულშეთ, როგორც იტყვიან ჩვენში, ზემო ჰოლივუდში, სულ იქ დავძრწივარ ამ კინოების გადამკიდე, მარა მივხვდი რატომაც.
მგონია, რო ნიჭიერების, გემოვნების, ასე გასინჯე ურთიერთობების გაუგონარ დეფიციტს ვივსებ ამით. მარა ესეც ბულშეთია რათქმაუნდა.
გარშემო არაფერი აღარ არი. აი საერთოდ. რაღაცა დებილიზმის ფაფაში ვფართხალებთ.
სხვები ცხოვრობენ, ჩვენ ვფართხალებთ, ზღვაში როგორც ვიცით ხოლმე, ერთ მტკაველ ფართობზე რო უნდა ყველას ფართხალი და თავ–ყბაში ულაწუნებენ ყოველი ხელის მოქნევაზე.
უხალხოში მიყვარს მე, გრიშასავით. და გრიშა როგორია და კარგი:)

12 comments:

Tiko said...

დებილიზმის ფაფაში ფართხალი მაგარი ფრაზააა, კაკ რაზ ესადაგება ჩვენს ყოფას :)))

მომენატრა შენი პოსტების კითხვა :)

ketketa said...

თიკოო:)

რა კაია რო შემოიხედე:)

რარაც მეც ძაან დამაკლდა აქ ჯღაბნა:))) უნდა მოვცოცხლდე რა:) კომენტი გამიხარდა ძალიან:))

Anonymous said...

გავეცანი თქვენს ნაშრომს და აღფრთოვანებული ვარ თქვენი ”მომკალით” :))

ქეთი,რა კარგი გოგო ხარ :)როგორ მინდა მეც შენნაირი ვიყო:))

დებილიზმი დაივიწყე, ყველაფერი კარგად იქნება.აი ნახავ.

კარლსონის, ჩორვენის, ვასიკოს და გრიშას ფანი :))

ketketa said...

მაგდა:)
გიცანი გიცანი:) საყვარელო:)

ჩემნაირი რად გინდა კაცო, არ გამაგიჟო, უსაყვარლესი ხარ შენ თვითონ, გამოუშვი მთელი ეგ საოცრად დადებითი ენერგია გარეთ, გამოუშვი, ნუ გყავს დამწყვდეული:))
მართლა გეუბნები:)

შენი სახელიც ჩაწერე ხოლმე, ანონიმუსის მაგივრად:))

გკოცნი:)

Anonymous said...

საყვარელო მართალი ხარ 100 %-ით. მაგიტომ გითხარი შენნაირი მინდა ვიყო-მეთქი.

მეც გკოცნი:) გაიხარეეე :)))

Tiko said...

მე სულ ვიხედები აქ :)
გამოცოცხლდი და აგერ ვართ კომენტების მცხობელები :)))

© said...

ket ra kaia isev rom daicke cera :) mixaria martla!

grisha es romeli, grisha da mtavari?! ,) tu grisha, anu mtavari. ar maxsovs zustad :)

ketketa said...

გრიშა და მთავარი, აბა რა:))))))

კომენტები ცვიოდააა:)) იეეეი:))


გკოცნიიით:)

Keti said...

ვაიმე. ფაფა! არასდროს მიყვარდა და რა ზუსტი შედარებაა :)
კიდევ, შენი იუმორი მიყვარს, ქეთ
და მიხარია, აქ რომ ისევ წერ :):*

ketketa said...

ქეთოო:)
ჩემი მაიმუნობების კითხვა რო არ გეზარება, რა კაია:)))

გკოცნი:)

Kalo said...

ბრიყვულ კმაყოფილებაზე იცი რამდენი ვიცინეეე? :-):-):-)
ზემო ჰოლივუდში ბოდიალი მეც მიყვარს. ნუ, რა ვქნა, ვიცი, რომ ცუდია, მაგრამ ვგიჟდები ჰოლივუდურ მდარე ფილმებზე. :-):-)გაუგონარი სიმშვიდის შეგრძნებით ვივსები ჰაფიენდიანი მელოდრამების ყურებისას.
აი ასეთი ინფუზორიული კომენტარი დაგიტოვე ჩემო ქეთ :-):-)

ketketa said...

ინფუზორიული კომენტარიი:)))))))))))))))) ვხოხავ:))))

მი იშო ვსტრეწიმსა, ვ გალივუძე:))))))
ემოციური კომპენსაციისთვის ზოგი უყურებს საოცარ "ცხოვრება მშვენიერიას", ჩვენ ჰოლივუდი გვირჩევნია, დიახ:))))