Wednesday, April 23, 2008

Que isto é bossa nova, que isto é muito natural...

სამბა–დი–ჟანეირ ფიზიონომიით რო დგას, გახლავთ ჟილბერტო ჟილი , არაჩვეულებრივი მელოდიების ავტორი და შემსრულებელი, და 2003 წლიდან ბრაზილიის კულტურის მინისტრი:))) მაგარი ხალხია ძაან, ნახეთ რა მასტია პროსტა:))
ხო, და ის მეორე არის ლუის ინასიო ლულა და სილვა, პრეზიდენტი:)

Gilberto Gil _ Febril
Gilberto Gil _ Flora

Monday, April 21, 2008

Jeffrey Dean Morgan


ან უბრალოდ Jeff Morgan...


გრეის ანატომიაში აღმოვაჩინე და მოვიხიბლე:)


აუუ, და მართლა როგორ გავს ხავიერ ბარდემს ნახეთ:)



ახალი იორკი:)))))))))

ნიუ იორკი ზუსტად ისეთი მგონია, როგორსაც ფილმებში ვხედავ:) მზიანი...
უამრავი ფილმია შობაზე და ზამთარზე გადაღებული ნიუ იორკში, მე კიდე სულ მზიანი მგონია მაინც. თან შემოდგომის მზიანი, რბილი, მოყვითალო ჰაერით (if any:)) ჩამოცვენილი ფოთლებით, საოცარი რივერსაიდ პარკით და სენთრალ პარკით, ჩქარი ნაბიჯით მოსიარულე ადამიანებით სტარბაქსის დიდი ჭიქით ხელში, გადასარევი სახლებით და მოაჯირიანი პატარა კიბეებით, ყვითელი ტაქსებით და გაუგებარი წარმომავლობის მძღოლებით, ენითაუწერელი ჭედვით ქუჩებში, ამოდენა ქალაქი რო ხუთი თითივით იციან აი ისეთი ადამიანებით, რაღაცნაირად საკაიფოდ რო წარმოთქვამენ ქუჩების და უბნების სახელებს (უბნები ქვია ნეტა იქაც? :))))
ჩემი მგონია ამხელა პოლისი, რა ვქნა?:) არადა არასდროს არ ვყოფილვარ.
გრიშა დამემართა, ოღონდ გრიშას ხო იტალიაზე ქონდა ჩაციკვლა:)
მე მიყვარს ყველაფერი ამერიკულ–ნიუ იორკული, იანკური და რედ–ნეკურიც, არკი ვყოფილვარ:)
არადა შეიძლება სხვანაირია, ნამდვილი...

Sunday, April 20, 2008

Forgive my lips... და მერე როგორც ტექსტშია:)


ვისაც არ გინახავთ, ნახეთ რა A Good Year, 2006 წლის ფილმია, მე ახლა აღმოვაჩინე:)
რაღაცნაირი თბილი და სურნელოვანი, ფრანგული შარმით და (შედარებით მცირე დოზით, მაგრამ მაინც) ჩემი უსაყვარლესი, ტონკი ბრიტანული იუმორით...
მიყვარს მსუბუქი კინო, რა ვქნა, ვერ ვიტან გულდამძიმებული რო ვრჩები, როცა ფილმი მთავრდება
ორჯერ ზედიზედ ვნახე დღეს, რა ფსიხი ვარ:)
ვგიჟდები რასელ ქროუზე და არ დამიწყოთ ახლა ესაო და ისაო, გადასარევად თამაშობს, ვაბშე ყველანაირ ტიპაჟს, და სიმპოა და ისა... ხმა აქვს საოცრად მომხიბვლელი, ბოხი... :)
დიდად არ აღფრთოვანებულან კრიტიკოსები თურმე თვითონ ფილმით, ჰმ, დიდი რამეც რა, გააჭირეს საქმე:))
მე აღვფრთოვანდი და კრიტიკოსებს ნუ ეტყვით :))) სერ რიდლი სკოტს – კიბატონო:)
ნიძლავს ჩამოვალ, თუ სიტყვა 'აღვფრთოვანდი' ვინმემ დაუბრკოლებლად წარმოთქვას ქართველის გარდა:)))))

Thursday, April 17, 2008

For top 10 minutes of fun:)))

ამერიკელებს ძალიან უყვართ ეს Top 10-ები:)
ყველაფერზე არგებენ ისტერიულად. რაღაცეები ვიპოვე ახლა და ძაან გავერთე, ცოტა დავცინე, რა ვქნა, ოღონდ ყველაფერზე არა:)))
ნახეთ:

