Friday, October 23, 2009

კურასაო??

რაღაცა ინტერკონტინენტალი შმინტერკონტინენტალი სილამაზის კონკურსი იყო ეხლა იმედზე, ბელორუსიაში ჩატარდა, ზიზილ–პიპილებით მორთულ დარბაზში. წინა რიგში იჯდა ლუკაშენკო და ულვაშებს აცმაცუნებდა.

მის მსოფლიო
მის სამყარო
მის გლობუსი
უიმმმ
მის ეკვატორს ზემოთა და მის ეკვატორს ქვემოთა არ ტარდება? გაბევრდებოდა კონკურსები. ან მის ეკვატორი, როგორც ასეთი?

ჰოდა, გაიმარჯვა ვენესუელელმა გოგომ, რომელსაც ნიკაპი იატაკზე დასთრევდა და ისეთი ტინგიცით შემოუარა დარბაზს, მომინდა იქ ვყოფილიყავი და აზრზე მოსასვლელად მაგარი სილა გამეწნა. რა ცრემლიანი თვალები და ათრთოლებული ნიკაპი (იატაკზე რო დასთრევდა), რა აკანკალებული ხელის ნაზი ქნევა, არა ბატონო, პირდაპირ კენგურუსავით კუნტრუშით დასერა სცენა, არავითარი მოჩვენებითი სინაზე ხელში დაჭერილი თაიგულის მიმართ, ისე იქნევდა აქეთ–იქით, როგორც ბუზის საკლავ ჯოხს.
და მომეჩვენა რო საჭიროზე გაცილებით მეტი კბილი ჰქონდა.
მისი გვარი რო გამოაცხადეს, დაახლოებით ისეთი ჟესტი გააკეთა, როგორც მაკოლეი კალკინი აკეთებს "მარტო სახლში", მძარცველებს რო კისერს ამტვრევინებს.
მისი ბელორუსი (თუ ბელორუსიელი) საპერნიცა გაოგნებული ღიმილით დარჩა ადგილზე, მეორე ადგილზე, უფრო სწორად პირველი ვიცე მისიო. რანაირი წოდებაა ეს ვიცე მისი, საწებელივით, მწვადზე რო მოგიტანენ ხოლმე და საერთოდ რო არ არი საჭირო.
ეტყობა ჟიურის წევრებს უყვართ საწებელიანი მწვადი.

ანუ რა მოხდა მარტივად რო ვთქვათ. მის ინტერჯანდაბა გახდა უგო ჩავესი, გადაცმული ცხენისსახიანი გოგოს ელასტიურ კოს(წ)იუმში და მეორე ადგილი ერგო ლუკაშენკოს (ულვაში მაინც მოეპარსა), თავმდაბლად მოიქცა, აბა მასპინძელი კაცი ხო არ გაიჭრებოდა პირველ ადგილზე, რა პონტია.

სახლში ვამბობდით, რატომ არ იყვნენ–თქო კონკურსზე მის აბხაზია და მის იუჟნა–ასეწია? ხო გახდებოდნენ მესამე და მეოთხე ვიცე მისები, ანუ დანიშნულებით დაახლოებით მწვადზევე მორთმეული პავიდლოსა და მაიონეზის ტოლფასნი?

და კურასაო რა ქვეყანაა და სადაა ვაბშე?

7 comments:

Dv0rsky said...

ძაან მაგარი კუნძულია - http://en.wikipedia.org/wiki/Cura%C3%A7ao

Dv0rsky said...

აგერ რუკაზეც

ketketa said...

ვაა, კურასაო ეძახე შენ:))

Keti said...

ქეთ, მოვკვდი სიცილით! არაჩვეულებრივად წერ... :)))

ketketa said...

:))) გამახარე, ქეთ!:)

Lasharela said...

ძალიან მომეწონა სოკო :)

ketketa said...

:)
ძალიან მიხარია, თუ ძალიან მოგეწონა სოკო:)
ამ პოსტის ქვეშ ამოსული ოღონდ:))