Saturday, December 18, 2010

ოღონდაც, ოღონდაც...

– გამარჯობა, ბლოგო, ბლოგუნია, ბლოგჩიკ, ბლოგუშკა, ბლ...
– ნუ მეტენები ერთი, შენი ჭირიმე რა.
ბლოგის და მისი უხეირო ავტორის შეხვედრა ერთთვიანი განშორების შემდეგ.
მოვედი მოკლედ. ვიცი რო მიმიღებ, ჩემნაირი ხარ შენც:) ცოტა ხანი ვითომ ნაწყენი ხარ და მერე იკრიჭები ყველის ვაჭარივით. ბავშვობიდან ვერ ვიტან ამ გამოთქმას ოღონდ. არასოდეს მინახავს გაკრეჭილი ყველის ვაჭარი (თუ ყველის გაკრეჭილი ვაჭარი, როგორც არი რა:)).

დღეს ახლადგახსნილი სუპერმარკეტის კონსულტანტი გოგონა, ახალ უნიფორმაში გამოწყობილი, მონდომებულად კეთილი და მზრუნველი ღიმილით დამყვებოდა სექციებს შორის და ფოტოებს იღებდა. ალბათ დაავალეს, მყიდველების პირველი ნაკადები რეაქციები შეისწავლოს. ისეთი მონდომებული იყო, გული ამიჩუყდა.
საერთოდ ადვილად მიჩუყდება გული, მარა ამ ბოლო დროს პირდაპირ აჩუყებულ გულად ვიქეცი, მალინ მელკერსონივით, თუ კიდევ მცირეოდენ თანაგრძნობას გამოიჩენთ, ცრემლად დავიღვრები და წყალდიდობა არ აგვცდებაო, ბიორნს რო უთხრა.

ვერ ვწერ ვერაფერს, სანამ არ გავანამდვილებ. რა ვქნა. სულ უფრო ნაკლები ნამდვილი რამეები ხდება ირგვლივ. დეტექტორითაა საძებნი.

Wednesday, November 10, 2010

იმდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ, მაჯლაჯუნები დაეპატრონენ ჩულანს.
რაღაც გაუგებარი კომენტების ალერტი მომდის, რომლიღაც მიტოვებულ პოსტზე რო ტოვებენ მაჯლაჯუნები.
რანაირი გავხდი. ჰმ.

Saturday, September 25, 2010

დარიაჩანგი

საიდან მოვიდა თვალსა და ხელს შუა ასეთი სიახლოვე...
მარტო ჩვენ რო ვიცით, ისეთი რამეები...
ამდენი ნათქვამი და ორიიმდენი უთქმელი
ამდენი ღიმილი
ამდენი ზუსტად რო იცი ის დრო და ადგილი
ამდენი ფეხის ხმა და გულისფანცქალი
ასეთი მართლა სიახლოვე საიდან მოვიდა...
ასეთი მშვიდი ბედნიერება იმის გამო, რაც მიკეთებია და მეგონა, არ გამომდიოდა.

ჩემი უთქმელი იმ სათქმელს არ ნიშნავს, სათქმელი როა და ჯერ არ უთქვამთ. ჩემი უთქმელი სხვანაირი ტიპია, არ ითქმება რაღაცნაირად, არ უნდა, არ ჭირდება...
ჩემი საყვარელი უთქმელი რაღაცეები...

Saturday, September 18, 2010

ხვალ კვირაა, მასწ

გაივსო კარადა დივიდი დისკებით, წიგნები ჩქარა!:))
გადავშლი, დავხურავ, ჩავნიშნავ, ავაყუდებ, სარჩევს გადავიკითხავ, ფურცლის ფაქტურას საჩვენებელი და ცერა თითის გასმით გულდასმით შევამოწმებ, დავხურავ და მიხარია რო მაქ.
დურა, დურა

რას ამეკვიატა ეს უკანასკნელი აურელიანო...

