Tuesday, September 15, 2009

და ხახვიანი პიცა

თავმობეზრებული ოფიციანტი შეგვხვდა დღეს. პომადა ჯინაზე უშნოდ რო უსვია ისეთი.
და ტრადიციულად – ცანგალა სტაიანშჩიკი. ქართულად რა ქვიათ ამათ? ავტოსადგომის მუშაკები? ექსტრემალურად შეგვაკვეხა სადღაც ორ მანქანას შორის.
რა სარგებლობა მოაქვს ერთმანეთზე მიჭუჭკულ ორ კაფეს და ის, რომ ერთში რაღაც მარკის ლუდს რო შეუკვეთავენ და არ აქვთ, გადარბიან მეორეში და მოარბენინებენ, პირდაპირი მნიშვნელობით, შუა ქუჩაში, ჭიქით(!).
ერთ ყოვლად უაზრო პაემანსაც შევესწარით. გაწამებულსახიანი ბიჭი და ძაან მონდომებული გოგო. ფაქტიურად არ ლაპარაკობდნენ. ბოლოს დაიტანჯნენ და წავიდნენ. რაღაცა ამოვისუნთქეთ.
ნაირ–ნაირი მარაზმებით ივსება დღე. და შენ? ვითომ თავად მაგარი როჟა ხარ. გაჭორავ და იმწამსვე ინანებ.

'... და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბოო...' ამეკვიატა, ოდნავ წამღერებული, ბოხი და სევდიანი ხმით. ისე მენანება ირაკლი რო აღარ არი...

6 comments:

Kalo said...

მეც მენანება, თან ძაან :-(

ისე, თავმობეზრებულ ოფიციანტზე გამახსენდა. ერთხელ ბათუმში რაღაც კაფეში ისე ქონდა ნერვები დაგლეჯილი ოფიციანტს და ისეთი ისტერიული მოძრაობებით იწერდა შეკვეთას, შემეშინდა და როცა ჩემი შეკვეთილი უყინულო წითელი ფორთოხლის წვენის მაგივრად ყინულებით გატენილი ალუბლის წვენი მომიტანა და მაგიდაზე დამიხეთქა, მორჩილად დავლიე :-):-):-)

ketketa said...

:))))))) რა დღეშია ზოგი მართლა:))
მე კიდე ყოველთვის მინდოდა ოფიციანტობა:)))))

© said...

:)))) აუ, ეგ არ დამავიწყდება! :))) და დათო ბაძავს მაგრა მაგ ნევროზიან ოფიციანტს :)))

ქეთ, რა მაგარი დასასრული იყო პოსტის! ! ! მენანება, მეც...

ketketa said...

ვაიმე მახსოვს დათოს მიბაძვა:)))))))))))))))) აუ როგორ მომენატრეთ იცით? საერთოდ ასეთი ზემონატრებები არ მაქვს ხოლმე მარა ახლა პირდაპირ გადარეული ვარ:))

ხოო, დასასრული ...

Marika said...

ნეეეტ, ე ტო ეშო ნე ვსიოო]

ქეთ, ძაან საყვარელი ხარ. მაგ ხბოს დაკვლა მეც მქონდა ერთი პერიოდი თავში. და ირაკლი მეც სულ მენანება და მენანება.

გკოცნი ბევრს.

ketketa said...

ვაიმე როგორ გამიხარდი, მარიკაა:)
ყოველთვის ძაან მიხარია შენი გამოჩენა აქ:)
თავად ხარ უსაყვარლესი და გკოცნი მეც ბევრს ბევრს!:)