Thursday, July 26, 2007

იურმალა მაგათ და დოზანა...

ისეთი ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა ჩვენს ცხოვრებაში, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო. გუშინდელი დღიდან დაწყებული მთელი ხუთი დღე იურმალაში მსოფლიოს 18 ქვეყნიდან ჩასული ახალგაზრდა მომღერლები/მომღერლობაზე მეოცნებენი ტალანტებს დააფრქვევენ ანუ პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ მაგარი დარხეული გვაქ:))
გუშინ იყო გახსნა, ოსკარის ცერემონიის წითელი ხალიჩებით, ოსკარის ცერემონიის მუსიკით, ოსკარის ცერემონიისთვის დამახასიათებელი "ნაეზდებით" სცენაზე და დარბაზში, რუსი წამყვანებით (ქსენია, ლერა, სერიოჟა და კიდე მეოთხე ყმაწვილი), გაუგებარი არსებებით შემდგარი ჟიურით და ფესტივალის სულ მთლად გადასარევი მუზით (!! whatever this means...) – ალა ბარისოვნათი...
უჟასი ამით მხოლოდ დაიწყო:)
ცისფერ რუშებიან პარაშუტში გამოწყობილი მუზა ისტერიულად დარბოდა სცენის გასწვრივ და ჩახლეჩილი ხმით მღეროდა რაღაცას, მერე დარბაზში ჩავიდა, ის ხომ ისეთი საყვარელი და განუმეორებელი და პოპულარული და ყველას–რო–უყვარს–ისეთი–და–ოღონდაც–ახლოს–გაიშრიალე–ალა–ბარისოვნა–შენ–გენაცვალეა, ხოდა ეგრე ქნა, გაიშრიალა დარბაზში, დარბაზს სახე გაებადრა და ფეხზე წამოდგა და კიდევ ერთხელ იგრძნო რა ბედნიერია, რო ალა ბარისოვნა ყავს...
ჰოდა გაივსო, გაივსო სცენა ერთიმეორეზე საშინლად ჩაცმული, გრძელ და გაბურძგნულთმიანი ხალხით. ისინი მღეროდნენ ორაკორდიან საცოდაობებს, რიტმში, თავის ქნევით და მდაბიო ანტურაჟით, სრულიად უსაფუძვლოდ შთაგონებული სახეებით... ძალიან მძიმე სანახავი და კიდე უფრო მძიმე მოსასმენი იყო, ღმერთმანი
ეს რა უბედურებაა... ეს რა დოზანაა...
და ჩვენ? რო ვჩალიჩობთ თავი წარმოვაჩინოთ ამ კონკურსზე, თავს რო ვიკლავთ, ტყავიდან ვძვრებით, რო გონებაშეზღუდული იგორ ნიკოლაევის გული მოვიგოთ ... ვაბშე არაა სასაცილო, აი ვაბშე.
არ მესმის რა მოვლენაა საერთოდ, ეს რა ჭირი გვჭირს??

6 comments:

Anonymous said...

მდას.
ქეთ რაღაც ძაან ჩაღრმავებიხარ ამ ყველაფერს და ღიირს კი? კაი რა ჩემო მზის გულიანო საყვარელო ქალბატონო, განა ესეთი სერიოზულია ეს ყველაფერი? იხალისონ მათ ვისაც უნდათ და ეს მხოლოდ მანდ არ ხდება, ნებისმიერ ქვეყანაზე და ნებისმიერ წითელ ხალიჩაზე, სანთლით საძებნია გემოვნება :)

ketketa said...

ჰაჰაააა:)))
ხოო, არც ისე ძაან, ბუდულიკო მარა მაინც მართალი ხარ:))
სადაა გემოვნება სად??
არ არი, მოკლეს გემოვნება 81–ში:)))))))

Anonymous said...

კაი ქეეეთ. რა ქნან. ისე, ნერვების დაგლეჯამდე საცოდავი გოგო რატომ გაუშვეს საქართველოდან. რატომ გამოტენეს იმ საოცარ მელნისფერ კაბაში მუთაქასავით და საერთოდ რატომ, რატოომ? ბანძები ვართ? ე.ი. ვართ რააა.

მე ერთადერთი ბიჭი მომეწონა იმ ფესტივალზე თუ კონკურსზე - პრიბალტიკელი ერგლისი - მშვიდად და სწორად მღერის და სიმპატიურიცაა.

ketketa said...

მაგათაც რა ქნან, არა?:)))))
ხო, ჩვენ საოცრება მოვახდინეთ ისე, საქართველოში მელნისფერი მუთაქები მღერიანო, არ იფიქრებენ?:))))
იფიქრებენ და იფიქრონ, მაინც მაგაზე უარესებს ფიქრობენ საქართველოზე, ფანტასტიკის სფეროდან :)))

Anonymous said...

აი ასე მაგრად დანახული იუმალა ჯერ არ მინახავს, ტავტოლოგიასავით გამოვიდა...

ხო ეგაა მტელი ეს სვეცკი იურმალა რა, და თავს რო იკლავენ ესენი, აქ რო აი ისა და ესა და ისა და ესა, და საქართველოს წარმომადგენელი... და ეს გოგო.

და აბა ჭაბუა ამირეჯიბი ვინაა თუ ეგ საქართველოს წარმომადგენელია?


მოვუტყან სვეცკი კამპოტი, ამრა ეს კანონზომიერია და ასე უნდა იყოს


da NINO–ს ამან დაგლიჯა:
მე ერთადერთი ბიჭი მომეწონა იმ ფესტივალზე თუ კონკურსზე - პრიბალტიკელი ერგლისი - მშვიდად და სწორად მღერის და სიმპატიურიცაა.


სწორად რო მრერის ტიპიდ ა მშვიდად და მაგარია უკვე საოცარია :))))))


მაგარი ჩულანი გაქ ქეთევან

ketketa said...

მისიე შონ პენ, ფრიად გამახარეთ თქვენი გამოჩენით:))

აუუ, მოგწონს ჩულანჩიკი, დათა?:) მი–მი–მიიიიხარია:))