Sunday, February 21, 2010

tzameti

საუკუნეა ავტობუსით არ მიმგზავრია. დღეს ისეთ მშვენიერი ამინდი იყო, რო გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამევლო და მოთმინებით დაველოდე ჩემ თარს 13 ნომერ ავტობუსს.
ოღონდ ძაან მივეჩვიე სიარულისას ყურებში მუსიკას. ისეთი შვებაა ეს უკონტროლო გაუგებარი ხმაური რო არ გესმის... ეს 'ოღონდ' იმიტომ, რომ ყურებში მუსიკით მგზავრობა ბევრად აადვილებს თბილისურ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯდომის/დგომის/წაკუზვის/ჩამოკიდების/შეკვეხების საზარელ გამოცდილებას, ფაქტიურად გამოცდას რო შპარგალკით ჩააბარებ, იმის ტოლფასია ჩემ თვალში ნახევრად საზარელი მგზავრობა.
ნახევარი გზა არაფერი გამიგია, ფეხებს ვიქნევდი დებილი ბავშვივით მუსიკის რიტმებზე და განწყობით თიიიითქმის შემიშვეს იმ ჩემს გადასარევ სამყაროში, ყველაფერი რო კარგად არი და მე ძალიან ლამაზი და მშვენიერი ვარ და უცებ გვერდით მჯდომმა ისე მძლავრად დამიწყო ნჯღრევა, რომ წამის მეასედში დამაბრუნა სააქაოს.
პირმრგვალი, უქუდო კონდუქტორი თურმე რამდენიმე წუთი ამაოდ ითხოვდა, ბილეთი მეჩვენებინა.
ბილეთი ბილეთი, ბილეთიიი
ვაჩვენე, დაკმაყოფილდა და დამიბრუნა.
ოოო, ახლა რამდენი ავტობუსში ავალ, სულ იმის ლოდინში და თვალების ცეცებაში უნდა ვიყო, ბილეთს არ მთხოვდნენ და არ მესმოდეს.
არა რა, ვერ გამოვადნე ვერაფერი ოდნავ მაინც მისაღები ამ ავტობუსებისგან...
რა მოსაწყენია.

12 comments:

© said...

არა და მე იცი როგორ მომწონს?! :) ძალიან კმაყოფილი ვარ, ავტობუსში რომ ვზივარ (და აუცილებლად ვზივარ, არ მიწევს არც დგომა და არც ჭეჭყვა-წაკუზვა) და არა "მარშუტკაში" :) ეტყობა მე კარგი ავტობუსებით მიწევს მგზავრობა :) და კიდე, მეტრო გავაფანატე :) ნუ, საკუთარ ფეხებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ჩემი უსაყვარლესი ტრანსპორტია :))))

დომენიკო said...

პეშკომობილი ყველაზე მაგარი ტრანსპორტია, ოღონდ არა ჩემნაირი ზარმაცებისთვის :)
ქეთი, ბილეთის ჩვენება მგონი ყველაზე პაწუკა ნაკლია, რაც თბილისის საზ.ტრანსპორტს აქვს :) დაიკიდე უბრალოდ :)) უემოციოდ აჩვენე ბილეთი და დაბრუნდი შენს გადასარევ სამყაროში :)

ketketa said...

უი, არა კაცო, ბილეთის ჩვენება კი არ მეზარება, არც ვაპროტესტებ, და მეც მშვენივრად ვიჯექ:))) საერთოდაც არცერთი ავტობუსი, რომელმაც ჩაიარა გადატენილი არ მეჩვენა, სლავა ბოგუ:)
ჰოდა დავამუღამებ აწი როგორ მოვიქცე, მაგალითად ბილეთს 'გულის ჯიბეშ' ჩავიდებ და წვერს ამოვაყოფინებ, რო ჩანდეს:))))))))

Kalo said...

მეც ვგიჟდები ყურებში მუსიკით გადაადგილება, მაგრამ ერთი–ორჯერ კინაგამ მანქანის ბორბლებქვეშ მოვხვდი, ისე ვიყავი გართული და იმის მერე ცოტა ხმადაბლა ვუსმენ ხოლმე მუსიკას, რომ სიმღერ–სიმღერით არ გამომასალმოს რომელიმე მანქანამ სიცოცხლეს :–):–)

Kalo said...

ძალიან გამართულად დამიწერია, "მეც ვგიჟდები ყურებში მუსიკით გადაადგილება". უიმმმმ, დებილი ვარ რა. ტუპიაჩკა :–):–)

ketketa said...

:))))))))) როგორ მომენატრე, 'ტუპიაჩკავ':))))

Kalo said...

:–):–)აუ, მეეც, ძაან :–)

Maka Asatiani said...

ai me ki mikvars cameti, am ricxvshi davibade :)

saniday said...

აი ზუსტად იგივე მემართება ხოლმე.
მიწევს მგზავრობა და სულ ავტობუსით
მარშუტკა მე არ მაწყობს, ტაქსის ფული სად მაქვს :D

ამ ავტობუსში ასვლას კიდე იმიტომ ვერ ვიტან რომ სულ ვიღაც გვაჯ ჰორმონმომატებულ ბიჭებს უნდა წავაწყდე რომ იღრიჭებიან და ამერიკაში ესმით ამათი ინტელექტუალური ლაპარაკი :/
ანდა ვინმე ლოთი უნდა მომიჯდეს რომ ყარდეს და ა.შ.
ძალიან მაღიზიანებს ასეთი რაღაცეები, ასე რომ მეც გარეთ ამ უაზრობის ჩახშობის მიზნით მუსიკით ვმოძრაობ
ერთი–ორჯერ მეც ეგეთი შემთხვევა მქონდა რომ ვერ გამაგონეს ბილეთზე))))
და მართლა ძალიან მოსაწყენია
სულ რაღაც სასწაულები უნდა გადამხდეს და ძალიან მეზარება ხოლმე
უბრალოდ მინდა წყნარად გადავაადგილდე ა–დან ბ პუნქტში (

ketketa said...

სან, აი შენთან რო ფანტასტიური მსოფლიოს რუკა გიდევს ბლოგზე, ეგ არი პასუხი ყველაფერზე:))))))))

saniday said...

შენ უნდა გენახა მაგაზე რა გამოხმაურებები იყო)))
მარა მკიდია
სიმართლეა და))))

ketketa said...

:))) შეგრისხეს, არა?:))))
იმიტომაც ვართ მანდ:))))
ჯიგარი ხარ:)))