Top 10 Unexplained Phenomena
  1. ტაოსის ხმაური
    ყოფილა პატარა ქალაქი ტაოსი ნიუ მექსიკოში. თურმე წლების მანძილზე ისმის რაღაც გაუგებარი ზუზუნის მაგვარი ხმა უდაბნოში. ამბობენ, სპეციფიური აკუსტიკის ბრალიაო, ზოგი ფანტაზიორი კიდე რაღაც მისტიკურ მიზეზებს ეძებს... მოკლედ ვერაფრით ვერ დაადგინეს ბგერის წყარო და არი ერთი ამბავი
  2. თოვლის კაცი (თუ რას ეძახიან ქართულად კიდე?)
    კიდე ერთი უსასაცილოესი ამბავი უზარმაზარი ბანჯგვლიანი არსების შესახებ. კაცმა არ იცის ვის ავადმყოფურ წარმოსახვას უნდა ვუმადლოდეთ ამ ინფანტილური ‘საიდუმლოთი’ რო გვაბოლებენ რაც თავი მახსოვს
  3. ინტუიცია
    გნებავთ მეექვსე გრძნობა და კიდე სხვა რამე, რასაც სახელი არ აქვს, ყველას განუცდია ასე თუ ისე. რათქმაუნდა, ყოველთვის არ გაქვს შეგძნება და ვერც გამოიცნობ, რომ რაღაც მოხდება, მაგრამ ძალიან ხშირად ამართლებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ინტუიციის გამართლების შემთხვევები ფსიქოლოგებმა ვერ გამოიკვლიეს
  4. უკვალოდ გაუჩინარებული ადამიანები
    ასეთიც არსებობს. უკვალოდ გამქრალი, აორთქლებული ადამიანები, ვერაფრით რო ვერ მიუგნიათ და ამტკიცებენ, რაღაცა მანქანებით (!) გაქრნენო. მაგალითად მოჩვენებად წოდებული გემი Marie Celeste–ის მთელი ეკიპაჟი, ვიღაც Jimmy Hoffa, ასევე ვიღაც Amelia Earhart და კიდე ვიღაც Natalee Holloway
  5. მოჩვენებები
    უამრავი ადამიანი ამტკიცებს, რომ უნახავს და კონტაქტშიც კი შესულა მოჩვენებასთან. ლიტერატურამ და ფილმებმა ხო შეგვჭამა ნაირ–ნაირი სიუჟეტებით...
  6. Deja Vu
    მაგარი რაღაც! უცხადესი შეგრძნება, რომ ეს უკვე იყო... წინა ცხოვრების გადმონაშთებიო... ფიჰ, ღმერთმა უწყის რა არი რეალურად...
  7. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი
    ბავშვობიან გულიანად ვიცინი ამაზე, რა ვქნა:))))))) ენ–ელ–ო, როგორც ყველა საბჭოთა ბავშვის გონებაში ჩარჩა :))) ენ–ელ–ო არა ის:))
  8. კლინიკური სიკვდილი და სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
    ადამიანები, ვისაც კლინიკური სიკვდილი განუცდია, ხშირად ყვებიან მისტიკურ ამბებს გვირაბის და მის ბოლოს საოცარი ნათელის, გარდაცვლილ ახლობლებთან შეხვედრის და სიმშვიდის განცდის შესახებ და ასე შემდეგ. შესაბამისად, არსებობს მოსაზრება, რომ სიკვდილის შემდეგ ნამდვილად რაღაც არის...მიუხედავად ასეთი შემთხვევების სიხშირისა და თითქმის იდენტური ნაამბობისა, არცერთ „დაბრუნებულს“ არაფერი ხელშესახები მტკიცებულება არ „წამოუღია“. სკეპტიკოსების აზრით, ეს არის ტრავმირებული ტვინის მიერ განცდილი ბუნებრივი და სავსებით მოსალოდნელი ჰალუცინაცია...
  9. ფსიქიკური ძალა და ექსტრა–სენსორული აღქმა (ESP – extra-sensory perception)
    ადამიანის უნარი, ჩაწვდეს ამოუცნობ რამეებს და განჭვრიტოს მომავალი... (ჰმ, პირადად მე ძაან სკეპტიკურად ვუყურებ ამას). მეცნიერებს ბევრი ასეთი ადამიანი გამოუკვლევიათ, მაგრამ ასეთი სამეცნიერო კვლევების შედეგები ყოველთვის უარყოფით და ბუნდოვანი გამოდის, ზოგი ამას იმით ხსნის, რომ ფსიქიკური ძალების შემოწმება შეუძლებელია ან რაღაც მიზეზით ეს ძალები კნინდება სკეპტიკოსების და მეცნიერების გარემოცვაში. თუ ეს ასეა, აბა ვერასდროს ვერ დავწმუნებულვართ, არსებობს თუ არა ასეთი რამე სინამდვილეში:)
  10. სხეულისა და გონების ურთიერთკავშირი
    მედიცინა თურმე ძალიან დიდი ხანია იკვლევს, სინამდვილეში როგორი გავლენა აქვს გონებას სხეულზე. მაგალითად პლაცებოს ეფექტი (პლაცებო – ფიზიოლოგიურად ინერტული ნივთიერება, რომელიც სამკურნალო საშუალების სახით გამოიყენება. მისი დადებითი სამკურნალო ეფექტი რეალურად არის პაციენტის ქვეცნობიერი ფსიქოლოგიური მოლოდინი) აჩვენებს, რომ ადამიანის გონებას შეუძლია დაამარცხოს ავადმყოფობა, თუ სჯერა, რომ წამლები, რასაც იღებს, აუცილებლად ეფექტურია, მიუხედავად იმისა არის თუ არა ასე სინამდვილეში. ასე რომ, სხეულის უნარი, უმკურნალოს საკუთარ თავს არის საოცარი რამე, შეიძლება ბევრად უფრო მაგარი რაღაც, ვიდრე თანამედროვე მედიცინას შეუძლია გააკეთოს.