Tuesday, September 7, 2010

Ipanema disorder:)

ზღვიდან ამოწუწულს მელოდება ხოლმე ჩემი შლოპკები
გაბადრულს
ნაკეკლუცარს
:)

Monday, September 6, 2010

სულის ნაწილები

დღეს დილით გამთენიისას აივანზე ვიდექი და მზის ამოსვლას ველოდი ავთო ჯაყელივით.
მასხოვს, ბავშვობაში ბებიასთან არდადეგებზე, არ მეზარებოდა ყოველ დილით გამთენიისას ეზოში ჩარბენა და ჭიშკართან დაგდებულ მორზე შეხტომა განთიადის საცქერლად. დილის სუსხისაგან ჩამამცივნებდა ხოლმე, პერანგისამარას, მარა არ მაღელვებდა. ბრდღვიალა წითელი მზე ამოვიდოდა და მეც ბედნიერი ვბრუნდებოდი ლოგინში.
ის პერანგი ამ ზაფხულს, წლების მერე ისევ ვნახე ჩემი ბაბუას და ბებიას ცარიელ სახლში და გულ–გვამი ამეწვა სევდისაგან.
ცას ხომ არ გამოეკერებოდნენ ჩემი ბებია და ბაბუა ან ჩემი ბავშვობა, ეგრე სად არიო.
მე კიდე ვერ ვეგუები.
დღემდე მგონია, ის ყველაფერი იყო ნამდვილი და სრულყოფილი ჩემს უბადრუკ ცხოვრებაში და მე თვითონ ვერაფრს მსგავსსაც კი ვერ შევქმნი აწი, ვერავისთვის...
ძაან მინდა რო შევძლო ოღონდ.
აი ისეთი, ჩემი ბებიას და ბაბუასნაირი, ნამდვილი რაღაცეები იმათთვის, ვისაც ამის ნახევარი სიყვარული მაინც ექნება ჩემი...

Wednesday, September 1, 2010

ეძღვნება.... საპატივცემულოდ (უიმმმ)

მე ვთვლი რო არსებობს ობიექტური ბოგანოიზმი და გემოვნების სხვადასხვაობას ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ორი ქალის მიერ, საოცრად ბრიყვული გამომეტყველებით, კადრილის სტილში შესრულებული შალახო რესტორნის საერთო დარბაზში, სადაც ისედაც ტრაგიკულად არეულ–დარეული გარემო, ღრიანცელი და საძაგელი მუსიკაა, არი ბოგანოობა.
ვერაფერს რო ვერ გახდები, ისეთი ბოგანოობა სუფევს რესტორანში. აი ფიზიკურად თუ არ გაეცალე იქაურობას, სიცილ–ტირილით ჩაგითრევს და გაცეკვებს სირტაკს, რომლის აზრზე არ ხარ საერთოდ. და არავინ არაა ირგვლივ.
გაგათრევს ვიღაც ჯანღონიანი დეიდა, გრძელი კაბის ფრიალით, მოდი კაცო ყველა ცეკვავს, მოდი, და მკლავში ხელს დალურჯებამდე ჩაგავლებს და გაპორწიალებს. და ვერაფრით ვერ გაიგებს, რატო არ გინდა ცეკვა, ახალგაზრდას.
ეს რა ჭირი გვჭირს...

