Wednesday, December 31, 2008

I'm done being stupid, cupid:)))

მემგონი ადამიანმა ყოველთვის იცის, სინამდვილეში რა ხდება.
ვის რა განწყობა აქვს შენს მიმართ, ყოველთვის იცი.
ახლა რო ვუფიქრდები, მე ნამდვილად ვიცოდი ყოველთვის, სხვა ამბავია, რო რაღაც სისულელის, ნუ ენითაუწერელი იდიოტიზმის გამო თავს იტყუებ.
რა კრეტინიზმია
რა გამოთქმა ვიხმარო აღარ ვიცი, თავის მოტყუების შემაძრწუნებელი ფენომენის აღწერისთვის.
ოღონდ ჩემ საკუთარ განწყობას რაც შეეხება სხვების მიმართ, აი აქ არასოდეს მომიტყუებია თავი.
და ცოტა მომეშვა... :))) :ირაკლიკაკაბაძე:

Thursday, December 11, 2008

Top

Rolling Stone-მა დაისვა ვიღაც ტიპები, მუსიკოსები, ჟურნალისტები, მუსიკალური პროდიუსერები, და გააკეთა ყველა დროის საუკეთესო მომღერლების 100 კაციანი სია.
ფრიად საინტერესო ხალხია. სია ყველას თავისი აქვს რათქმაუნდა მარა ბევრ საერთო ფავორიტს აღმოაჩენთ აქაც. გაუგებარია, პირველი რატოა არეტა ფრანკლინი ოღონდ.
კიდე უფრო საინტერესო ისაა, რომ სიაში მოხვედრილ საუკეთესოებზე გადასარევი ხალხი წერს პატარა რივიუებს, გაერთობით

1. არეტა ფრანკლინი
2. რეი ჩარლზი
3. ელვის პრესლი
4. სემ კუკი
5. ჯონ ლენონი
6. მარვინ გეი
7. ბობ დილანი
8. ოტის რედინგი
9. სტივი უანდერი
10. ჯეიმს ბრაუნი და სხვები
P.S. დიდი ბითურობა ასეულია ისე, ჩვენში რო დარჩეს

Friday, December 5, 2008

Enough is enough

რა საოცარი გადაცემა შეემატა ქართულ უმდიდრეს სატელევიზიო ფონდს, საოცარი.
გულისგამაწვრილებელი მაია ასათიანი თავისი დაუსრულებელი "პროფილით".
ძაან გამიკვირდა მეორე გადაცემაც რო გამოუვიდა, იმიტო რო პირველ გადაცემაში უკვე მთელი საქართველო ყავდა სტუმრად და მეორეში ვინღა უნდა მოეწვია ვერ მივხვდი, მარა საქმეში ხარ? მეორე კიარა, მესამეც მოახერხა და მეოთხეც და ეჭვი მაქვს, კიდე კაი ხანი შეჭამს ტვინს.
და პირველი არხი რა ტანჯვაა, მერამდენე რეინკარნაცია განიცადა სათვალავი ამერია უკვე. მაინც არ უქნია გამჩენს.
მე მეჩვენება თუ საააააოცრად ცოტანი ვართ? ქვეყანა კიარა ერთი კორპუსი ვართ მგონი, ერთი სადარბაზოთი, ამოიწურა ვსო, ყველაზე ყველაფერი ვიცით, დაგვანებონ რა თავი, ყველა გვყავს ნანახი პროფილშიც და ანფასშიც, ვაააჰ

Tuesday, November 25, 2008

Damn u, M

მაინც რა იყო ასეთი ...
მეგონა, მე ვაჭარბებდი და სინამდვილეში არაფერი ისეთი გადარეული შეყვარებული არ ვყოფილვარ.
არა ვყოფილვარ. ჰმ, უცნაურია, ათასი წელი გავიდა, ამდენივე წყალმა ჩაიარა, ამდენივე შვილი ყავს მგონი უკვე, არადა ვუყურებ და არაფერი არ დამვიწყებია, არც ერთი ნაკვთი, ბგერის მეასედით ვცნობ ხმას, ძაან შორიდან სიარულის მანერას და ფეხის ხმას. ჩემ თავს მახსენებს, როგორი ვიყავი, როცა ერთად ვიყავით. It's like feeling home, kind of... and I don't really care how we ended, I do remember how it hurt then though. But still, I'm totally fine with it, unbelievably fine.
Just makes me once again think of how freaking annoyingly loyal I am with something I feel for real. and the also freakish getting-used-to, totally my thing.
But I have not been able to feel this way to anyone since then. Did I give it all away or what, I wonder...

Monday, November 17, 2008

Vi på Saltkråkan


მოგონებანი გარდასულ დღეთა...

რაც ბავშვობა დამთავრდა, მას მერე ყველა მოგონება სევდიანი რატოა?
რატო მეგონა რაღაცეები ისე, როგორც საერთოდ არ იყო?
ძველი ჩანაწერები ან საერთოდ არ უნდა ნახო, ან თუ ნახავ, ასე დაგრუზვა მაინც არ ღირს, ჩავლილია და იმიტომ. ეჯაჯგურე ეხლა უკვე გაკეთებულ სისულელეებს. შეტოპავ ისევ სინანულის ოკეანეში და ადამიანის ჩირად ქცეული დაიწყებ ტივტივს. ჰაერი აღარ გეყოფა, ტირილი მოგინდება, მაგრამ ცრემლიც აღარ გამოჩნდება შენი, ოკეანეში ცრემლი გინდ გიღვრია გინდა არა. გავეგეტარიანელებული ზვიგენები აღარ გაისვრიან შენზე კბილს. იმიტომ, რომ ამაოა ყველაფერი. დაძველებული ხარ. გამომშრალი. ნაპირი არ ჩანს. რაც ჩანს ის დასაწყისის ნაპირია, საიდანაც დინებამ წამოგიღო, სადაც ბედნიერების ჰაერი უბერავდა.
ბავშვობის დროინდელი.
მგონი ამპარტავნებამ დამრია ხელი.
მინდა რო ვაჩვენო, ის რაც იყო, სინამდვილეში ისე არ არი, აგერ ბატონო, გეტყვით თუ მომისმენთ, როგორც იყო. მაგრამ ამის დრო გავიდა. ჯანდაბას ჩემი თავი, ეგონოთ, რაც არ იყო. დამუმიებული განცდების თხრა ვერაფერი ნუგეშია ჩემმა მზემ...
ოო, როგორ არ ღირდა, როგორ...

Wednesday, November 12, 2008

ზოგი შმოგი

ზოგი მართლა ფიქრობს, შალვა ნათელაშვილი მაგრად ხუმრობსო
და ნოდარ დუმბაძე უღმერთო კაცი იყოო
და ჯაზში მელოდია სად არიო
და მარნეულელ კაცს სამსახურში როგორ ავიყვანო

ეგეთების ფონზე ზოგისთვის მანგოს სტაფილოს გემო რო ქონდეს სულ არ გავოცდები

Thursday, November 6, 2008

Just moving on

ან რატო დავკეტე, ან რატო გავაღე
– ის პირველი ორი ან რატო მოიყვანა ან რატო გაუშვა:)) [შ.ქ.]

