Saturday, February 20, 2010
ვერ შემისრულებს, რასაც დამპირდა:)
მეილზე შემოთავაზება მომივიდა გაზეთიდან თუ ჟურნალიდან "ნეკრო".
გამოვშტერდი.
გამოიცანით, რა თემაზე იქნება ეს გენიალურსახელიანი გამოცემა.
სულ გამოთაყვანდა ეს ხალხი.
მიშკა ისევ შემხვდა ეზოში, ისევ მაშინ, როცა ძალიან მოწყენილი ვიყავი, ჩემი საყვარელი იასამნისფერი მინდვრის ყვავილები მაჩუქა, პატარა გამშრალი კონა, სულ რომ ისეთი ლამაზი იქნება, როგორც ახლაა, მომეფერა და ისე გულიანად გამაღიმა, რო არ შეიძლება ეს ადამიანი არ მიყვარდეს.
რამდენ უაზრობაში ვკარგავ დროს, რო დავითვალო, ჩემი სინანულის ოკეანეს აავსებს, აადიდებს. მერე ის ნაპირებს გადმოლახავს, მე კიდე ჯებირები არ მაქვს, და წამართმევს ჩემს მშრალ ნაპირს, დიდ წილს წამართმევს და მე ვეღარაფერს ვიზამ.
უცნაურია, საოცრად მეძინება და მხოლოდ იმიტომ არ ვწვები, რო ჯერ ხო ადრეა დასაძინებლად... ეს გრინვიჩის მერიდიანზე გასწორებული პრინციპები დამღუპავს მე.
დურა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
7 comments:
მეც გრინვიჩზე გასწორებული პრინციპები რომ მაქვს? რამდენჯერ მიფიქრია – ჯერ ხომ ადრეა :))
და შენი პოსტები ისეთებია – რარაცნაირი :)გამთბარი წავალ ხოლმე აქედან. ჯებირებიო...
:) :) მიყვარს შენი ახალი პოსტები, ქეთ :)
ნეკრო ნეკროლოგების კრებულია? :))))
ჩემო საყვარელო გოგოებო:)
ძალიან მახარებთ, რო დამხედავთ ხოლმე, ყოველთვის:)
მიყვარხართ:)
ოოჰ, ეს გრინვიჩია რომ მღუპავს მეც :–):–)
ქეეთ, რა კარგი ხელი გაქვს :–) da რა კარგი კლავიატურა და რა კარგად მოწყობილი ტვინი.
Ich liebe dich :-)
ვაიმე, შენ მეუბნები ასეთ გადასარევ რამეებს, ნიინ??:) ისე მიხარია!:))
საყვარელო:)
ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფეისბუქზე მორიგი სულელური ჯგუფი თუ რაც ქვია, "ხალხი გრინვიჩის მერიდიანის წინააღმდეგ":))))))))
რამხელა ანარქიულ ტალღას ავაგორებთ?!:)))))))
:–):–):–):–) ხალხი ლარი ფლინტის და გრინვიჩის მერიდიანის წინააღმდეგ :–):–):–)
და მე როგორ ვწერ პროსტაა. ეს კავშირი "და" ლათინურად ნეტა საიდან გამოტყვრა? :–):–)
გეუბნები ფასონობ რაღაცას:))))))))))))))))))))))))))
Post a Comment