Wednesday, October 10, 2007

დიდი ადამიანები (ნაწილი V)


არ მჯერა, რომ რომელიმე ასაკში ასტრიდ ლინდგრენს ვეღარ წავიკითხავ :)
ყველაზე დადებითი, ყველაზე ნამდვილი და მშვენიერი ემოციით მავსებს... ყოველთვის მაგრძნობინებს, რომ რაღაცა დებილობების მიღმა, რაც ყოველდღე ნერვებს გიშლის, არსებობს ... სახლი, სიმშვიდე, სიმყუდროვე, ბავშვობა, რომელიც შეიძლება სულ არ გავს იმათ ბავშვობას, ვიზეც თავის წიგნებში წერს, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა:)
და ისე მინდა რო ყველას უყვარდეს... ძალიან მინდა. ოღონდ უყვარდეთ... :)
თუ გულში ჩაგისახლდა სამუდამოდ, თუ იგრძენი, რო სამუდამოდ გეყვარება ძველი ჭრელი წიგნი, მისი სუნი, გაქექილი ყდა, ილუსტრაციები, თუ საყვარელ ადამიანებს, ნივთებს, ცხოველებს გმირების სახელებს არქმევ და ყველას ბედნიერი უყვები რატო იქცევი ასე.... ესე იგი ყველაფერი რიგზეა :)

2 comments:

Anonymous said...

ხო, ქეთ. მეც მასე მიყვარს ზუსტად ასტრიდ ლინდგრენი, თავისი ბიულერბიუთი, კეპუკათი, პეპის ბლითებით და კარლსონის შებრაწული გუფთებით. მაწანწალა რასმუსით და კალე ბლუმკვისტით, ევა ლოტას ბაღში გაშლილი ლევკოინებით და ზარმაცად მობზუილე ფუტრებით.

ketketa said...

აუუ, იცი როგორ ველოდი შენს კომენტარს, ნინ??:)

რა თბილად თქვი... უუჰ, მეც მეც მეც:)