Wednesday, October 28, 2009

მარკუს მილერი ნამდვილი იყო

ერთი გავაჩხაკუნე აპარატი და ამიკრძალეს გადაღება, მარკუსი უკანა პლანზე ჩანს, თეთრ პერანგში და შავ შლაპაში, რომელსაც აქ ვერ დაინახავთ რაღათქმაუნდა.
სასწაულ!
პატარა ბიჭები ყავდა ბედნში, საქსოფონი და საყვირი, გადავირიე ისეთები. დაუჯერებლები.
ეს არი კრისტიან სკოტი, ფოტოზე, საყვირზე უკრავს ისე რო შეგიყვარდება.
საქსაფონისტმა, ალექს ჰანმა, კინაღამ გადაყლაპა ინსტრუმენტი, ისე უკრავდა.
დასატყამებთან Prison Break–ის მთავარი გმირივით ტიპი იჯდა და იქვე აგნეტუშიწელი ედო ალბათ, აშკარად ხანძარს გადავრჩით ერთი–ორჯერ, აალდა სცენა!:)
კლავიში თავმდაბლად ერთვებოდა ხოლმე, საშუალო ასაკის ძია, ფედერიკო პენია.
არ მეყო ოღონდ, არა, ძაან ცოტა იყო:)
მანამდე ჯეიმს კარტერის კვარტეტი უკრავდა, ამათ პირველად ვუსმენდი, ბიბოპის რიტმზე გვაცეკვეს სკამებზე:) კლავიშნიკი როიალს ისეთ დღეში აგდებდა, აი ძაან რო გიღიტინებენ და რო ხტიხარ შოკისაგან:)))) ფსიხი მასტი, უნიჭიერესი!:) იდაყვებით და ფეხის თითებით უკრავდა, პირდაპირი მნიშნველობით:) რა მომეტში გაიძრო ფეხსაცმელი ოღონდ ვერ შევნიშნე, ან თავიდანვე ცალფეხი გამოვიდა:) მორჩა გადარეულ სოლოს და ღიმილით ჩაიცვა ფეხზე:))
თავად კარტერი ყველაფერზე უკრავდა, რაშიც ჩაბერვა შეიძლება. მოცარტი და ბიზე გააჯაზა, საყვარლად:)) რამდენიმე ვიდეო გადავიღე, გავა–იუტუბ–ებ ალბათ (გავატელევიზორებ:))

და აუდიტორია?
აღელვებული ირაკლი ჩხეიძე aka ოთარ ტატიშვილი ვიღაცას რაღაცას უმტკიცებდა, ყურებამდე გაღიმებული ვუყურებდი:)
ქალაქის მერი თავისი ახალი ოჯახით, ძალიან დიდი ოჯახით.
ბუბა კიკაბიძეს კისერჩი ჩავცქეროდი, ჩემს წინ იჯდა და რატომღაც მხოლოდ მარკუს მილერზე შემოვიდა.
ეს ნინიები და თაკოები და ესტრადის სხვა ბაბოჩკებიც იქ იყვნენ და მოწყენილი სახეებით და კევის ინდიფერენტული ღეჭვით მიმოდიოდნენ სკამებს შორის.
სერიალ "ჩვენი ოფისის" დასი მცირე შემაგდენლობით იყო წარმოდგენილი, კერძოდ თეკლა და ნუნუკა. მეზარება ახლა მაგათზე გავრცობა.
და მთავარი – ჩვენს წინა რიგში იჯდა სასულიერო პირი და ძალიან ბედნიერი სახით უსმენდა ჯაზს:) სიხარულით გადავირიე:)
და ვნახე სანთელივით ჩამომდნარი ნიკა მემანიშვილი. ზურა ჟვანიას ცოლს რუსთავი 2 მიეჭრა და ინტერვიუ ჩამოართვა.
მანამდე ჰოლში ფოტოების გამოფენაზე იყო ყველა თავმოყრილი და ეს ტელევიზიონშიკებიც იქ ედებოდნენ ყველას ფეხებში. ყურადღება მივაქციე ალანიას ჟურნალისტებს, რომლებიც ერთი სამჯერ მივიდნენ სხვადასხვა ხალხთან, მათი აზრით რო რესპექტაბელურად გამოიყურებოდნენ, და ყელგამოწეული ევედრებოდნენ, ჩაგწერთო. ჩემს იქ ყოფნაში ვერცერთი დაიყოლიეს და მოწყენილები დააკონწიალებდნენ მწვანე მიკროფონს.

ყველაფერი იყო მშვენივრად, უაზრო ხალხი რო დროულად შემოსულიყო დარბაზში და ერთი საათი არ ებოდიალა რიგებს შორის თავისი ადგილის ძებნაში. ნერვები მომეშალა ნიკუშა შენგელაია რო დაგვადგა თავზე ყვირილით, რომელი რიგია ეს და ეს ადგილი სად იქნებაო. მუსიკოსები უკვე ერთ ამბავში იყვნენ და ეს კიდე ადგილს ეძებდა. შვილი იყო თუ ვინ არ ვიცი, პატარა ბიჭი ისეთი უკმაყოფილო სახით დაეხეთქა ჩვენს გვერდით, აშკარად ძალით ყავდათ წამოყვანილი.

მცირედი ქართული უკულტურობის თანხლებით ჩაიარა, მაგრამ საღამო იყო აბსოლუტურად დაუვიწყარი:)

აი ასე ბანალურად დავასრულებ ჩემ აღფრთოვანებულ ბოდვას და ვეცდები დღეს ვიმუშაო, თუ გამომივა რამე:)

3 comments:

nati kuda said...

me ver wavedi, shesabamisad ar mjera, rom is namdvilad arsebobs :(
ra dros eqimebi da wamlebi iyo..

ketketa said...

ვაი... ბედი არ გინდა??
მარა ეგ არაფერი:)
კიდე ჩამოვლენ კაი ტიპები:)
რა უაზრო ნუგეშია არა?:)

nati kuda said...

ნუგეში ნუგეშია, რა გინდ უაზროც არ უნდა იყოს :))