Sunday, December 30, 2007

Too good, but true...:) this time it's true:)

არის ფანტასტიური დღეები, მშვენიერი, გადასარევი... ცოტა, მაგრამ არის :)
გუშინ ასეთი დღე მქონდა. ასე კარგად თავი იმდენი ხანია აღარ მიგრძვნია...
ჩემები
ჩემები
ჩემები :)
ძველი, შეჩვეული, თბილი ურთიერთობები
მეგობრები
ჩერეზ მეგობრები:)

ვიცეკვე დავარდნამდე :) სასაცილოდ, მაგრამ ძალიან გემრიელად:))
ვიცინე გულიანად, როგორც მიყვარს.

ჩემი ძალიან საყვარელი მეგობარი ყველაზე ელეგანტურ მამაკაცად დაასახელეს, ამაზეც ძალიან ბევრი ვიცინეთ, პირადად მე ძაან გამიხარდა და მესიამოვნა, მემგონი თვითონ დათაზე მეტადაც:)) ჩემი და 55 სხვა ადამიანის აზრი ერთმანეთს დაემთხვა და იმიტომ, ხო მაგარია:))
მოვინდომეთ და გავახანგრძლივეთ ეს მშვენიერი შეხვედრა, დილის სამამდე:) არა ნუ ფანტასტიური დღე იყო:)
დღეს მთელი დღე გაღიმებული დავდივარ.
მინდა ეს განწყობა სულ გამყვეს, აი სულ:)

მიყვარს ჩემი მეგობრები. იმიტომ რომ ყველაზე კარგები არიან. და იმიტომ, რომ მათთან ყველაზე კარგად ვარ, ის ვარ, რაც ვარ, და მათ ეს მოსწონთ:)

არაჩვეულებრივია...:)

Wednesday, December 26, 2007

:)


ტოტალურ მარაზმში ვცხოვრობთ.
პოლიტიკა რა ჭირიცაა ყველამ იცის, ყველგან ასეა, ერთმანეთის ჭამა დანა–ჩანგლით, უბინძურესი თამაში... ამაზე აღარ მინდა ფიქრი, ცუდად ვარ უკვე. ჯანდაბამდე გზა ქონიათ.
მარა თანმდევი რაღაცეები? ეს საარჩევნო ისტერიკა და გაბოროტებული, გონებადახშული რეკლამები? ეს უგემოვნობის აპოთეოზი?

ვინაა ეს ხალხი???

აღარ შემიძილია ნუ...

Tuesday, December 18, 2007

სურათიც მქონდა სადღაც...

როგორ მოცოცავს წყლის წვეთი სველ შუშაზე, არა? რაღაცნაირად ფრთხილად მარა თან სხვა შანსი რო არ აქვს, მაინც ბრმად, თავდაყირა და სწრაფად... მიუხვევს–მოუხვევს, გზად დახვედრილ რომელიმე წვეთს ჩაეხუტება უცებ და უფრო სწრაფად დაექანება რო საბოლოოდ სადღაც მიენთხეს ბოლოში:)
მარა ყველა წვეთს არ იერთებს, არჩევს... ოღონდ ბრმად.

ჰოდა აბა თვალები რისთვის მაქვს მე? უშანსო წვეთივით რო მივექანები სადღაც და მივედ–მოვედები:)

Tuesday, December 11, 2007

ალუბლიკო:)

იყო ასეთი პერსონაჟი ჩიპოლინოს თავგადასავალში, ვგიჟდებოდი ისე მიყვარდა და მეცოდებოდა:)

– რა ამბავია ამდენი წიგნი, ალუბლიკო, ისე იმეცადინე, უწიგნოდ!
:))))))))

გავს სანდრიკო ალუბლიკოს, პროსტა ყუნწი არ აქვს:)

Monday, December 10, 2007

მერე დავარქმევ რამეს...

ლოგინი
ბლოგინი
ინტერნეტში ბოგინი
წერად წოდებული სასიამოვნო ბოდვა ტემპერამენტიანი მუსიკის თანხლებით...
მშვენიერია.
დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია თუ იცით თქვენ რა არი?
მეც ვიცი. ძაან გლახა მოსასმენია საკუთარი მისამართით ჰაჰა, whatever…

მარკესმა ჩამითრია დღეს–მეთქი, მეგობრებს ვეუბნებოდი. რა ორიათშაურად ლაპარაკობს ეს გადასარევი ადამიანი სიკვდილზე, გვამებზე... მარტივად, მშრალად, ნატურალისტურად, სასტიკადაც კი... საოცარი კაცი. ფანტაზიორი და საშინლად რეალისტი. დაუსრულებელი ამბები, დასრულებული და თავიდან დაწყებული, ამბები დაბადებამდე და სიკვდილის შემდეგ, ამბები ველურ ვნებაზე და ამბები სიყვარულზე, რომელიც არ არსებობს ვნების გარეშე მარკესთან, რასაც ისე ცხადად გრძნობ, როგორც შეიძლება რეალურად ვერ შეძლო. ვგიჟდები ამ ადამიანზე.

ეს პოსტი წესით ‘დიდი ადამიანების’ სერიაში უნდა შესულიყო. მარა სხვანაირად დავიწყე და ეგრევე დავტოვებ.

მემგონი ასეც მირჩევნია. გამოკვეთილი პათეტიკის გარეშე, თითქოს ჩვეულებრივად ვთქვა ორიოდე სიტყვა ამ არაჩვეულებრივ კაცზე, რაღაცნაირი სიმშვიდით, ისე, როგორც მე აღვიქვამ მარკესს.

Under my skin…

Friday, December 7, 2007

ყვავილი მიხმება მგონი...
პალმას გავს, არ ვიცი ხეირიანად რა ქვია. წარმოუდგენლად არ შემიძლია ყვავილების მოვლა. რა ვქნა. ხელოვნური უნდა მეყიდა. რა აუცილებელია ოფისის გასალამაზებლად ცოცხალი ჯუნგლები ვერ გამიგია.
ჰაჰა, ნოდარ დუმბაძეს რო მოყავს დამაფიქრებელი მსგავსების მაგალითები ინგლისურ და ქართულ ენებს შორის, ის გამახსენდა ახლა:))
ჯანგლ – ჯანგალი ტყე:)))

ჰოდა, რა ჯანგალი, მივედ–მოვედები ეხლა. რაღაც მნიშვნელოვანის დაწერა მინდა და ვერ ვახერხებ.

კაი, არაა საჭირო. კი არ უნდა დავწერო, უნდა ვთქვა ალბათ უფრო, ან ვუთხრა, ან გავაკეთო... ჰმ.

Yes, I mess it up, that's what I do with my life, which sucks.

LOL

Wednesday, December 5, 2007

The Office - Jim and Pam

ABSOLUTELY CHARMING...
OMG...

Jamie Cullum – High and Dry

რეიდიოჰედის ფანტასტიური სიმღერის გაჯაზებული ვერსია. უნიჭიერესი ჯეიმი ქალამი და მისი ბენდი:)

Tuesday, December 4, 2007

Dunder Mifflin, this is Pam... hold please...

რა უცნაურია... მემგონი ყველაზე ხშირად თავს იმას ვეკითხები, მინდა თუ არა სინამდვილეში ის, რაც მგონია რო მინდა ხოლმე, ძაან ბევრ დროს რო ვუთმობ იმ რაღაცის ნდომას :)

What the hell...

