ადამიანის უგუნურებას საზღვარი არ აქვს. ანუ შეიძლება წარმოუდგენელ მწვერვალებს მიაღწიოს ადამიანის უგუნურებამ, თუ ხელი არ შეუშალეს... როგორც წესი, ვერ უშლიან ხოლმე. ხანდახან იმიტომ, რომ შეუმჩნევლად, მზაკვრულად, მიღოღავს უგუნურება მწვერვალებისკენ და ვერ ამჩნევ, ვერ წარმოიდგენ რო ეგეთი რამე შეიძლება მოხდეს და იმიტომ. ხანდახან ამჩნევ კი არა, ცხვირწინ ხდება ეს ყველაფერი და გამწარებული ხელ–ფეხსაც იქნევ, როგორმე რომ წინ გადაუდგე, მარა გადაგჯეგავს, ბნელი ტიპია, პიტალო შუბლით მოარღვევს და იმიტომ...
ერთ ძალიან კარგ ადამიანს ისე ატკინეს ახლახანს გული... დეტალები დღეს გავიგე და შოკში ჩავვარდი... უგუნურად, ბნელად, უდონოდ, ბოროტულად, მდაბიურად, არაკაცურად ბოლოსდაბოლოს. აი ასე ატკინეს.
რა უბედურებაა. რა სჭირს ამ ხალხს...
Tuesday, July 3, 2007
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
ჰო...
ხდება ხოლმე ქეთ, არც ისე იშვიათად ხდება. ხშირად დაუმსახურებლად, ხანდახან - დამსახურებულად... რა ვიცი, რა ვიცი....
სამწუხაროა, მაგრამ.
გისურვებ რომ არც შენზე გამოგეცადოს და აწი არც შენს ახლობლებზე გაგეგოს, არავიზე...
ხო, დამამძიმა პოსტმა...
ხოო... დაგამძიმებდა, ცის, მაპატიეთ მძიმე პოსტების გამო...
გვაშოროს ყველას, შეძლებისდაგვარად...
არა უშავს ქეთ, შენ არაფერ შუაში ხარ, რეალობაა და აბა სულ კარგი რაღაცეები არ ხდება სამწუხაროდ და რეალობაზე ხომ უნდა წერო?
ხო, და მოკლედ იმას გეუბნებოდი რომ კარგია, ბლოგი რომ გააკეთე :)
რა ძალიან კარგი გოგო ხარ, ცის:)
ძალიან კარგი:)
:) ketket! :)
Post a Comment