დავლპით.
მარა მაინც უგონოდ მიყვარს წვიმა. ასეთი გადარეულიც კი. ვიღაც ქალი მერი პოპინსივით დინჯად მოუყვებოდა ქუჩას, სულ ცალ ფეხზე ეკიდა თავზე რო მთელი ჩანჩქერი დაეშვა, და ვაბშე ქვემოდანაც ისევე მძლავრად რო წვიმდა, როგორც ზემოდან. მაგარია. ვგიჟდები რო წვიმს და არ გარბიხარ. არ მესმის, რა აზრი აქვს.
ჩვენს წინ მშენებარე სახლის საძირკველი ყოველ ღამე საცურაო აუზად იქცევა ხოლმე და ისე უდაბურად გამოიყურება, გული მოგიკვდება. ბაყაყებიც კი გაჩნდნენ. რაღაცნაირი უდაბური არსებები.
იცით როგორ ვწერ ახლა? აი იმ კინოში როა, 'არდადეგები', ბავშვებს სოფელში რო წაიყვანს მამა და ბოტანიკის და სკრიპკის მეცადინეობით რო კლავს, და ის ბიჭი ყურებში თითებგარჭობილი რო იზუთხავს სოკოს აგებულებას – სოკო. სოკო შედგება ფეხისაგან და ქუდისაგან. აი რაღაც ეგრე. იმ ბავშვს სინამდვილეში სულ სხვაგან უნდოდა ყოფნა. მე სინამდვილეში სულ სხვა რამეზე მინდა დაწერა. ზოლებიან პიჟამაში გამოწყობილი მამა არაფერს მიშლის მარა მაინც ვტკეპნი. სოკო. სოკო შედგება ქუდისაგან და ფეხისაგან...
ცხვორება. ცხოვრება შედგება სევდისაგან და სიხარულისაგან. უაზრო დღეებისაგან და საოცარი ღამეებისაგან, ტელეფონით მოსმენილი როკ–სერენადებისა და ყურიდან ყურამდე ღიმილისაგან, მოლოდინისაგან და კიდე მოლოდინისაგან, ნაცნობი ფეხის ხმისა და ისევ მოლოდინისაგან.
მოლოდინისაგან:)
Monday, June 15, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
5 comments:
ქეთი, იცი შენი ერთი ფრაზა დღეს მივითვისე :))
ესაა ”ცხოვრება შედგება სევდისაგან და სიხარულისაგან”.
სევდა უფრო ჭარბობს ხოლმე :(((
:))ჩემი ფრაზა არსად გაიშვას, პატარა:))
რა საყვარელი ხარ:)
ხოო, სევდა ბევრია, ყელამდე ფაქტიურად.
ar vici me sevda da sixaruli. es cvima da qari shecydes, torem momakitxavt xolme romelime psikiatriulis ezoshi male. da me dagxvdebit tavze xavsebit da likopodiumebit :-):-):-)
მაგ ბაყაყებს ვინმე ხომ არ ერჩის ნეტა, ასე რომ მოაღო ცამ პირი..
ქუდისაგან და ფეხისაგან :)
:))))))) ბაყაყებს ერჩიან!!!!
ნიიინ, სრულებით არასაშენო კლიმატი ჩამოყალიბდა, რა ვქნათ?:)))))
Post a Comment