არა ნუ ძაან დავკარგე რეალობის შეგრძნება, სადღაც დამივარდა და აიღეს ეტყობა და გაინაწილა ირგვლივ ხალხმა, იმიტო რო ახლა ყველას აქვს ჩემს გარდა :) რამხელა ყოფილა...

Monday, November 26, 2007

Regular Ben:)


ვაშლს ჭამს თურმე ქუჩაში:)
ნამდვილი ყოფილა:)))
ეს ტუალეტშიც დადის ალბათ:)

ქოლგა არა გაქვთ, ქოლგა?? ან კალოშები??

მზიანი ამინდი ორშაბათს – ეტა გუმანნა. განსაკუთრებით სამდღიანი დასვენების შემდეგ.
ნეტა იმ დღეს მაინც გამოსულიყო ეს დალოცვილი მზე, გიორგობას, არ ეწვიმა მაინც... ეს რა ვნახე. პარლამენტის წინ სცენა – ატლანტის ოკეანე – და ზედ საცოდავად მოცეკვავე ბავშვები. დავიწვი ცოდვით. ნაბიჯს რო ზომავდნენ :) ასე ფრთხილად ნაცეკვი ხორუმი კი არა სამაია არ მინახავს. რა უბედურებაა. ნუთუ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ შუა ნოემბერში შეიძლება იწვიმოს, და ჯობია თადარიგი დაიჭირო, თავზე რო მთელი ჩანჩქერი არ დაგეშვას. მითუმეტეს რომ შარშან ზუსტად იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ოღონდ მაშინ კი არ წვიმდა, შადრევნები გადაირივნენ უბრალოდ...
საოცარი სანახაობა იყო, ღმერთმანი... საწყალი მოცეკვავეები.

აღარ შემიძლია ეს კონცერტები. სულ ერთი და იგივე, აუუუუ, მოწყენილობისგან მოკვდება კაცი რა...

Thursday, November 22, 2007

არაფერი, ისე შემოვიარე...
ჩემთან არ დაურეკავთ, ხო?

Wednesday, November 21, 2007

Tuesday, November 20, 2007

ჰიუბერტი და მინი

რაღაცის თარგმნა დავიწყე... რაღაცა რა, ოლდოს ჰაქსლის მოთხრობაა პატარა. არი ხოლმე რო ძაან მოგინდება რამის თარგმნა, ლამაზ–ქართულით, გემრიელად, უუუჰ ძაან მომინდება ხოლმე:) უსასიამოვნოესი წასაკითხია ლაზათიანი ქართული, ორიგინალზე რო არაფერი ვთქვა, თარგმანიც. ძაან ვეცდები რო კარგი გამომივიდეს და დავდებ.

უცნაურია, ბოლო დროს სრულიად უსარგებლო ტიპი გავხდი, გამოშტერებული რო დაიარება, ჩუმად. მარა ამ თარგმანზე ვცოცხლდები ხოლმე.

ეტყობა ესეა, რამის კეთება მაინც უნდა შეგეძლოს გამოშტერებულობის ჟამს, რამის!! თორე შეიშლები ისე.

Wednesday, November 14, 2007

Monday, November 5, 2007

ფესვები

'გული ინატრებს დაბრუნებას იქ, სადაც ლურჯი ქედებია...'

Friday, November 2, 2007

დღეს მზეა
დღეს კარგად ვარ
დღეს ისევ იმ ფილმს ვუყურებ
და ისევ იმ წიგნს წავიკითხავ ძილის წინ
დღეს რომ ... ღმერთო, როგორი შესაფერისი დღეა დღეს...
მაგრამ არაფერი.
უკვე მერამდენე "ზუსტად ისეთმა დღემ" ჩაიარა.
კარგია სანამ ვხედავ რო ასეთი დღეები დგება ჩემს ცხოვრებაში:)
რო აღარ დადგება...
რამეს ვიზამ.
პადუმაიუ აბ ეტამ ზავტრა :)

2 ნოემბერი

ხო აი მოვიდა, მერე??
უიმმმმ


Update 9/11/07:
ბოდიში.... არ მეგონა :(

Thursday, November 1, 2007

Matt Groening IS a living genius!!:)))

Homer anxiously trying to take out beer spots on his pants:
- Heyy, these pants cost six hundred dollars!
Moe freezes:
- Really?
- yeah! they're Italian!
(Moe pointing his gun at him)
- All right, hand'em over!!
- Moe! what the...
- Yeah, I rob now!

:)))))))))))))))))))))))))))

Just watch this - Homer Gets Latched To Bart!!:)))

Monday, October 29, 2007

ჩირი

არეული ფიქრები, არეული...
მერე შიში – ლორწოიანი, საზიზღარი, ცივი აბლაბუდა.
ძილი, რომელიც არ მოდის. და თუ როგორღაც მოდის, თან მოათრევს ვიღაც უსიამოვნო ტიპებს და მთელი ღამე დათარეშობენ ოთახში. და მე თავს ვიმძინარებ რო ყურადღება არ მივიქციო, ახლოს არ მოვიდნენ ბერტა მეისონივით სანთლით ხელში და შეშლილი სახეებით.
ну жуть...

იმ დღეს პატარა ბავშვის ხელს ვაკვირდებოდი. ისეთი ფანტასტიური იყო, თვალი მომტაცა პატარა ფუნჩულა ხელმა, გაშლილი პაწაწუნა თითებით. ანგარიშმიუცემლად იქნევდა, ატყაპუნებდა... რაღაცა იყო იმ რამდენიმე წუთში განსაკუთრებული. უთბილესი განწყობა. საშინლად დაძაბული ვიყავი და უცებ მოვეშვი და გამეღიმა...:)

უნდა გქონდეს ადამიანს სადმე ერთ პატარა ყუთში მოგროვილი ასეთი განწყობები, გამხმარი:)) ჩირები რა:))) და ძაან რო გაგიჭირდება, აიღო ეს ყუთი, გაანჯღრიო და მერე თვალდახუჭულმა ამოიღო რომელიმე და გაიღიმო:)
ფერად–ფერადი, სურნელოვანი განწყობების ჩირები:)

ნეტა რა ფერი იქნებოდა წვიმიან საღამოს ბუხართან ჯდომის და ფიქრის ჩირი? და რა სურნელი ექნებოდა...

ალბათ ჩემი ბუხრის ფერი და ბოლის სუნი:)

Wednesday, October 24, 2007

Would you please get lost?!!!!

წარმოუდგენელ ძალისხმევას მოითხოვს ირგვლივ კონცენტრირებულ არანორმალურ ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება, აი ფაქტიურად სიგიჟის ზღვარზე უნდა იარო ასკინკილით და არ გადავარდე...
ხანდახან მგონია რო აღარ შემიძლია, დავყრი ყველაფერს და წავალ სახლში–მეთქი ვფიქრობ.
ნეტა მართლა შეიძლებოდეს ასე, როგორც გალივუდსკი ფილმებში, ყველაზე თავზეხელაღებულ საქციელს რო ჩადიან და მერე დაკარგული რამეები თავიანთი ფეხით უბრუნდებათ სახლში:)) არა არა, არ შეიძლება ამდენი ფილმების ყურება, ვრედნა!
მორიგი იდიოტური დღე შუაზე გაიპო უკვე, კარგია...

