Tuesday, September 30, 2008

Help me, Joe

ოქტომბერში გიტარას ვყიდულობ. ვსო. და სანამ სახლიდან არ გამაგდებენ, მანამდე ვაჩხაკუნებ და ვისწავლი. ოთახის კედლებს ხმის ჩამწერი სტუდიასავით კვერცხის ლატოკებს გამოვაკრავ და ვაჩხაკუნებ თითების დასისხლიანებამდე. ეგრე მითხრეს, კანი გადაგძვრება თითებზეო. აი დონთ ქეარ. უნდა ვცადო.
თვითშეფასების ამაღლებაზე ვმუშაობ.
უნდა გამომივიდეს.
:მაინცამოვთხრი:

Sunday, September 28, 2008

Stuck in the 'friend zone'

I mean with guys of course:)
I learned it from Friends.
Yeah, I'm screwed, I know:)
How do you come back from that I wonder...
Also what is this freaking supremely, exclusively, solely 'friendish' way about me... and I don't care if there is no such word.
I really want to know.

Golden Gate Bridge, San Francisco, California

Saturday, September 27, 2008

მარტო ღამით წვიმს...

ბოლო დროს სულ ასეა.
რატო არ გრძელდება დილითაც ვერ ვიგებ...
და მერე მგონია, ღამით მესიზმრებოდა, როგორ წვიმდა
დავიტანჯე

Sunday, September 21, 2008

I am a Dreamy Idealist

My personality type: the dreamy idealist

სახალისო ტესტებიც კი მაჩმორებენ:))) Dreamy idealist... yeah, quite a slap in my face:))
არა ცუდი კი არ არი სადღაც რაღაცაში, მარა... ასე ვერ გავფრინდები უბრალოდ:)
დიდი მადლობა კალოს:)

Go get them Yankees:))

ზეტკბილი ყავა დავლიე, ზე მორეირა, რამ გადამრია...

ოფისში ადამიანური მონიტორი დამიდგეს და მიხარია
კიდე როგორც იქნა ჩემი მუსიკა მივზიდე და პატარა კონსპირაციული ნაუშნიკებიც ვიშოვე:)
განწყობა ძველი, გარემო ცოოოტა ახალი...

ძალიან მიყვარს ფილმები სამხრეთელებზე, სამხრეთის შტატებზე, ვგიჟდები. პატარა ქალაქები, წითელსავარძლებიანი სასადილოები, ჯუკბოქსი, ქანთრი, დანჯღრეული დოჯები, მტვრიანი ყვითელი გზები, ჯინსები, ქუდები, ბაზრობა და ტანცპლაშადკები:)) და რაც მთავარია აქცენტი!! უსაკაიფოესი:) ღმერთო, როგორ ვგიჟდები:)
თუმცა ხშირად სევდიანი ფილმებია მაინც, მემგონი უფრო ამიტომაც მიყვარს.
სრულიად განსხვავებულია გარემო და მაინც რაღაც ისეთ ახლობელ ასოციაციებს მიჩენს...

მიიიინდა იქ, მინდა მე თვითონ ვნახო...

Wednesday, September 17, 2008

Self-portrait music...

დიუკ ელინგტონი შეხვდაო კოულმენ ჰოკინსს...
ჯონ კოლტრეინი მაილსსო...
ვაიმე რა ხალხი. სახელების დაწერა მერიდება, ისეთი...
რა არაჩვეულებრივი ადამიანები არსებობდნენ
რა საოცრებებს წერდნენ და უკრავდნენ
და არცერთი აღარაა ცოცხალი
ფიჰ...

Tuesday, September 16, 2008

საშემოდგომო:))

ჩემი გუგლიკო:)) ჩემი საშემოდგომო გუგლი, ძაან მომწონს:)

Monday, September 15, 2008

Helga

ვერაფრით ვერ მოვახერხე ცუდი კიარა ელემენტარულად წარბშეკრული ურთიერთობა ამ კაცთან, რა იდიოტი ვარ ნუუ. ეს სიდებილის რა ფაზაა ხო არ იცით?
ოო, არადა ძაან მჭირდება, სასწრაფოდ მესაჭიროება შეკრული წარბები, ვიქირავებ, ვიგირავებ, ვიყიდი ერთ წყვილ შეკრულ წარბს...
თორე ქორწილში დამპატიჟებს.