Wednesday, August 4, 2010

სალьონში გაკეთებულივით

გუშინ მკვეთრად ყვითლად თმაშეღებილი ქალი შემოვიდა სალონში და აშკარა ლაქუცით დაუწყო ლაპარაკი დაღლილ პარიკმახერს (დიახ). ორი მოთხოვნა ქონდა: ერთი რო რაიონში მიდიოდა გასვენებაში და რაღაცა ძაან–ისეთი–კი–არა–მარა–თმის–გაკეთება–უნდოდა–რაღაცნაირად–უცხოდ. და მეორე, დილით უნდოდა ძაააან ადრე, ასე ცხრის ნახევარზე და ხო მოვიდოდა ის პარიკმახერიიიიი?
მერე ერთი საათი საოცრად შეზღუდული ქართულით უხსნიდა, როგორი ვარცხნილობა უნდოდა. თვითნ ვიკეთებო სახლშიო, ასე შევიკრავო და მერე ასე გადმოვიწევო და პირდაპირ სალьონში გაკეთებულივითააო, რაცხაო (!). რაიონში მიდიოდა ეს რაცხა. და სალьონში გაკეთებულივით... ძალ–ღონეს მაცლის ეს გლუვტვინიანობა, რა ვქნა...
მის გადამწვარ და გასაცოდავებულ თმას რო შევხედე, კაი გვარიანი სამუშაო ელოდა წინ პარიკმახერ ნინოს, მარა რა ექნა, ვითომ პრობლემა არ იყო, ისე გაუღიმა და შეპირდა დილას ადრე მოსვლას.
მთავარია, რომ რაცხა რომ რაიონში ჩავიდოდა გასვენებაში, მთელი გასვენება მის ცქერაში იქნებოდა, ვიღას ეხსომებოდა მიცვალებული, აბა! სხვას რას ემსახურება გასვენებები. მთავარია მწუხარე სახით დადგე ნაცნობების წრეში და კონსპირაციულად ათვალიერო ვის რა ეცვა და ვინ რით მოვიდა და რო მოვიდა საერთოდ.
ტოტალური სოციალური სასოწარკვეთილებაა ირგვლივ, შერეული სიბნელესთან და არარეალიზებული ემოციების და ურთიერთობების ისეთ დოზასთან, რომელსაც რა ძალა ეყოფა გასანეიტრალებლად, კაცმა არ იცის. არც ქალმა.

Tuesday, July 13, 2010

You guys need a new friend. I'm boring already

დაიწყო ეს ზაფხულური სიზანტე, რო გგონია, ყველაფერს 'მერე' გააკეთებ. ოღონდ ეს 'მერე' სექტემბრის შუა რიცხვებამდე არ დგება, როგორც წესი.
მზეზე დახრუკული გოგოების სიარულიც დაიწყო ოფისში. კმაყოფილი წითელი სახეებით რო დადიან და არ იმჩნევენ რო ზურგი აქვთ დამწვარი. ყველას წითელ სახეზე ერთი მოლოდინი აწერია – როდის შეიმჩნევ, რო ზაგარი აქვს და ერთი–ორ სიტყვას ათქმევინებ გარუჯვის მისეულ ტექნოლოგიაზე.
სასოწარკვეთილი ერთნაირობაა ირგვლივ.
მარა ჯერ საკუთარ ერთნაირობას მივხედო მე და მერე ავიმრიზო 'ირგვლივზე', აჯობებს.
მეცამეტე დღეა, ჩემს სამუშაო რვეულში გასაკეთებელი საქმეების ზუსტად ერთი და იგივე ჩამონათვალი მეორდება. ჯიუტად ვიწერ იმავე სიას წინა გვერდიდან და ბრიყვული კმაყოფილებით ვხურავ რვეულს ხვალამდე. How lame is this?!

Monday, July 12, 2010

აწი რით გავერთოთ?:)

ოო, დამთავრდა ჩემპიონატი, თამაშების მოლოდინიანი საღამოები და რაღაცნაირობა...

Monday, June 28, 2010

მოსკვა–იერევან–ტბილისი

ჩემი და იმდენი ხანია არ მინახავს, მგონია რო რაღაც სერიალის პერსონაჟია უბრალოდ, რომელსაც კომპში მივშტერებივარ სხვა სერიალებივით. მულწიაშკა თამუნა.
ახლა ჩამოდის და ისე მიხარია, რო ვნახავ. ოღონდ აი მშვიდად მიხარია. რაღაცნაირად მარტო მე და თამუნამ რო ვიცით, როგორ გაგვიხარდება ერთმანეთის ნახვა, აი ისე.
წაიკითხავს ახლა ამას და იტირებს:)
როგორი მშვენიერი რაღაცეები არსებობს ჩემ ცხოვრებაში და მე რეებზე ვდარდობ. გაოცებული ვარ პირდაპირ საკუთარი უსაქციელობით.