Monday, October 22, 2007

''გაიგეთ? კარაქი გაძვირებულა რამდენიმე კილოთი:))))''

სუუულ ცოტა რო ავიღო შეიძლება? აი სულ ერთი მწიკვი ჰეფი ენდი თქვენი კეთილი და ლამაზი ფილმებიდან, ნუ ჩივო ვამ სტოიტ, მისს ეფრონ??:)

წუხელ მესიზმრა, მკვდარი ვიყავი. სული ვიყავი რა, ვჩანდი მხოლოდ როცა არეკლილი მზის სხივი მხვდებოდა. მაგარი იყო, რაღაც მეტალის საგანი მეჭირა და მზის არეკვლას ვცდილობდი რო დედას დავენახე... დამინახა :)
რა უბედურებაა ამდენი სიზმარი. სიზმარა უნდა მერქვას. ოღონდ ჩემი სიზმრები მეფეს არ მოუნდებოდა ცხადია:)

ძაან მიყვარს ღამე.

Thursday, October 18, 2007

Closed... for a while

რემონტი მაქვს.
გონებრივი:)

დროებით

Tuesday, October 16, 2007

Manhattan 1942


Waw...
ოოო, მდუმარე, უხეირო მელანქოლიის პალასა გაიწელა რაღაც...

Friday, October 12, 2007

Do it with your heart...

და მარტივია...
ყველაფერი ძალიან მარტივია:)

I'm in the mood for tango...

That's what makes tango so great, you made a mistake - just tango on...

Wednesday, October 10, 2007

დიდი ადამიანები (ნაწილი V)


არ მჯერა, რომ რომელიმე ასაკში ასტრიდ ლინდგრენს ვეღარ წავიკითხავ :)
ყველაზე დადებითი, ყველაზე ნამდვილი და მშვენიერი ემოციით მავსებს... ყოველთვის მაგრძნობინებს, რომ რაღაცა დებილობების მიღმა, რაც ყოველდღე ნერვებს გიშლის, არსებობს ... სახლი, სიმშვიდე, სიმყუდროვე, ბავშვობა, რომელიც შეიძლება სულ არ გავს იმათ ბავშვობას, ვიზეც თავის წიგნებში წერს, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა:)
და ისე მინდა რო ყველას უყვარდეს... ძალიან მინდა. ოღონდ უყვარდეთ... :)
თუ გულში ჩაგისახლდა სამუდამოდ, თუ იგრძენი, რო სამუდამოდ გეყვარება ძველი ჭრელი წიგნი, მისი სუნი, გაქექილი ყდა, ილუსტრაციები, თუ საყვარელ ადამიანებს, ნივთებს, ცხოველებს გმირების სახელებს არქმევ და ყველას ბედნიერი უყვები რატო იქცევი ასე.... ესე იგი ყველაფერი რიგზეა :)

Let there be you, let there be me... :)

ხო ნუ ეს ალბათ მაინც არაა სიყვარული... აბა ასეთი მაგარი მე არ ვარ რო საკუთარ თავს ვაჯობო და ...
yeah, this is another too good to be true... :)
საოცარია, მაგრამ ეს ამბავი არც ისე მანაღვლიანებს, რა კაია... უი რა გამახსენდა, მარკესი –
ის, რომ ადამიანს ისე არ უყვარხარ, როგორც ეს შენ გინდა, არ ნიშნავს რომ მთელი გულით არ უყვარხარო, მაინცო...
საერთოდ დიდად არ მანუგეშებს ხოლმე გამონათქვამები... მარა აქ არაა პათეტიკა, და არ მაღიზიანებს. მეღიმება და გულის სიღრმეში ვფიქრობ რო მართლა ასეა... რათქმაუნდა ღირს, სიხარულით და მადლიერებით მიიღო ის სიყვარული, რაც გაქვს, ამის ყოველთვის მჯეროდა... და ნუ რას გასცემ ეს უკვე შენი საქმეა.

მე უყაირათო ვარ, როგორც ჩემები მეუბნებიან, ფულის ხარჯვაშიც და სიყვარულის ხარჯვაშიც :) ცხადია მე ასე არ ვთვლი და ვჩხუბობ... საბოლოოდ ვთანხმდებით, რო მომიკვდეს დედა, სულ მას ვგავარ :))))

ნუ გადასარევია...

:)

Monday, October 8, 2007

They say he's alive...:)

მომწონს ვარსკვლავების ვარსკვლავები ჰოლივუდ ბულვარზე :)
დღეს დილით ვუსმენდი ელვისს. ცხადია მომინდა დამეწერა რამე და ფოტოც დამედო, ჰოდა ამაზე შევჩერდი...
There IS something really special about him...
სიცოცხლით სავსე და სევდიან მელოდიებს ერთნაირად ფანტასტიურად მღერის, გულში ჩამწვდომად, საყვარელია და ძალიან გულიანად და ფართოდ რო გაგაღიმებს ისეთი :)
ბევრია განსაკუთრებულად ნიჭიერი და მომხიბლავი ადამიანი, მარა ელვისი მაინც ელვისია...
ფორესტ გამპში ხო ძაან მაგარი პასაჟია ის, პატარა ფორესტის მოძრაობებს რო იღებს თითქოს ცეკვისას :)))))
მაგარია რა :)

Saturday, October 6, 2007

Dream a little dream of me...

წუხელ რაღაც დამესიზმრა... როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ყველაზე კარგი და სასურველი რამ მხოლოდ მესიზმრება:) Sad indeed...
ასეთი კარგი სიზმრებიდან ისე ცხადად მომყვება ხოლმე განწყობა... ძალიან დიდხანს.
მერე ფიქრი... სინამდვილეშიც ხო შეიძლება ასე მოხდეს, სულ არაა შეუძლებელი, უბრალოდ... არ ხდება და მორჩა. და რისი გაკეთება შეგიძლია შენ თვითონ იმისთვის, რო ხდებოდეს... აგერ შენ და აგერ გერმანია (აგერ შენ და აგერ ის... ) :)
არ გამოდის ასე
მერე ტრიალებ და ტკეპნი ერთ ადგილს, ყოყმანობ, ფიქრით თავი გისკდება, ამაში იმდენი დრო გადის, რო საერთოდ ყველაფერი იცვლება იმის ირგვლივ, რაზეც ამდენს ფიქრობ, და მერე ამ შეცვლილი რაღაცეების ანალიზში ვარდები თავით... და დრო? დრო გადის. მიდის. და მიაქვს..
განწყობა
შანსი
გამბედაობა

ფიჰ... მაინც ვერ გავიგე რა ხდება, თუ გინდა მესროლეთ...

:)

Thursday, October 4, 2007

ლონდონი...:)


Funny observations, part II

– რას დადიხარ კაცო?? სამჯერ გამოხვედი უკვე, შესამჩნევად ერთი და იმავე დაძაბული ფიზიონომიით :)
– რა ვქნა, ქალებს აქვთ ოკუპირებული ფეხსალაგის(!) შესასვლელი ტერიტორია, – ასკინკილით ჩაიარა შეწუხებულმა და კბილებში გამოსცრა – არ უნდა ეკიდოს ტუალეტში სარკე!

:))

* * *

თუ არ გიცდია, ესე იგი არ გიცხოვრიაო...
ღირს ცდად, მართლა, ბევრი მნიშვნელოვანი რამე, მაგრამ ერთი განსაკუთრებით... თუნდაც მაგრად გეტკინოს გული. მაინც ღირს.

