ვინმეს თუ გაქვთ ალბანეთში დამზადებული ტანსაცმელი გარდერობში? მე მაქვს. ჩემს ახალ მაიკას აწერია მეიდ ინ ალბანია. ეგზოტიკის სრული პაკეტი მაქვს ამ ბოლო დროს. პარანოიით შეპყრობილი მანიაკიც მყავს, საკუთარი, სტალკერი რაღაც გაგებით, მარა ეგეთი უხეირო არაფერი გენახოთ. კორიდას თავგადაკლული მოყვარულივით ყეყეჩი და გონებაჩლუნგი, როგორც მიგელი იტყოდა უნამუნო, დე.
საინტერესოა, რა შეგრძნებაა, როცა შენსავე ნათქვამ არც ერთ სიტყვაზე არ შეგიძლია პასუხი აგო, განუწყვეტლივ უკან იხევ და თავლაფს ისხამ, ოღონდაც პასუხი არ აგო და რამე არ მოგთხოვონ უცებ. ხო შეიძლება რამე მოითხოვონ უცებ შენგან, მაგალითად გამარჯობა, ან ნახვამდის, ან ღიმილი ან 'ალო' ტელეფონზე. რაღა გეშველება მერე? ხო იძულებული გახდები პასუხისმგებლობა აიღო, ოღონდ უბრალოდ იმაზე რო არსებობ.
მეზიზღება მშიშარა კაცები. გულს მირევს. პირდაპირი ფიზიოლოგიური რვოტა მეწყება.
Monday, March 15, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
14 comments:
რა პატარა პოსტია და რამდენი განსხვავებული აზრი, თუ ემოცია. მაგრამ მგონი ყველა ეს აზრი ბოლოს ერთად იკვრება, არა? :)
კიი, იკვრება, დომენიკო:)
ჭკვიანო და საყვარელო:)
:))) აუუუ რა გადმოღვარა და ჩააქსოვა! :)))
პ.ს. სტალკერებს შეურაცხყოფას ნუ აყენებ, ქეთ! :) :) :)
აუ მშიშარა და პასუხისმგებლობის აღების წინაშე უძლური კაცები ძალიან ცუდია. საერთოდ, ქალიც, ადამიანი, ზოგადად, ელემენტარული პასუხისმგებლობის აღების შიშით შეპყრობილი და კაცი ხომ საერთოდ.
ქეთ, ძალიან საყვარელი ხარ შენი პოსტებიანად :))
ჰო, მშიშარა კაცები ძნელი საყურებელია..
როგორ იცი ხოლმე, ქეთ. მიყვარს შენი კითხვა :)
ქეთ, მშიშარა პრეზიდენტები გეყვარება შენ ნამეტნავად :-)
აუუ, გოგოებმა შემოიხედეეს:)
მიყვარხართ მე თქვენ:)
ra martali sityvebia keti :*
:) დიდი მადლობა კომენტარისთვის, ეკა:)
ბლოგი თუ გაქვს, სიამოვნებით შემოვიხედავ შენთან:)
უი, ეკა რუხაძე ხარ შენ?? რუხაძე იქნები კიი:))))) საყვარელო:)
ფეისბუქზე რაღაც დესტი შევავსე და ასე მითხრა შენ სულით არაბი ხარო...ხოდა მეც ვიფიქრებ აბა:)
როდრიგო სანტორო:)))))
შენ ყოფილხარ სულით არაბი ქართველი მარა ბედის უკუღმართობით ბრაზილიაში გადახვეწილი:))))))
:DD აშკარად, ალბათ ტესტი იმაზე გაბრაზდა, რომ მწვანეა ჩემი საყვარელი ფერი და არა შავი:DD ეჰჰ
სასტიკები არიან ტესტები, აბა რა, ბრაზდებიან, როცა სასურველ პასუხებს არ სცემ:))))))
წესით ის შეგრძნება უნდა იყოს, რაც 'ჩუსტს' აქვს ფეხზე რო იცვამენ! ნუ ცოტაოდენი, იოტისოდენი თავმოყვარეობაც თუ გაქვს რა თქმა უნდა, თუ არა და ეგეც არ გეკნება და 'ჩუსტიც' არ ხარ! წარმოგიდგეია?! უკაცრავად ამ უადგილო გამოთქმისთვის თკვენს წმინდა ყურთასმენასთან მარა...
Post a Comment