Thursday, August 7, 2008

ლუქსემბურგის სასახლე

Source: Wikipedia
წარმოგიდგენიათ? ამ ხალხს ალბათ ყოველდღე შეუძლია, მოვიდეს ამ ადგილას და მზის ჩასვლას უყუროს.
ნამდვილი თუა არც მგონია. რა ლამაზია...
ხალხის თვალიერება მიყვარს სურათებზე, განწყობების გამოცნობა. ამათ დავუვლი ახლა და გავერთობი:)

1 comment:

Anonymous said...

ქეთუ, ეს მსოფლიოში უმშვენიერესი და უწყნარესი ადგილია, ზიხარ, თბილი მზეა, ფეხები მეორე სკამზე, ვიღაც ფრანგები დადიან და ულამაზესი პატარა ბავშვები ჭყლოპინებენ (ეს პირადი მოგონებაა), ქაღალდის პაკეტით, ბაღის მოპირდაპირე მხარეს, ნამდვილი მხიარული პარიზელის გამომცხვარი ბლინები გაქვს და ელოდები... არა არ ელოდები... რაღაც თავისთავად, ბინდდება,,, მაგრამ სითბო, თავისებური რჩება.... შეგრძნება გაქვს რომ მთელი წლის განმავლობაში ასეთი სითბოა....