Monday, August 6, 2007

C'est la vie...

ჰოო... ბედნიერების შეგრძნება როგორც წესი ძალიან ცოტა ხანს გრძელდება. ზუსტად ვიცოდი რო ასე იქნებოდა. ჰმ... ინტუიციას ეძახიან ამას, არა? ისეთი ალესილი მაქვს, მე თვითონ მეშინია.
ასეა, რაც ყველაზე კარგი მქონია ცხოვრებაში, ძაან ცოტა ხნით და მძაფრი შეგრძნებით, რომ მალე აღარ მექნებოდა. რა უცნაურია, იცი, რომ მალე ხელიდან გამოგეცლება და მაინც ვერაფერს შვები, იმიტომ, რომ დარწმუნებული ხარ, ვერაფერს შეცვლი. იმიტომ, რომ იმათ რიცხვს ეკუთვნი, ვისაც სჯერა, რომ fate is behind everything.
მერე იწყება – ალბათ ჩემი ბრალია, ის არ უნდა მექნა, ეს არ უნდა მეთქვა ან პირიქით, უნდა მექნა... რაც გემართება, ყოველთვის შენი ბრალია.
და მორჩა...

2 comments:

Dv0rsky said...

არა!

არაა ყველაფერი შენი ბრალი, რაც გემართება!

არა!

ხდება ხოლმე ისე, რომ სხვისი ბრალია, და იმანაც იცის, რომ მისი ბრალია, მაგრამ გამოსწორება უკვე აღარ შეიძლება...

ketketa said...

ჰო, ალბათ ეგრეც ხდება...