ახალის წლის წინა დღეს 'პოლიტიკოსების' (yeah, right) სახლებში შევარდნა და რაღაც სულელური რეპორტაჟების მომზადება დაკანონებული ამბავია უკვე ჩვენში. განსაკუთრებით ეფექტური სიუჟეტი გამოდის, თუ მრავალშვილიანი პოლიტიკოსის ოჯახში შევარდები, ან კიდე უფრო მაგარი – პოლიტიკოსის ცოლი თუ მეექვსე შვილზეა ფეხმძიმედ.
მეოჯახეობის ეგსჰიბიციონისტები ესენი. იდიოტები.
დღეს ოფისში ჯინსების, სადღესასწაულო ქუდების, ჩუპა–ჩუპსების და საჩუქრად მორთმეული სასმელების დღეა, ნახევარი დღე უფრო სწორად.
კიდე წვეულების ვიდეოს და ფოტოების სულმოუთქმელი ლოდინის ნახევარი დღე.
სახლში სირაქლემასხელა ინდაურის საცივი გვაქვს, მიყვარდეს მაინც ეს საცივი...
გისურვებთ, რომ არ მოიწყინოთ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე და მერე ეგრე არ დარჩეთ. მე სულ ასე მემართება და ვერ ვიტან:)
See you next year.
Thursday, December 31, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
:))))))))))))))))) პოლიტიკოსის ცოლი, მეექვსე შვლიზე ფეხმძიმე :)))))))))) ცუდად ვარ :)))) დაგლიჯე, ქეთ! :)))
მე პირადად მოვიწყინო კი არა, იმ დღეს ერთი მეგობარი მიყურებს და მეორეს ეუბნება: ეს პირის აპარატს რომ ვეღარ იმორჩილებს, ატყობ?! :))) ჯოკერივით დავდივარ, ან გუიმპლენივით, სულ, ამ ბოლო დროს და რაღა 2 წუთით ადრე გამიფუჭდება ხასიათი :))))
ხოდა ბლოგებმა, სკაიპმა, ფეისბუქმა, ჯეოსელმა და მმმ მეტი საკონტაქტო საშუალებას არ ვიყენებ ამ ეტაპზე :) თუ გაჭედა! გილოცავ შენც და აქ შემომსვლელსაც ყველას! და წელს აღარ მოიწყინო, იცოდე! ! !
სირაქლემის საცივიიი :))))
"შემოვდგი ფეხი! მეორე ფეხიც!" :))))
გკოცნი, მიყვარხარ და გისურვებ ბევრი, ბევრი მიზეზი გქონდეს კარგ ხასითზე ყოფნის და მხიარულების, მთელი წელი! ! ! :)
:))))
– ბეკჰემის მარცხენა ფეხის ქვეყანა, ბეკჰემის მარჯვენა ფეხის ქვეყანა :)))))
გკოცნი, ცისკარ, დოპინგი ხარ რაა, წყალი არ გაუვა:)))
მეც მიყვარხარ, გეხვევი და გკოცნი და გისურვებ სულ ეგრე დაუმორჩილებლად ბედნიერი იყო:)))
გილოცავ :* მრავალს დაესწარი, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ : )
მადლობაა, მეც გილოცავ:) ბედნიერ წელს გისურვებ:)
ქეეთ! უკარგესი პოსტია, ვგიჟდები შენს იუმორზე :))
ბედნიერი წელი გქონოდეს! ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვო! მრავალს დაესწარი :*
როგორ მახარებ ხოლმე შენი კომენტარებით ყოველთვის, ქეეთ:)
სიყვარულიანი და სიხარულიანი წელი გქონოდეს, ჩემო კარგო, გკოცნი ბევრს:)
Post a Comment