ღმერთო, როგორ მიხმობს უსაქმურობა! პირდაპირ შეპყრობილი ვარ შვებულებაზე ფიქრით:) მულწიკებში როა, რაიმე მომაჯადოებელ სუნს რო მიყვება ტრანსში ჩავარდნილი მულწяშკა, აი ისე ვარ, დასვენებაზე ფიქრი ლივლივებს ჰაერში (რათქმაუნდა ზღვისკენ მილივლივებს) და მე მივყვები:)) აი ჩემი მეგობარი თამუნია უკვე იქაა, მართალია ხანდახან ეშლება და სხვის სახლებში შერბის, ვერანდაზე ჯდება და გაბრაზებულს უკვირს, სად არიან ჩემებიო, მარა მაინც:)) [ფოტო თამუნიას გადაღებულია გონიოში]
ზღვა და სულ სხვანაირი ცა, მზეც ისეთი სხვანაირი – ზღვური, არავითარი დაძაბულობა, არავითარი 'ოო, დღეს რა ჩავიცვა?!', სრული თავისუფლება, სიცილ–კისკისი და ცურვა ლაყუჩების ამოსვლამდე!
ფაქტიურად სამოთხის ტოლფასია...
დღეს დილით რაღაც უსიამოვნოდ მწვანე ტაქსიში ვიჯექი (ჟიგული!!) და ვფიქრობდი, როგორ მოვკვდებოდი, რა მრჯის რო ასეთ ბნელ–ბნელ რამებზე ვფიქრობ ნეტა?? ეტყობა ტაქსის ბრალი იყო, თან არდაიდარდო ქონდა ჩართული.... აშკარად ამის ბრალი იყო...
ეს ტაქსის მძღოლები საერთოდ განსაკუთრებული კასტაა. მე და ტაქსის მძღოლებს ასევე ძაან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. არიან ჩემს ცხოვრებაში უბნელი ტაქსისტები, ამოჩემებული ტაქსისტები, აუტანელი მაგრამ–რატომღაც–ჯინაზე–მეტი–ტაქსი–რო–არ–დადის–დუნიაზე–იმ–დღეს აი ასეთებიც, ჩემი პირადი ცხოვრებით დაინტერესებული ტაქსისტები, რომლებსაც უფასოდ დავყავარ (!! მარა თავს ვარიდებ, მერიდება) და ასე...
აბა კიდე ვის აქვს გაძეძგილი ბუმაჟნიკი ტაქსის მძღოლების სავიზიტო ბარათებით?:)) ავთო, თემო, გარსევანი... და ელოდებიან, ელოდებიან როდის დავურეკავ და რაც შეიძლება შორ მანძილზე წაყვანას ვთხოვ, თან ისე რო ფასს არ ვიკითხავ (ამის ინსტინქტი ნულზე მაქვს, ოღონდ შტერი ვარ და არა მდიდარი:)), ესაა ყველა ტაქსის მძღოლის ფარული ოცნება:))
ოოო, სანატრელო შვებულებავ...
Wednesday, July 11, 2007
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
ჰაჰააააააააა, ძაან მაგრაი, მე მაქვს ტაქსისტებზე მაგარი რაღაცეები, ტაქსისტები და მათი სიტორიები,
ერთხელ ერთი ტაქსისტი ისე გაერთო წყნეთში ერთი მდიდარი ქალბატონისა და მისი დაუვიწყარი ღამის (ამქ ალის დაჩაზე, ქმარი მოსკოვშ იყო) ისტორიის მოყოლით რო ქალაქს 2 კრუგი დაარტყა, არადა იქვე მივდიოდით..
და ტქვენ მუზა მოტელზე არ იცით საოცრება...
მოკლედ ტაქსისტები ოვა....
მაგარი ნაროდია,
ლოოოოოოოოოოოლ
გადავვარდი:))))))))))
აუ ბექგრაუნდი ფრჩხილებში რო ჩაგიწერია:))))))))))))))
ვეცემი შენზე რა:))
ოჰ, ტაქსისტები არ თქვა არა, ნაროდ აბალძენნი:))
Post a Comment