Thursday, November 6, 2008

Just moving on

ან რატო დავკეტე, ან რატო გავაღე
– ის პირველი ორი ან რატო მოიყვანა ან რატო გაუშვა:)) [შ.ქ.]

რაღაცეები ხდება. რაღაცეებზე წერენ და კინოს იღებენ, სპექტაკლებს დგამენ. მარა დაძველდა თითქოს ყველაფერი არა? რაღაც ეგეთი გრძნობა მაქვს. მაწუხებს თქო ვერ ვიტყვი, მე ხო მეძველმანე ვარ, მეძონძია:) ყველაფერი ძველი მიყვარს, შეჩვეული. მარა მირჩევნია რო? რო შემედარებინა, აი გამებედა და რამე ახალი მექნა ჩემს მინიატურულ ცხოვრებაში, იქნებ გადამეგდო კიდეც ის უძველესი ბლოკნოტი დებილური ნახატებით, ან ოთახში რამე გადამეადგილებინა, ან თმა შემეჭრა თამამად, ან უფრო მაგარი რამე – წავსულიყავი საზღვარგარეთ! ჩემი მეგობარი სულ მიმტკიცებს, რომ ეს ნაპერწკალი არის ჩემში სადღაც შიგნით, ოღონდ არ ვიყენებ. იმიტო რო რა? დებილი ვარ (გოგი გვახარიას ინტონაციით ვამბობ ამას, ვგიჟდები როგორც ამბობს:)).
გაორებული დებილი. ქეთქეთა. ქეთი და ქეთა.
მარა იცი რა? მემგონი მაინც ყველაფერი რიგზეა:) ალბათ ისე, როგორც უნდა იყოს. განწყობის ამბავია.
გუშინ დოდკასთან დავაბრეხვე, ამ წუთას რო მოვკვდე არ მაღელვებს, მერე რა მეთქი. სისულელეა რათქმაუნდა, ვინც წაიკითხავდა, ყველა მიხვდებოდა რო დიდი სისულელე ვთქვი. მარა ესეც მე ვარ, სისულელეების გენერატორი:)) და ამის მიუხედავად, არიან ადამიანები, ვისაც არ მობეზრდა აქამდე ამ სისულეების მოსმენა და მგონი არც მობეზრდება. მაგარია:) :ისევგოგიგვახარია:

Thank you, guys:)

21 comments:

Kalo said...

ხოო, ქეეთ, ყველაფერი დაძველდა და ყველაფერი მეორდება. ამას დიდიხანია მივხვდი, მაგრამ ბუნებრივია. ხანდახან გადაკეთებული ძველი უფრო საინტერესოა ხოლმე. დააკვირდი. უცქირეეე :-):-):-):-)
რას გადაეკიდე შენი თავის ლანძღვას კიდე ვერ გავიგე. რა დისმორფომანივით იქცევი? არავითარი დებილი არ ხარ შენ. უფრო სწორად, დებილი ხარ, თავი დებილი რომ გგონია :-):-):-):-)
და ძაან გთხოვ ეხლა ეს პოსტი არ დატოვო 7 წელი. დაწერე ახლები. ახლებებიი :-):-)
ვგიჟდები შენთან შემოსვლაზე და შენნაირად რომ ვწერდე ძაან გავყოყოჩდებოდი :-)
ასე რომ, გაყოყოჩდი ქეთ და იფიქრე იმაზე, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ :-)

© said...

ქეთ, კალოს ნაწერს მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ძალიან გამეხარდა ძლივს განახლება რომ დამხვდა შენს ბლოგზე, იმიტომ რომ მეც ძალიან ძალიან მიყვარს ამ თბილ ადგილას შემოსვლა

და კიდე იცი რააა?! არ არის საჭირო მიბაძო სხვებს, თუნდაც მოგწონდეს ისინი როგორები არიან. როგორიც ხარ, ისეთი ხარ კარგი და შენ ხარ, და არ დაკარგო შენი თავი, როგორიც ხარ ისეთი უყვარხარ, ხო, ვინც შენია, იმათ ხოდა უბრალოდ დაინახე ეს, მორჩი მართლა შენი თავის ლანძღვას და თვითდაჩმორებას, რა უბედურებაა ეს?! !? ! აუცილებელია ყველა საზღვარგარეთ მიდიოდეს?! აუცილებელია ყველას მანქანა ჰყავდეს და ა.შ.?

თმას მე პირადად მაშინ ვიჭრიდი ისტერიულად და ისტერიულივე სიხშირით, როცა ცუდად ვიყავი ა სიახლე მჭირდებოდა. თუმცა ეხლა თუ მომინდა, ეს უკვე უბრალოდ რაღაც სიგიჟის გამოხატულება იქნება და კარგი ხასიათის გამოხატვბა. ასე რომ ამასაც შეგიძლია თამამად შეხედო.

ქეთ, ხომ ხვდები ნუ რისი თქმაც მინდა!

გვიყვარხარ მაგრა და იყავი სულ ასეთი საყვარელი და თბილი! :)

Kalo said...

და მე რომ შევიჭერი თმა რა ხეირი. დავდივარ ეხლა ივანუშკა დურაჩოკივით. არ შეიჭრა თმა - ჩემი რჩევაა.
გამწარებული ადამიანი გეუბნება ამას :-):-):-)
აუუ, არ იცი როგორი აფოფრილი მაქვს თმებიიიიიი.

ვაიმე, ვაიმეეე, ეს რა ვქენი, ეს რა ჩავიდინე :-)

© said...

ჰააააააააააააააააარც

:)))))))))))))))))))))))

კაი, რა, კალერ! ძალიან კარგი ქენი, რომ გარისკე! მე ძალიან მომწონხარ :)

ნუ აი თენგიზს არ მოსწონხარ და ერთი დიდი НО არის ეგ..... :))))

ketketa said...