ბევრი რაღაცეები აქვთ კიდე, ზიან და მოზგაობენ, ნახეთ აქ:))

Wednesday, April 16, 2008

I shouldn't have taken it as granted...

თავიდან იყო უჩვეულებრივესი შეხვედრა, ღიმილიანი და ფიქრით 'ეს საიდანღა გამოჩნდა...'
მერე ძალიან დიდი ხნით ცოოოტა აგდებული დამოკიდებულება ისტერიული მოკითხვების გამო, მარა მაინც კონტაქტი
მერე შეჩვევა... შეჩვევა ყველაზე საშიში რამეა მგონი... უკანმოუხედავი.
მერე იასამნები, უამრავი და სურნელოვანი... :)
მერე შეჩვეულის მოლოდინი, გულის აჩქროლება, ისე ცოტათი და სასიამოვნოდ
და კეკლუცობა, და 'ოო სადაა ამდენხანს' და გამოჩენა და უკვე დაუფარავი სიხარული, გულის ჭყლოპინი (ვგიჟდები ამ სიტყვაზე)
მერე საჩუქარი და საპასუხო საჩუქრის შერჩევის ძაან სასიამოვნო პროცესი
მერე ცოტა უფრო გახსნილი ურთიერთობა
'ნუ მე და შენ ხო ორივემ ვიცით რო ისა...'
...
თავიდან – არა კაცო, შენთან უნდა არა ისა..
მერე – ნეტა მართლა ასეა?
მაინც რა ნახა ასეთი...
რა კარგია
თითქმის ბედნიერებაა
ვიცი, აბა რა
შენც ხო იცი
მარა მერე? პროსტა უნდა ვიცოდეთ? მეტი არაფერი? იცი რა კაი რამე შეიძლება გამოგვივიდეს?
...
მაინც რა უშლით ადამიანებს ხელს... მემგონი არასაკმარისი სურვილი. მეტი არაფერი. და კიდე მაჯლაჯუნა 'მეგონა'...
არადა ძალიან დიდხანს ეგონა, იმდენხანს ეგონა, რომ მე მეგონა უკვე კარგად იცოდა:)
ფიჰ
მე ძალიან დარწმუნებული აღმოვჩნდი საბოლოოდ იმ რაღაცეებში, რაც მინდოდა და მითუმეტეს იმაში, რაც არ მინდოდა. ეს ცუდი სულაც არ არი, უბრალოდ ავცდით
ოღონდ ისევ, მერამდენედ:)
მაზილა ვარ მაგარი:)
ხოოოდა გუშინ დავასკვენი რო საკუთარი დარწმუნებულობის ტყვეობაში ვარ ისევ, და ზუსტად ვიცი რო მინდა...
რა კარგად გამოიყურებოდააა:) ისევ ისეთი იყო, მშვიდი, მომღიმარი, თბილი, ბოხხმიანი...
ოოო რა ვქნა, ისევ ისე რო მიყურებდა, როგორც მაშინ?
მე მეგონა ისე აღარ შემომხედავდა, ეს კიდე ...
არ მიდის ეს შეჩვენებული შეჩვეული განწყობა და რა ვქნა, რა გავაკეთო:)

Monday, April 14, 2008

მგონი მე უფრო კაი ტიპი ვარ, ვიდრე ის:)


რა მაგარია
და სულ არ მრცხვენია, ასე რო ვფიქრობ...:)

Thursday, April 10, 2008

რიოს ხამი ვარ მე :)

რიოში აუცილებლად წავალ, და ძალიან ბედნიერი ვიქნები, და ძალიან დიდხანს არ დავიძინებ ხოლმე:)
და პორტუგალიურად ვიტლიკინებ (წასვლამდე უკვე საყველპურო მეცოდინება:))
ოღონდ კარნავალზე რატომღაც სულ არ მინდა
ისე მინდა, ჩემი რიო, ჩვეულებრივი...

ეუფ, 'ჩემი რიო' რა მაგარია:)))

ზემოთ სათაურში ჩავსვი, როგორც ნამდვილმა ხამმა :))

Raindrops

Friday, April 4, 2008

A blonde witch:)))


Love Goldie:)
გონებას მაინც ყველაფრის კონტროლი შეუძლია. გონებას და ნებას. თუ ეს ერთი და იგივეა? ხო, ერთია.

Wednesday, April 2, 2008

საოცრება, აბსოლუტური...

Joe Pass


მოკვდა ეს კაცი.
როგორ უკრავს, სმენა კიარა ცქერაც უდიდესი სიამოვნებაა...
მიყვარს ჯო პასი
არაფერი, ისე შემოვიარე, ახალი მაიმუნობა დავაყენე საიდბარში და გავედი
თან ეს ჩამოწელილი მარტის არქივი მიშლის ნერვებს, უნდა ავკეცო