რაღაცეები ხდება. რაღაცეებზე წერენ და კინოს იღებენ, სპექტაკლებს დგამენ. მარა დაძველდა თითქოს ყველაფერი არა? რაღაც ეგეთი გრძნობა მაქვს. მაწუხებს თქო ვერ ვიტყვი, მე ხო მეძველმანე ვარ, მეძონძია:) ყველაფერი ძველი მიყვარს, შეჩვეული. მარა მირჩევნია რო? რო შემედარებინა, აი გამებედა და რამე ახალი მექნა ჩემს მინიატურულ ცხოვრებაში, იქნებ გადამეგდო კიდეც ის უძველესი ბლოკნოტი დებილური ნახატებით, ან ოთახში რამე გადამეადგილებინა, ან თმა შემეჭრა თამამად, ან უფრო მაგარი რამე – წავსულიყავი საზღვარგარეთ! ჩემი მეგობარი სულ მიმტკიცებს, რომ ეს ნაპერწკალი არის ჩემში სადღაც შიგნით, ოღონდ არ ვიყენებ. იმიტო რო რა? დებილი ვარ (გოგი გვახარიას ინტონაციით ვამბობ ამას, ვგიჟდები როგორც ამბობს:)).
გაორებული დებილი. ქეთქეთა. ქეთი და ქეთა.
მარა იცი რა? მემგონი მაინც ყველაფერი რიგზეა:) ალბათ ისე, როგორც უნდა იყოს. განწყობის ამბავია.
გუშინ დოდკასთან დავაბრეხვე, ამ წუთას რო მოვკვდე არ მაღელვებს, მერე რა მეთქი. სისულელეა რათქმაუნდა, ვინც წაიკითხავდა, ყველა მიხვდებოდა რო დიდი სისულელე ვთქვი. მარა ესეც მე ვარ, სისულელეების გენერატორი:)) და ამის მიუხედავად, არიან ადამიანები, ვისაც არ მობეზრდა აქამდე ამ სისულეების მოსმენა და მგონი არც მობეზრდება. მაგარია:) :ისევგოგიგვახარია:

Thank you, guys:)

Wednesday, October 15, 2008

Friday, October 10, 2008

Via Margutta 51

მაქვს ხოლმე განწყობა სახელად Via Margutta 51
და კიდე Dunder Mifflin, this is Pam
რარაცნაირი სიმშვიდის და ღიმილის და მზის და სიყვარულის და ჩვეულებრივობის... შემოდგომის სუნის, თბილი და ყვითელი სურნელის.
განსაკუთრებით ძნელია ასეთ დროს ოფისსში ჯდომა. პირდაპირ მკლავს.

ისევ დავკარგე რეალობის შეგძნება, დროდადრო ვკარგავ ხოლმე, დამაქვს აქეთ–იქით და სად მივაჩერჩეტებ ხოლმე ვეღარ ვიხსენებ
არადა რამდენი საქმე მაქვს...
საქმე შემოდგომის სუნით რო კეთდებოდეს, იფ

Monday, October 6, 2008

P.S. I Love You

Denise: Go talk to him, tell him you loved his music and stuff, go go go!
Sharon: Oh, and also, you are American, kind of exotic thing...
Holly: There's nothing exotic about being American
Sharon: Well, he doesn't know that...

:)))

P.S. not much of a movie, still with some funny dialogues:))

Tuesday, September 30, 2008

Help me, Joe

ოქტომბერში გიტარას ვყიდულობ. ვსო. და სანამ სახლიდან არ გამაგდებენ, მანამდე ვაჩხაკუნებ და ვისწავლი. ოთახის კედლებს ხმის ჩამწერი სტუდიასავით კვერცხის ლატოკებს გამოვაკრავ და ვაჩხაკუნებ თითების დასისხლიანებამდე. ეგრე მითხრეს, კანი გადაგძვრება თითებზეო. აი დონთ ქეარ. უნდა ვცადო.
თვითშეფასების ამაღლებაზე ვმუშაობ.
უნდა გამომივიდეს.
:მაინცამოვთხრი:

Sunday, September 28, 2008

Stuck in the 'friend zone'

I mean with guys of course:)
I learned it from Friends.
Yeah, I'm screwed, I know:)
How do you come back from that I wonder...
Also what is this freaking supremely, exclusively, solely 'friendish' way about me... and I don't care if there is no such word.
I really want to know.

Golden Gate Bridge, San Francisco, California

Saturday, September 27, 2008

მარტო ღამით წვიმს...

ბოლო დროს სულ ასეა.
რატო არ გრძელდება დილითაც ვერ ვიგებ...
და მერე მგონია, ღამით მესიზმრებოდა, როგორ წვიმდა
დავიტანჯე

Sunday, September 21, 2008

I am a Dreamy Idealist

My personality type: the dreamy idealist

სახალისო ტესტებიც კი მაჩმორებენ:))) Dreamy idealist... yeah, quite a slap in my face:))
არა ცუდი კი არ არი სადღაც რაღაცაში, მარა... ასე ვერ გავფრინდები უბრალოდ:)
დიდი მადლობა კალოს:)

Go get them Yankees:))

ზეტკბილი ყავა დავლიე, ზე მორეირა, რამ გადამრია...

ოფისში ადამიანური მონიტორი დამიდგეს და მიხარია
კიდე როგორც იქნა ჩემი მუსიკა მივზიდე და პატარა კონსპირაციული ნაუშნიკებიც ვიშოვე:)
განწყობა ძველი, გარემო ცოოოტა ახალი...

ძალიან მიყვარს ფილმები სამხრეთელებზე, სამხრეთის შტატებზე, ვგიჟდები. პატარა ქალაქები, წითელსავარძლებიანი სასადილოები, ჯუკბოქსი, ქანთრი, დანჯღრეული დოჯები, მტვრიანი ყვითელი გზები, ჯინსები, ქუდები, ბაზრობა და ტანცპლაშადკები:)) და რაც მთავარია აქცენტი!! უსაკაიფოესი:) ღმერთო, როგორ ვგიჟდები:)
თუმცა ხშირად სევდიანი ფილმებია მაინც, მემგონი უფრო ამიტომაც მიყვარს.
სრულიად განსხვავებულია გარემო და მაინც რაღაც ისეთ ახლობელ ასოციაციებს მიჩენს...

მიიიინდა იქ, მინდა მე თვითონ ვნახო...

Wednesday, September 17, 2008

Self-portrait music...

დიუკ ელინგტონი შეხვდაო კოულმენ ჰოკინსს...
ჯონ კოლტრეინი მაილსსო...
ვაიმე რა ხალხი. სახელების დაწერა მერიდება, ისეთი...
რა არაჩვეულებრივი ადამიანები არსებობდნენ
რა საოცრებებს წერდნენ და უკრავდნენ
და არცერთი აღარაა ცოცხალი
ფიჰ...

