Saturday, September 25, 2010

დარიაჩანგი

საიდან მოვიდა თვალსა და ხელს შუა ასეთი სიახლოვე...
მარტო ჩვენ რო ვიცით, ისეთი რამეები...
ამდენი ნათქვამი და ორიიმდენი უთქმელი
ამდენი ღიმილი
ამდენი ზუსტად რო იცი ის დრო და ადგილი
ამდენი ფეხის ხმა და გულისფანცქალი
ასეთი მართლა სიახლოვე საიდან მოვიდა...
ასეთი მშვიდი ბედნიერება იმის გამო, რაც მიკეთებია და მეგონა, არ გამომდიოდა.

ჩემი უთქმელი იმ სათქმელს არ ნიშნავს, სათქმელი როა და ჯერ არ უთქვამთ. ჩემი უთქმელი სხვანაირი ტიპია, არ ითქმება რაღაცნაირად, არ უნდა, არ ჭირდება...
ჩემი საყვარელი უთქმელი რაღაცეები...

4 comments:

Lasharela said...

ვააა....ქეთ...რა კარგი ლექსია...

რა კარგი არის არამოსაწყენი ლექსების კითხვა.

ketketa said...

:)
ლექსად იკითხება, ლაშა?:)
ძალიან მიხარია, თუ შენი მართლა არამოსაწყენი ლექსების მერე თუ ჩემი სენტიმენტალური ამონაღერღი გელექსა:)

kalo said...

ოქრო გოგო ხარ, ოქრო :–)
და ლაშას ლექსი რომ ეგონა, რა ვქნათ? :–))))))

ketketa said...

:)))) ძალიან პოეტური აღმოჩნდა ლაშა:))