საოცარი ფოტოა არა?
დიდხანს ვუყურებ ხოლმე ამ ფოტოს, ძალიან მეტყველს ჩემი აზრით... და სულ მინდა მოვახერხო და მიახლოებით მაინც ამოვთქვა სიტყვით, რასაც ვფიქრობ და განვიცდი, როცა ვკითხულობ მიგელ დე უნამუნოს...
დიდხანს ვუყურებ ხოლმე ამ ფოტოს, ძალიან მეტყველს ჩემი აზრით... და სულ მინდა მოვახერხო და მიახლოებით მაინც ამოვთქვა სიტყვით, რასაც ვფიქრობ და განვიცდი, როცა ვკითხულობ მიგელ დე უნამუნოს...
უცნაურია, დავასკვენი, რომ იმაზე ლაპარაკი, რაც ძალიან მიყვარს, რაც ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ძალიან მიჭირს. არა, მიჭირს ალბათ სწორი სიტყვა არაა, უფრო არ შემიძლია, მგონია, ამით ვაფუჭებ ყველაფერს, იმიტომ, რომ ისე ვერ ვიტყვი, როგორც მინდა...
მარა რო ვერც ჩუმდები??
ძალიან ცოტა მჭირდება იმისთვის, რომ მოვიხიბლო ადამიანით. არ ვიცი ეს კარგი უფროა თუ ცუდი. თუმცა ამ შემთხვევაში ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. უნამუნოთი რო მოიხიბლო, სულ არაა აუცილებელი ადამიანებით მოხიბვლის განსაკუთრებული, სენტიმენტალური ნიჭი გქონდეს.
რაღაცეები წავიკითხე მის ცხოვრებაზე, და კიდევ უფრო მოვიხიბლე. თურმე კაცი, რომელიც ღმერთივით წერს, ჩვეულებრივი ადამიანი ყოფილა, ჰყოლია ათი შვილი, მათ შორის ერთი გარდაცვლილი მენინგიტით, ამით გაუბედურებული კიდე მთელი ცხოვრება ნატანჯი და დევნილი, იმის გამო, რომ ბასკი იყო, იმის გამო რო პიტალო შუბლიან რეგვენებს უპირისპირდებოდა, იმის გამო, რომ რომ რომ... სიკვდილმისჯილი შინაპატიმრობაში მოკვდა... აი ამ საშინელი სიტყვის სასტიკი მნიშვნელობით... მაინც არავინ არ იცის როგორ, ბურუსითაა მოცული მისი გარდაცვალების ამბავი. ფრანკომ მის სიკვიდილით დასჯას მოაწერა ხელი, მაგრამ არ აღასრულეს, სკანდალის თავიდან ასაცილებლად და ოთხ კედელში გამოკეტეს (!)
ბოღმა დაგახრჩობს ადამიანს...
საოცრად უბრალოდ, ადამიანურად, გენიალურად წერს ყველაფერზე, რაც მართლა ხდება ყველას და ჩემს ცხოვრებაშიც, რაზეც გგონია რო შენ თვითონაც დაწერდი... რაზეც ამ საცოდავი პლანეტის ბნელი ნახევარი ვერასდროს გაბედავდა გაეფიქრა, არათუ ღიად ეთქვა, იმიტომ რომ დოგმებში იხრჩობა, იმიტომ, რომ დუმბაძისა არ იყოს, შუბლზე აწერია "ВХОДА НЕТ", მიდი და შეაგნებინე რამე... შეეშინდა ბლენ (!) ხალხს და მოკვეთეს...
მე არასდროს მიცდია ძალიან აკადემიურ–ფილოსოფიურად მივდგომოდი უნამუნოს ნაწერებს, ვერ შევძლებდი რომც მეცადა, მემსჯელა, რომელი მიმდინარეობის ფილოსოფოსი იყო რეალურად ეს კაცი, მემსჯელა ხმამაღლა მის არაჩვეულებრივ გმირებზე... მე ვინ ვარ რო? სად შემიძლია? მე ჯერ კიდევ სიმუნჯის ფაზაში ვარ, აღფრთოვანებისგან გამოწვეული სიმუნჯის, ალბათ ასეც დავრჩები. ოღონდ კიდევ წავიკითხავ, ათასჯერ და ათიათასჯერ.
მებრძოლი, ტემპერამენტიანი, თავისუფალი, სიყვარულის უნარიანი და სევდიანი მიგელ დე უნამუნო... და იუმორი?? საოცარი, ინტელექტუალური, სვეტსკი:)
წაიკითხეთ "ჩემი რელიგია"
ლიბ.გე–ზე აღმოვაჩინე, გაიხარონ მაგათ.
4 comments:
ხოოო, აი უმაგრესია, ბურუსი, და რამდენი ეპიზოდი და ფიქრი,რ აც მთავარია, სიეტი კი არა განზოგადებული და ,,გაზეთივით მოლაპარაკე'' არა სჰენნაირი ფიქრი, აი ეგეთი რამეები ვიპოვე ბურუსში, და კაკრაზ მინდოდ ამეკითხა რო ისა, რამე იქნება გაქვს და ან მატხოვო ან თუ ელექრონულია გამოუშვათქო.
და ეს დიდი ადამიანები გააგრძელე და მეტი წერე...
:)
მაქვს ბურუსთან ერთად "აბელ სანჩესი" და "წმინდა მანუელ სათნო, წამებული", ერთ გამოცემაშია.
დიიიიდი სიხარულით გათხოვებ, არაჩვეულებრივია ორივე, ნუ აი გენიალური:)
ელექტრონულებს ვეძებ, ლიბ.რუ–ს არაფერი აქვს, და ლიბ.გე–დან ლინკი დევს პოსტში – "ჩემი რელიგია".
ვეძებ, მექნება რამე – გამოგიგზავნი:))
ხო იცი, დრო მინდა მოვიხელთო და სიმშვიდე რო რაღაცეები დავწერო არაჩვეულებრივ ადამიანებზე...
მათხოვე რა, შვებულების ჟამს წავიკითავ
წამოვიღებ ხვალ და თუ გინდა ჩამოირბინე ჟამსა თავისუფალსა:) შაბათკვირას გავდივარ ქალაქიდამ, თორე სახლშიც კი შემომივლიდი:)
Post a Comment