Sunday, September 13, 2009

Will you be there...

ზაფხულის რამდენიმე ფრაგმენტი მაქვს ჩარჩენილი გონებაში.
ორი ერთნაირი ქალი მოდიოდა და ერთი ბავშვი მოყავდათ. რაღაცეები ასე მახსოვს. მიკროსიტუაციებად. ის ადგილიც ყოველთვის მემახსოვრება, სადაც დავინახე. რატო არ ვიცი. უფრო სწორად მგონია ვიცი. რაღაც მნიშნველოვანზე ვფიქრობდი იმ წუთას და ამ ქალებმა გადაურბინეს ფიქრებს წინ. ბავშვმა რომელიღაც აზრს ფეხი წამოკრა და მეც გავხედე.
მემახსოვრება მუსიკის ყრუ ხმა პირქვე დაგდებული ტელეფონიდან. ჯო პასი და გიტარა. და ის განწყობა მემახსოვრება ყოველთვის.
და რაღაცნაირი სხვანაირობა კიდე. საკუთარი თავის სხვანაირობა.

სინამდვილეში არც არაფერი შეცვლილა ირგვლივ. მე გადავსხვაფერდი მარტო თითქოს. ამაშიც მარტო ვარ:) გადასხვაფერებაში.

ჩემი მომავალი ძაღლი ურსულა ბევრჯერ შემხვდა უკვე. ნეტა თუ იცის რო ჩემთან იცხოვრებს ოდესმე.

'გააჩნია' რა მაგარი სიტყვაა, არა?
ზოგჯერ ძალიან კარგი რამეების თქმაც კი არ ღირს ადამიანებისთვის, იმიტო რო ადამიანს გააჩნია.
მე კიდე ისევ გამითბა ხელები...

4 comments:

tamara said...

ურსილა და... საღარა ქეთ? მენატრება იცი? განსაკუთრებით მაშინ "ჩაპას" და "ლიზას" რო დაცანცალებენ პატრონები და თვითონ რო ამაყად მიყვებიან უკან:)

ketketa said...

მეეც, თამ, მეც მენატრება ის რეგვენი ძაღლი:)) და პლაშიანი ჩაპები არ შემიძლია სწორედ, არა კი არ ვერჩი :))))) მარა ნი მაგუ რა:)))

TEONA said...

მაგარი სიტყვაა გააჩნია :) it depends....
ყველა სიტუაციიდან გამოგიყვანს :):):))))

ketketa said...

ხოო, და სიტუაციები კიდე ისეთია, სულ გამოსაძრომი , ამოვიდა ყელში რა:))