Thursday, June 17, 2010

FIFA World Cup 2010 - stories in photographs

უკომენტაროდ.
სხვა ძალიან მაგარი ფოტოები ნახეთ ამ ლინკზე

Friday, June 4, 2010

და კეთილი:) გრილმზიანი:)

ემილი და იდა:)

მეთექვსმეტე დღე

გათავისუფლებიდან...
თექვსმეტჯერ თექვსმეტი დასტური რო არ მინდოდა ეს თავისუფლება მე.
არადა უნდა მდომებოდა. თავისუფლება ისეთი რამ არი, უნდა გინდოდეს. ბევრი რამის ფასად.
იქნებ კიდე თექვსმეტი დღის შემდეგ მივხვდე, რო მინდოდა და ღირდა. ან თექვსმეტი კვირის, ან თვის. უჟას.

საექსკურსიო ადგილებში კედლებზე ამოკაწრული ვიღაცის ცხოვრების ნაგლეჯებს გავს ხოლმე ასეთი ნაბოდვარი, რო არ ვეშვები და ვაქვეყნებ. რა იდიოტობაა. მერე ვზივარ და მევე ვკითხულობ ასევე იდიოტივით. არსაით პოსტებს.

ვერ ვიტან ნიშნებს. და ნიშნებს რო ყურადღებას ვაქცევ, ამას კიდე უფრო.

ბოროტი პოსტი No.2

ზაფხულში ოფლი უფრო მეჯავრება თუ "პროფილი" არ ვიცი. ერთი მეორის ასოციაციას მიჩენს.
და ახლა ეს ხბო.
და მაია ასათიანი, რომელსაც ხბოსი ეშინია.
და მაია ასათიანმა არ იცოდა რო გადაცემაში შავ–თეთრი ხბო მოყავდა და შემთხვევით ჩაიცვა, შემოეცვა შავ–თეთრი კაბა.
და განმეორებით გადაცემის თემა ანეკდოტები.
და მაია ასათიანი რო რბილ ლ–ს ებრძვის.
და რაღაც მომენტში რო ჩათვლის ხოლმე რო შეუძლია ბოლოსდაბოლოს მისცეს გასაქანი თავის ბუნებრივ ლь–ს და მერე რა მოხდა.
ჭიჭიკომ და ბიჭიკომ შენიშნეს მისი 'ფარული' ლь მაშინ, აკვრიუმს ამოფარებული გადაცემა რო ქონდათ.
რებეკა ვერ გადააჩვიეს მიწის ჭამას საბოლოოდ. მაია ასათიანი ყოველთვის გულისფანცქალით იტყვის ხოლმე კიტრის პიკულივით ლь–ს. ასე იქნება ეს.

Wednesday, May 19, 2010

სახლში მინდა

მთელი ცხოვრება ცემინებით და ცრემლის დენით ვკვდები ძველი წიგნების ფურცვლისას. ვინ იცის, იქნებ არც მეტირებოდა ამ დედოფალ მარგოზე, ლა მოლს და კოკონასს რო თავები დააყრევინეს, და სინამდვილეში ძველი წიგნის მტვერზე ვაღვარღვარებდი ცრემლებს. ჰმ.
არადა როგორი მყუდრო სუნი აქვს. გაყვითლებული ფურცლები და სუნი.

Tuesday, May 18, 2010

გამათავისუფლე მეთქი და კაიო...

უბრალოდ გამიშვა.
დაუჯერებელია.
უბრალოდ გამიშვა...

რანაირი რაღაცეები ურჩვენიათ ადამიანებს... გაუგებარი. აუხსნელი. ჟინიანად რო ურჩევნიათ, ფეხების ფართხალით და იატაკზე გორაობით. უაზრო სითავხედით. კიდევ უფრო უაზრო სინანულით. მაგრამ მაინც ურჩევნიათ.

რისი ხათრით გავათრიო ეს დღე ბოლომდე...
დედას ვნახავ.

Tuesday, May 4, 2010

ჩავრჩი კურასაოში

კომპენსირებული აუტიზმი მემგონი არ არსებობს ასეთი სახელით ზუსტად, მარა რაღაც ამგვარი მჭირს ჩემი აზრით.