Tuesday, September 16, 2008

საშემოდგომო:))

ჩემი გუგლიკო:)) ჩემი საშემოდგომო გუგლი, ძაან მომწონს:)

Monday, September 15, 2008

Helga

ვერაფრით ვერ მოვახერხე ცუდი კიარა ელემენტარულად წარბშეკრული ურთიერთობა ამ კაცთან, რა იდიოტი ვარ ნუუ. ეს სიდებილის რა ფაზაა ხო არ იცით?
ოო, არადა ძაან მჭირდება, სასწრაფოდ მესაჭიროება შეკრული წარბები, ვიქირავებ, ვიგირავებ, ვიყიდი ერთ წყვილ შეკრულ წარბს...
თორე ქორწილში დამპატიჟებს.

no capito:))

ასეთი მზიანი და თბილი კინო მეორე არ მინახავს:) თანაც შავ–თეთრი, რაზეც ვგიჟდები:)
უმზიანესი:)
ამის შემხედვარე სულ ვერ იფიქრებ, თუ იტალიაში რამე ცუდი ხდება...
მივალ სახლში და ვუყურებ გემრიელად:)

ჩემი საყვარელი ფრაზები:))

– მე თუ რამეს ვიღებ, ყოველთვის ხუთ ერეს ვიხდი, მაგრამ მალე გამითავდება ხუთერეიანი მონეტები და მერე რა უნდა ვქნა? არ ვიცი პირდაპირ... :)))))))))

ვეცემი კარლსონზე, რა ვქნა, კალოსონზე, როგორც სანდრიკო ეძახის:))

Friday, September 12, 2008

ისევ გამითბა ხელები...

უცნაურია,
ნაღვლიანი სიმშვიდე მოდის...
აღარ მაქვს ეჭვი,
ნამდვილი გახდა ის, რაც მეგონა.

Thursday, September 11, 2008

არშემიძლიები

არ შემიძლია კაცი რო ბევრს ლაპარაკობს. რა უბედურებაა. როგორ უნდა იქაქანო გაუთავებლად, ვერ ვიგებ. ყველა თემაზე, ყვეეელაფერზე შეიძლება გინდოდეს ლაპარაკი?? და ყველაფერში ექსპერტი იყო კიდე. დაუჯერებელია. ძაან სასაცილოდ ჩანს.
და რაღაცნაირად მუდმივად 'აღფრთოვანებული' ადამიანები?
აჩქარებული კადრივით ადამიანები?
აუუ და ისა, რაღაცის აღწერას რო ცდილობენ მრავალსიტყვაობაში ჩაფლულნი კიდე, აი ესე იგი საყელო როგორი იცი? [ჩაკითხვა: როგორიიი?] როგორი და სტაიაშჩი და ასე ირიბად წამოსული და მარჯვნივ ოდნავ ჩამოწეული და თმის ფერი იცი როგორი? [ჩაკითხვა: როგორიიი?] როგორი და აი არცისეინტენსიური პიორუშკები რო აიღო და მერე რო ქერად გადაიღებო და აუ იცი როგორი სახლიააა? აი შესასვლელში პარკეტი და მარჯვნივ გადიხარ ზალაში და ზალიდან აივანზე, მარა აივნის კარამდე ნიშაა და იქ დგას სავარძელი და მარცხნივ კიდე ფანჯარა...
სად შემიძლია უიმმმ.
არ მესმის, ვერ ვხვდები ვერაფერს ეგეთი აღწერებით, დებილი ვარ?? მარჯვენას და მარცხენას დაძაბვის გარეშე ვერ ვარჩევ, და არ მაინტერესებს ეს ჰოლი და ზალა როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან, არც მიკითხავს ვაააჰ... :ესინჩმაზალოტიპატოო:

სურათი მაჩვენეთ თუ მაინცდამაინც, ფოტო! ვსო.

Portofino, Italy


დედა როგორ მინდა ახლა ამსვა–დამსვა და აი იქ ჩამსვა...:)
ნახეთ, რა ლამაზია:)

Wednesday, September 10, 2008

ბოდვა პირველი

პოეტები სევდიანი ხალხია ალბათ. უფრო სევდიანი, ვიდრე მხიარული, ჭკუამხიარულ პოეტებს თუ არ ჩავთვლით. არიან ეგეთებიც.
რაღაც ნაცნობი რითმა ამოტივტივდა უცებ გონებაში, ისე უსიტყვებოდ, უბრალოდ სევდიანი რითმა. ისეთი, ჩემ წილ განწყობას რომ ჩავტევდი ... რომ შემეძლოს.
სადმე რომ ხარ, დარჩენა გინდა და მაინც რომ წამოხვალ, რა ქვია ამას?
ეგრე გამომდის ყველაფერი ამ ბოლო დროს.
მინდა, მაგრამ რა აზრი აქვს? მაინც არ გამოვა. კიდეც რომ დავრჩე...
ფიჰ.
აღარ შემიძლია ამ მაჯლაჯუნას გაძლება რა...

Thursday, August 28, 2008

კონტრასტების მოყვარულთათვის:))

ანუ ჩემნაირი გიჟებისთვის, The Office (UK), ორიგინალური BBC–ს შოუ, რომლის საფუძველზეც გაკეთდა ამერიკული ვერსია:)
არაჩვეულებრივია, რაღაც გადასარევი! შედარებების გაკეთება ერთი სიამოვნებაა, ესეც რო არ იყოს, თავისთავად არის ძაან მაგარი სანახავი:)
და გამახსენდა დოდკამ რო თქვა, როცა Hell's Kitchen-ზე წერდა, ამერიკა უფრო კონსერვატიულია, ვიდრე ბრიტანეთიო. დაუჯერებელია თითქოს, მარა ასეა.
არ ვიცი, ჯერ რომლის ნახვა ჯობდა უკეთესი შეფასებებისთვის, მე ჯერ NBC-ს ვერსია ვნახე. და მიუხედავად ჩემი არანორმალური სიყვარულისა ამერიკული შიგადაშიგ dumb ჰუმორის მიმართ, საშინლად მომწონს ბრიტანული ორიგინალი, გავგიჟდი ისეთი მაგარია:)
but still... Scranton rules:)))

მოკლედ the original UK version:

Season 1, Episode 1
Season 1, Episode 2
Season 1, Episode 3
Season 1, Episode 4
Season 1, Episode 5
Season 1, Episode 6


Tuesday, August 26, 2008

ოფისი მეთქი, ვააააჰ!!

მართლა ვერ ვხვდები რა ხდება, ორასჯერ ვცადე დოდკას ბლოგზე ოფისის ლინკების დადება და ორასჯერვე სამარცხვინოდ ჩავფლავდი...

