Monday, November 26, 2007

ქოლგა არა გაქვთ, ქოლგა?? ან კალოშები??

მზიანი ამინდი ორშაბათს – ეტა გუმანნა. განსაკუთრებით სამდღიანი დასვენების შემდეგ.
ნეტა იმ დღეს მაინც გამოსულიყო ეს დალოცვილი მზე, გიორგობას, არ ეწვიმა მაინც... ეს რა ვნახე. პარლამენტის წინ სცენა – ატლანტის ოკეანე – და ზედ საცოდავად მოცეკვავე ბავშვები. დავიწვი ცოდვით. ნაბიჯს რო ზომავდნენ :) ასე ფრთხილად ნაცეკვი ხორუმი კი არა სამაია არ მინახავს. რა უბედურებაა. ნუთუ არ შეიძლება იმის დაშვება, რომ შუა ნოემბერში შეიძლება იწვიმოს, და ჯობია თადარიგი დაიჭირო, თავზე რო მთელი ჩანჩქერი არ დაგეშვას. მითუმეტეს რომ შარშან ზუსტად იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ოღონდ მაშინ კი არ წვიმდა, შადრევნები გადაირივნენ უბრალოდ...
საოცარი სანახაობა იყო, ღმერთმანი... საწყალი მოცეკვავეები.

აღარ შემიძლია ეს კონცერტები. სულ ერთი და იგივე, აუუუუ, მოწყენილობისგან მოკვდება კაცი რა...

3 comments:

© said...

ქეთ, რატომ აღარ წერ? :(

წერე, რა :)

ketketa said...

ეეელის:)

რავი, გავიყინე ერთ ადგილას... და ვეღარ ვიძვრი...

Anonymous said...

ცუდ ხასიათზე მაყენებს ეს სახალხო კონცერტები და გაწამებული მომღერალ-მოცეკვავეები.