მივიღებ მასტერკლასებს ბრეივჰართებისგან, so feel free... :)

Wednesday, October 3, 2007

Ingrid Bergman


ნუთუ ასე ბევრს ვითხოვ... თუ ვითხოვ საერთოდ რამეს...

Monday, October 1, 2007

ჩემი ოქტომბერი რევოლუციის გარეშე ჩაივლის...


დღეს ოფისის კედლები გავალამაზეთ
მშვენიერი ფოტოები დავკიდე ჩემთან და მიხარია

იცით რა მიკვირს? რატო ვერ იღებენ ადამიანები უმარტივეს გადაწყვეტილებას წუწუნის და ტყლარწვის გარეშე? აი ვერ ვიგებ...

როგორც იქნა დაინაწილეს, მარა მაინც წუწუნებენ. აღარ შემიძლია რა

უკვე გადარჩეული ფოტოები ავიღე, ნერვების თხრის გარეშე, და რაღათქმაუნდა ყველაზე კარგები იყო დარჩენილი, ჰაჰა :) სლადკი პარადოქსი :)
აი ერთ–ერთი...

Thursday, September 27, 2007

წვეთი კიარა, მოლეკულა...

რამდენი რამე არ ვიცი, ღმერთო ჩემო...
ფაქტიურად არაფერი ვიცი. რამდენი დაწერილა და თქმულა, რამდენი აშენებულა, მემილიარდედი არ მინახავს და წამიკითხავს და გამიგია იმის, რასაც კაცობრიობა ამდენი ხანია ქმნის...
და მაინც ვცხოვრობ, ციცქნა გარემოში, რომელიც (სასაცილოა, მაგრამ) იმხელა მგონია ხანდახან... არადა რამხელაა ეს დალოცვილი სამყარო საკუთარ ცხვირს იქით. თვალუწვდენელი, მრავალფეროვანი, ყველაზე ნამდვილიც და ყველაზე ფანტასტიკურიც... არაჩვეულებრივი ადამიანებით, ულამაზესი ადგილებით, მრავალფეროვანი ურთიერთობებით გაძეძგილი

ზღვაში წვეთი როა იმაში ვცხოვრობ ფაქტიურად, წვეთში ვცხოვრობ და მიხარია :)

Wednesday, September 26, 2007

რა ლამაზად მღერის ევა კესიდი, საოცრად...

მომკლა ამდენმა უშაქრო ყავამ...

წეღან ფილარმონიასთან, გაგანია მოძრაობაში, ვიღაც ბებო ისე უგულისყუროდ გადადიოდა გზაზე, მემგონი თავს იკლავდა და ფრთხილმა მძღოლებმა არ აცალეს... გული კინაღამ გამისკდა.
მარა გადავიდა რა...

გავიყინე.

Tuesday, September 25, 2007

Katie Melua duets with Eva Cassidy

Somewhere over the rainbow...

Beautiful song, beautiful performance... touching some deeper place in my heart...

Monday, September 24, 2007

I've got you under my skin...


Is there ANYTHING I can do?...:(

რამდენი უბედურებაა გარშემო...
აღარ შემიძლია რა
ადამიანებს ყოველ წუთს თავზე ენგრევათ ცხოვრება. აი უცებ. ქონდათ ცხოვრება და აღარ აქვთ ... აღარაფერი
ყველაზე ძნელია ნუგეშისცემა
რა გინდა რო ქნა, ან თქვა... რა ნუგეში... სადაა ნუგეში... ძალა გინდა საკუთარ თავში რაღაც, რო გადარჩე და არ გადაირიო, უნდა გინდოდეს, რო გადარჩე...

რას უძლებს ადამიანი, დაუჯერებელია

ხო განუზომელია სევდა და თანაგრძნობა გაუბედურებული ადამიანის მიმართ, მაგრამ ასჯერ ძლიერია იმის ფარული განცდა, რო ეს შენ არ დაგმართნია, გულში ისტერიულად რო იმეორებ 'ღმერთო დამიფარე, ჩემიანები დაიფარე, ყველა დაიფარე, მაგრამ .... ჩემები, ჩემები...'

და რა ბედნიერებაა, როცა რამის გაკეთება შეგიძლია... სულ პაწაწკინტელა ზრუნვა შეგიძლია უბედურ ადამიანზე. ნეტა ყოველთვის შეიძლებოდეს...

Friday, September 21, 2007

ევა ლონგორია და ტონი პარკერი:)

ძალიან საყვარელი ფოტოა, არა?:))

რაღაც აღარ წვიმს...

წვიმა მომენატრა. წვიმას რო მოყვება ხოლმე, ჯაზმაზუნურად, ის განწყობა მომენატრა:)
ჰმ, რა არი ეს? წვიმაზე დამოკიდებული ვარ? წვიმა არ მყოფნის?:)

სიზმარში მაინც მოვიდეს წვიმა...

Wednesday, September 19, 2007

Feelings, ooooo feeelings...

შემოდგომის სუნი მიყვარს, ჰაერში რო ტრიალებს... შემოდგომა არი მყუდრო, შინაური, ხანში შესული ტიპი, მეჩვენება რო ყველაზე უშფოთველი დროა ... და ძალიან მიყვარს.
ცოოტა სუსხიანი საღამო, ბუხარს რო დაგანთებინებს... ცეცხლთან, სავარძელში უხმოდ ჯდომას, შეშის ტკაცუნის მოსმენას და ცეცხლის ცქერას რო მოგანდომებს...
რა რიცხვია დღეს? 19 სექტემბერი... თქმაც კი სასიამოვნოა უბრალოდ :)
კიდე რატო მიყვარს? ჰო კიდე ახალ წელთან ახლოა, რაღაცის დასასრულისკენ და რაღაცის დასასწყისისკენ მივყავარ, ასე მგონია. თუმცა ჩემი უცნაური გამოცდილებით, სიახლე, როცა ყველაზე ნაკლებად ვგეგმავ და ველი, მაშინ დამეცემა ხოლმე თავში. მარა აქამდე ყველა სიახლემ და ცვლილებამ გაამართლა, ახლა მივხვდი ამას. ჰმ, რა მაგარია

Tuesday, September 18, 2007

You won't regret it...:)

რა მაგარია სიცოცხლე...
სასწაული
ჰმ... უნებურად ერთი ძაან საყვარელი ადამიანის საყვარელი სიტყვა ვთქვი:) უცნაურია როგორ ითვისებ ასეთ რამეებს... რაღაცნაირი სითბო გეღვრება გულში, როცა რაიმეს ისე აკეთებ, როგორც ის, შენი საყვარელი ადამიანი (ან ადამიანები), ღიმილით... იცი რო ზუსტად იმას და ისე აკეთებ, როგორც ის და ეს საშინლად სასიამოვნოა:) წამხედურობა სხვა რამეა, აი ეს – სხვა:)
არაჩვეულებრივია, ფანტასტიური...

Monday, September 17, 2007

პიპო–პაპოოო:))

აი რაც ყველაზე მაგრად მინდა გამომდიოდეს, იმაში ვარ დებილი. ეს რა ჭირი მჭირს?!

