Monday, September 17, 2007

პიპო–პაპოოო:))

აი რაც ყველაზე მაგრად მინდა გამომდიოდეს, იმაში ვარ დებილი. ეს რა ჭირი მჭირს?!

დღეს პირველად ვატარე მანქანა. ჩემი ბედი რა ვთქვი (ფუ რა ფრაზაა), ეს მასწავლებელი ისეთი მობლუჟუნე არსება გამოდგა, ნახევარი არ მესმის რაებს მიედ–მოედება. და რატომღაც თვლის რო ეგრევე უნდა გავიგო, რასაც მებლუჟუნება, ვაახ

რიყეზე ჩემებრ უვიცი, დაძაბულსახიანი გოგოები დააბორძიკებდნენ თავიანთ წილ ოპელ–ასტრებს. ერთი მგონი ჩემზე უარესი აღმოჩნდა, ისე ყანასავით მოატრიალა, ჰოდა ძერზკა გადავუსწარი:)) ჩემი ლიჩნი შუმახერი (ისე მაგას რა ვუთხრა) აღფრთოვანდა, ეს რა ტემპერამენტიანი მოსწავლე მყავსო:))

უცნაურია, მარა მე ველოდი რო ძაან ხალისიანი, დაუზარელი მასწავლებელი მეყოლებოდა, ამას კიდე ყელში აქვს ამოსული საწყალს, ორასორმოცდამეათიათასედ, დაღლილი, მონოტონური ხმით იმეორებს ერთსა და იმავეს:
– ცეპლენიაა ყველაფერი, მაგის გარეშე მოტეხავ, იპოვე ტოჩკა და ნელნელა ამოწიე, ჩააგდე, ამოაგდე, სარკე, რული.... ბლა–ბლა (სტილი დაცულია)
გულუბრყვილო ღიმილი არ შველის, ყელში აქვს ყელში! :))

ხვალ ისევ უნდა ვიჯახირო .... და მერე აუცილებლად ავტომატიკას ვიყიდი:))
სად შემიძლია ამ ძრავის ღმუილის კატეგორიების გარჩევა და ისა კიდე, ცეპლენიეს ტოჩკის (უიმმმ) ძებნა კანჭის კუნთებით.

6 comments:

Anonymous said...

აუ, მე მყავდა ძაან მაგარი მასწავლებელი. ისეთ რაღაცეებს იზახდა ხოლმე, რომ მე რამოდენიმეჯერ კინაღამ ავარია მოვახდინე გადაბჟირებული სიცილის გამო

ketketa said...

ლოოოოოოოოლ
შენი სიცილის პატრონი მაგრად გადარცენილხარ ნინ:)))))))))))))))))

Anonymous said...

"დღეს პირველად ვატარე მანქანა. ჩემი ბედი რა ვთქვი (ფუ რა ფრაზაა), ეს მასწავლებელი ისეთი მობლუჟუნე არსება გამოდგა, ნახევარი არ მესმის რაებს მიედ–მოედება. და რატომღაც თვლის რო ეგრევე უნდა გავიგო, რასაც მებლუჟუნება, ვაახ"

არ იდარდო ქეთ, ყველა ეგეთია, კინაღამ სახელი გკითხე ვინ არისთქო, მაგრამ მერე გადავიფიქრე, იმიტომ რომ ჩემ დასაც მასეთი ჰყავდა, ჩემს მეგობარსაც, ასე რომ არ იდარდო და რაც მთავარია ყურადღება არ მიაქციო, ეგ მაინც ვერაფერს გასწავლის, მაინც შენით უნდა ისწავლო, ლოლ

ketketa said...

ხო არა?:)) გამოცდა ხო უნდა ჩავაბარო ეს ოხერი, მაგაზე ვჩალიჩობ:))))

Anonymous said...

ეხლა უნდა გავაპიარო ჩემი მასწავლებელი - გურული ნუკრი. რომელიც გარდა იმისა, რომ კარგად მასწავლიდა, ძალიან სერიოზული სახით გასაოცარ რაღაცეებს ამბობდა ხოლმე და შენიშვნასაც მაგ ფორმით მაძლევდა. მართლა ისტერიულად ვიცინოდი ხოლმე მთელი საათი. რა ვქნა ეხლა, ტელეფონიც დავდო? :-):-)

ჩემს ერთ მეგობარს ვურჩიე, მაგასთან იარე თქო და არა, მე უფრო მაგარი მასწავლებელი ვიშოვეო. ხოდა წინა შაბათს მეხუთედ ჩაიჭრა გამოცდაზე:-):-):-) ახალი სტილი შეიმუშავა დასვენების, უკვე მერამდენე weekend-ს გლდანში ატარებს გამოცდაზე:-)

ketketa said...

:)))
აუუუ, ჩაიჭრაა?? ფუ ვეერ ვიტან ამ გამოცდებს რაა ოოოო

დღეს მეორე გაკვეთილი მქონდა, ვნახოთ რა, შეიძლება ვიფიქრო მასწავლებლის გამოცვლაზე და მერე მითხარი ნომერი :)))

აუ გურული ნუკრი:)))))))