Thursday, July 19, 2007

დღე, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის...


ეს ფრაზა მიყვარს უსაყვარლესი და უსაოცრესი ასტრიდ ლინდგრენის გადასარევი მოთხრობიდან და ყოველთვის, როცა ძალიან კარგად ვგძნობ თავს, თავისით ამოტივტივდება ხოლმე გონებაში.
– დღე, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის, ჩაიბუტბუტა ამ მოთხრობაში პელემ და კბილებმომტვრეული სავარცხელი სანაგვეში გადაუძახა, არ ღირს არდადეგების გაფუჭება იმაზე დარდით, რომ ყოველი დღე უფრო გაახლოვებს ქალაქში დაბრუნებასთან...
არ ღირს მართლა განწყობის გაფუჭება იმაზე ფიქრით, რომ ყველაფერი ისე კარგად არაა, როგორც შენ გინდა. იცხოვრე ისე, თითქოს ეს დღეა მთელი შენი სიცოცხლე, გიყვარდეს და იღიმოდე, იყავი კეთილი, გჯეროდეს რო ლამაზი ხარ და დიდხანს დიდხანს არ დაიძინო, რო არ ინანო ძილში დაკარგული წუთები... რა სენტიმენტალური ვარ დღეს, არა?:)
უცნაურია, გუშინ კინაღამ გარდავიცვალე მოწყენილობისა და დარდისაგან, დღეს კიდე მეჩვენება რო... ფიჰ, ჯეკ, ჩვენ რო ვიცით ის ფრაზა, ხო?! :)
დღეს ჩემი ორიოდე საცოდავი პაროლი სასიამოვნო გაფანტულობის გამო ერთმანეთში მერევა:)
ვინც ნერვებს მიშლის ხოლმე საერთოდ, სრულებით არ მაღელვებს
მუსიკას განსაკუთრებულად აღვიქვამ, კანით, ღიმილით, სულ მეცეკვება
დღეს ჩემს ყოფილ დეგენერატ შეყვარებულს ალბათ გულწრფელი ღიმილით მოვიკითახვდი, სახლში როგორ ხართ–მეთქი :))) (ნუ ალბათ ხო დავწერე:))))

მარა იცით რა? გავა ორიოდე წუთი და ამ პოსტის ამოძირკვა მომნდება აქედან, ზუსტად ვიცი...:)
ეს მომენტალური მეტამორფოზებია რო მკლავს:)

4 comments:

© said...

carpe diem! ket! :)

ketketa said...

ეეეელის:)
carpe carpe:))))
слышу слышу:)))))))))))

Anonymous said...

ხედავ ქეთ, ორიოდე წუთიც გავიდა და მეტიც, ალბათ აუცილებლად მოგინდა ამოძირკვა, მაგრამ არ ამოძირკე, ეს უკვე კაია, ძალიან, ძალიან კაია

ketketa said...

ძალიან მაგარია ბუდულოკო, ძალიან!! არ მომინდა ამოძირკვა:))) დაუჯერებელია მარა არ მომინდა:)))