Wednesday, September 1, 2010

ეძღვნება.... საპატივცემულოდ (უიმმმ)

მე ვთვლი რო არსებობს ობიექტური ბოგანოიზმი და გემოვნების სხვადასხვაობას ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ორი ქალის მიერ, საოცრად ბრიყვული გამომეტყველებით, კადრილის სტილში შესრულებული შალახო რესტორნის საერთო დარბაზში, სადაც ისედაც ტრაგიკულად არეულ–დარეული გარემო, ღრიანცელი და საძაგელი მუსიკაა, არი ბოგანოობა.
ვერაფერს რო ვერ გახდები, ისეთი ბოგანოობა სუფევს რესტორანში. აი ფიზიკურად თუ არ გაეცალე იქაურობას, სიცილ–ტირილით ჩაგითრევს და გაცეკვებს სირტაკს, რომლის აზრზე არ ხარ საერთოდ. და არავინ არაა ირგვლივ.
გაგათრევს ვიღაც ჯანღონიანი დეიდა, გრძელი კაბის ფრიალით, მოდი კაცო ყველა ცეკვავს, მოდი, და მკლავში ხელს დალურჯებამდე ჩაგავლებს და გაპორწიალებს. და ვერაფრით ვერ გაიგებს, რატო არ გინდა ცეკვა, ახალგაზრდას.
ეს რა ჭირი გვჭირს...

6 comments:

Keti said...

აუ, ეს რა იციან ხოლმე. საკუთარ თავზე (თუ ტყავზე :)) ) მაქვს გამოცდილი :)

ketketa said...

:)) კი, გექნება:))

kalo said...

vaime, obieqturi boganoizmi :-)))))) cudad var :-))))) keet, vgijdebi shens epitetebze :-)))

ketketa said...

:)))) შეურაცხად პოსტებს რო ვწერ, რა როჟა ვარ?!:)))))))

s.p. said...

ზუსტი ხარ და უტყუარი როგორც ყოველთვის და მწერალი ხარ შენ, იმიტო რო ბევრია დამიანის ნაფიქრსა და ნააზრევს გადმოსცემ მოკლედ, სხარტად და ძაან ლამაზად

ketketa said...

დათა:)