Sunday, October 11, 2009

Two

სანდრიკო დღეს ტირილით გასკდა, მულტფილმში ორი გედი სადღაც გაფრინდა და მაგათ ხო ვიღაცა ჩელავეკი მოკლავს თოფითო, წაურუსულ–ქართულა. არადა მულტფილმში არაა ასე, ისე მთავრდება რო ეს ორი გედი, შეყვარებული გედები სადღაც მიფრინავენ, The End:)) მარა ბავშვისთვის ეტყობა იქ არ დამთავდა ამბავი, წარმოსახვა ისეთი მძლავრი აქვს, დამატებით ერთი ხუთ სერიას კიდე გადაიღებდა რო შეეძლოს.

მამას რთველი ქონდა გუშინ. იმდენი მზე იყო და ისეთი საოცარი სუნი ჰაერში, ადრიანი შემოდგომის. ჩემი საყვარელი სუნი. ჰოდა მე გავიქაჩე, უნდა მოგეხმაროთ მეთქი. მამამ დახედა ჩემს ფრენჩ მანიკურს და ყველაზე თბილი ღიმილით მსოფლიოში მითხრა, რომ არ ღირს, მე ჯობია მხოლოდ ვუყურო და ყურძენი ვჭამო, თორე ჩემი ფრენჩისგან არაფერი დარჩება:)
გამოსავალი?? ლატექსის ხელთათმანებით ვკრიფე:)) ფრჩხილებიც გადამირჩა და ძალიანაც გავერთე:)

რაღაცნაირია შემოდგომა. მყუდრო.

No comments: