Wednesday, September 12, 2007

ადამიანი ადამიანისთვის დღეა...

კოპირაიტი დაცულია, გ.დოჩანაშვილი

:)

დღეა
ღიმილია
სიხარულია
სიყვარულია
იმედია
ნუგეშია
სიტყვაა
მოფერებაა
სიგიჟემდე მონატრებაა
უბრალოებაა
წამო კაცო, ორნი თმით ვითრევთ, წამოო–ა :)

ცუდიც ბევრია მარა არ ვფიქრობ ამაზე

რა იქნება მარტო კარგი რამერუმეებისგან რო შედგებოდეს ცხოვრება... რა მშვენიერი იქნებოდააა
არ მითხრათ ახლა ცუდიც საჭიროაო, ისაო ესაო, გადასარევად გავძლებ ცვალებადობის ეფექტის გარეშე, ზუსტად ვიცი:))

8 comments:

© said...

ქეთუსია! :)


ყველაფერი კარგად იქნება! შენ თუ არ გინდა ცვალებადობის ეფექტი - არც იქნება :) თუ გინდა - იქნება

და საერთოდ, იცი რამდენი რამეა ადამიანზე დამოკიდებული?! :D

აუ შონმა როგორ დაგიწერააა.... შე დონდლოოო! :) მაგრა ვიცინე :)

მაგრამ ასეთი ხარ და ასეთი ხარ საყვარელი ძალიან! :D

წერე წერე და ეცადე რომ ბევრი სიხარული მიიღო ცხოვრებისგან!

ketketa said...

ცის, ვგიჟდები შენს კომენტებზე:)

მართალი ხარ,ადამიანზე ბევრი რამეა დამოკიდებული:)ბოლო დროს რაღაცეებს ვხედავ იცი?:) კარგია:)

ხოოო, დონდლოც მიწოდეს!:))))))))))

მე რა უნდა ვწერო, სად ვწერივარ საერთოდ კაცო:))))) მარა სიხარული კი მინდა დალოცვილი:)

© said...

გენაცვალე! ! ! არ მოგაკლებ კომენტებს! :)

Anonymous said...

ქეთ, სულ ვფიქრობ და ვფიქრობ, რომელ ორგანოში ამუშავებ ამ უწყვეტ მზის ენერგიას, მე მართლა არ შემხვედრია ადამიანია, რომელსაც ამდენი მზის სითბო და ენერგია აქვს და თანც ესეთი ულევი :)

ketketa said...

ბუდული....

გავგიჟდი:)

ნუ, ნუ მეუბნები ეგეთებს კაცო, уж слииишком я идеальная получилась:)))

შენა და... რა საყვარელი ხარ, გასაგიჟებელი:) არასდროს არ ერიდები სითბოს გამოხატვას და ეს ძაან ადამიანურად, უბრალოდ გამოგდის, ყოველგვარი გაპრანჭვის გარეშე:)
იმიტო რო გულწრფელი ხარ:)
და მე შენ ძალიან მიყვარხარ :)

© said...

ისე, დაიცა, დაიცა! აკი homo homini lupus est-ო?! :D არააა?! :D

© said...

ტყუილია მაი ამბავი?! :D

ketketa said...

არა ბატონო, გვატყუებდნენ, მგელი კი არა დღეია დღეიიიი:)))))))

წაიმღერე, ცის:)))))))))