ა ბატონო, აქ შევეცდები დავდო, დავაჭედო:)

Season 1, Episode 1
Season 1, Episode 2
Season 1, Episode 3
Season 1, Episode 4
Season 1, Episode 5
Season 1, Episode 6

Season 2, Episode 1
Season 2, Episode 2
Season 2, Episode 3
Season 2, Episode 4
Season 2, Episode 5
Season2, Episode 6
Season 2, Episode 7
Season 2, Episode 8
Season 2, Episode 9
Season 2, Episode 10
Season 2, Episode 11
Season 2, Episode 12
Season 2, Episode 13
Season 2, Episode 14
Season 2, Episode 15
Season 2, Episode 16 ვსო, გასწორდა:)
Season 2, Episode 17
Season2, Episode 18 გავასწორე:)
Season 2, Episode 19 გავასწორე–ს ბეტა ვერსია:))))
Season 2, Episode 20
Season 2, Episode 21

Season 2, Episode 22

Season 3, Episode 1
Season 3, Episode 2

Season 3, Episode 3
Season 3, Episode 4
Season 3, Episode 5 გავასწორე:)
Season 3, Episode 6
Season 3, Episode 7
Season 3, Episode 8
Season 3, Episode 9
Season 3, Episode 10
Season 3, Episode 11 გავასწორე:)
Season 3, Episode 12
Season 3, Episode 13
Season 3, Episode 14 გავასწორე:)
Season 3, Episode 15
Season 3, Episode 16
Season 3, Episode 17
Season 3, Episode 18
Season 3, Episode 19
Season 3, Episode 20 გავასწორე:)
Season 3, Episode 21 და ესეც გასწორდა:)
Season 3, Episode 22
Season 3, Episode 23-24

Season 4, Episode 1
Season 4, Episode 2 გავასწორე:)
Season 4, Episode 3 გავასწორე:)
Season 4, Episode 4
Season 4, Episode 5 გავასწორე:)
Season 4, Episode 6 გავასწორე:)
Season 4, Episode 7
Season 4, Episode 8
Season 4, Episode 9
Season 4, Episode 10
Season 4, Episode 11
Season 4, Episode 12 გავასწორე:)
Season 4, Episode 13 გავასწორე:)
Season 4, Episode 14

ჯერ–ჯერობით სულ ეს არი.
მეხუთე სეზონი იწყება 25 სექტემბრიდან.
I can't wait:)

Monday, August 25, 2008

I'm facing war everywhere...

Inside and outside.
and I'm about to give up...
and it feels shitty.
fix me...

Friday, August 22, 2008

"Medvedev sounds like a broken record":)
great remark, Ms. Rice!
I loved that:)

Wednesday, August 20, 2008

სათაურიანი პოსტი, სპეციალურად ჯაკოსთვის:)

ნაომარი არაა, უბრალოდ მიტოვებული ადგილია, ადრე ლამაზი იყო... იმერეთში

Monday, August 18, 2008

მეზიზღება, რომ ყველაფერს ეგუება ადამიანი...
საკუთარი თავი მეზიზღება ამის გამო...

Friday, August 15, 2008

stuck

First it looked like a real fight, only not fair, na-a, never that...
soonest it turned into a big shit.
and we're still in there, but with some desperate 'chic' though...
yeah...

Friday, August 8, 2008

რა ხდება ჩვენს თავს, ხალხო...:(
არ მინდა ომი, არაა:(
ეს რა უბედურებაა, ეს რა დოზანაა....:(

Thursday, August 7, 2008

სტრანნისსიმო მორალე... ღმერთმანე:)

პიკასოს სრული სახლი ყოფილა Pablo Diego José Francisco de Paula Juan Nepomuceno María de los Remedios Cipriano de la Santísima Trinidad Martyr Patricio Clito Ruíz y Picasso.

ქვას გახეთქავს:))

ლუქსემბურგის სასახლე

Source: Wikipedia
წარმოგიდგენიათ? ამ ხალხს ალბათ ყოველდღე შეუძლია, მოვიდეს ამ ადგილას და მზის ჩასვლას უყუროს.
ნამდვილი თუა არც მგონია. რა ლამაზია...
ხალხის თვალიერება მიყვარს სურათებზე, განწყობების გამოცნობა. ამათ დავუვლი ახლა და გავერთობი:)

Tuesday, August 5, 2008

პრასი

რადიოში რეკლამა მოვისმინე დღეს დილით, შეკვეთილში ახალი კომპლექსი შენდებაო, 'შეკვეთილი ბიჩ' ერქმევაო. აი სუფთა კომპლექსი მართლა რა. ბიჩ არა ის. უნდა შეეშალოთ და bitch დაწერონ (სავსებით მოსალოდნელია ისე) ჯიგრულ–ქართულად და რა გამოვა ქე იცით

ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა,
ან ქართული მარაზმები

შეკვეთილი ბიიჩ, ბობოყვათი ჰილზ და ძუყნური ავენიუ კიდე. უიმმმმ

Sunday, August 3, 2008

yeah, right:)))

Ahaa, one woman on the pedestal and the other in the arms they say...
very familiar... and true I should say. maybe not really a regular thing but... anyway...
could I possibly say the same thing about men? I think I could. One charming bastard on the pedestal and the other (with any luck though) in my arms:))

წითელი და მწვანე

ჩემ ეზოში წვიმდა იმ დღეს.
ვითომ მარტო ჩემთვის... თითქოს ტო ესწ
წვიმა ისევე ძალიან მიყვარს, როგორც დედა:)

Wednesday, July 30, 2008

Whoever's going to miss me, I love you:))

ტაბახმელა მიხმობს. სიგრილე. მეგობრები. showing off my sexy outfit, ო–ლა–ლაა, როგორც დათა იტყვის ხოლმე მაკდონალდსურად, ა'მ ლოვინ' ით:))

ავიღე ჩემი წილი ნიგუზალი (არ მითხრათ ახლა, რად გინდა ნიგულაზი ამ პაპანაქებაშიო, ჩემ წილ ნიგუზალს სულ თან ვატარებ მე, გულში, იმიტომ არი რო მცხელა სულ:))) და გავედი, ხვალ და ზეგ ა'მ აუთ ოვ ქავერიჯ ეარია, სულ კარგად ბრძანდებოდეთ:))))

Anna Gurji

ცხელ შოკოლადში ეწერა ამ გოგოზე, გურჯი ცხადია ფსევდონიმია, გიორგობიანია გვარად, 17 წლისაა, მსახიობი, ტო ესწ იწყებს, მარა კარგადო:)
ლამაზი ფოტოა ეს ძაან, ბევრი სხვა ფოტოც ძაან ლამაზია, ვაბშე ფოტოგენური გოგოა როგორც ჩანს. ოღონდ დიდად არ მომეწონა სტუდიაში გადაღებული გოთური გაუგებრობები შავი ტუჩებით და სარეცხის თოკებზე შპილკებით დამაგრებული გაწეწილი თმით, რა უბედურებაა.
ტიპიური ქართული გარეგნობა აქვს, საყვარელია, ოღონდ ცოტა არაქართულად ფუმფულა ტუჩებით, ვგიჟები დიდ ტუჩებზე:)

Tuesday, July 29, 2008

ფიჰ

ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში...

