ურსულა ჩემი ძაღლი იქნება, ოდესმე. ადრე ვფიქრობდი, ენცოს დავარქმევდი, მაგრამ ახლა ძალიან მინდა რო უსრულა ერქვას, ანუ დამაჩკა იქნება. ზუსტად ასეთი საყვარელი ლაბრადორი მეყოლება. ლამაზ საყელურს გავუკეთებ, მსუბუქად, რო არ ეტკინოს, სახელსაც წავაწერ ზედ.
ურსულა იქნება მხიარული და ჯანმრთელი ძაღლი:) ეცოდინება ჩემი ყველაზე საყვარელი რაღაცეები, ფიქრები, მაიმუნობები... და მოეწონება ეს ყველაფერი რათქმაუნდა:) ისეთი გადასარევი არსება იქნება, როგორიც ჩემს წარმოსახვაშია ბავშვობის დროინდელ უსაყვარლეს წიგნში აღწერილი არაჩვეულებრივი ძაღლი (ოღონდ ის სენბერნარი იყო) სახელად ბოცმანი:)
ხო მაგარი სახელია ურსულა? მოგეწონოთ რა:) ვგიჟდები ისე მომწონს, აი თქვით ხმამაღლა, ცოტა ინგლისური აქცენტით, ძაან მაგარია:)
ურსულა...
...იგუარანი
ეს ცხადია ესპანური აქცენტით უნდა თქვათ, ყველა შემთხვევაში გადასარევია
:)
Friday, January 25, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
22 comments:
ესპანურით კაკ რაზ რო არა, არამედ slightly ლათინოამერიკული აქცენტით ;)
:)
ხო, ლათინოამერიკული ესპანურით;):))
raga shors midixart da slihka megruli aqcentit jumderi cadet magaria
ჯუმდერი რა არი?:)
თან მეგრული აქცენტით:)
უიიი, ახლა მაგრა გაკაიფოთ. ხო, მეც მაქ ეგეთი მუღამი ძაღლის, ტან ჯერ მეზარება რა, მოვლა უნდა და სად მაქ მაგისი ნერვები, მარა ტან მინდა. მე ჩაფიქრებული მქონდა რო სალვადორე უნდა დამერქმია :))))
და იასნია რო სალის დავუძახებდი, და მერე გადავიფიქრე, იმიტო რო ამით რამოდენიმე ჩემს მეგობარს და კიდევ უამრავ თბილისელ გოგოჩოს გადავიმტერებდი.
ენცოც მაგრად მევასება, აი მაგარი სახელია, მაგას მე ჩემს მეგობრას ვეძახდი ხოლმე ისე..
ხოდა კიდე მაგარი სახელებია: დუჩე და ოტო. ჩემს ახლობელს ყავდა 2 ძაღლი დუჩე მუსოლინი და ოტო სკორცელი...
კიდე მევასება ჩემი ემგობრის ძაღლი სკარლეტი.
და აი სწორად სკარლეტის ლეკვებს ვუმიზნებ.
შავლი ლაბრადორია, სულ შავი, ბზინავს.
ხო კიდე რა გამახსენდა, დვროსკის ბლოგზე რო იყო.. მუდრეგა, ლეკვი. ჩვენი სადარბაზოს ძაღლს დავარქვი ახლახანს, აქ ცხოვრობს, 1–დან 3–მდე.
ზევით არ ადის. მუდრეგა მაგარი როჟაა, თან ბომჟია, და თან სხვა ბიომჟებთან შედარებით დასტოინი, სადრბაზოში ცხოვრობს და ლუკმა პური აქვს, და თავზე არ აწვიმს.
მაგარი როჟებია ძაღლები, მარა პიტებს და ეგეთ აგრესიულ ტუპოი ძაღლებს ვერ ვიიტან, ვერაც ადამიანებს ვ მამენტ.
სალვადორე და სალი:)))))))))))
და დალი რო დაგერქმია მერე გენახა შენ ქალაქის დალი დეიდების რისხვა:)))))))))))
დათა, ისეთი ინფორმატიული კომენტია, რომელ ნაწილზე გავამახვილო ყურადღება აღარც ვიცი:))) ძაან მაგარია:))
dges viyide tetri qartuli nagazi
saxeli jer chka
:)
ვიცნობდი ერთ თეთრ ქართულ ნაგაზს, გრაფი ერქვა, ძაან კაი ტიპი იყო:)
tolia
თოლია მაგარია.
