ამ კორდორში გაიმართა ჩვენება გუშინ...
ორასიათასი მოდელი ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევდა, ძაან ამბავი იყო:)
მე გავძვერი როგორღაც ამ ორმეტრიან გოგოებში, კიდე კაი მონაწილეებში არ ავერიე ორგანიზატორს (ფხუკ:))), კარი რის ვაივაგლახით ჩავკეტე და წითელ ხალიჩაზე რვიანებით, ჩქარჩარა გავიტკარცალე, გავხსენი რა...:))
დილით მოვედი, მანეკენებს რაღაც გაუგებარი მაისურები აცვიათ და გაურეცხავი ორასიათასივე ღვინიანი ჭიქა მაგიდაზე ჩაუმწკრივებიათ, უიმმმ
ტუალეტებში ყველაფერი დალეწილია, დამლაგებლები გაოგნებულები დადიან და ბუზღუნებენ: სარანჩა...
დეფილე კი არა ერაყის ჯარის წვრთნები ჩატარდა მგონი და გვატყუებენ რაღაცას...
პ.ს. ეს ფოტო შემოსევამდეა გადაღებული:)
2 comments:
სადაა ჰოლოგრამა?! :D
უხ, შემიყვარდა ეს ადგილი :|)
და სიამოვნებით შემოვდივარ ყოველ დღე :)
როგორ მიხარია რო ასეა!!!:)
დონდლო დილა იყო და ძაან გამახარა შენმა კომენტარებმა, ჩემო კარგო:):)
Post a Comment