Sunday, July 27, 2008

I would have done the same

მაქვს, როგორ არ მაქვს ყველაზე საყვარელი ფილმი. ხო ბევრია თითქოს, მაგრამ განსაკუთრებით საყვარელი მაინც მაქვს, ორი, პრინციპში ერთი მეორის გაგრძელებაა, მე ვიტყოდი ყველაზე უდაჩნი, რაც ოდესმე გადაუღიათ, Before Sunrise და Before Sunset.
ორივე მაქვს რათქმაუნდა, მშვენიერი ხარისხით, რა ეტაკა ამ ასატვირთ საიტებს ოღონდ ვერ ვიგებ, ათასჯერ ავტვირთე და სულ ტყუილად, იკარგება ლინკი თუ რა ვერ ვხვდები. როგორმე დავდებ. ყველას ნანახი აქვს რათქმაუნდა მარა მაინც, გაუხმოვანებელია, მოგეწონებათ. რაღაცნაირი უტანჩონნი და კარგი ფილმებია, რომანტიული და თან ძაან რეალური, როგორ თამაშობენ და რა ფანტასტიურ ადგილებშია გადაღებული... ვენა და პარიზი. ფეხით, ფეხით ჩავალ ვენაში და მერე პარიზში იქედან:))
ვგიჟდები უნიჭიერეს ჟული დელპიზე და ითან ჰოუკზე! და ვერ წარმომიდგენია სხვას ასეთი გაეხადა ეს ფილმები მათ გარდა. თან Before Sunset–ის სცენარისტები თვითონაც არიან. მუსიკა მთლიანად ჟული დელპის ეკუთვნის და თვითონვე ასრულებს, საყვარლად და ლამაზად.
ვერ ვამბობ კარგად, რა საოცარ განწყობას მიქმნის, საოცარს...
!!! როგორც იქნა ავტვირთე!!! :) ლინკი ზემოთვე ადევს, მწვანედ:) specially for Dodie:)

sweetest thing:)

სანდრიკო მაკეთილშობილებს:)
საოცარი ბავშვია. მოსიყვარულე როგორიი:)

Saturday, July 26, 2008

Dreams don't work though...

ცოტა ხნით ჩემ დესკტოპს დაამშვენებს.
ძაან მომწონს.

PP - Pride and Prejudice

One with the high PP would hardly get any good...
and I'm first in the line I should say. I thought I kept it low... darn it.

Friday, July 25, 2008

In your face!

იურმალა მემგონი ალა პუგაჩოვამ იყიდა, სადაჩედ.
ასეთი დაუსრულებელი კონკურსი არ გამიგია, სრული 5 საათია მღერიან, მიყავთ, მოყავთ... ენა ერევათ უკვე წამყვანებს, დაშტერდნენ.
მარა ჩვენები (!) იყვნენ ყველაზე ლამაზები და საყვარლები, ვსო.

Thursday, July 24, 2008

მე მილქშეიქი თუ შეიძლება...

ბლოგერების შეხვედრაზე ვერ წავედი. ძაან გამიხარდებოდა დოდკას ნახვა, და მიროს გაცნობა. ყველას ნახვა გამიხარდებოდა. დვორსკი–სან, თქვენი პირველ რიგში, მაესტრო:))

ვზივარ და წარმოსახვით თანამოსაუბრეს ვაჩმორებ. რამე თუ არ გავაკეთე, გადავირევი აბა.

maybe next time...
რაღაცნაირი ღიმილა ყვავილი აქვს მზესუმზირას, არა?:)
ერთნაირად ლამაზი და მომღიმარია ბავშვობაში ბაბუაჩემის ყანაში ნანახიც და ონკოლოგიურის ეზოში ამოსულიც...
ძალიან მძიმე დღე მქონდა დღეს.
მეგონა ძალიან საშინელი რამეები სინამდვილეში არ ხდებოდა, მარტო ფილმებში... განუწყვეტლივ ტრიალებდა გონებაში 'ოღონდ ჩემები არა...'
ძალიან ნამდვილი გახდა ყველაფერი...
და მე უძლური.

Tuesday, July 22, 2008

მექნება რამე, გამოგიგზავნით...

დღის ყველაზე საყვარელი ნაწილი პრინციპში მეორე დღის დასაწყისში დგება ჩემთვის. ვგიჟდები შეჩვეულ რაღაცეებზე... გვიან ღამით ჩემს მინიატურულ ოთახში კომპთან სკამზე უკუღმა ჯდომა ამოჩემებული დახეული ჯინსით, საყვარელი მუსიკით ყურებში, ბოდიალი ბლოგებზე, დღის განმავლობაში ოფისურ–აკადემიურად შეკრული თმა ბოლოსდაბოლოს ადამიანურად გაშლილი, აქა–იქ საყვარელი ფრაგმენტები ჯეი ლენოს შოუდან და გულიანი სიცილი ერთი სიამოვნებაა.
ადამიანური რაღაცეების კეთების back-up ვარიანტიც მაქვს, ნაჩნიკი თავთან და ამოჩემებული 'ფორსაიტების საგა'. ძაან ბედნიერად ვგრძნობ ხოლმე თავს, როცა ბოლოსდაბოლოს სრულიად აუჩქარებლად, ძალდაუტანებლად ვაკეთებ ჩვეულებრივ, ადამიანურ, საყვარელ რამეებს. ადრეც დავწერე მგონი, შერყეული ვარ ამ ნიადაგზე. ახლა საერთოდ დაუჯერებელი რამე მელის, თითქმის მთელი აგვისტო დასვენება, ჩვეულებრივი ადამიანივით, რომელიც დილით აუჩქარებლად იღვიძებს, და მთელი დღე მშვიდად, სვეტსკა იმას აკეთებს, რაც უნდა. ბოლო რვა წლის მანძილზე გადაბმულად ერთი კვირა თუ მქონია ასეთი ბედნიერება. ერთი კვირა ძალიან ცოტაა, სასწაულად ცოტა, სანამ მიხვდები, რო მშვიდად შეგიძლია იყო და დაისვენო, უკვე გასულია და სამსახურში უნდა წაეთრე.
არ მინდა ეს იდიოტური სამსახური, მესროლეთ თუ გინდათ.
მინდა ვუკრავდე გიტარაზე და ვმღეროდე, და ვიყო თავისუფალი, და წავიდე რიოში და ზღვისპირას ბოსანოვას ვღიღინებდე და ყველგან ყველასთვის ყველაფერი იყოს კარგად, და მე ეს ვიცოდე და მშვიდი სინდისით ვიყო ასეთი უსაქმური და ეგოისტი აგული ერისთავი:)

Monday, July 21, 2008

Lame Monday, as always

დიდი ბედნიერება იქნებოდა, ისე მოახერხო ცხოვრება, რომ არაფერი ინანო. ან ცოტათი ინანო, ბევრი არა. ასე კი არა, ანუ სულ, როგორც მე ვაკეთებ. სინანულის მწვერვალებს ვიპყრობ. სულ ნაირ–ნაირის თან. უნდა ჩამოვწერო, რამდენნაირი სინანული ვიცი. და მერე როგორც იმ ფილმშია, მიტოვებული პირველი ცოლები რო კლუბს აკეთებენ, შევქმნი სინანულით შეპყრობილთა რეაბილიტაციის ცენტრს, დავჯდები კონსულტანტად, სინანულის გურუდ, მექნება ნევროტული წიკი მარჯვენა თვალზე და ვილაპარაკებ სისულელეებს:) და საბოლოოდ ადამიანები ინანებენ რო ამ ცენტრში მოვიდნენ:)

სინამდვილეში ყველაფერი ნორმალურადაა. საკუთარ თავს ვეშპილკავები პროსტა. ასე უფრო ადვილია:) and damn, I know I can do much better than this... what the hell?!

