Friday, January 18, 2008

Let's break free, people, come on

ქარვასლაში ახალი წლის ფესტივალის დახურვაზე ვიყავი იმ დღეს. გარეთ და შიგნით დაახლოებით ერთნაირი ტემპერატურა იყო. რო ვიკითხე პალტო სად დავტოვო მეთქი, ქურქებში გახვეულმა ხალხმა ალმაცერად შემომხედა. პრინციპში მალევე მეთვითონ გადავიფიქრე, ისე ციოდა.
არადა მინდოდა გამეხადა, წვეულებაზე დათვივით გამოწყობილი რაღაც ვერ ვგრძნობდი თავს კარგად.
მერე ისეთი როკი დაუკრეს, როგორ შემოვიძარცვე პალტო არც მახსოვს:)
ფანტასტიკა
ფარფლებით დაიწყეს და ლედ ცეპელინით გააგრძელეს, ისეთი როკენროლური სითბო დატრიალდააა :) ჩემი ჩმორიკი თანმხლები (რას ვერჩი:)) ერთობოდა მარა სულ საათს დაჰყურებდა, ადგილზე ცმუკავდა და გლინტვეინით იჭყიპებოდა, ბოლოს, წადი მეთქი, მარტოკაც კარგად გავერთობი–თქო. მალე წავიდა, აუცილებელი პორცია ბოდიში დამიტოვა და წავიდა :)
ისე მინდოდა ცეკვა, უძალიანესად. ფიჰ...
რატო არ ცეკვავენ, რატო?? სცენა იყო მოწყობილი, წითელი ხალიჩით, ისე გემრიელად შეიძლებოდა გართობა, მარა ვერ... ვააააახ :)
რატო რატო? აი რატო არ გამოდის ვერ ვიგებ.
ერთი ლამაზი გოგო ასევე ლამაზად ცეკვავდა თავის მეგობარ ბიჭთან, უფრო სწორად ამ ბიჭის წინ, ლამაზად, საყვარლად, და ეს .... უიმმმ, უნდილი... რა ჭირთ რა?? რა გჭირთ?? :)

14 comments:

Anonymous said...

ღმერთო როგორ მინდა ერთი სორო მქონდეს, პატარა თბილი სორო, იქ შევძვრე და ღარ გამოვძვრე. როგორ მინდა, როგოოოორ.

ketketa said...

ბელა! რა არი ეს ნაღვლიანი კომენტარები ამ ბოლო დროს, გენაცვალე, რა??
ცუდად ხარ, საყვარელო?
რად გინდა სორო, სორო არა ის.
სოროდან გამოძვრომას ვცდილობთ, დარლინგო, პირიქით :)

Anonymous said...

ქეთ, ცუდად ვარ, ხო, და მგონი აღარასოდეს ვიქნები კარგად. ესეთი შეგრძნება მაქვს ეხლა. იცი, იმედი დავკარგე.

ketketa said...

ბუდულიკო...
:ძალიანგაოცებულისმაილი:
ნუ ხარ ეგრე რა. ასეთი რა მოხდა რო შენ ეგრეთი განწყობა გაქვს.
რამე შემიძლია გავაკეთო შენთვის??
სახლში ხო კარგად ხართ? ბავშვები?

Anonymous said...

კი ქეთ, კარგად არიან , ღმერთმა დამიფაროს მათი ცუდად ყოფნა, მაშინ იმედს კი არა ცხოვრებას დავკარგავდი.

ეხლა კი ესე ვარ, იმედ დაკარგული, რომ მე ოდესმე კარგად ვიქნები.
შენ და თქვენ კი იმით დამეხმარებით რომ მალე გნახავთ ხო? ხო მალე გნახავთ?

ketketa said...

როცა გინდა, ჩემო ლამაზო, როგორც კი შენ თვითონ დროს გამონახავ :)

ერთად ვიცინებთ და ნახე რა კარგად გახდები :))

Dv0rsky said...

ეე, შემოვედი დასაკომენტებლად: ის გოგო მომეწონა-მეთქი, თავისი ბიჭის წინ რო ცეკვავდა...

და დამხვდა მოწყენილობა და იმედგაცრუება, დაღლილობა და სასოწარკვეთილება...

ჰაიტ!!!

ვისა ბიჭო? ვინ აბრაზებს ბუდულიკოს?
მოდით აბა, რამდენი ხართ, თქვენი!!!
...
(ხელჩართული ბრძოლა ჰიპოთეთიურ მტრებთან)

Dv0rsky said...

ჰიპოთეტურ, შე დებილო!
(მიმართავს საკუთარ თავს, უკიდებს სიგარეტს და ღიპის ფხანით გადის რომელიღაც ვიდეოლინკზე)

ketketa said...

:)
იქ იყავი? თუ ისე დამაჯერებლად დავწერე, რო უნახავად მოგეწონა?:))))))))
ჰიპოთეტურ:)))))))
ბუდულიკოს ვერ გავარკვიე რა ნაღველი შემოაწვა ერთი, სასწრაფოდ უნდა ვნახოთ:)

© said...

ხო, არ მომწონს ამ ბოლო დროს ეს ქალი. რაღაც არის მის თავს.

ქეთ, არ იცეკვე ბოლოს და ბოლოს? უნდა გეცეკვა. მარტოს. პარტნიორის გარეშე. თვალებდახუჭულს! თავზე უნდა დაგემხო!

:)

Dv0rsky said...

შენ აღწერე დამაჯერებლად :)

ketketa said...

ვერ ვიცეკვე ელის, ვერაა :) ნუ ალაგობრივ როკვას თუ არ ჩვთვლით:))))

დვორსკ:))))

Anonymous said...

მაზალოები ვართ ეს ბიჭები?
თუ ქართველი ბიჭები?

თუ რა ბაზარია?
ვერ გავიგე...

რეებს გვაბრალებთ ტოო..
ვისაც ცეკვა უნდა იცეკვოს , ვისაც დალევა – დალიოს, ვისაც უნდა დებოში – გაატრაკოს,
ვისაც ტატუ – გაიკეთოს, ვისაც რა უნდა ის აკეთოს.

აი თუ უნდა და ვერ...

ეგ ცუდია.

ხოდა რამე ჭკვიანური ვთქვიიი ახლა მეე?
მგონია ვერა.

დვორსკი რო ვიდეობმულს გაყვა მიყვება ესეც იმ ვიდეობმულს, და თავს იფხანს: არა მაინც რეები ვთქვი?
რავიცი,,, რავიცი...

ketketa said...

:))))
მე თვითონ დავწერე მაზალოდ(სწორად ვთქვი?:)) დათა, ეგ არაფერი:)))

და რა ვიდეოლინკს მიყვებით კაცო რას?:))))))))

ჰარც:))