Thursday, August 30, 2007

გავიდა ზაფხული...
უიმეე, გაფრინდა. გააჭირა საქმე, რო იტყვის უნდა წავიდეო ვერ გადაათქმევინებ.
ოღონდ განწყობა დამიტოვოს ჩემი, არ გაყვეს. ასე იცის სულ, მოხიკავს ყველაფერს და ჩაუძახებს თავის უძირო ჩემოდანში...

დღეს როგორც იქნა მთელი რვა კაციანი შემადგენლობა გამოცხადდა ოფისსში, რამდენი ვართ?!:)) ძაან ყაყანია:)))
სიცილი
ზაგრის შედარება
სადაა რაზნიცა?!
გოგო არაფერს ჭამდი??
აუ შენ სულ არ გარუჯულხარ
აუ ისევ იქ მინდა
აუ აქ რა ჯანდაბა მინდა
აუ ეს ყავა ჯერაც არ გათავებულა??

ბოსმა ჩაახველა. დაიშალნენ. გაიხაროს მაგან ოჰ. სად შემიძლია...:)

მუსიკა ყურებში და ეგ არი:)

2 comments:

Anonymous said...

აუ, ხოოო, შვებულება is over. სამწუხაროა. თანდათან შეივსო ჩემს ოთახშიც მაგიდები. ყაყანში გადაზრდილი ამბების მოყოლა. ვინც მიყვარს იმათი ამბები მაინტერესებს. აი ყველასი არა რააა. მეც მაგრა მშველის ხოლმე მაგ დროს ყურებში მუსიკა. მარა მემგონი მალე ყურის ექიმს მივაკითხავ საშველად:-):-)

ketketa said...

:))) აუუუუ, მარცხნივ, რადიატორთად რო მაგიდაა, იმასთან მჯდომი უინტერესო ადამიანის გულის გამაწვრილებლად უინტერესო ისტორიები!!! უჟას:)))))

– რას უჩივით? გკითხავს ექიმი
– იცით რა, გამუდმებით სინატრას ხმა ჩამესმის, ექიმო, ვერაფერს ვშველი:)))) უპასუხებ შენ

ჰაააარც:))))