ყველაფერზე არგებენ ისტერიულად. რაღაცეები ვიპოვე ახლა და ძაან გავერთე, ცოტა დავცინე, რა ვქნა, ოღონდ ყველაფერზე არა:)))
ნახეთ:
Top 10 Unexplained Phenomena
- ტაოსის ხმაური
ყოფილა პატარა ქალაქი ტაოსი ნიუ მექსიკოში. თურმე წლების მანძილზე ისმის რაღაც გაუგებარი ზუზუნის მაგვარი ხმა უდაბნოში. ამბობენ, სპეციფიური აკუსტიკის ბრალიაო, ზოგი ფანტაზიორი კიდე რაღაც მისტიკურ მიზეზებს ეძებს... მოკლედ ვერაფრით ვერ დაადგინეს ბგერის წყარო და არი ერთი ამბავი - თოვლის კაცი (თუ რას ეძახიან ქართულად კიდე?)
კიდე ერთი უსასაცილოესი ამბავი უზარმაზარი ბანჯგვლიანი არსების შესახებ. კაცმა არ იცის ვის ავადმყოფურ წარმოსახვას უნდა ვუმადლოდეთ ამ ინფანტილური ‘საიდუმლოთი’ რო გვაბოლებენ რაც თავი მახსოვს - ინტუიცია
გნებავთ მეექვსე გრძნობა და კიდე სხვა რამე, რასაც სახელი არ აქვს, ყველას განუცდია ასე თუ ისე. რათქმაუნდა, ყოველთვის არ გაქვს შეგძნება და ვერც გამოიცნობ, რომ რაღაც მოხდება, მაგრამ ძალიან ხშირად ამართლებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ინტუიციის გამართლების შემთხვევები ფსიქოლოგებმა ვერ გამოიკვლიეს - უკვალოდ გაუჩინარებული ადამიანები
ასეთიც არსებობს. უკვალოდ გამქრალი, აორთქლებული ადამიანები, ვერაფრით რო ვერ მიუგნიათ და ამტკიცებენ, რაღაცა მანქანებით (!) გაქრნენო. მაგალითად მოჩვენებად წოდებული გემი Marie Celeste–ის მთელი ეკიპაჟი, ვიღაც Jimmy Hoffa, ასევე ვიღაც Amelia Earhart და კიდე ვიღაც Natalee Holloway - მოჩვენებები
უამრავი ადამიანი ამტკიცებს, რომ უნახავს და კონტაქტშიც კი შესულა მოჩვენებასთან. ლიტერატურამ და ფილმებმა ხო შეგვჭამა ნაირ–ნაირი სიუჟეტებით... - Deja Vu
მაგარი რაღაც! უცხადესი შეგრძნება, რომ ეს უკვე იყო... წინა ცხოვრების გადმონაშთებიო... ფიჰ, ღმერთმა უწყის რა არი რეალურად... - ამოუცნობი მფრინავი ობიექტი
ბავშვობიან გულიანად ვიცინი ამაზე, რა ვქნა:))))))) ენ–ელ–ო, როგორც ყველა საბჭოთა ბავშვის გონებაში ჩარჩა :))) ენ–ელ–ო არა ის:)) - კლინიკური სიკვდილი და სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ
ადამიანები, ვისაც კლინიკური სიკვდილი განუცდია, ხშირად ყვებიან მისტიკურ ამბებს გვირაბის და მის ბოლოს საოცარი ნათელის, გარდაცვლილ ახლობლებთან შეხვედრის და სიმშვიდის განცდის შესახებ და ასე შემდეგ. შესაბამისად, არსებობს მოსაზრება, რომ სიკვდილის შემდეგ ნამდვილად რაღაც არის...მიუხედავად ასეთი შემთხვევების სიხშირისა და თითქმის იდენტური ნაამბობისა, არცერთ „დაბრუნებულს“ არაფერი ხელშესახები მტკიცებულება არ „წამოუღია“. სკეპტიკოსების აზრით, ეს არის ტრავმირებული ტვინის მიერ განცდილი ბუნებრივი და სავსებით მოსალოდნელი ჰალუცინაცია... - ფსიქიკური ძალა და ექსტრა–სენსორული აღქმა (ESP – extra-sensory perception)
ადამიანის უნარი, ჩაწვდეს ამოუცნობ რამეებს და განჭვრიტოს მომავალი... (ჰმ, პირადად მე ძაან სკეპტიკურად ვუყურებ ამას). მეცნიერებს ბევრი ასეთი ადამიანი გამოუკვლევიათ, მაგრამ ასეთი სამეცნიერო კვლევების შედეგები ყოველთვის უარყოფით და ბუნდოვანი გამოდის, ზოგი ამას იმით ხსნის, რომ ფსიქიკური ძალების შემოწმება შეუძლებელია ან რაღაც მიზეზით ეს ძალები კნინდება სკეპტიკოსების და მეცნიერების გარემოცვაში. თუ ეს ასეა, აბა ვერასდროს ვერ დავწმუნებულვართ, არსებობს თუ არა ასეთი რამე სინამდვილეში:) - სხეულისა და გონების ურთიერთკავშირი
მედიცინა თურმე ძალიან დიდი ხანია იკვლევს, სინამდვილეში როგორი გავლენა აქვს გონებას სხეულზე. მაგალითად პლაცებოს ეფექტი (პლაცებო – ფიზიოლოგიურად ინერტული ნივთიერება, რომელიც სამკურნალო საშუალების სახით გამოიყენება. მისი დადებითი სამკურნალო ეფექტი რეალურად არის პაციენტის ქვეცნობიერი ფსიქოლოგიური მოლოდინი) აჩვენებს, რომ ადამიანის გონებას შეუძლია დაამარცხოს ავადმყოფობა, თუ სჯერა, რომ წამლები, რასაც იღებს, აუცილებლად ეფექტურია, მიუხედავად იმისა არის თუ არა ასე სინამდვილეში. ასე რომ, სხეულის უნარი, უმკურნალოს საკუთარ თავს არის საოცარი რამე, შეიძლება ბევრად უფრო მაგარი რაღაც, ვიდრე თანამედროვე მედიცინას შეუძლია გააკეთოს.
ბევრი რაღაცეები აქვთ კიდე, ზიან და მოზგაობენ, ნახეთ აქ:))
2 comments:
ვაჰ
: )
ძალიან მაგარი პოსტია : )
ისე ნლო-ების რა გითხრა და სადმე სხვა პლანეტაზე რომ არის ცხოვრება - ამის კი მჯერა : )
ძალიან დიდია სამყარო, მარტო არ ვიქნებით : )
ინტუიციას რაც შეეხება - დურაკები არიან რა ეს ჩვენი ამერიკელები : ) რამდენი ხანია ფსიქოლოგიამ ეგ უკვე დაადგინა, სინამდვილეში ქვეცნობიერი ამუშავებს ინფოს, რომელიც ცნობიერში არ მიდის, ან ყურადღებას არ აქცევს. და გვაძლევს "ნიშანს".
:) აუ მე ძაან არ მჯერა რო სხვაგან კიდე არსებობენ.
არ ვკმარივართ? მოსპეთ სამყარო ამ ერთი ციცქნა პლანეტის მაცხოვრებლებმა ისედაც:)))))
Post a Comment