Tuesday, July 22, 2008

მექნება რამე, გამოგიგზავნით...

დღის ყველაზე საყვარელი ნაწილი პრინციპში მეორე დღის დასაწყისში დგება ჩემთვის. ვგიჟდები შეჩვეულ რაღაცეებზე... გვიან ღამით ჩემს მინიატურულ ოთახში კომპთან სკამზე უკუღმა ჯდომა ამოჩემებული დახეული ჯინსით, საყვარელი მუსიკით ყურებში, ბოდიალი ბლოგებზე, დღის განმავლობაში ოფისურ–აკადემიურად შეკრული თმა ბოლოსდაბოლოს ადამიანურად გაშლილი, აქა–იქ საყვარელი ფრაგმენტები ჯეი ლენოს შოუდან და გულიანი სიცილი ერთი სიამოვნებაა.
ადამიანური რაღაცეების კეთების back-up ვარიანტიც მაქვს, ნაჩნიკი თავთან და ამოჩემებული 'ფორსაიტების საგა'. ძაან ბედნიერად ვგრძნობ ხოლმე თავს, როცა ბოლოსდაბოლოს სრულიად აუჩქარებლად, ძალდაუტანებლად ვაკეთებ ჩვეულებრივ, ადამიანურ, საყვარელ რამეებს. ადრეც დავწერე მგონი, შერყეული ვარ ამ ნიადაგზე. ახლა საერთოდ დაუჯერებელი რამე მელის, თითქმის მთელი აგვისტო დასვენება, ჩვეულებრივი ადამიანივით, რომელიც დილით აუჩქარებლად იღვიძებს, და მთელი დღე მშვიდად, სვეტსკა იმას აკეთებს, რაც უნდა. ბოლო რვა წლის მანძილზე გადაბმულად ერთი კვირა თუ მქონია ასეთი ბედნიერება. ერთი კვირა ძალიან ცოტაა, სასწაულად ცოტა, სანამ მიხვდები, რო მშვიდად შეგიძლია იყო და დაისვენო, უკვე გასულია და სამსახურში უნდა წაეთრე.
არ მინდა ეს იდიოტური სამსახური, მესროლეთ თუ გინდათ.
მინდა ვუკრავდე გიტარაზე და ვმღეროდე, და ვიყო თავისუფალი, და წავიდე რიოში და ზღვისპირას ბოსანოვას ვღიღინებდე და ყველგან ყველასთვის ყველაფერი იყოს კარგად, და მე ეს ვიცოდე და მშვიდი სინდისით ვიყო ასეთი უსაქმური და ეგოისტი აგული ერისთავი:)

14 comments:

jaco said...

შენ თერაპია და მასტერკლასები აღარ გჭირდება!:)

ketketa said...

:)) მე მჭირდება გიტარა:)

© said...

არ გესვრით, არა! აი პირველი ვინ აწევს ხელს და ესვრის ქეთას იმიტომ რომ არ უნდა სამსახური და უნდა მშვიდად და ბედნიერად და გაღიმებულად ცხოვრება, თან მშვიდი სინდისით მხოლოდ იმის კეთება, რაც სიამოვნებს და უყვარს და იქ, სადაც უნდა

მეც ძალიან მინდა, უძალიანესად , ვიქნები მეც ევგენი, ტო ესწ აგული! :)))))

ნუთუ არ შეიძლება? აი, რატოოომ, რაააააააატოოოომ?!

(იმიტომ. რადიო 105 - ასე უნდა მიპასუხოთ ახლა :)))) )

ketketa said...

:)))))))))) ცის, გაკოცე ძაან მაგრად:))))))))))))

© said...

მპუ მპუ მპუ მპუ და კიდევ ერთხელ მპუ/მპა! :)))))

jaco said...

ამ მპუ-მპა კისებში ზედმეტი ვარ?:D
გიტარა კარგიაა! მეც მინდა ხოლმე გიტარა სამსახურში და სახლში კიდევ არ ვარ არასდროს:(((

ketketa said...

:))
შესვენებაზე უნდა დაუკრა ხოლმე გიტარაზე, რატომაც არა, მრავალფეროვნებისთვის, დანერგე ეგეთი მიდგომა:))) ხო იცი, ეგრევე მოდაში შემოვა:))

jaco said...

:)))
not a bad idea ხო იცი:)

© said...

:))))))))))))

ცოტა ხანში შემოდით ჩემთან, მაგარ ლინკს დავდებ ;)

ketketa said...

მოვალ და წამოვიღებ:))))))))

© said...

ოკ, ჟდუ! შთაბეჭდილებებსაც ველოდები :)

Alucard said...

shemomiare.:)
momcons sheni blogi.

sabaha said...

მეც მინდა გიტარა :(((

ketketa said...

alucard, მიხარია, რომ მოგწონს ჩემი ბლოგი:)
შემოვიარე და პირდაღებული ვკითხულობ შენს ნაწერებს, რა მაგარია:)