Monday, April 26, 2010

Curacao

A toy country:)) very beautiful though.

ჯეინ

შხაპუნა წვიმამ, ჯეინ ოსტინმა და მყუდროების შეგრძნებამ რატომღაც იმაზე დამაფიქრა, რომ მართლა არი რაღაცეები, რისი კეთებაც შემიძლია. და თან კარგად. რატო მოიტანა ასეთი ფიქრი იმ განწყობამ არ ვიცი, მაგრამ მადლიერი ვარ. და ყოველთვის ზუსტად მემახსოვრება წუხანდელი განწყობა, ჩემი იაფფასიანი პინგუინ კლასიკსის სუნი, სითბო, ტელევიზორის ყრუ ხმა მეორე ოთახიდან და ჩემი ზარმაცი ჩრდილი კედელზე.

Thursday, April 22, 2010

Ireland

როგორია ირლანდია და მწვანე.
ძალიან მიზიდავს.

Wednesday, April 14, 2010

ლოპოტა

პირველად გავიგე. ლამაზია.

Monday, April 12, 2010

The phones don't ring

My heart's telling me exclusively stupid things to do, like all the time. I guess heart never gets mature. It's like a baby sister, who tends to get in trouble whenever left unattended. But you sometimes let her do the crazy stuff, just for fun, or because you think she should sometimes face the trouble and learn.
The thing is I rarely believe in learning from mistakes, either your own or someone else's.
Whatever happens just happens. Some call it destiny, the others just luck.
I know I'm not lucky, which leaves me believing in destiny... I think...

I was just wondering, what's with clicking the stupid button on Facebook to see how lucky you are that day? seriously???

Friday, April 9, 2010

French, as in beautiful.

Shosanna Dreyfus

Mélanie Laurent

დაუჯერებელი ტიპაჟია ის ქვეწარმავალი ჰანს ლანდა Inglorious Basterds–ში, მარა მე შუშანათი მოვიხიბლე, რა ვქნა. ძალიან მაგარია ეს გოგო. რაღაცნაირი:)

Wednesday, April 7, 2010

Horrorville. Stupidshire.

ირაკლი დამემუქრა, დაწერე რამე თორე ფეისბუქზე ფერმის მოწვევას გამოგიგზავნიო.
პირობა პირობა, შეშინებულზე კი არ უნდა დადო, მარა მაინც:)) სანამ ჩემ გვერდზე მოწყენილი ძროხა გამოჩენილა ან აგური და ლურსმანი უთხოვია ვინმეს (უიმმმმ), რამე უნდა დავწერო.

ყველაზე საშინლად ვინც მაწყენინა, იმას ვეხუმრე დღეს უკმეხად და ვნანობ. ვითომ რამეს შველოდეს ახლა ეს უაზრო უკმეხობა. დურა. არადა მაწყენინა კი არა პირდაპირ ჰორორვილი მომიწყო, ფანტასმაგორია... მარა მაინც არ ღირს უკმეხობა.

გიჟი უგო.

Friday, March 26, 2010

DI 2.0 Beta

მეტამორფოზები მინახავს, მარა ასეთი ელვისებური ჯერ არა.
მეზიზღება ჩემი ინტუიცია, ვერ ვიტან. კლდიდან არი გადასაჩეხი სულ ცუდი ამბების მოტანისთვის, აი ისე, აზიური სისასტიკით.

DI, Dreamy Idealist it was, I officially change it to Delusional Idiot.

Tuesday, March 23, 2010

იროდიონი არი?

გული ზღვიანი, ზღვა მზიანი, მზე გულიანი... გაზაფხულიანი.
მელკერ მელკერსონს უყვარდა შვედური გაზაფხული...

Monday, March 15, 2010

Made in Albania

ვინმეს თუ გაქვთ ალბანეთში დამზადებული ტანსაცმელი გარდერობში? მე მაქვს. ჩემს ახალ მაიკას აწერია მეიდ ინ ალბანია. ეგზოტიკის სრული პაკეტი მაქვს ამ ბოლო დროს. პარანოიით შეპყრობილი მანიაკიც მყავს, საკუთარი, სტალკერი რაღაც გაგებით, მარა ეგეთი უხეირო არაფერი გენახოთ. კორიდას თავგადაკლული მოყვარულივით ყეყეჩი და გონებაჩლუნგი, როგორც მიგელი იტყოდა უნამუნო, დე.

