კიდე 5 წუთიც და მიხვალ...როგორც იქნა. მზე გადასული, ჰაერში რაღაცნაირი სიმყუდროვე
ზანტად მიუყვები ზარმაც აღმართს
ჩვეული გახედვა ტაძრისკენ, რომელიც შენდება
მერე სათამაშო მოედანი, შენსავით დონდლო კი არა თვალებგაბრწყინებული ბავშვებით, ისევ თამაშობენ, რა კარგია
ეე, ნელა, სკეიტბორდი! ჩაიქროლა... ერთხელაც მივალ ამ ბავშვთან და ვთხოვ მათხოვე–მეთქი
არ მათხოვებს ალბათ, შეეშინდება არ გამიტეხოსო. საუკუნეა აღარ ვმდგარვარ, გვარიანად დავილეწები მგონია
– საღამო მშვიდობისა
– გაუმარჯოს
– რა დაღლილი მოდიხარ
– ხოო, არადა სულ ვიჯექი :)
რა სულელური პასუხია, აუცილებელია დარბოდე რო დაიღალო თუ რა... მარა აი ესაა შტამპოვკა პასუხები, აბა რას მეკითხება ეს დალოცვილიც ყოველდღე ერთსა და იმავეს, წაიღო ტვინი.
აკვიატებული Garota de Ipanema, ღიღინებ და გავიწყდება მაღაზიაში შევლა სტანდარტული მისიით 'პური ამოიტანე'...
ეს მიშკა ისევ იმ შორტით დადის, აი ახლა გამოიხედავს და მეტყვის ანგელოზს და ქერუბიმს სალამიო... რა საყვარელია. გუშინ მეზობელი ჩიოდა, სახლის სახურავზე ადისო და ლექსებს წერსო, იქ მუზა მოდისო. რაა ახლა ესო. რას ერჩიან, წერს ბავშვი თავისთვის, უიმმ
კარი, კიდე ერთი კარი, სიგრილე, ღიმილი, შორტები, ცივი წყალი, სავარძელი, ცალი თვალით სერიალი, ცალი ყურით დღის ჭორები.... სახლი:)
მიყვარს მშვიდი დღეები, ირგვლივ სრულიად ადამიანური, ჩვეულებრივი, ნაცნობი წვრილმანები, რო გგონია, როგორ შეიძლება სადმე რამე ცუდი ხდებოდეს, როცა ასეთი რამეებია ირგვლივ, როცა ადამიანები მშვიდი სახეებით მიდი–მოდიან, ყიდულობენ სასუსნავს სახლში წასაღებად, ჩერდებიან ახლობლებთან გამოსალაპარაკებლად და გაუცვლიან ერთმანეთს ორიოდე ადამიანურ სიტყვას, ბავშვები ბედნიერები თამაშობენ ბადმინტონს და ყოველწუთს იცქირებიან მშობლებისკენ, აბა თუ დამინახეს, რა მაგრად დავარტყიო...
წვრილმანები, შეჩვეული და სიმშვიდეს რო გაგრძნობინებს ისეთი წვრილმანები...
როგორ მიყვარს
რა გულუბრყვილო წარმოდგენაა ისე ცხოვრებაზე...:)
მარა მე მაინც მიყვარს. მჭირდება ასეთი რამეები ძალიან
Tuesday, August 7, 2007
Subscribe to:
Post Comments (Atom)
7 comments:
ქეთი, ძალიან მიყვარხარ.
მეც ძალიან მიყვარხარ, ბუდულიკო:)
ქეთი,
არ გიცნობ და სრულიად შემთხვევით წავაწყდ იშენს ბლოგს... ვზივარ ეხლა მარტო გადაკარგულში, სახლისგან შორს და ამ ადამიანებს სახეები, შენ რომ აღწერ მაკლია. შენ კი ისე აღწერე უკვე მარტო აღარ მგონია თავი.
გაიხარე!
ძალიან გვიან ვნახე ეს მშვენიერი კომენტარი და მრცხვენია:)
თან მიხარია, თუ გაგახალისა, მაკა:)
დიდი მადლობა:)
მიყვარხარ!!! :)
(Tini)
სულით ჯანსაღი ადამიანის შეგრძნებები... მიხარია, რომ ასეთ განწყობაზე ხარ. აუცილებლად წერე და დაგვანახე შენი თვალით აღქმული სამყარო. იქნებ ჩვენც რაღაც ახალი, კეთილი აღმოვაჩინოთ ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, ნაცნობ სინამდვილეში...
მადლობელი ვარ, ბატონო გურამ:) აუცილებლად უნდა აღმოვაჩინოთ კარგი რამეები ჩვეულებრივობაში, აუცილებლად, თორე ისე ცოდონი ვართ ადამიანები
Post a Comment