Sunday, July 27, 2008

I would have done the same

მაქვს, როგორ არ მაქვს ყველაზე საყვარელი ფილმი. ხო ბევრია თითქოს, მაგრამ განსაკუთრებით საყვარელი მაინც მაქვს, ორი, პრინციპში ერთი მეორის გაგრძელებაა, მე ვიტყოდი ყველაზე უდაჩნი, რაც ოდესმე გადაუღიათ, Before Sunrise და Before Sunset.
ორივე მაქვს რათქმაუნდა, მშვენიერი ხარისხით, რა ეტაკა ამ ასატვირთ საიტებს ოღონდ ვერ ვიგებ, ათასჯერ ავტვირთე და სულ ტყუილად, იკარგება ლინკი თუ რა ვერ ვხვდები. როგორმე დავდებ. ყველას ნანახი აქვს რათქმაუნდა მარა მაინც, გაუხმოვანებელია, მოგეწონებათ. რაღაცნაირი უტანჩონნი და კარგი ფილმებია, რომანტიული და თან ძაან რეალური, როგორ თამაშობენ და რა ფანტასტიურ ადგილებშია გადაღებული... ვენა და პარიზი. ფეხით, ფეხით ჩავალ ვენაში და მერე პარიზში იქედან:))
ვგიჟდები უნიჭიერეს ჟული დელპიზე და ითან ჰოუკზე! და ვერ წარმომიდგენია სხვას ასეთი გაეხადა ეს ფილმები მათ გარდა. თან Before Sunset–ის სცენარისტები თვითონაც არიან. მუსიკა მთლიანად ჟული დელპის ეკუთვნის და თვითონვე ასრულებს, საყვარლად და ლამაზად.
ვერ ვამბობ კარგად, რა საოცარ განწყობას მიქმნის, საოცარს...
!!! როგორც იქნა ავტვირთე!!! :) ლინკი ზემოთვე ადევს, მწვანედ:) specially for Dodie:)

11 comments:

Anonymous said...

უი აი დეკას პოსტი იგივე თემაზე: http://dekadeka136.blogspot.com/2008/07/blog-post_10.html

თუ მოახერხებ sunrise-ს ატვოირთვას, ძალიან გავბედნიერდები )) :2კისს:

sabaha said...

ლოოლ
ეხლა იმის დასაწერად შემოვედი ზუსტად რაც დოდიმ დაწერა
ანუ დეკას ბლოგზე შეიხედე
და დოდის არ აქვს სუნრაიზი ნანახი და იქნებ აუტვირთო როგორმეთქო :)))
ლოლ
მე პირველი უფრო მომწონს
არა არა
ორივე ერთნაირად მომწონს

ketketa said...

ვააააა, ვნახეეე:)))

დოოდ, როოგრმე აუცილებლად ავტვირთავ!:)

ketketa said...

პამა–პარაამ:)) ნახეთ ლინკი პოსტში, გოგოებოო:)

© said...

მიყვარს პირველი ფილმი. მეორეც კარგია მაგრამ პირველი განსაკუთრებით და ითან ჰოუკი ხომ საერთოდ, როგორ შეიძლება ასეთი სიმპატიური იყო... :)

Anonymous said...

ვაიმე რა მაგარი გოგო ხარ!! ვიწერ ახლა!

ჩავუჯდებით საღამოს მე და უჩა :ლოვე:`

Anonymous said...

@ally ეგ კაცი მართლა უსირცხვილოდ სიმპატიურია :დ

ketketa said...

:)) უსირცხვილოდ სიმპატიური ითანი:)))))))))))))))))

უყურეთ და ისიამოვნეთ, გენაცვალე:)

sabaha said...

ahaahahaha უსირცხვილოდ სიმპატიური

რა მაგარი გამოთქმააა


ძალიან მომწონს მეც, მაგრამ პირველად ამოსვლამდეს რომ ვუყურე, ფსიქოში აჩვენეს
მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ისე ფსიქოში რატომ აჩვენეს ვერ მივხვდი :)) ხოდა არც მიმიქცევია მსახიობისთვის ყურადღება ...
დიდ იმედებში დავინტერესედი პირველად მისით :D

deka136 said...

შემოვედი, წავიკითხე, გამიხარდა, რომ კიდევ ვიღაც ფიქრობს ჩემნაირად :user: ლინკლეიტერის ფილმები ხომ მიყვარს და მიყვარს, მაგრამ ესენი რაღაც განსაკუთრებულია...

მადლობა, რომ მომასწავლე აქაუროდა და იმედია არ გეწყინება, თუ დაგამატებ ბლოგში :P

ketketa said...

პიიირიქით, ძაან გამიხარდება:) და მეც დაგამატებ:)