დოდკას მინდა ძაან დიდი მადლობა გადავუხადო Hey, Arnold–ისთვის, რომლის შესახებ აქამდე არ ვიცოდი და აბსოლუტურად მოხიბლული ვარ. მარა მარტო მე კი არა, ჩემი 2,5 წლის დისშვილი, რომელიც გამუდმებით უყურებს და გიჟდება:)) ძაან სასაცილოდ აჯავრებს – ჰეი ანოოოო :))) და რაღაცეებს იმეორებს სმენით საყვარლად:) მეც ყურებამდე გაღიმებული ვდგავარ და სანდროს თხოვნით ვაჯავრებ, როგორ ჯაჯღანებს ვალდისფელკაბიანი ჰელგა:)
ფანტასტიურია

Sunday, July 20, 2008

I'm a girl from Ipanema now:)


ამ ბლოგზე ყველაზე მეტი ფოტო ჯო პასის და ჩემი ფეხების დევს:))
ია ვიპენდრუშკა:)) ჩემი იპანემა შლოპკები რო არ მეჩვენებინა, არ შემეძლო:))

Thursday, July 17, 2008

Who said it was wrong?:)


ისევ შემეშალა და ატ–ატ! კინაღამ ვთქვი, უფრო სწორად დავაბრეხვე:) მეგონა ისე, აღმოჩნდა ასე. კაია რო ღიმილი მოყვა ამას, და 'რა საყვარელი ხარ', და 'მართლა ეგრე იფიქრე?' და 'რა მაგარია' და კიდე ღიმილი...
მაგრამ ხანდახან გაუგებრობა ისეთი რაღაცნაირი ტიპია, მაგრად განანებს, თავს სრულ იდიოტად გაგრძნობინებს, ოღონდ... გააჩნია:) რა ბედნიერებაა რო ასეთი გამოსავალი (ქვია ამას?) არსებობს, ღიმილიანი, კაი ტიპი რო მიხვდება ეს რო ის არ არი და გაიღიმებს, აი ასეთი:) ო–ლა–ლა:) ეს კაი ტიპიც ვყოფილვარ ხშირად (что тут скрывать, ჰეჰე:) :ნავასელცოვი:)

sometimes kind-of-wrong versions turn into something really cool:)

Tuesday, July 15, 2008

Tristeza oriented...

რთული არ არი, მეზარება უბრალოდ...
ყველაფერი მეზარება უკიდურესად.
ან შეიძლება ხელი ჩავიქნიე და მგონია, რომ მეზარება.
დავრწმუნდი, რომ აზრი არ აქვს და მგონია, რომ მეზარება.
ხანდახან მგონია რო არ ვარსებობ. მაგარია.
უნდა ვიჩქმიტო, ან ხმამაღლა ვთქვა რამე, ანდა გავიდე და გამვლელებს ვკითხო, უკაცრავად, მხედავთ?

HP–ს შავი კლავიატურის ღილაკები რაღაცა მანქანებით თავისით ადი–ჩადიოდნენ და ამ იდუმალ ბოდვას ბეჭდავდნენ... იქნებოდა უნიჭო მოთხრობის ბოლო ფრაზა.

Friday, July 11, 2008

ბიჭო, ბიჭო, ბიჭოოოო!!!

აჩემებული მტანჯველი თემაა ჩემთვის ეს ხანიგა რადიოსადგურები რა... ტვინს რო ჭამენ რაღაც საოცარი წარმომავლობის მუსიკით... აღარ შემიძლია, ეს რა უბედურებაა, ეს რა დოზანაა :ვირთხამეფე:
და წამყვენები, ვაიმეეე, კატასტროფა!
ან ეს ხალხი რატო ვერ/არ არჩევს ერთმანეთისგან ადამიანურ და ჯოჯო მუსიკას, არ მჯერა რო ვერ შეიძლება ამის გარჩევა, რა ვქნა.
ახლა ძაან არ მცალია თორე გადავუვლიდი!! :mad:

გადავუვლი. მერე.

Wednesday, July 9, 2008

Feelings named after Joe...

ჯო პასზე გადარეული რო ვარ ახალი არ არი. ჩოქვით შემოვიარე ინტერნეტი, ერთი ფიქრი გავიფიქრე, სრულიად უსარგებლო აბლაბუდაა მეთქი და ბაც და ვიპოვეე :)
ძვირფასი, საყვარელი, სანატრელი ჯოს მუსიკა...

ესეც მისი ხელები, ჩვეულებრივ ხელებს გავს, არადა ჯადოსნურია:) ორივე ფოტო ამ საიტიდანაა

ფრჩხილებით არაო, არასდროს გაუზრდიაო, თითების ბალიშებით უკრავდაო, შეიძლება ამიტომ ისმის ასე რბილად და ტკბილად.

რამდენიმეს დავდებ ალბომიდან For Django, მოუსმინეთ, ისიამოვნეთ და მოასმენინეთ pleeease:)

Nuages
For Django

Night and Day

Insensiblement

Cavalerie

Django's Castle

Tuesday, July 8, 2008

have some fun


ჯეი ლენოს შოუს
მოყვარულებისთვის:)
Jay Leno feat. John Krasinski - strongly recommended:))

ეს ითვლება?:)

დროდადრო ხელები მირბილდება და მითბება რაღაცნაირად, განსაკუთრებულად. თვითონვე მსიამოვნებს. რას უნდა ნიშნავდეს ნეტა. მგონი ფორმასაც კი იცვლის ამ დროს, უფრო ლამაზი მეჩვენება. და ძალიან მინდა, შევეხო ვინმეს (ok, it's a he of course:)) სახეზე, ან ზურგზე (მაგარია) და ვიცი რო გაგანია სიცხეც რო იყოს, ეს სითბო ესიამოვნება, სირბილე გააღიმებს... უცნაური შეგრძნება მაქვს. უზუსტესად დავწერე, რა განცდაც მაქვს. მაგარია:)

ვერ ვიტან, როცა იდიოტივით ვიბნევი, როცა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო. ეს რა ჭირი მჭირს. გავა რამდენიმე წუთი და ბაც და ჩვეულებრივად ვარ, მარა ამბავი ჩავლილია და მე იმ ამბავში დებილის როლში ჩარჩენილი. shit.

სინამდვილეში არასრდოს არაფერი არ არის ისე, როგორც ჩანს, გინდა გვერდიდან და გინდა ზედხედში:)

ბადა ბუუუმ...

Monday, July 7, 2008

უკან მორჩენილი მეიდანი, პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით.

მებლოგე კი არა მედროგე ვარ მე, ვსო.
გამიფუჭდა და მივაყუდე აქ. ჰეჰ.

ერთი საოცრად სევდიანი და რომანტიული ფილმი ამეკვიატა, Atonement, იდიოტივით ვუყურებ განუწყვეტლივ და ყოველ ნახვაზე ცრემლად ვიღვრები. დებილი ვარ თუ რა?
მაგრამ ვერანაირი სხვა მიმართულებით ვერ ვმოძრაობ მელანქოლიის გარდა.

