Thursday, January 24, 2008

'Because I knowwwww...'

არიან ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი იციან, აი ყველაფერი.
მათ შეუძლიათ საშინელი, პრეტენზიული ტონით ამტკიცონ, რომ ეგრე კი არა კაცო, აი ასე უნდა ეს, სუფრაზე რო ჯდები ჯერ ცივი საუზმე (!) უნდა შეუკვეთო, მერე ნელ–ნელა ცხელები (!), აბა ვის გაუგია ჯერ ცხელი და მერე ცივი, მოიცა შენ არ იცი და მაცალე, მერე ისა, შქმერული (!), უიმე რანაირად მოიტანეს, არაფერი არ იციან ამ ოფიციანტებმა რა, გაწიე ხელი მე ჩავდგამ, აგერ ადგილია კაცო, მიწიე ეგ ფხალი.... ხო ასე. ახლა ნება მიბოძეთ (!!)... და მერე როგორც ტექსტშია.
მათ ზუსტად იციან გასული თვის მეორე ხუთშაბათს როგორი ამინდი იყო და რატო იყო ისეთი ამინდი
იციან, როგორ არ იციან, შეიძლება არ ამბობენ თორე ზუსტად იციან, რა და როგორ დაიგეგმა ნოემბერში, აი არეულობები რო იყო. აბა რა. რასაც ტელევიზორში (!) ამბობენ ყველაფერი რო ისე იყოს, ეეჰ. აგერ გეტყვი ძმაო რა და როგორ იყო, ისე კი არ გამიგო ეხლა... მარა გეუბნები რო ასეა (აქ მთავარია უბრიყვესი გამომეტყველება და ტონი, კიდე აუცილებელია ყველა, აბსოლუტურად მისთვის უცნობი ადამიანი, ტელევიზორშივე რო ხედავს ხოლმე, სახელებით მოიხსენიოს, ფამილარულად, შეთხზას რაღაც დეტალები მათი ცხოვრებიდან, რომლის შესახებაც მარტო თვითონ იცის და განევრცოს თემაზე).
მაგას კაცო შვილმა ისეთი რამე უყო, არ იცი?? ეეეჰ, რა და .... რაღაც ამბავი.
რაც მთავარია, ასეთ ადამიანებს აუდიტორია ჭირდებათ, ჰაერივით, და ვერ იტანენ, უყურადღებოდ რო ტოვებენ, შეუმჩნევლად, უუუ, მტრისას. ის არშემმჩნეველი ადამიანები კიდე ერთი 'მე ვიცი–ს' თემაზე შექმნილი მწარე თეორიების წყარო ხდებიან უმალ.
ახლა ვიხსენებ, მემგონი მომისმენია ასეთი თეორიები საკუთარ თავზე... ჰეჰ:))

მაინც რა საოცარი კონცენტრაციაა ჩემს ირგვლი ამ ყოვლისმცოდნე ადამიანების?! რა არი ამდენი მრავალპროფილიანი ექსპერტი კაცო, საიდან მოდიან...

ისეთი აღშფოთებული დავდივარ ამ ბოლო დროს, აღარ შემიძლია, ბუტყუნით, ბებერი კაცივით, ფეხით კენჭებს ვისვრი გაბრაზებული. რა უჟასია.

არა არა, აიპოდი მინდა, სასწრაფოდ

4 comments:

Dv0rsky said...

მაგარი აუტანელი როჟები არიან :)

ketketa said...

ოოჰ, არ თქვა არა...

Anonymous said...

აუ მაგრად, ზუსტობრივად დაახასიათე..

აი ზუსტად რა,~

მე შევესწარი ჩემტან სოფელში ტიპი ყვებოდა როგორ აქვს ამერიკას თავის ზესაიდუმლო ბაზა მოწყობილი სადრაც რარაც გამოქვაბულში...
მარა რუსები მაინც რო ჯობიან, ეეე ტი შტოოო.. რუსებია რ აჩენენ პროსტა თორეე...



2 ჯერაა ნამყოფი თბილისშიც კი.

ketketa said...

:)))))))))))))))))))))))))))))