საინტერესოა, რა შეგრძნებაა, როცა შენსავე ნათქვამ არც ერთ სიტყვაზე არ შეგიძლია პასუხი აგო, განუწყვეტლივ უკან იხევ და თავლაფს ისხამ, ოღონდაც პასუხი არ აგო და რამე არ მოგთხოვონ უცებ. ხო შეიძლება რამე მოითხოვონ უცებ შენგან, მაგალითად გამარჯობა, ან ნახვამდის, ან ღიმილი ან 'ალო' ტელეფონზე. რაღა გეშველება მერე? ხო იძულებული გახდები პასუხისმგებლობა აიღო, ოღონდ უბრალოდ იმაზე რო არსებობ.

მეზიზღება მშიშარა კაცები. გულს მირევს. პირდაპირი ფიზიოლოგიური რვოტა მეწყება.

Sunday, February 21, 2010

tzameti

საუკუნეა ავტობუსით არ მიმგზავრია. დღეს ისეთ მშვენიერი ამინდი იყო, რო გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამევლო და მოთმინებით დაველოდე ჩემ თარს 13 ნომერ ავტობუსს.
ოღონდ ძაან მივეჩვიე სიარულისას ყურებში მუსიკას. ისეთი შვებაა ეს უკონტროლო გაუგებარი ხმაური რო არ გესმის... ეს 'ოღონდ' იმიტომ, რომ ყურებში მუსიკით მგზავრობა ბევრად აადვილებს თბილისურ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯდომის/დგომის/წაკუზვის/ჩამოკიდების/შეკვეხების საზარელ გამოცდილებას, ფაქტიურად გამოცდას რო შპარგალკით ჩააბარებ, იმის ტოლფასია ჩემ თვალში ნახევრად საზარელი მგზავრობა.
ნახევარი გზა არაფერი გამიგია, ფეხებს ვიქნევდი დებილი ბავშვივით მუსიკის რიტმებზე და განწყობით თიიიითქმის შემიშვეს იმ ჩემს გადასარევ სამყაროში, ყველაფერი რო კარგად არი და მე ძალიან ლამაზი და მშვენიერი ვარ და უცებ გვერდით მჯდომმა ისე მძლავრად დამიწყო ნჯღრევა, რომ წამის მეასედში დამაბრუნა სააქაოს.
პირმრგვალი, უქუდო კონდუქტორი თურმე რამდენიმე წუთი ამაოდ ითხოვდა, ბილეთი მეჩვენებინა.
ბილეთი ბილეთი, ბილეთიიი
ვაჩვენე, დაკმაყოფილდა და დამიბრუნა.
ოოო, ახლა რამდენი ავტობუსში ავალ, სულ იმის ლოდინში და თვალების ცეცებაში უნდა ვიყო, ბილეთს არ მთხოვდნენ და არ მესმოდეს.
არა რა, ვერ გამოვადნე ვერაფერი ოდნავ მაინც მისაღები ამ ავტობუსებისგან...
რა მოსაწყენია.

Saturday, February 20, 2010

ვერ შემისრულებს, რასაც დამპირდა:)


მეილზე შემოთავაზება მომივიდა გაზეთიდან თუ ჟურნალიდან "ნეკრო".
გამოვშტერდი.
გამოიცანით, რა თემაზე იქნება ეს გენიალურსახელიანი გამოცემა.
სულ გამოთაყვანდა ეს ხალხი.

მიშკა ისევ შემხვდა ეზოში, ისევ მაშინ, როცა ძალიან მოწყენილი ვიყავი, ჩემი საყვარელი იასამნისფერი მინდვრის ყვავილები მაჩუქა, პატარა გამშრალი კონა, სულ რომ ისეთი ლამაზი იქნება, როგორც ახლაა, მომეფერა და ისე გულიანად გამაღიმა, რო არ შეიძლება ეს ადამიანი არ მიყვარდეს.