მე ვიცნობი მაგარ ნაგაზს სურამში, იქ რო ვისვენებდით ხოლმე ბავშვობაში.. რა კაი იყო.
და დიდობაში ვერ წარმომიდგენია სურამში როგორ უნდა ,,დაისვენო'' .
ბოღრია ერქვა. ხო მაგარი სახელია?
უფრო სწორად ტაშისკარში ცხოვრობდა ბოღრია.
და სურამამდე გვაცილებდა ხოლმე... ძუნძულით მოყვებოდა მანქანას.
საყვარელი:)
ძაან მაგარი სახელია ბორღია!!:)
მე მყავდა ბავშვობაში ქართული ნაგაზი, ფასანაურიდან ჩამოჰყვა სახელი საღარა:)
ეგეთ ფერებში იყო და ეგრევე დაურქმევიათ:)
ფანტასტიური და უსაყვარლესი არსება იყო საღარა, და განსაკუთრებულად მიჯაჭვული ერთ პატრონზე, მამაჩემზე.
დედა როგორ მიყვარდა, ვაღმერთებდი...
თოლია მშვენიერი სახელია თეთრი ნაგაზისთვის:)
ძაღლების ქართული სახელები :)
დუჩე ჩემს მეგობარს ყავს კიდევ ერთი, პიტბული თუ რაღაც ეგეთი მახინჯი ძაღლია. მაგრამ კეთილი გული აქვს.
თოლიაც კაია :)
ჰაჰაა:)) ერთი ეგ ყოფილა გულკეთილი პიტბული და ერთიც ჩემ მამიდაშვილს ყავს, ჯინა ქვია, ეგეთი სენტიმენტალური ძაღლი მეორე არ მინახავს :)))))
ქართული სახელები ძაან ძნელი შესარჩევია, ჯიშების მიხედვით:)
გიორგი, თოლია ჯონათან ლივინგსტონი დაარქვი შენს თეთრ ნაგაზს:-) :-)
უფრო სწორად ტაშისკარში ცხოვრობდა ბოღრია.
მეც ვისვენებდი ბავშვობაში ტაშისკარში. უფრო სწორად მასვენებდნენ, თორემ მე მაგრა მეკიდა. და სულ მეგონა ხოლმე, რომ ტაშისკარში, ნებისმიერი სახლის კარებში შესვლისას ტაშის ცემით უნდა შეგვხვედროდნენ :-):-)
:))))
არადა არ გხვდებოდნენ, ხო?:))))
გამათბო ამ პოსტმა რაღაცნაირად!
ვგიჟდები დიდ ძაღლებზე და ვერ ვიტან პატარა მაზალო ჯიბის ძაღლებს. ნუ, ასე, შორიდან ვიტან, გამეცინება რომ დავინახავ, თუ სასაცილო ძაღლია და ისე, თუ ოდესმე მეყოლება, მხოლოდ - დიიიდი, ჭკვიანი და კეთილი :)
და მიყვარს ძაღლებს რომ ვუყვარვარ :D
გაგათბო, ელის?:) რა კარგია:)
აუუ, ჩაპა რო ქვიათ ისეთ ძაღლებზე ამბობ, არა?:)))))
ჩაპაააააა:)))))))) ჟილეტებიანი ნამცეცა ძაღლები:)))))))
მე ყველანაირი ძაღლი მიყვარს. დვარნიაშკიდან დაწყებული, პატარა იაპონკებით დამთავრებული. აი, ვაბშე ყველა:-) ბულტერიერი არ მიყვარს მარტო
ნეტა ბუდუ არ ქვით ძაღლებს?
ქეთ, იცი დღითიდღე რაში მარწმუნებ, რომ ბავშვები მუდამ ბავშვებათ რჩებიან და არ იზრდებიან, მადლობა, ვგიჟდები შენზე :)
ბეეელ:))
ბუდუ ქვიათ კაცებს:)))))))))))))))))
მეც ვგიჟდები შენზე, ჩემო საყვარელო, რა დამთხვევაა არა?:))
ხო და ისა, ძაან ღრმად ვარ ჩარჩენილი ბალღობაში, არა, დარლინგ?:))))
Post a Comment