Thursday, April 30, 2009

იასამნის ფერი

ბილ ევანსი ისე გადასარევად უკრავს, რო მგონია მეც რაღაც გადასარევის დაწერა უნდა შევძლო როცა ვუსმენ.
ძაან ხშირად ვამბობ ამ ‘გადასარევს’ მგონი.
ყველაფერი დალაგდა როგორღაც თავში. საერთოდ რაღაც ბევრი რამე მოხდა თავისთავად, რაშია ნეტა საქმე. ყველაზე კარგია ასე. ზედმეტად თავს არ იტანჯავ რაღაც ტესტისმაგვარი ბევრ და უაზრო პასუხიანი ასევე უაზრო კითხვებით. დებილური კითხვა როა და ოთხი ერთმანეთზე დებილური პასუხი მოყვება, და შენ რო გგონია, მე რო პასუხი მაქვს, ის ვარიანტი აქ არ არიო, მარა სინამდვილეში საერთოდ რო არ გაქვს პასუხი, როგორც ასეთი. პატარა, მაგრამ კონცეპტუალურად სწორი მოდელი გამოვიდა, ცხოვრების. multiple-choice crap.
დღეს ცხელი შოკოლადი მოვიდა. სახლში ვხუმრობთ, რა შაგრენის ტყავივით პატარავდებაო. რამე ფარსაგი არ იყოს ჩვენს თავს, რაღა ვქნა:)
ქსენიკალის წონის დაკლების პროგრამის ფლაერი ეგდო შიგნით საოცარი ფრაზით: „გინდა გახდე ორჯერ მეტად?“ სულ მგონია რო დაუმთავრებელი შემოთავაზებაა. გინდა გახდე ორჯერ უფრო მეტად მაგარი მაგალითად, ხო იქნებოდა ძაან მაცდუნებელი? ეგრევე მთელი ქალაქი მივარდებოდა იმ ქსენიკლაბში. რა დებილობებს წერენ.
BP-ს თუ რომელიღაც ნიჭიერ ნავთის (დიახ) კომპანიას ქონდა კიდე გამაოგნებელი ბანერები: კითხვა იყო მგონი, რა მოაქვს ნავთობსადენსო თუ რა სარგებლობა მოაქვსო ნავთობსადენსო და პასუხი – გაცილებით უფრო მეტი.რა გაცილებით უფრო მეტი, აი რა? ან რაზე მეტი? უიმმმმ. ეს უფროც რა ცელულიტივით სიტყვაა, იქ ეკვეხება, სადაც საერთოდ არაა მისი ადგილი. მარა აკვეხებენ, თვითონ არ ენდომება ნამდვილად ამ თავისმომჭრელ რეკლამაში გამოჭენება.

ვაახ, როგორ შეიცვალა ყველაფერი. ჰმ. ისე არაჩვეულებრივად, რაღაცნაირად დამაჯერებლად, რო არც მინდა ამაზე ლაპარაკი:) რა მაგარია:)

So suck uuuup:)

5 comments:

Tiko said...

BP-ის სლოგანი მე მახსოვს რო არის Beyond Petroleum :))))))

yeaah ket, everything is always changing :)

ketketa said...

BP-ს ქართული ბანერები იყო ეგეთი, ან მაგის ბიძაშვილის:))

Keti said...

ჰო, მეც მგონია, რომ თვითონ არ ენდომება :)
ქსენიკალი არ ვიცი, მაგრამ სირბილი კარგია :)

Kalo said...

როგორ მიხარია update-ი რომ მომდის, რომ რაღაც ახალი დაწერე ბლოგზე.
ქეეთ, მე შენი კალმის (კლავიატურის)ფანი (არდანი) ვარ :-):-):-):-)

ketketa said...

ვაიმე ნიინ, მე კიდე შენი:)))))) ყურებამდე გაბადრული ვკითხულობ, რო მაქებ ხოლმე:))) და მრცხვენიააა უსაშველოდ :)))))