ბავშვებო, საიდან გაჩნდით ასეთი საოცრებები, სითგან?:))
ფრიად სასიამოვნო შემოლაწუნება მივიღე, თანაც ოთხი:))))))

somewhere in my youth or childhood I must have done something good...:)

მიყვარხართ:)

© said...

"Шарапов, ну откуда ты такой выискался!?"

:))))))))))))))

jaco said...

მოიცა, მოიცააა! ეს თმის შეჭრა და საზღვარგარეთ წასვლა ჩემზეა აქცენტი?:)))) ნუუ ხოო, შევიჭერი (გადავიპარსე) თმა და წავედი საზღვარგარეთ, ესე იგი მე აღარ ვარ დებილი? ვაპროტესტებ!:)))


თუმცა რაღას ვაპროტესტებ. მე დებილი არ ვარ, მე ვარ დეგენერატი! ვოტ ტაკ!:)

წერე წერე ქეთ, გაგვახარე;)

ketketa said...

:))) აუ თმა რო გადავიპარსო:)))))) უიმმ, რა უჟასი ვიქნები:))
ოო, მირო, დეგენერატი არა ის:))))
რამე უფრო რეალური დაიბრალე:)))
ჩემი სავსებით რეალურია:)))))

© said...

არ მომიყვანოთ ახლა მანდ!


(ჰმ, სად უნდა მივიდე, ისე?! :)))))) )

მორჩა აქ თვითგვემა! ვკრძალავ თვითგვემას ბლოგებზე პოსტებსა და კომენტარებში!

პ.ს. მირო, რაღაც აქტიური ხარ ამ ნაშუადღევს, სადღაც კომპთან ზიხარ და ონლაინ ხარ და საქმე არ გაქვს მოც. მომენტში ეტყობა :))) 2 წუთში ერთხელ მოდის შენი კომენტარები ხან შენი და ხან ქეთას ბლოგიდან :)))))

© said...

ოღონდ ცუდად არ გაიგო შენი ჭირიმე ეს ”საქმე არ გაქვს”

:)))

მიხარია :) ვგიჟდები ახალ პოსტებზე და კომენტარებზე (განსაკუთრებით ჩემს ბლოგზე :))))) , თუმცა სხვებისაზეც :))))

jaco said...

უიი, არ იცოდიიი? დღეს ხომ ხუთშაბათია! ეს ერთადერთი დღეა კვირაში როდესაც მეცადინეობა ავიკრძალე! იმიტომ რომ ხუთშაბათს ბოლო ლექცია მაქვს კვირაში და მერე დღის განმავლობაში ვისვენებ საღამომდე, სანამ რაგბიზე წავალ და მერე იქაც ვისვენებ:)))

რაღაც კარგი კერძი გამომივიდა, არადა საშინელება მეგონა იქნებოდა. მსგავსი ექსპერიმენტისთვის არ მიმართავს: ხახვი, სოკო, პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, მარილი, პილპილი და მერე იდეაში არა სადილის ტომატი მოვასხი ტაფაზე და სასწაული გამომივიდა, არც მჯერა:)))

და რატომ დავწერე აქ? იმიტომ რომ ვბლატაობ! ვოტ ტაკ!:D

ketketa said...

ვგიჟდები ეგეთ წვრილმანებზე, თბილ–თბილზე:)
კაია რო დაწერე, რო იბლატავე:)))

Tiko said...

ქეთოვან :)))

გაითვალისწინე ამდენი ხალხის თხოვნა და წერე ხოლმე რა ხშირად :) დაგვდე პატივი ხოლმე :))))))

მაგრად მიყვარს შენი ბლოგი მე ვიყო ტრუბა ან საკვამური ან კუნძი :)))

Anonymous said...

ფრიად სასიამოვნო შემოლაწუნება მივიღე, თანაც ოთხი:))))))



ხუთი!!!


და წერე...

ტოჟე მნე ,,დებილი''

© said...

ეს ბიჭი მეჩვენება თუ მართალია?! ამას აქ რა უნდა?! ეს ბლოგებზეც დადის დაჟე?!

jaco said...

დადე ეხლა რამე ხიდის სურათი! ამაზე გაჩერება რომ არ შეიძლება არ იცი?:)))

ketketa said...

:))))))
დათა, რა მწარე ხელი გაქ:)))))))))

ხიდის სურათიიიი:))) ჯაკო ენამწარე:)))))

ketketa said...

თიკოს გაუმარჯოს:)) შეენც, ბრუტუს?:)))))

Anonymous said...

ვაი.. გახსნილა, გაუხსნია ქეთას კარი :))))
გკოცნი ბევრს, აღარ დაკეტო იცოდე! :):*

Tiko said...

მეც მეც :))))))))))))

Khatia Caroline said...

დღეს ჩემს ბლოგზე ჩანაწერებს ვკითხულობდი და მაგრა გავწითლდი, კარგა ბლომა გროვა სისულელეების ნაკრებს ვაკეთებ თურმე და ვერ გამიგია. შენ ერთი სულელური კომენტარისთვის არ უნდა იფიქრო ;) ზოგჯერ მეჩვენება რომ მთელი ცხოვრება სულელური საქციელებით ვარ სახელგანთქმული :) ჯერ ვდარდობდი და ეხლა მომეჩვენა, რომ ყველაფერი რიგშია. მკიდია და ბედნიერი ვარ! :) იმათმა იდარდონ, ვინც მთელი ცხოვრება ’ჭკვიანურად’ და სტაბილური ცხოვრებით ცხოვრობს და ბოლოს კი ყველაფერი მაინც ერთია ;)