Wednesday, April 29, 2009

4.0

Die Hard–ის მეოთხე ნაწილს შემიძლია ვუყურო გადაბმულად სანამ არ დამათენდება ან კომპიუტერს არ გადამალეწავენ თავზე, ოღონდ მართლა.
რაღაცა გადასარევად არი გადაღებული. და ისე ფანტასტიურად თამაშობენ! ეს მთავარი ზლაძეი მაინც, ეგეთი გადასარევი ტიპაჟი მეორე არ მინახავს სხვა მსგავს ფილმებში. იდეალურად თამაშობს ინტელექტუალ ზლაძეის, არაფერი არ აქვს საერთო იმ რაღაცნაირდაძაბულსახიან ბოროტ ტიპებთან, საერთოდ რო აკეთებენ ეგეთი მძაფრსიუჟეტიანი ფილმებისთვის. რაღაცნაირი იუმორი აქვს, გაბრაზებული მარა სვეტსკი, მსახიობმა ქნა ეს დარწმუნებული ვარ. მაგარი ტიპია ეს ტიმოტი ოლიფანტი.
ძაან სასაცილოა ხოლმე, ცუდი როჟები გაბრაზებული ფიზიონომიით რო დაიარებიან და იმჰოტეპივით იცინიან რატომღაც.
ნუუ ბრიუსზე აღარაფერს ვამბობ, მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ყოველთვის:) და ის გამხდარი ხაკერი, ჯასტინ ლონგი რო თამაშობს, უუსაყვარლესი:)))
არი არაჩვეულებრივი სცენარი, დიალოგები უტონკესი იუმორით. ვგიჟდები როგორც ყავთ შერჩეული ტიპაჟები როლებისთვის, თითქმის იდეალურად, თვალში რო უცებ გხვდება, ისეთი ნიუანსები აქვთ გაწერილი, მაქსიმალურად გათვალისწინებული ისეთი წვრილმანები, რო აღფრთოვანებას ვერ ვმალავ.
მე რათქმაუნდა უბრალოდ მოხიბლული მაყურებელი ვარ, დახარბებული რაღაცა კარგად გაკეთებულს, მარა მაინც მგონია რო ძალიან მაგარი გამოვიდა ეს მეოთხე.
რამდენადაც პათეტიკური, ცოტა პედანტი, ცოტაც გულუბრყვილო ხალხი არ უნდა იყოს ამერიკელები, თავისთავზეც მშვენივრად შაყირობენ და საერთოდაც, ყველაფერი გადასარევად გამოსდით.
პირველი არი რათქმაუნდა ძალიან კარგი, მარა მაინც ბოლო მირჩევნია. როგორც სიყვარული უკანასკნელი, სულ სხვა რომ არის:)))))

2 comments:

S.P. said...

4 ჯერ ვნახე

ketketa said...

4.0-ჯერ:)))