Monday, June 23, 2008

I'm over it:)

RRRRRRRRRRRRock'N'Roll:)))))))))

მეგობარს გული გადავუშალე და სულ აღარ მომეჩვენა, რომ რაღაც დავკარგე:)
ვინ თქვა, არ გაივლისო? მე ვამბობდი ასეთ სისულელეს? ალბათ მზემ თუ დამკრა თავში:))

გადავცურე, მე გადავცურე ზღვა :)
და აღარ მეშინია ამის თქმის:)
და თავისუფალი ვარ მაჯლაჯუნა აზრებისგან:)
და გულით ვიღიმი:)
და ვსუნთქავ:)

Monday, June 16, 2008

Thanks

I totally get it now.
No regrets, no surprises

Friday, June 13, 2008

I feel like a woman:)

დვორსკის ბლოგზე სტუმრობისას გამიჩნდა იდეა, დამეწერა კაცებზე, რომლებზეც ვგიჟდები:))

ხოო, გადავიფიქრე გამოქვეყნება:)
კაც–ები არა, მაგრამ ბენისიო დელ ტოროზე ისევ მომინდა ვთქვა, როგორ საშინლად მესიმპატიურება, ოდნავ წარბშეკრული, breathtaking გამოხედვით და მიხვრა–მოხვრით, სიგარეტის მოწევის OMG მანერით, არაჩვეულებრივი თამაშით ფილმებში... და თავისი თავზე და საერთოდ შეხედულებებზე ძაან უბრალო, გულახდილი, მომხიბლავი და ცოტა bad boy სტილში საუბრით, როგორც ესკვაირის იმ ინტერვიუშია, თუ რაც არის:)

Ooh, you adorable bastards:)))

Wednesday, June 11, 2008

Joe Pass | Manhã De Carnaval

ესეც...

Joe Pass

ჩემი უსაყვარლესი მუსიკოსი... განუმეორებელი ჯაზ–გიტარისტი.

დილა

ვაა, რა კარგ რამეებზე გვილაპარაკია... :)
გასული წლის ნოემბრიდან დღემდე... არ წამიშლია თურმე, გამიხარდა
ისევ გავშტერდი.

Heidi Klum

ძალიან მომწონს ჰაიდი:)

Monday, June 9, 2008

მგონი ასეა, თუ სწორად მახსოვს...

'მეგობარს გული გადავუშალე
და მომეჩვენა, რაღაც დავკარგე.
მყისვე დავტოვე მისი ოთახი...'

ისიკავა ტაკუბოკუ


და მგონი მართლა ასეა საერთოდაც

ჰმ...

:)




Thursday, June 5, 2008

აააიი, იმ არკამდე სანამ მივიდოდი...:)

წესით დათვლილი უნდა მქონდეს უკვე, რამდენი ნაბიჯია ბამბის რიგი... ჩემი თავის გამკვირვებია, როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, არითმომანიით შეპყრობილ ადამიანს როგორ გამომრჩა ამის დათვლა:))
დღეს ვიდექი და ვუყურებდი. მიყვარს ეს მორკალული თეთრი შენობა, აღმოვაჩინე, რომ ძალიან მიყვარს სინამდვილეში ადგილი, სადაც დღეში 9 საათს ვატარებ და სულ ვბუზღუნებ, ვერ ვიტან–მეთქი, იმიტომ, რომ სამსახური ქვია.
იმდენი მზე იყო დღეს მომწყვდეული ამ პატარა ქუჩაზე, ვერ ეტეოდა:)
მერე რა, რომ შიგნით ცუდად განათებული ოთახი მელოდება ცოტა მოსაწყენი, გაუგებარი ფერის გარემოთი, ხო ვიცი, რომ ორ ნაბიჯზე, აი დერეფანს გაივლი თუ არა (ძალიან ლამაზ დერეფანს:)), გარეთ მზეა, მოკირწყლული ქუჩა, კაფეები და ნაცნობი, მომღიმარი ოფიციანტები, მუდამ მოცლილი და კაფეში მჯდომარე ხალხი, (რომელიც სულ არ მელოდება კაცო:)) უბრალოდ იმათი სულ მშურს:)))
სახლში მგონია თავი, ჩემს ქუჩაზე... რა კაია:) მშვენიერი დღე იყო დღეს:)

Monday, June 2, 2008

Whatever it feels like for you...


ისეთი მშვენიერი დილა იყო დღეს, გული შემეკუმშა... თბილი, საოცარი სუნით ჰაერში, რაღაცნაირი დუნე რიტმით, ახლადგაღებული მაღაზიებით, ფანჯრებიდან წყვეტილად მომავალი მუსიკით, დილის მუსიკით... და ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა არ მეჩქარებოდა და თავპირისმტვრევით არ გავრბოდი...

აუუ, როგორ მომინდა სამსახურში წასასვლელი არ ვყოფილიყავი და უბრალოდ ცოტა ხანი მეცქირა ამ სიმშვიდისთვის, სანამ გაგრძელდებოდა... მეჯავრება ეს სამსახური რა, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რობოტი ვარ... :(
Nooo you don't knowww meee...
არი ასეთი მშვენიერი სიმღერა, ბატონი რეი მღერის თავისებურად საყვარლად...

ჰმ. სიმღერა...

Tuesday, May 27, 2008

რა არის ამაში ისეთი?

ძაან დიდი ფუფუნებაა ეტყობა ადამიანურად, ჩვეულებრივად რო დაგელაპარაკონ. აი მიკიბ–მოკიბვის, სრულიად აუხსნელი კომპლექსების, გავარჯიშებული რეჩის გარეშე, უბრალოდ შემოგხედონ თვალებში და დაგელაპარაკონ. ეს თვალებში შეხედვა მხოლოდ პათეტიკური გამოთქმა სულაც არაა. მართლა არის რაღაც მნიშვნელოვანი ამაში, ერთდროულად აადვილებს და აძნელებს სათქმელს, მაგრამ უმეტესად მაინც უთქმელს არ ტოვებს, გარდა შემთხვევებისა, როცა მაჯლაჯუნა რაღაც ეჩხირება ადამიანს ყელში და იაფფასიან ფილმებში დებილური მუსიკის თანხლებით რო გარბიან ხოლმე ასევე დებილური გამომეტყველების მქონე გმირები, ო, არ შემიძლია–ს ძახილით, აი ისე თუ არ დაემართა.
მე რატო შემიძლია ყოველთვის? ვერა ვარ თუ რა? მეორე უბედურება – ეტყვი და ისეთს გეტყვის [ანუ გაჯახებს, გადასარევი გამოთქმაა], წაიქცევი...
ფაქტია, ზოგ ადამიანს გაცილებით უფრო უჭირს კეთილგანწყობის მიღება, ვიდრე წყენის და მტრობის. უფრო ადვილად უმკლავდება უარყოფით ემოციას ვიდრე დადებითს, იმიტომ რომ მიუფურთხებია 'სენტიმენტებისთვის', და ვინც უბღვერს იმას ორასჯერ უარესად შეუღრენს და თვითკმაყოფილებას იგრძნობს.
გაბოროტება ქვია ამას მგონი. კარგად გამოხატავს საქმის დრამატულ არსს ეს გამოთქმა.
არიან ისეთებიც, რომელთაც ცოოოტა არამდგრადი ფსიქიკა აქვთ და ადვილად ითრგუნებიან რაღაცეებით, ძირითადად რათქმაუნდა წარუმატებლობით და განგებ ირჩევენ გაბოროტებულის პოზას, თავდაცვისთვის. ძაან დასანანია, იმიტომ, რომ საერთოდ არაა საჭირო ასეთი თავდაცვა. იმიტომ, რომ ვისაც მეტ–ნაკლებად შეუძლია დაინახოს დაფარული რამეები, იმისთვის ცხადი ხდება, რო გაბოროტებული არ ხარ, უბრალოდ გინდა ასეთი ჩანდე, ასე გაწყობს, ბუნებრივი რესურსი გაბოროტებისთვის ღვთისმადლით არ მოგეპოვება და იმიტომ.
მეორეს მხრივ, ცოტა სასიამოვნოა ღიმილით რო ფიქრობ, მე ხო ვიცი, რომ ასეთი არ ხარ...:)
მაგრამ ამის გარეშეც იოლად გავალ კაცო, ოღონდ არ იყოთ გაბოროტებულები, ოღონდაც არ იყო განგებ სხვანაირი... რა ყრია ამაში, არ მესმის.
უბრალოდ მიიღეთ კეთილგანწყობა [by extension, friendship or love], მშვიდად, ღიმილით, თუკი გიხარიათ, შიშის გარეშე რაც მთავარია, რაღაც ჰიპოთეტიური, გაუგებარი ვალდებულების შიშის გარეშე, იმიტომ რომ არ მწამს ვალდებულების შეგრძნებით დამძიმებული ურთიერთობა, ოღონდ დამძიმებული.

