დაიწყო ეს ზაფხულური სიზანტე, რო გგონია, ყველაფერს 'მერე' გააკეთებ. ოღონდ ეს 'მერე' სექტემბრის შუა რიცხვებამდე არ დგება, როგორც წესი.
მზეზე დახრუკული გოგოების სიარულიც დაიწყო ოფისში. კმაყოფილი წითელი სახეებით რო დადიან და არ იმჩნევენ რო ზურგი აქვთ დამწვარი. ყველას წითელ სახეზე ერთი მოლოდინი აწერია – როდის შეიმჩნევ, რო ზაგარი აქვს და ერთი–ორ სიტყვას ათქმევინებ გარუჯვის მისეულ ტექნოლოგიაზე.
სასოწარკვეთილი ერთნაირობაა ირგვლივ.
მარა ჯერ საკუთარ ერთნაირობას მივხედო მე და მერე ავიმრიზო 'ირგვლივზე', აჯობებს.
მეცამეტე დღეა, ჩემს სამუშაო რვეულში გასაკეთებელი საქმეების ზუსტად ერთი და იგივე ჩამონათვალი მეორდება. ჯიუტად ვიწერ იმავე სიას წინა გვერდიდან და ბრიყვული კმაყოფილებით ვხურავ რვეულს ხვალამდე. How lame is this?!
Tuesday, July 13, 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
10 comments:
ცუდია - ეგ საქმეები მოგიღებს მერე ბოლოს, ხო იცი :)
დაიწყე მუშაობა კაცო - აიღე პატარა საქმე, გააკეთე, წაშალე.
მერე კიდე პატარა - გააკეთე, წაშალე.
მერე ცოტა დიდი საქმე აიღე, ნაწილებად დაშალე და ეგრე გააკეთე. მერე გადაშალე.
აი სამი ტასკიც მოგაკლდა - აიღე ახალი ფურცელი და გადაწერე დაპატარავებული სია :)
ისე თქვენი ოფისი რაღაც უცნაური პრახადნოი დვორი მეგონა :)
:)) პრახადნოი დვორი რო გეგონა ჩვენი ოფისი რა მაგარია:)))) ეგრეც არი:)))
დვორი ხო შენც ხარ ისე, ოღონდ არა პრახადნოი:)))))))
ჰა, ჰა, ჰა, წითელსახიანები მომეწონა:)
როგორც წესი ზღვაზე თუ არ ”დაისვენეს” იმ წელს ”ცუდად” არიან:)
მთაში დასვენება ხო გოიმობაა ვაბშე! :))
ეგ მე ვარ, პირველი კატეგორია:)))))
რა ვქნა, არ შემიძლია ზღვის გარეშე:)
მაგდუუ:*
:):*
შენ არ ითვლები მაგ ხალხში:)
სხვა კონტექსტში ვთქვი მე:))
ხოო, მიგიხვდი კონტექსტს, საყვარელო:))
ქეთქეთ, რა უაზრო ვარ, ხშირად რო არ ვიხედები შენს ბლოგზე :(
გასაკეთებელი საქმეებისადმი დამოკიდებულებაში შენი სულიერი ტყუპისცალი ვარ, ფაქტიურად :დ
დიდი შემოსახედიც ეს არი რა:))) მტვერი გაგგუდავს, თუ მარჯვედ არ იქენი:))))
და ზარმაცები რო ვართ წყალი არ გაუვა, წყალი:))))
სიზარმაცე რომ არ არსებობდეს, მე დავიღუპებოდი :-):-) და მე პლაჟზე წოლაც რო მეზარება რა ვქნაა? აი, გული მიმდის მზეზე წოლისგან :-) დიდხანს რომ ვისვენებ უსაქმურობა მეზარება, რო ვმუშაობ - საქმის კეთება. რა უაზრო ადამიანი აღმოვჩნდი :-):-)
:)))))))))))))))))) ნინა, სიტყვები არ მყოფნის გამოვთქვა, როგორ ვგიჟდები შენზე:))))))))))))))))))))))))))
Post a Comment