დღეს პირველად ვატარე მანქანა. ჩემი ბედი რა ვთქვი (ფუ რა ფრაზაა), ეს მასწავლებელი ისეთი მობლუჟუნე არსება გამოდგა, ნახევარი არ მესმის რაებს მიედ–მოედება. და რატომღაც თვლის რო ეგრევე უნდა გავიგო, რასაც მებლუჟუნება, ვაახ

რიყეზე ჩემებრ უვიცი, დაძაბულსახიანი გოგოები დააბორძიკებდნენ თავიანთ წილ ოპელ–ასტრებს. ერთი მგონი ჩემზე უარესი აღმოჩნდა, ისე ყანასავით მოატრიალა, ჰოდა ძერზკა გადავუსწარი:)) ჩემი ლიჩნი შუმახერი (ისე მაგას რა ვუთხრა) აღფრთოვანდა, ეს რა ტემპერამენტიანი მოსწავლე მყავსო:))

უცნაურია, მარა მე ველოდი რო ძაან ხალისიანი, დაუზარელი მასწავლებელი მეყოლებოდა, ამას კიდე ყელში აქვს ამოსული საწყალს, ორასორმოცდამეათიათასედ, დაღლილი, მონოტონური ხმით იმეორებს ერთსა და იმავეს:
– ცეპლენიაა ყველაფერი, მაგის გარეშე მოტეხავ, იპოვე ტოჩკა და ნელნელა ამოწიე, ჩააგდე, ამოაგდე, სარკე, რული.... ბლა–ბლა (სტილი დაცულია)
გულუბრყვილო ღიმილი არ შველის, ყელში აქვს ყელში! :))

ხვალ ისევ უნდა ვიჯახირო .... და მერე აუცილებლად ავტომატიკას ვიყიდი:))
სად შემიძლია ამ ძრავის ღმუილის კატეგორიების გარჩევა და ისა კიდე, ცეპლენიეს ტოჩკის (უიმმმ) ძებნა კანჭის კუნთებით.

ანჯელინა და შაილო, the Branjelina baby:)


We make rules?

My friend insists we do...
Are there any rules in fact I wonder...

Friday, September 14, 2007

And Now Ladies and Gentlemen


რა ლამაზად მღერის ეს პატრისია კაასი
დიდად არ მიყვარდა, სანამ ლელუშის ერთ ძაან კარგ ფილმში არ ვნახე, იცით ყველამ 'And Now Ladies and Gentlemen'
რაღაცნაირად შემეცვალა წარმოდგენა, იმ ფილმში ფანტასტიურ სიმღერებს მღერის ფანტასტიურად და იმიტომ ალბათ. ცოტა იმიტომაც, რომ სხვებს არ გავს... სვეტსკა თამაშობს, ტიპაჟიც ძალიან საინტერესოა
უცნაურია, ყოველთვის მინდა ამ ფილმის ნახვა. ლამაზი, ცოტა სევდიანი, მშვიდი ფილმია, ჩემი მეგობარი 'ტასკა ფილმს' ეძახის, მარა მე ძალიან მომწონს :)

კინოს სახლი არი ადგილი, სადაც მსოფლიოში ყველაზე ცოტა ხალხი დადის ფილმის სანახავად:) არაფერი ჯობია იქ ჯდომას, ვგიჟდები. მარა იქ ჯერ არ უჩვენებიათ... ველოდები

ერთი–ორ მშვენიერ სიმღერას დავდებ, თუ მოგეწონებათ:)

Wednesday, September 12, 2007

ადამიანი ადამიანისთვის დღეა...

კოპირაიტი დაცულია, გ.დოჩანაშვილი

:)

დღეა
ღიმილია
სიხარულია
სიყვარულია
იმედია
ნუგეშია
სიტყვაა
მოფერებაა
სიგიჟემდე მონატრებაა
უბრალოებაა
წამო კაცო, ორნი თმით ვითრევთ, წამოო–ა :)

ცუდიც ბევრია მარა არ ვფიქრობ ამაზე

რა იქნება მარტო კარგი რამერუმეებისგან რო შედგებოდეს ცხოვრება... რა მშვენიერი იქნებოდააა
არ მითხრათ ახლა ცუდიც საჭიროაო, ისაო ესაო, გადასარევად გავძლებ ცვალებადობის ეფექტის გარეშე, ზუსტად ვიცი:))

Monday, September 10, 2007

Do you want to save changes you made to....?

ვცვლი:

დონდლო პალასას აქტიურ პალასაზე
კვების გაუგებარ რეჟიმს ადამიანურზე
10 კილოგრამს .... ნუ...ეეეე... ვყრი:))
კიდევ ორიოდე შტრიხს და მოგახსენებთ მოგვიანებით:)))

მეზარება წერა

ნეტა ერთი ვის აღელვებს :))
ტოჟე მნე ესსეისტკა...

Friday, September 7, 2007

Tribute to sweet week-end

აუ რა მაგარია შაბათ–კვირა... წყნარი, მშვიდი, სახლში ბორიალით და თვალების გამოღამებამდე კინოს ყურებით, საყვარელი რაღაცმაცუნების კითხვით, საკუთარი ხელით ნებისად მომზადებული გემრიელობების ჭამით და ტახტზე კოტრიალით რო შემოფარგლება ისეთი

და რა მოკლეა ეს დალოცვილი...
ვგიჟდები შაბათ–კვირაზე
ფაქტიურად შაბათ–კვირიდან შაბათ–კვირამდე შაბათ–კვირაზე ოცნებაში ვატარებ დროს :))

ხო რა...

ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.

:)

Thursday, September 6, 2007

See the little hearty on the left?:)


ეს არაფერი არაა, აი მართლა:))))


Who cares for Sep 6??

აი ავიღოთ და განვიხილოთ 6 სექტემბერი, ხუთშაბათი... ეს უმაქნისი, ღნიღვი დღე ესა.
დილიდან გადავემტერე, რას ვერჩი არ ვიცი, რო გამითენდა საერთოდ მადლობელი არ უნდა ვიყო? მარა არა, ასეთი უმადურია ადამიანის ბუნება, მეგობრებო...

ლუჩანო პავაროტი გარდაიცვალა:(


აუუ...
ძალიან დამწყდა გული, საშინლად...


Wednesday, September 5, 2007

Mood...


არ ამოხვიდეთ!

არიან ადამიანები, რომლებიც სულ ლაპარაკობენ. ჯანდაბას რო თავისთვის ლაპარაკობდნენ, არა! ეს არი ადამიანების კატეგორია, რომელსაც კონტაქტი წყურია! მოითხოვს დიალოგს, ყურადღებას, მოსმენას, თანაგრძნობას რაღაც სრულიად გაუგებარი, არაფრისმთქმელი, გამანადგურებელი სისულელების გამო, რაზეც ლაპარაკობს.

ნუ... საშინელებაა, მსუბუქად რო ვთქვათ.

ასეთი ადამიანები გაუგებარია ვის და რატო ესალმებიან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასვლისას, ჯდებიან ყველაზე მოუხერხებელ ადგილებში, იმიტომ რომ მალე ჩადიან (!!! მალე არა ის!!), თან აქვთ უზარმაზარი, ჭრაჭუნა პარკები, ყოველ წუთს თავის იატაკზე დაკვრით იხდიან გულისგამაწვრილებელ ბოდიშს იმის გამო რო წინ მჯდომს აწუხებენ ამ პარკებით და საერთოდ თავიანთი არსებობით, ყოველთვის აქვთ გაფუჭებული მობილური ტელეფონი, რომელიც განუწყვეტლივ რეკავს (ნუ ზარი... ჯოჯოხეთი) და არაფერი არ ისმის და გადაურეკავს (!!)...

