არის ფანტასტიური დღეები, მშვენიერი, გადასარევი... ცოტა, მაგრამ არის :)
გუშინ ასეთი დღე მქონდა. ასე კარგად თავი იმდენი ხანია აღარ მიგრძვნია...
ჩემები
ჩემები
ჩემები :)
ძველი, შეჩვეული, თბილი ურთიერთობები
მეგობრები
ჩერეზ მეგობრები:)
ვიცეკვე დავარდნამდე :) სასაცილოდ, მაგრამ ძალიან გემრიელად:))
ვიცინე გულიანად, როგორც მიყვარს.
ჩემი ძალიან საყვარელი მეგობარი ყველაზე ელეგანტურ მამაკაცად დაასახელეს, ამაზეც ძალიან ბევრი ვიცინეთ, პირადად მე ძაან გამიხარდა და მესიამოვნა, მემგონი თვითონ დათაზე მეტადაც:)) ჩემი და 55 სხვა ადამიანის აზრი ერთმანეთს დაემთხვა და იმიტომ, ხო მაგარია:))
მოვინდომეთ და გავახანგრძლივეთ ეს მშვენიერი შეხვედრა, დილის სამამდე:) არა ნუ ფანტასტიური დღე იყო:)
დღეს მთელი დღე გაღიმებული დავდივარ.
მინდა ეს განწყობა სულ გამყვეს, აი სულ:)
მიყვარს ჩემი მეგობრები. იმიტომ რომ ყველაზე კარგები არიან. და იმიტომ, რომ მათთან ყველაზე კარგად ვარ, ის ვარ, რაც ვარ, და მათ ეს მოსწონთ:)
არაჩვეულებრივია...:)
Sunday, December 30, 2007
Subscribe to:
Post Comments (Atom)
11 comments:
ეს ის დათაა, მეც რო ვიცნობ?
სინამდვილეში დათო რომ ქვია, მარტო შენ რომ ეძახი დათას, და ყველა დანარჩენი ვაბშე სხვა სახელს რომ ეძახის?
თუ ეგაა, მაშინ სავსებით სამართლიანად აურჩევიათ ყველაზე ელეგანტურ მამაკაცად :)
ჰაჰაააა, ისაა დვორსკ:))))))
ძაან სახალისო იყო, აღელვებული იდგა სცენაზე, ოსკარით ხელში (ფხუკ:))და მადლობის სიას კითხულობდა..
ჰაააააარც:)))))))))))))
არა, ძაან სახალისო იყო მართლა, რო გნახავთ, გიამბობთ:)
გამომაჭენე ხო?
აქაც :))))
ოსკარი კი არა სათამაშო პინგვინი იყო ის :)))))
მართლა კააათ გავერთეთ. ლექსითაც ბევრი ვიხალისე და შენ ხო ვაბშე, არ დამჯდარხარ მგონი, და მერეც ხო ნელა ნელა გადავამშვიდეთ ეს შეხვედრა სხვა ატმოსფეროში
:))
ხოო, გადავამშვიდეთ, სწორედ:)
რა კარგი იყო:)
Estar muito contente, crescenet, muito!:)
ja meu Portugese es mau:)) pois estudar:)
mas...obregada:)
saudade...
What's up, buddy?:)
მოწყენილი ხარ, დვორსკ?
ხო, ”პრაზდნიკებზე” სულ ეგრე ვარ :)
და ისა, მომწონს პორტუგალიური/ბრაზილიური ენა...
:)
მეც:)
ორივე სთეითმენთზე მეც :)
პრაზდნიკებზე უცებ მოვიწყენ ხოლმე და პორტუგალიურზე ვგიჟდები :)
მაგრა ვიხალისე, ისე სულ ნატრობდა შონი ოკსკარით ხელში როდის გადაუხდიდა მადლობას თავის ახლობლებს და ა ბატონო კი აუცხადდა. გაიხარეთ თქვენ ამისთვის.
Post a Comment