მერე ძალიან დიდი ხნით ცოოოტა აგდებული დამოკიდებულება ისტერიული მოკითხვების გამო, მარა მაინც კონტაქტი
მერე შეჩვევა... შეჩვევა ყველაზე საშიში რამეა მგონი... უკანმოუხედავი.
მერე იასამნები, უამრავი და სურნელოვანი... :)
მერე შეჩვეულის მოლოდინი, გულის აჩქროლება, ისე ცოტათი და სასიამოვნოდ
და კეკლუცობა, და 'ოო სადაა ამდენხანს' და გამოჩენა და უკვე დაუფარავი სიხარული, გულის ჭყლოპინი (ვგიჟდები ამ სიტყვაზე)
მერე საჩუქარი და საპასუხო საჩუქრის შერჩევის ძაან სასიამოვნო პროცესი
მერე ცოტა უფრო გახსნილი ურთიერთობა
'ნუ მე და შენ ხო ორივემ ვიცით რო ისა...'
...
თავიდან – არა კაცო, შენთან უნდა არა ისა..
მერე – ნეტა მართლა ასეა?
მაინც რა ნახა ასეთი...
რა კარგია
თითქმის ბედნიერებაა
ვიცი, აბა რა
შენც ხო იცი
მარა მერე? პროსტა უნდა ვიცოდეთ? მეტი არაფერი? იცი რა კაი რამე შეიძლება გამოგვივიდეს?
...
მაინც რა უშლით ადამიანებს ხელს... მემგონი არასაკმარისი სურვილი. მეტი არაფერი. და კიდე მაჯლაჯუნა 'მეგონა'...
არადა ძალიან დიდხანს ეგონა, იმდენხანს ეგონა, რომ მე მეგონა უკვე კარგად იცოდა:)
ფიჰ
მე ძალიან დარწმუნებული აღმოვჩნდი საბოლოოდ იმ რაღაცეებში, რაც მინდოდა და მითუმეტეს იმაში, რაც არ მინდოდა. ეს ცუდი სულაც არ არი, უბრალოდ ავცდით
ოღონდ ისევ, მერამდენედ:)
მაზილა ვარ მაგარი:)
ხოოოდა გუშინ დავასკვენი რო საკუთარი დარწმუნებულობის ტყვეობაში ვარ ისევ, და ზუსტად ვიცი რო მინდა...
რა კარგად გამოიყურებოდააა:) ისევ ისეთი იყო, მშვიდი, მომღიმარი, თბილი, ბოხხმიანი...
ოოო რა ვქნა, ისევ ისე რო მიყურებდა, როგორც მაშინ?
მე მეგონა ისე აღარ შემომხედავდა, ეს კიდე ...
არ მიდის ეს შეჩვენებული შეჩვეული განწყობა და რა ვქნა, რა გავაკეთო:)
10 comments:
If you cant get someone out of your head then maybe they're supposed to be there : )
:)
what for?...
ნუ ებრძვი თავს, ძველებურდ გიყურებდა ? ხოდა ძალიან კარგი, ე.ი.ისევ ძველებურად გიყურებს :)
:)
ბეელ:)
ხოო, იცი როგორ ვებრძვი?? პირდაპირ ავუკრძალე თავს ფიქრი ...
უნდა გამომივიდეს, ასე ჯობია
ვეთანხმები ბუდუს :)
ამ ცხოვრებაში ბევრი დამთხვევაა და თითქოს მიგანიშნებსო რაღაცაზეო... შენც თუ რაღაცით იგრძენი ეს მინიშნება მაშინ he is supposed to be in your mind :)
:)
ნიშნებმა გადამიყოლეს მე:)))
დაგვღუპავს ეგ ნიშნები : ))))) არადა როგორ გინდა გვერდი აუარო : )))
ხოო, ძაან მეჩხირება თვალში, თან ყოველწუთს, ნერვები მეშლება რა:))
ქეთ, დამიჯერე ,ყველანაირი ბრძოლა ამაო და უაზროა, ვინ იცის რა სჯობია, "ასე ჯობიაო"' რომ იძახი.რატომ, რატომ ებრძვი , გეშინია რომ მერე გეტკინება? არავინ იცის რა იქნება მერე და სანამ არ გტკივა ძალით ნუ ცდილობ რომ გეტკინოს, ძალით ნუ აიტკივებ, იმიტომ, რომ მერე არ გეტკინოს.
თუმცა ვიცი, ეს ჩემი შეგონებები და ლექციებიც ამაოა :)
არაა ამაო, მემგონი მართალი ხარ, ბუდულიკო...:)
თან მე ხო უზარმაცესი ვარ, ძაან მაწყობს უბრალოდ მივყვე დინებას:))
Post a Comment