და რა ბედნიერებაა, როცა ისინი ბოლოსდაბოლოს ჩადიან....

Tuesday, September 4, 2007

Geronimo

'კაცი, რომელიც ამთქნარებს'

:))

სახელი აქვს სასაცილო თორე სულ არ ქონია საქმე სასაცილოდ ამ უბედურს... 25 წელი იბრძოდა და რა... ვერაფერი. დანებდა ბოლოს

რა უქნეს ამ ხალხს...
ნეტა რო ეცლიათ რა გამოვიდოდა ამ საქმიდან

გზები, გზები...


Where are you taking us...

Monday, September 3, 2007

J.Lo tree:)))


დონდლო ფაზა, დონდლო!!

ადრე მაღელვებდა ორშაბათის მოსვლა.
ახლა სულერთია, ისე სწრაფად გადის დღეები, გინდ ორშაბათი ყოფილა, გინდ კვირა, ერთი ოხერია...
სულ მგონია რო ვერაფერს ვასწრებ
სულ მენანება გასული დღე
სულ იმაზე ვფიქრობ, რა შემეძელო და არ გავაკეთე იმ დღეს

რა უბედურებაა, თუ გინდა ადექი და გააკეთე, წადი, მოდი, დაურეკე, ნახე, ელაპარაკე, გაუღიმე...
არ ჩაჯდე მანქანაში არა, ფეხით წადი, იქნებ რაიმე იდეა გაგიჩნდეს და სადმე გადაუხვიო, უჩიჩინებ საკუთარ თავს და ანგარიშმიუცემლად აჩერებ ტაქსის და მიდიხარ... მაინც სახლში მიდიხარ.

ეს რა ჭირი მჭირს:)

Friday, August 31, 2007

დიდი ადამიანები (ნაწილი IV)


რა უნდა დავწერო ნოდარ დუმბაძეზე არ ვიცი...
თვითონ დაწერა იმდენი ამ არაჩვეულებრივმა ადამიანმა, იმდენი და ისეთი... კაცობრიობას ეყოფა გადაშენებამდე.
რამე ნაწყვეტის დაწერა მინდა და ვერ გადამიწყვეტია, რომელი ერთი.
გენიალური, საოცრად ახლობელი, სევდიანი, იუმორით გაჟღენთილი, უბრალო, ამაღელვებელი, მოუბეზრებელი, წყალივით დამაურწყებელი და ჰაერივით სასუნთქი... აი ასეთი რამეები აქვს დაწერილი ჩემთვის
და როგორ მენანება, როგორ...
წაიკითხეთ დიდრო :) ბევრი არაფერი დევს ინტერნეტში სამწუხაროდ, ჯერ

Thursday, August 30, 2007

Jazz is raining:)

And my heart's jazzing...

არა?

რა მოსაწყენი იქნებოდა ცხოვრება, განსაკუთრებული ადამიანები რო არ არსებობდნენ.
გავიდა ზაფხული...
უიმეე, გაფრინდა. გააჭირა საქმე, რო იტყვის უნდა წავიდეო ვერ გადაათქმევინებ.
ოღონდ განწყობა დამიტოვოს ჩემი, არ გაყვეს. ასე იცის სულ, მოხიკავს ყველაფერს და ჩაუძახებს თავის უძირო ჩემოდანში...

დღეს როგორც იქნა მთელი რვა კაციანი შემადგენლობა გამოცხადდა ოფისსში, რამდენი ვართ?!:)) ძაან ყაყანია:)))
სიცილი
ზაგრის შედარება
სადაა რაზნიცა?!
გოგო არაფერს ჭამდი??
აუ შენ სულ არ გარუჯულხარ
აუ ისევ იქ მინდა
აუ აქ რა ჯანდაბა მინდა
აუ ეს ყავა ჯერაც არ გათავებულა??

ბოსმა ჩაახველა. დაიშალნენ. გაიხაროს მაგან ოჰ. სად შემიძლია...:)

მუსიკა ყურებში და ეგ არი:)

Wednesday, August 29, 2007



ჩემი და და დისშვილი, ძალიან საყვარელი ადამიანები, თამუნა და სანდრო:)

რაღაცა შეიცვალა

აი უცებ. საერთოდ არ ველოდი, უფრო სწორად არ მეგონა...
რამდენი გაქვს ნაფიქრიიიი, ძალიან ბევრი.
მარა რაღაც პატარა ნაპერწკალი, გიჟური, ყოველთვის რო იცოდი სადღაც გულის კუნჭულში რო ღვიოდა, ადგება და ისეთს დაატრიალებს წამში, ყველაფერს დაჩრდილავს და თავის ჭკუაზე შეაბრუნებს...

ნეტა როგორაა სინამდვილეში, როგორი ხარ შენ, როგორები არიან ადამიანები ირგვლივ...

ვაბშე რეებზე ვფიქრობ... არადა არ მიყვარს მარტივი რამეების გართულება, არ ღირს და იმიტომ...

ჰოდა არ ღირს. უბრალოდ ის რაღაც შეიცვალა

my favourite regret...


'შენ ჩემი საყვარელი სინანული ხარ'

ასეთი ფრაზა თქვა გუშინ "მედიუმში" ერთმა კაცმა, მკვდარმა რაღათქმაუნდა...

მომეწონა

მეც მყავს საყვარელი სინანული...:)


ფიჰ


რამდენ რამეს ნანობენ ადამიანები, რო შეაერთო ალბათ ერთი დიდი სინანულის ოკეანე გამოვა თავის მიქცევ–მოქცევებით, ღრმულებით, აისბერგებით... ოღონდ ამ ოკეანეში მოწყენილი თევზები და ვეგეტარიანელი, კეთილშობილი ზვიგენები იცხოვრებენ...

Monday, August 27, 2007

Back to real life

არა რა ზღვა, არ დაიჯეროთ.... თვალით არ მინახავს შარშანდელს აქეთ

სამაგიეროდ ბავშვის დევნაში დავხელოვნდი :)) ვიცი, როგორ უნდა აბოლო წლინახევრის ბავშვი რო დედა მალე მოვა და თუ ერთ კოვზაც შეჭამს, ატაში წაიყვან, ფხუკ:))

არა ძაან კარგი იყო ორი კვირა სახლში...
დიდი ხნის უნახავი უსაყვარლესი ადამიანები, პატარა ადამიანიკო, ჩემი სანდრინიო, ისე შევეჩვიე... ძაან გამიჭირდება მის გარეშე... ასეა, შეეჩვევი რაღაც ძალიან კარგს და მერე უნდა დაშორდე ისევ...ფიჰ

დილას სანდრიკოს გაღიმებული ციმციმა თვალები და ჩურჩული – ქექააა :) ფანტასტიურია, გული გითბება, გგონია რო ყველაფერს შეძლებ და გააკეთებ ამ პატარა არსებისთვის...

სამსახური რა .... მოვედი და hey, Keti, where've u been? u know I looked at that cash request, the last figure has to be...blah-blah... რა თბილი მოკითხვაა არა?:) უიმმ, ვინ არიან ეს პინგვინები?!

რაღაც მოწყენილი ვარ, ძაან...
მერე დავწერ

მოკლედ მოვედი რა...

Friday, August 10, 2007

I'm out of the coverage area...:)


ჩავადგე, ჩავაგდე, სამქულიანი, ორკვირიანი:))
შვებულება ბავშვობაში რა მეგონა არ მახსოვს, რაღაც უცნაურობა, ისევე როგორც ჯანდაბა მეგონა დიდი ტაშტი და სტიმული კიდე თევზის სახეობა...
ორი კვირა უნდა დავისვენო. ტრუდაგოლიკებისთვის რაღაცა ზესიტყვაა ეს შვებულება.
მოკლედ ბატონო ვასო, მე შესვენებაზე გავდივარ და შეიძლება აღარ დავბრუნდე... არა შეიძლება დავბრუნდე კიდეც... :))

Raindrops keep falling on my head...

წვიმს.
ესე იგი დღეს კარგად ვარ.
წვიმა, სიგრილე, სიმშვიდე, ჟილბერტო ჟილის უტკბილესი ხმა, ძალიან საყვარელი ადამიანის მეილი და ღიმილი, ბეევრი ღიმილი:)
ასე ყველაფრის გაკეთებას შევძლებ, რა მაგარია.

ჰო, დღეს შვებულებაში გავდივარ.
რა უცნაურია, ისე ველოდი და ... მოვიდა დრო და არც არაფერი – ვა, შვებულება?! კაი:)

Wednesday, August 8, 2007

რა დღეა დღეს?
მაცივარი მაინც მქონდეს, გამოვაღებდი და გაზგასულ ბორჯომს საქმიანი სახით დავისხამდი. არი მომენტები (ფუ რა გამოთქმაა), როცა ვაჟა ზაზაევიჩის მიბაძვა გინდება, ვაჟა ზაზაევიჩად გრძნობ თავს, თან რეგვენი მძღოლი ალეც გყავს, რომელიც სულ საძებნია და ბანკშიც ყოველ 2 წუთში ერთხელ დარბიხარ... თან ეს სიცხე, იროდიონი (!) შვებულებაში, მათხოვე–დაგიბრუნებ... არა ნუ ძაან გავს.


:)

Tuesday, August 7, 2007

I once used to feel like this

კიდე 5 წუთიც და მიხვალ...როგორც იქნა. მზე გადასული, ჰაერში რაღაცნაირი სიმყუდროვე
ზანტად მიუყვები ზარმაც აღმართს
ჩვეული გახედვა ტაძრისკენ, რომელიც შენდება
მერე სათამაშო მოედანი, შენსავით დონდლო კი არა თვალებგაბრწყინებული ბავშვებით, ისევ თამაშობენ, რა კარგია
ეე, ნელა, სკეიტბორდი! ჩაიქროლა... ერთხელაც მივალ ამ ბავშვთან და ვთხოვ მათხოვე–მეთქი
არ მათხოვებს ალბათ, შეეშინდება არ გამიტეხოსო. საუკუნეა აღარ ვმდგარვარ, გვარიანად დავილეწები მგონია
– საღამო მშვიდობისა
– გაუმარჯოს
– რა დაღლილი მოდიხარ
– ხოო, არადა სულ ვიჯექი :)
რა სულელური პასუხია, აუცილებელია დარბოდე რო დაიღალო თუ რა... მარა აი ესაა შტამპოვკა პასუხები, აბა რას მეკითხება ეს დალოცვილიც ყოველდღე ერთსა და იმავეს, წაიღო ტვინი.
აკვიატებული Garota de Ipanema, ღიღინებ და გავიწყდება მაღაზიაში შევლა სტანდარტული მისიით 'პური ამოიტანე'...
ეს მიშკა ისევ იმ შორტით დადის, აი ახლა გამოიხედავს და მეტყვის ანგელოზს და ქერუბიმს სალამიო... რა საყვარელია. გუშინ მეზობელი ჩიოდა, სახლის სახურავზე ადისო და ლექსებს წერსო, იქ მუზა მოდისო. რაა ახლა ესო. რას ერჩიან, წერს ბავშვი თავისთვის, უიმმ
კარი, კიდე ერთი კარი, სიგრილე, ღიმილი, შორტები, ცივი წყალი, სავარძელი, ცალი თვალით სერიალი, ცალი ყურით დღის ჭორები.... სახლი:)
მიყვარს მშვიდი დღეები, ირგვლივ სრულიად ადამიანური, ჩვეულებრივი, ნაცნობი წვრილმანები, რო გგონია, როგორ შეიძლება სადმე რამე ცუდი ხდებოდეს, როცა ასეთი რამეებია ირგვლივ, როცა ადამიანები მშვიდი სახეებით მიდი–მოდიან, ყიდულობენ სასუსნავს სახლში წასაღებად, ჩერდებიან ახლობლებთან გამოსალაპარაკებლად და გაუცვლიან ერთმანეთს ორიოდე ადამიანურ სიტყვას, ბავშვები ბედნიერები თამაშობენ ბადმინტონს და ყოველწუთს იცქირებიან მშობლებისკენ, აბა თუ დამინახეს, რა მაგრად დავარტყიო...
წვრილმანები, შეჩვეული და სიმშვიდეს რო გაგრძნობინებს ისეთი წვრილმანები...
როგორ მიყვარს
რა გულუბრყვილო წარმოდგენაა ისე ცხოვრებაზე...:)
მარა მე მაინც მიყვარს. მჭირდება ასეთი რამეები ძალიან

:)



Monday, August 6, 2007

არღნის ხმა მიყვარს

გურამ თიკანაძის ფოტო. ძველი თბილისი, 1955

C'est la vie...

ჰოო... ბედნიერების შეგრძნება როგორც წესი ძალიან ცოტა ხანს გრძელდება. ზუსტად ვიცოდი რო ასე იქნებოდა. ჰმ... ინტუიციას ეძახიან ამას, არა? ისეთი ალესილი მაქვს, მე თვითონ მეშინია.
ასეა, რაც ყველაზე კარგი მქონია ცხოვრებაში, ძაან ცოტა ხნით და მძაფრი შეგრძნებით, რომ მალე აღარ მექნებოდა. რა უცნაურია, იცი, რომ მალე ხელიდან გამოგეცლება და მაინც ვერაფერს შვები, იმიტომ, რომ დარწმუნებული ხარ, ვერაფერს შეცვლი. იმიტომ, რომ იმათ რიცხვს ეკუთვნი, ვისაც სჯერა, რომ fate is behind everything.
მერე იწყება – ალბათ ჩემი ბრალია, ის არ უნდა მექნა, ეს არ უნდა მეთქვა ან პირიქით, უნდა მექნა... რაც გემართება, ყოველთვის შენი ბრალია.
და მორჩა...

Thursday, August 2, 2007

იმეტყველეთ, ადამიანებო, თქვით!

როგორი მნიშვნელოვანია, ადამიანებს ესმოდეთ ერთმანეთის. ნუ თუ ძალიან კარგად არა, ერთმანეთის საქციელის ობიექტური შეფასების უნარი მაინც რო ჰქონდეთ, მინიმუმ... ნათქვამი "გამიხარდება შენი ნახვა" არ ეგონოთ "მოკლედ, თავი მომაბეზრე რა"–ს ეკვივალენტური გამოთქმა, ხვდებოდნენ, რო კითხვები ძირითადად იმიტომ არსებობს, რომ პასუხები გაეცეს, რომ დუმილი რეალურად არაფრისმაქნისი რამეა და სრულებით არ ნიშნავს თანხმობას (უიმმმ), და საერთოდაც, ღირს იმის დაშვება, რომ ერთ ორთქლმავალს მართლა შეიძლება ჰქონდეს ორზე მეტი ძალა, გააჩნია რა შემთხვევაში, ვაახ! (ფრაზა "ღიმილის ბიჭებიდან", კოპირაიტი:))

Wednesday, August 1, 2007

Thursday, July 26, 2007

იურმალა მაგათ და დოზანა...

ისეთი ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო. გუშინდელი დღიდან დაწყებული მთელი ხუთი დღე იურმალაში მსოფლიოს 18 ქვეყნიდან ჩასული ახალგაზრდა მომღერლები/მომღერლობაზე მეოცნებენი ტალანტებს დააფრქვევენ ანუ პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ მაგარი დარხეული გვაქ:))
გუშინ იყო გახსნა, ოსკარის ცერემონიის წითელი ხალიჩებით, ოსკარის ცერემონიის მუსიკით, ოსკარის ცერემონიისთვის დამახასიათებელი "ნაეზდებით" სცენაზე და დარბაზში, რუსი წამყვანებით (ქსენია, ლერა, სერიოჟა და კიდე მეოთხე ყმაწვილი), გაუგებარი არსებებით შემდგარი ჟიურით და ფესტივალის სულ მთლად გადასარევი მუზით (!! whatever this means...) – ალა ბარისოვნათი...
უჟასი ამით მხოლოდ დაიწყო:)
ცისფერ რუშებიან პარაშუტში გამოწყობილი მუზა ისტერიულად დარბოდა სცენის გასწვრივ და ჩახლეჩილი ხმით მღეროდა რაღაცას, მერე დარბაზში ჩავიდა, ის ხომ ისეთი საყვარელი და განუმეორებელი და პოპულარული და ყველას–რო–უყვარს–ისეთი–და–ოღონდაც–ახლოს–გაიშრიალე–ალა–ბარისოვნა–შენ–გენაცვალეა, ხოდა ეგრე ქნა, გაიშრიალა დარბაზში, დარბაზს სახე გაებადრა და ფეხზე წამოდგა და კიდევ ერთხელ იგრძნო რა ბედნიერია, რო ალა ბარისოვნა ყავს...
ჰოდა გაივსო, გაივსო სცენა ერთიმეორეზე საშინლად ჩაცმული, გრძელ და გაბურძგნულთმიანი ხალხით. ისინი მღეროდნენ ორაკორდიან საცოდაობებს, რიტმში, თავის ქნევით და მდაბიო ანტურაჟით, სრულიად უსაფუძვლოდ შთაგონებული სახეებით... ძალიან მძიმე სანახავი და კიდე უფრო მძიმე მოსასმენი იყო, ღმერთმანი
ეს რა უბედურებაა... ეს რა დოზანაა...
და ჩვენ? რო ვჩალიჩობთ თავი წარმოვაჩინოთ ამ კონკურსზე, თავს რო ვიკლავთ, ტყავიდან ვძვრებით, რო გონებაშეზღუდული იგორ ნიკოლაევის გული მოვიგოთ ... ვაბშე არაა სასაცილო, აი ვაბშე.
არ მესმის რა მოვლენაა საერთოდ, ეს რა ჭირი გვჭირს??

Tuesday, July 24, 2007

These foolish things...:)


რა ბედნიერებაა გადარეული მეგობრების ყოლა:))

გადარეული, საყვარელი, სულში ჩასაძვრენი მეგობრების, რომლებსაც შეუძლიათ აკეთონ სასაცილო რამე–რუმეები იმისთვის, რომ გითხრან, რო უყვარხარ:)

რომლებსაც შეუძლიათ სრულიად მოულოდნელად დაგეცნენ თავს სამსახურში და მოწყენილობისაგან თვალებგამოღამებულს საოცარი ბედნიერება მოგანიჭონ თავიანთი გამოჩენით და მოგიტანონ ნამცხვარი, რომელსაც ვაბშე არ ჭამ ცხოვრებაში :))

რომლებსაც შეუძლიათ შუაღამისას მანქანის სახურავზე დამდგარებმა მეგობრის შეყვარებულის ფანჯარაში ყვავილების თაიგული შეაგდონ (!!!პაიჭ!!! ან ეცადონ, რო შეაგდონ:)))

რომელთაც შეუძლიათ ზოგ–ზოგიერთებთან შენთან შეუთანხმებლად და შენს გამო ძალიან მაგრად "გააიასნონ" ყველაფერი:)))))

მიყვარხართ, ჩემო გიჟებო, მიყვარხართ:)

Tristeza is gone:)

She got bored:)

Monday, July 23, 2007

Tristeza...


She always comes on tiptoes

Sorrow...

Yes, it's a she, can't tell why I decided so...

She comes and sits there beside me, no words, just the sounds of bandoneon she always brings with her

Here is the sorrow sitting and playing her sad tango for me...




Come here...will you?




Thursday, July 19, 2007

დღე, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის...


ეს ფრაზა მიყვარს უსაყვარლესი და უსაოცრესი ასტრიდ ლინდგრენის გადასარევი მოთხრობიდან და ყოველთვის, როცა ძალიან კარგად ვგძნობ თავს, თავისით ამოტივტივდება ხოლმე გონებაში.
– დღე, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის, ჩაიბუტბუტა ამ მოთხრობაში პელემ და კბილებმომტვრეული სავარცხელი სანაგვეში გადაუძახა, არ ღირს არდადეგების გაფუჭება იმაზე დარდით, რომ ყოველი დღე უფრო გაახლოვებს ქალაქში დაბრუნებასთან...
არ ღირს მართლა განწყობის გაფუჭება იმაზე ფიქრით, რომ ყველაფერი ისე კარგად არაა, როგორც შენ გინდა. იცხოვრე ისე, თითქოს ეს დღეა მთელი შენი სიცოცხლე, გიყვარდეს და იღიმოდე, იყავი კეთილი, გჯეროდეს რო ლამაზი ხარ და დიდხანს დიდხანს არ დაიძინო, რო არ ინანო ძილში დაკარგული წუთები... რა სენტიმენტალური ვარ დღეს, არა?:)
უცნაურია, გუშინ კინაღამ გარდავიცვალე მოწყენილობისა და დარდისაგან, დღეს კიდე მეჩვენება რო... ფიჰ, ჯეკ, ჩვენ რო ვიცით ის ფრაზა, ხო?! :)
დღეს ჩემი ორიოდე საცოდავი პაროლი სასიამოვნო გაფანტულობის გამო ერთმანეთში მერევა:)
ვინც ნერვებს მიშლის ხოლმე საერთოდ, სრულებით არ მაღელვებს
მუსიკას განსაკუთრებულად აღვიქვამ, კანით, ღიმილით, სულ მეცეკვება
დღეს ჩემს ყოფილ დეგენერატ შეყვარებულს ალბათ გულწრფელი ღიმილით მოვიკითახვდი, სახლში როგორ ხართ–მეთქი :))) (ნუ ალბათ ხო დავწერე:))))

მარა იცით რა? გავა ორიოდე წუთი და ამ პოსტის ამოძირკვა მომნდება აქედან, ზუსტად ვიცი...:)
ეს მომენტალური მეტამორფოზებია რო მკლავს:)

Wednesday, July 18, 2007

რა მასტია ეს ჩვეულებრივობა

საერთოდ არაფერი არ არის ისე, როგორც მინდა, მარა რა ვქნა ეხლა...
ფიჰ:)