უსაზღვროდ ნერვებშმოლილი ადამიანი მკლავით გამოათრიო და აიძულო საოცრად ტემპერამენტიანი ცეკვა შეასრულოს ნახევარ კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჩვენს გარდა სხვაგან შეიძლება მოხდეს კიდე? და ის ადამიანი, გოგო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განრისხებული სახით მოცეკვავე, ასევე განნრისხებული ქანცის გაწყვეტამდე აღლაჭუნებდეს კევს და შიგადაშიგ თავის გამომთრევს უკიოდეს, რაზე მაცეკვებო, და მაინც ცეკვავდეს გაუჩერებლად, ეს?
და ერთმანეთს უძღვნიდნენ სიმღერებს სახელწოდებით 'კაბრიალეტ', 'მა–ჩა–ჩა', 'ჰაბიბი' და მისთანანი?
კაი ხანია არ მოვსწრებივარ ასეთ სასოწარკვეთილ ფართხალს ნებისმიერ უსახურ მელოდიაზე. რესტორანში. ვერ ვიტან ამ სიტყვას უკვე. საერთოდ სხვა დატვირთვა აქვს ჩვენში და იმიტომ. ამ ბავშვებს რაღა ჭირთ. გამოვშტერდი ნუ. 20-21 წლისანი თუ იქნებოდნენ, და აი ასეთ რამეებს უსმენენ და უძღვნიან (whatever the hell this means).
მაჩაჩას ტექსტი იცოდნენ, აყვნენ. მაჩაჩას ამბობდნენ თუ მაჯაჯას კარგად ვერ გავიგე ოღონდ.
ჰო, და კიდე, ცხოველთა უფლებების დამცველ რომელიმე საზოგადოებას რო ენახა, რამდენი დათვი, ირემი, ციყვი და კვერნა იყო გაკრული ინტერიერის დასამშვენებლად თაღლაურაში, მიოკარდიუმის ინფარქტით გაიყვანდნენ.
Monday, June 22, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
7 comments:
qetooooooo, vgiJdebi, vgikdebi shenze.
BUDU
მიყვარხარ, ბელ:)
ქეთი, რა მაგარი ხარ! იცი რამდენი ვიცინე? ეხლაც ვზივარ და ვიცინი. ეს ამბავი, მართალია, უფრო სატირალია, მაგრამ ძალიან კარგად გიწერია. ზუსტად ეგრეა. მე მაგ სიმღერებს ვეძახი "ბაზრობის მუსიკას". მაგრამ მუსიკა მარტო ერთი კომპონენტია, ამას ემატება ეგეთივე ჩაცმა, ქცევა, ლაპარაკი და ა.შ. შენს წინა ჩანაწერთან დაკავშირებით ვიფიქრე, მემგონი, სოფელში ასეთ მარაზმამდე არ არის მისული ყველაფერი. იმედია, იქ მაიც შემორჩა რამე უფრო ნათელი და გულახდილი. მაგრამ შეიძლება ვცდები მაგაშიც.
P.S. why don't you copy your posts in the Facebook notes. It will be easier to follow.
ნინააა:)
ხოო, მუსიკა კომპლექტშია, ქცევასა და ცაცმა–დახურვასთან. უჟას.
და როგორ უნდა ვქნა ეგ Facebook-ში აზრზე არ ვარ:))) კაი აზრია, ისე, უნდა ვცადო
facebookshi shedi shens gverdze (homeze ara) da ik chamonatvalshi (wall, photos, etc.) boloshi aris "notes". da mere "add a new note".
სად იყვი გენც?
თაღლაურა:))
შმაღლაურა
Post a Comment