no capito:))

ასეთი მზიანი და თბილი კინო მეორე არ მინახავს:) თანაც შავ–თეთრი, რაზეც ვგიჟდები:)
უმზიანესი:)
ამის შემხედვარე სულ ვერ იფიქრებ, თუ იტალიაში რამე ცუდი ხდება...
მივალ სახლში და ვუყურებ გემრიელად:)

ჩემი საყვარელი ფრაზები:))

– მე თუ რამეს ვიღებ, ყოველთვის ხუთ ერეს ვიხდი, მაგრამ მალე გამითავდება ხუთერეიანი მონეტები და მერე რა უნდა ვქნა? არ ვიცი პირდაპირ... :)))))))))

ვეცემი კარლსონზე, რა ვქნა, კალოსონზე, როგორც სანდრიკო ეძახის:))

Friday, September 12, 2008

ისევ გამითბა ხელები...

უცნაურია,
ნაღვლიანი სიმშვიდე მოდის...
აღარ მაქვს ეჭვი,
ნამდვილი გახდა ის, რაც მეგონა.

Thursday, September 11, 2008

არშემიძლიები

არ შემიძლია კაცი რო ბევრს ლაპარაკობს. რა უბედურებაა. როგორ უნდა იქაქანო გაუთავებლად, ვერ ვიგებ. ყველა თემაზე, ყვეეელაფერზე შეიძლება გინდოდეს ლაპარაკი?? და ყველაფერში ექსპერტი იყო კიდე. დაუჯერებელია. ძაან სასაცილოდ ჩანს.
და რაღაცნაირად მუდმივად 'აღფრთოვანებული' ადამიანები?
აჩქარებული კადრივით ადამიანები?
აუუ და ისა, რაღაცის აღწერას რო ცდილობენ მრავალსიტყვაობაში ჩაფლულნი კიდე, აი ესე იგი საყელო როგორი იცი? [ჩაკითხვა: როგორიიი?] როგორი და სტაიაშჩი და ასე ირიბად წამოსული და მარჯვნივ ოდნავ ჩამოწეული და თმის ფერი იცი როგორი? [ჩაკითხვა: როგორიიი?] როგორი და აი არცისეინტენსიური პიორუშკები რო აიღო და მერე რო ქერად გადაიღებო და აუ იცი როგორი სახლიააა? აი შესასვლელში პარკეტი და მარჯვნივ გადიხარ ზალაში და ზალიდან აივანზე, მარა აივნის კარამდე ნიშაა და იქ დგას სავარძელი და მარცხნივ კიდე ფანჯარა...
სად შემიძლია უიმმმ.
არ მესმის, ვერ ვხვდები ვერაფერს ეგეთი აღწერებით, დებილი ვარ?? მარჯვენას და მარცხენას დაძაბვის გარეშე ვერ ვარჩევ, და არ მაინტერესებს ეს ჰოლი და ზალა როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან, არც მიკითხავს ვაააჰ... :ესინჩმაზალოტიპატოო:

სურათი მაჩვენეთ თუ მაინცდამაინც, ფოტო! ვსო.

Portofino, Italy


დედა როგორ მინდა ახლა ამსვა–დამსვა და აი იქ ჩამსვა...:)
ნახეთ, რა ლამაზია:)

Wednesday, September 10, 2008

ბოდვა პირველი

პოეტები სევდიანი ხალხია ალბათ. უფრო სევდიანი, ვიდრე მხიარული, ჭკუამხიარულ პოეტებს თუ არ ჩავთვლით. არიან ეგეთებიც.
რაღაც ნაცნობი რითმა ამოტივტივდა უცებ გონებაში, ისე უსიტყვებოდ, უბრალოდ სევდიანი რითმა. ისეთი, ჩემ წილ განწყობას რომ ჩავტევდი ... რომ შემეძლოს.
სადმე რომ ხარ, დარჩენა გინდა და მაინც რომ წამოხვალ, რა ქვია ამას?
ეგრე გამომდის ყველაფერი ამ ბოლო დროს.
მინდა, მაგრამ რა აზრი აქვს? მაინც არ გამოვა. კიდეც რომ დავრჩე...
ფიჰ.
აღარ შემიძლია ამ მაჯლაჯუნას გაძლება რა...