რამდენ უაზრობაში ვკარგავ დროს, რო დავითვალო, ჩემი სინანულის ოკეანეს აავსებს, აადიდებს. მერე ის ნაპირებს გადმოლახავს, მე კიდე ჯებირები არ მაქვს, და წამართმევს ჩემს მშრალ ნაპირს, დიდ წილს წამართმევს და მე ვეღარაფერს ვიზამ.

უცნაურია, საოცრად მეძინება და მხოლოდ იმიტომ არ ვწვები, რო ჯერ ხო ადრეა დასაძინებლად... ეს გრინვიჩის მერიდიანზე გასწორებული პრინციპები დამღუპავს მე.
დურა.

Tuesday, February 16, 2010

რამე:)

შენიშვნა თუ გეწყინა, ესე იგი გულზე მოგხვდა, სხვა შანსი არ არი. აქედან მოვუარე, იქედანაც, მარა ეგ არი რა, იმიტომ მეწყინა, რომ გულზე მომხვდა. მორჩა.
ნეტა სწორი გამოთქმაა ეს 'გულზე მოხვედრა'?
რაც უნდა მართალი იყოს, მაინც ვერ ვიტან შენიშვნებს. მშლის. მითუმეტეს ძალიან ახლობლისგან ვერ ვიტან.
Do not get judgmental. Just be there for me. That's all I ask for. I'm not saying to not save me if I'm blindly falling off the cliff, but... I'm definitely not falling, so please don't judge. Ever.

Sunday, February 7, 2010

Unfinished

Sticking with the easy way because you think you cannot possibly pull off the best option out there is not a crime. I've done it. Many people do it all the time. But let's face it, easy ways turn out to be unfair in so many levels most of the time... unfair to yourself and people around you, and boring and so painfully deprived of passion it makes me sick.
But we still do it. We choose to live the shallow life possibly with every element a standard life is supposed to contain, cause that's what people do. Pathetic really.

Tuesday, January 12, 2010

რაღაცეები, რაც ამ ქვეყნად გაბრუნებს...

რა თბილი ხელი ჰქონდაო იმ გოგოს.
რატომღაც ეს არი ერთადერთი ფრაზა კუკარაჩადან, ცოტა რო გულს მომილბობს ხოლმე ინგაზე. არ მიყვარს ეს პერსონაჟი. არასდროს არ მიყვარდა რაღაც.
აი ეს ფრაზა მიყვარს თავის მოტანილი განწყობიანად, გულის მომლბობი ინგაზე.

ადამიანებზე გულის მობრუნება მიყვარს საერთოდ.

რაღაცნაირი დღე იყო დღეს. ჩემი ფორუმელი მეგობრები გაიგებდნენ, ამას როგორც ვამბობ:)
რარაცნაირი:)

ჰოდა აი ასეთი რარაცნაირი დღეები მომენატრა. ჩვენი ფორუმი და ლაზღანდარობა მომენატრა. ისე მომენატრა, როგორც ძალიან საყვარელი რამეები მენატრება ხოლმე ბავშვობიდან. რაც აღარასოდეს გვექნება, ის მენატრება. რა უღონო გრძნობაა, უმწეო და თავჩაქინდრული.

თუმცა ეს დღე ორშაბათს არ გავდა. რაღაცნაირი თექვსმეტი წლის გოგოსავით დღე იყო:)
კეკლუცი, მალინისფერი და თბილხელებიანი:)
ღიმილიანი, დაუძაბავი, გაოცებულმზერიანი:)

მამა კიდე ძალიან ბევრჯერ იქნება ბედნიერი, როცა ჩემთვის დაანთებს ბუხარს. ხო რა. იყოს რა. ძალიან ბევრჯერ...

Monday, January 11, 2010

Who am I kidding...

Nothing's coming any time soon.
I don't feel anything:(

Tuesday, January 5, 2010

A Belt? Seriously??

My belt's been paid a compliment today. A belt.
:)
I looked really good though:)