რამდენი უბედურებაა გარშემო...
აღარ შემიძლია რა
ადამიანებს ყოველ წუთს თავზე ენგრევათ ცხოვრება. აი უცებ. ქონდათ ცხოვრება და აღარ აქვთ ... აღარაფერი
ყველაზე ძნელია ნუგეშისცემა
რა გინდა რო ქნა, ან თქვა... რა ნუგეში... სადაა ნუგეში... ძალა გინდა საკუთარ თავში რაღაც, რო გადარჩე და არ გადაირიო, უნდა გინდოდეს, რო გადარჩე...
რას უძლებს ადამიანი, დაუჯერებელია
ხო განუზომელია სევდა და თანაგრძნობა გაუბედურებული ადამიანის მიმართ, მაგრამ ასჯერ ძლიერია იმის ფარული განცდა, რო ეს შენ არ დაგმართნია, გულში ისტერიულად რო იმეორებ 'ღმერთო დამიფარე, ჩემიანები დაიფარე, ყველა დაიფარე, მაგრამ .... ჩემები, ჩემები...'
და რა ბედნიერებაა, როცა რამის გაკეთება შეგიძლია... სულ პაწაწკინტელა ზრუნვა შეგიძლია უბედურ ადამიანზე. ნეტა ყოველთვის შეიძლებოდეს...
Monday, September 24, 2007
Subscribe to:
Post Comments (Atom)
8 comments:
ერთი კვირის წინ ისეთი საზარელი ამბავი გავიგე...
აი ახალციხეში რო აფეთქდა რაღაც...
ჩემი ახლობლები დაიღუპნენ
აუუუუ
გიგა...
არ გამაგიჟო ეხლა
შენი მეგობარი არ ცხოვრბს ახალციხეში???
იმათ დაემართათ რამე??
არა... აუ არა თქო თქვი...:(
აი, რა უნდა თქვა, რა უნდა დაწერო, ვის რა უნდა უთხრა....
ფიქროს ამბავი უკვე კულმინაცია იყო....
რატომ ხდება ამდენი საშინელება? ვინმეს შეუძლია ამიხსნას? გული მეკუმშება კი არა ხანდახან მგონია რომ ვეღარ გაუძლებს ამდენს
მაგრამ მართლა ყველაფერს უძლებს ადამიანი. მართლა. კარგია ეს თუ ცუდია - არ ვიცი, მაგრამ ასეა
მერე ცოტა მშვიდდები და ფიქრობ: მართალია, მართლა ისე უნდა იცხოვრო, თითქოს ბოლო დღეა შენი ცხოვრების. არაფერი არ გადადო მერესთვის, რისი გაკეთებაც შეგიძლია, რისი თქმაც შეგიძლია და საჭიროა. არ უნდა გაიხადო სანანებელად არაფერი. არ შეინახო არაფერი. რაც ამ წუთას გაგიხარდება - ის გააკეთე. ასიამოვნე სხვებს რამდენადაც შეგიძლია. გამოხატე სითბო აუცილებლად! ჩაეხუტე, თუ გინდა რომ ჩაეხუტო. მოეფერე, თუ იცი რომ მოეწონება. უთხარი რომ გიყვარს, თუ იცი რომ გაუხარდება.
გაუღიმე
გაიღიმე
ხვალ მართლა არ იცი რა იქნება. არა, პესიმისტური განწყობით კი არ უნდა აკეთო ეს! არა, პირიქით! დღეს უნდა იცხოვრო! სავსე ცხოვრებით! დღეს!
მართალი ხარ, ელის, მართალი...
მარა რო არ გჯერა რო საშინელება შენც შეიძლება დაგემართოს, ვერ წარმოიდგენ... და ამიტომ არ იქცევი ასე.
ამიტომ ვერ ხვდები, რა მნიშვნელოვანია, რომ ყოველი წუთი იმ წვრილმანებს დაუთმო, რაზეც შენ ლაპარაკობ... და ასე უაზროდ ფლანგავ დროს მერყეობაში, 'ვინ რას იფიქრებს, უხერხულია'–ში, მერე ვეტყვი–ში და ასე...
დედა ვატირე...
aqac.. gmadlobT TanagrZnobisaTvis. yvelaferi warmavalia..da rac ar gvklavs is gvaZlierebs. sul esaa.
ფიქრო, მიხარია შენი ნახვა აქ:)
მართალია, რაც არ გვკლავს...
linkebSi dagamate :)
გამიხარდა:))
მადლობთ:)
Post a Comment