Tuesday, July 8, 2008

ეს ითვლება?:)

დროდადრო ხელები მირბილდება და მითბება რაღაცნაირად, განსაკუთრებულად. თვითონვე მსიამოვნებს. რას უნდა ნიშნავდეს ნეტა. მგონი ფორმასაც კი იცვლის ამ დროს, უფრო ლამაზი მეჩვენება. და ძალიან მინდა, შევეხო ვინმეს (ok, it's a he of course:)) სახეზე, ან ზურგზე (მაგარია) და ვიცი რო გაგანია სიცხეც რო იყოს, ეს სითბო ესიამოვნება, სირბილე გააღიმებს... უცნაური შეგრძნება მაქვს. უზუსტესად დავწერე, რა განცდაც მაქვს. მაგარია:)

ვერ ვიტან, როცა იდიოტივით ვიბნევი, როცა სიმშვიდე უნდა შევინარჩუნო. ეს რა ჭირი მჭირს. გავა რამდენიმე წუთი და ბაც და ჩვეულებრივად ვარ, მარა ამბავი ჩავლილია და მე იმ ამბავში დებილის როლში ჩარჩენილი. shit.

სინამდვილეში არასრდოს არაფერი არ არის ისე, როგორც ჩანს, გინდა გვერდიდან და გინდა ზედხედში:)

ბადა ბუუუმ...

13 comments:

jaco said...

ჩაგეთვალა აქტივში!:)))
ანუ ეს ისეთი პოსტია, რომ ყველა ხასიათზე შემოგეკითხება და კითხვას რომ ვერ გაწყვეტ:)))

P.S. იდიოტი ვარ მე ხოო? ეს რეები დავწერე?:D

ketketa said...

:))) რათქმაუნდა არ ხარ იდიოტი:))))
შენ ხარ სწრაფი:)მსწრაფლ–დამკომენტებელი:))) which is great:))

jaco said...

აჰაა, კიდევ ერთი დადებითი თვისება გავიგე ჩემზე - არ ვარ იდიოტი! ოუიე!:) ჰოდა, შენს ბლოგზე ახალი ერა რომ დაიწყო, ანუ ახალი პოსტები რომ წავიდა პირველი კომენტი ჩემი იყო და მიხარიაა:)))

ketketa said...

:)) ცოტაც ცოტაც და მეც აუცილებლად დავწერ შენს უარყოფით და დადებით თვისებებზე, ოღონდ მე დადებითით დავიწყებ:)))))

Kate said...

პოსტმა დამაბნია...
კიდევ ეგ მინდოდა?!...
ვერ გავიგე რაზე არის საუბარი...
კიარადა რაღაც ეჭვები კი მაქვს, მაგრამ რავიცი აბა...

ketketa said...

:) სათაურია შეუსაბამო? ქეით თუ ქეთი, როგორ მოგმართო?:)

საუბარი ისეთზე არაფერზეა, გაშტერების ფაზიდან გამოძვრომას ვცდილობ და მივედ–მოვედე:))

გამიხარდა რო დააკომენტე:)

© said...

ქეთ...

მაგრა აღწერე შეგრძნება, ისე მაგრა, რომ გამახსენდა ყველაფერი, რაც მინდა და რაც მენატრება და კინაღამ ცრემლები წამომივიდა

მაგრამ არა უშავს, თან ვიღიმები :)

შეიძლება დავწერო კიდეც ამაზე, ჩემთან, რა თქმა უნდა :)

ketketa said...

დაწერე რა, ცის:)

© said...

ქეთ... :) ძალიან საყვარელი ხარ, გითხარი უკვე?! (ეს ცოტა ჰოლივუდურად კი ჟღერს, მაგრამ არა უშავს :))) )

ketketa said...

მერე მე ხო მიყვარს ჰოლივუდი:)))

გკოცნი:)

Kate said...

@ketketa - არა, არა, მშვენიერი სათაურია...
და პოსტიც მშვენიერია...
აი ისეთი პოსტია...
puzzle post ...
დაგაბნევს,ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ აზრს დაგიტრიალებს თავში...
მერე გეტყვის, მომწონს ასეთი მრავალმნიშვნელოვანი რომ ვარო და თავისთვის მიჩუმდება...


ააა, ეგ არაფერი...
უბრალოდ მე სხვა რაღაცეები ვიფიქრე უცებ და იმიტომ...
ნუ იმიტომ,რომ ეს ჩემი პირველი კომენტარია ამ ბლოგში...
ქაით დამიძახე...
"ქეთი"–ს რეალური სამყარო მეძახის და უკვე ყელში ამომივიდა...
კიარადა უკვე კარგა ხანია ამოსული მაქვს...
კიარადა არც არასდროს მომწონდა "ქეთი"–ს რომ მეძახდნენ...
თავი სულ ოფიციალურ და მკაცრ გარემოში მყოფი რობოტი მეგონა...
ხოდა ანუ K8 ;)

აუ, მე კიდევ დიდი ხანია შენს ბლოგზე შემოვდივარ ხოლმე...
კიარადა ანუ არტიდეაში რაც გაჩნდი, მას შემდეგ...
ხოდა არ ვაკომენტარებდი, მერიდებოდა...
კაი რა, რისი მადლობა...

Kate said...

ქაით კი არადა ქეით...

შემეშალა

ketketa said...

:)

ფრიად სასიამოვნო ადამიანი ჩანხარ, ქეით:)

გერიდებოდაა??:)) რას ამბობ, მე ვარ კომენტების ხამი, ხამანწკა, არ იცოდი?:))) დააკომენტე ხოლმე, თუ გინდა მხოლოდ ჩაახველე და გადი:))))

nice to 'meet' you:)

და ისა... რეები იფიქრე სულ მაინტერებს, ამ პოსტზე:)
და ძაან მიხარია რო მოგეწონა:)