დღეს დილით გამთენიისას აივანზე ვიდექი და მზის ამოსვლას ველოდი ავთო ჯაყელივით.
მასხოვს, ბავშვობაში ბებიასთან არდადეგებზე, არ მეზარებოდა ყოველ დილით გამთენიისას ეზოში ჩარბენა და ჭიშკართან დაგდებულ მორზე შეხტომა განთიადის საცქერლად. დილის სუსხისაგან ჩამამცივნებდა ხოლმე, პერანგისამარას, მარა არ მაღელვებდა. ბრდღვიალა წითელი მზე ამოვიდოდა და მეც ბედნიერი ვბრუნდებოდი ლოგინში.
ის პერანგი ამ ზაფხულს, წლების მერე ისევ ვნახე ჩემი ბაბუას და ბებიას ცარიელ სახლში და გულ–გვამი ამეწვა სევდისაგან.
ცას ხომ არ გამოეკერებოდნენ ჩემი ბებია და ბაბუა ან ჩემი ბავშვობა, ეგრე სად არიო.
მე კიდე ვერ ვეგუები.
დღემდე მგონია, ის ყველაფერი იყო ნამდვილი და სრულყოფილი ჩემს უბადრუკ ცხოვრებაში და მე თვითონ ვერაფრს მსგავსსაც კი ვერ შევქმნი აწი, ვერავისთვის...
ძაან მინდა რო შევძლო ოღონდ.
აი ისეთი, ჩემი ბებიას და ბაბუასნაირი, ნამდვილი რაღაცეები იმათთვის, ვისაც ამის ნახევარი სიყვარული მაინც ექნება ჩემი...
Monday, September 6, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
13 comments:
ქეეთ, თავი მოვიჭერი ოფისში, ცრემლები ვაღვარღვარე. ვაიმე, რა ნაცნობია ეს ყველაფერი და რა ახლოსაა ჩემს გულთან.
იჰ ლიბე დიჰ, ქეეთ :–)
საყვარელო, აი უძალიანესად საყვარელო:) გკოცნი:)
ნაცნობი ემოციაა...
იქ მზე სხვაგვარად ამოდის... იქ, სოფელში და შორეულ ბავშვობაში...
რადგან ამას გრძნობ, განიცდი, შეუძლებელია ვიღაცისთვის არ შექმნა რაღაც ასეთივე ძვირფასი...
რა კარგია, რო ნაცნობი ემოციაა ყველასთვის:)
მადლობელი ვარ კეთილი კომენტისთვის:)
ქეთ.... :*
აუცილებლად შექმნი.. შეუძლებელია, ამ სითბოს განაწილება ვერ შეძლო
ქეთ, რა კეთილი ხარ:)
გკოცნი:)
კეთილი – შენ, შენ....
:) :*
ბავშვობაააააა.....
ამით ხარ თუ ხარ ადამიანი ადამიანად.
ბავშვს უნდა ქონდეს ყველაზე ლამაზი ბავშვობა,დ ა ჩემსას ექნება...
@ s.p. said...
ბავშვობაააააა.....
ამით ხარ თუ ხარ ადამიანი ადამიანად.
ბავშვს უნდა ქონდეს ყველაზე ლამაზი ბავშვობა,დ ა ჩემსას ექნება...
ისე, უემოციოდ, როგორ უნდა ჩაუარო სიტყვებს...
და მე მჯერა რომ ექნება:)
ქეეეეთ!!!
იცი რამდენი ვიტირე ის პერანგი რო დავინახე?! ბებოს "პლაშთან" რო ეკიდა.... და ეს საოცრად ცარიელი სახლი... და როგორ მიხაროდა სანდრომ რო ისევე აღიქვა და მოიწონა იქაურობა!.. მშინდელი "ხმები" მესმოდა.
სულ ველოდი როდის დაწერდი ამაზე!
...და შევქმნით, თუნდაც მარტო იმიტო რო იმ შექმნილის ნაწილები ვართ!
love you, tam:):*
guli shemekumsha... ra nacnobia es shegrzneba:(
:(
რა დაგიშავეთ, ქეთ... :(
შექმნი! :*
(დამისველდა თვალები)
Post a Comment