Wednesday, May 21, 2008

მინდა, რომ მე ვიყო მიზეზი...

ჩემს გამო გრძნობდეს თავს ბედნიერად
ჩემს გამო ნანობდეს, რასაც ნანობს
ჩემს გამო უყვარდეს სიცილი
ჩემს გამო მოიწყენდეს ხოლმე
ჩემს გამო ჰქონდეს ყოველთვის იმედი
ჩემს გამო იყოს მშვიდად
ჩემთან როცაა, გრძნობდეს, თითქოს სახლშია (ეს ერთ ფილმში თქვეს და ძალიან ჩამრჩა გულში)

Let solely him feel this way, just him... is that too much to ask?
Let him see... and most of all, let him want what he sees...

Please:(

Thursday, May 15, 2008

мой стакан газировки для полного счастья:)

მესწავლა რამე ინსტრუმენტზე დაკვრა რო გავფშიკე ფეხები ბავშვობაში, რა იქნებოდა. მშვენივრად გამომდიოდა ფორტეპიანო (რა სვეტსკა ქვია:)). რას ავიჩემე არ მინდა მეთქი აღარც მახსოვს. ახლა ვნანობ უსაშველოდ.
რაც ამ საქმისთვის ჯანსაღი ნერვული უჯრედები და დროა საჭირო სულ დავხარჯე, აზრი აღარ აქვს ცდას (მე კი მაინც ვცადე და სამარცხვინოდ ჩვფლავდი)
რატომღაც მგონია რო გიტარას მაინც ვისწავლი, არ არსებობს არ გამომივიდეს. ოღონდ გიტარასთან ერთად ეფექტური სმენის დამხშობი ბურთულები უნდა ვიყიდო ჩემებისთვის, თორე სახლიდან გამაგდებენ.
ჰარმონიკას წვალება ნელ–ნელა გამომდის და ძაან მახალისებს. მარა გიტარას მაინც ვისწავლი და სულ მთლად ბედნიერი ვიქნები:)

Saturday, May 10, 2008

Tango fire

სუნთქვისშემკვრელ ტანგოს უნდა უსმინო, არ არი აუცილებელი ცეკვავდე იმ წუთას ფიზიკურად, ან უყურებდე, როგორ ცეკვავენ. მთავარია უსმინო თვალდახუჭულმა (თვალგახელილიც შეილება:)), რაღაცნაირად გემრიელად, როკვით, ტუჩზე ნაკბენი ღიმილით... ო–ლა–ლაა:)
და ამ დროს იყო თავისუფალი, მომხიბლავი, სასურველი, ტანგოსნაირი... შეგიძლია წარმოსახვა დაატრიალო და ისე საოცრად იცეკვო, როგორც არავის არასდროს უცეკვია.

ტანგოს ვერ უძლებს მელანქოლია და უიმედობა, დაიფრენს ხოლმე ჯიგრულად ორთავეს:)

ორი კომპოზიცია ალბომიდან New York Tango, ისიამოვნეთ.

Thursday, May 1, 2008

აღარ მომიყვეთ ანეკდოტები სვანებზე

ზუსტად ვიცი, რო არასოდეს ვნახავ ფილმს 'სვანი'.
უსაშინლესი ძირითადი მომენტები (!) მიამბეს რატომღაც, სულ არ მითხოვია, ყურებზე ხელებაფარებულს უნდა მერბინა ასკინკილით და ლალალა არაფერი მესმის–მეთქი უნდა მეძახა, სწორი იქნებოდა ძაან.
და უჟასი ისაა, რო ვაბშე არაა გამოგონილი ამბავი. ეს რა ჭირი გვჭირს... იმ დღეს ვიღაც ქალი რო მოკლა ბიძაშვილმა, ქმარს ღალატობდაო და შეგვარცხვინაო. მთელი სვანეთი გაიძახოდა აბა რა უნდა ექნაო, ერთი წამითაც არ გვეცოდება ქალიო, ზუსტად ამ სიტყვებით თქვეს, ასეთი კაი ბიჭი შეიწირა, საწყალი ციხეში უნდა ჩაჯდეს მაგის გამოო (!!!), და ისე მე ჩემთვის ვიღაცა მოვკლა პოლიციის რა საქმეაო... კამერის წინ ზურგით მჯდარი ქმარი კნაოდა, რავიცი კაცო, მე არაფერი ვიცოდი, რა ღალატი რის ღალატი, მოვიდა და მოკლაო...
შევიშალე კინაღამ!
რა არი ეს, რა უბედურებაა, სად ვართ???!

მე მიყვარს გამოგონილი ადამიანური ამბები, ვსო

Celebrities with kids (3)

ბავშვის ხათრით, თორე მადონას ფოტო არასოდეს არ მოხვდებოდა აქ. იმიტო რო ვერ ვიტან. ფანები არ შემეკამათოთ:)
ლურდესი ქვია შავტუხას, რა მასტია:))

Celebrities with kids (2)

სინდი კროუფორდის ქალიშვილი ძაან გავს დედას:)

Celebrities with kids

ჯენიფერ გარნერის შვილს ქვია ია:))))) იაკო:))) რა საყვარელია, ვაიოლეტ აფლეკი:)
One fine day...

Wednesday, April 23, 2008

Que isto é bossa nova, que isto é muito natural...

სამბა–დი–ჟანეირ ფიზიონომიით რო დგას, გახლავთ ჟილბერტო ჟილი , არაჩვეულებრივი მელოდიების ავტორი და შემსრულებელი, და 2003 წლიდან ბრაზილიის კულტურის მინისტრი:))) მაგარი ხალხია ძაან, ნახეთ რა მასტია პროსტა:))
ხო, და ის მეორე არის ლუის ინასიო ლულა და სილვა, პრეზიდენტი:)

Gilberto Gil _ Febril
Gilberto Gil _ Flora

Monday, April 21, 2008

Jeffrey Dean Morgan


ან უბრალოდ Jeff Morgan...


გრეის ანატომიაში აღმოვაჩინე და მოვიხიბლე:)


აუუ, და მართლა როგორ გავს ხავიერ ბარდემს ნახეთ:)