Sunday, June 21, 2009

ბოვში

პროვინციაში ცხოვრება ძალიან გავს ერთმანეთს ჩვენში და სხვაგან, ასე მგონია. უფრო მეტად, ვიდრე ქალაქური ცხოვრება შეიძლება გავდეს. პროვინციაში სხვანაირი რიტმია, ზანტი, რაღაცნაირი თვალებმოჭუტული, საქმე – ერთნაირი, უსაქმურობა – კიდე უფრო. სიჩუმეა სხვანაირი კიდე, დამდგარი და გრძელი, ძალიან შორი მეზობლის კარის ჯახუნიანი.

უცნაურია, სოფელში არ არის ისეთი მოწყენილობა, როგორც პატარა ქალაქში. შეიძლება მე მგონია ასე, რავი. მოწყენილობა სხვა სიტყვაა კიდე, ერთნაირობა უფრო, წამსვლელი რო არსად ხარ, აი ეგეთი მოწყენილობა. რაღაცა სხვა რო გინდა და ვერ გაგიგია ხეირიანად, ვერ გაგიბედავს უფრო სწორად, აი ეგეთი... იმიტო რო მუხლებზე გამობერილი შარვალივით სიზანტე ძვალსა და რბილში გაქვს გამჯდარი. შესაბამისად მიდის ყველაფერი ზანტად და გეჩვენება რო დრო საერთოდ არ გადის.

ძაან კაი ფილმი ვნახე ახლა და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. The Last Pcture Show. გოგის გადაცემაში იყო ამასწინათ და ვერ ვუყურე მაშინ.
ოოო, ბევრი რამის დაწერა მინდოდა და ისეთი წარღვნა წამოვიდა, ყველა ფანჯარაში ასხავდა და ნაჭრებით დავრბოდი აქეთ–იქით. ახლა გადამიარა, ვსო. ოოოვს.

3 comments:

© said...

შენმა პოსტმა ერთი ლექსი გამახსენა, გალაკტიონის. უფრო სწორად ნაწყვეტი ლექსიდან

"მომინდა თქვენი სპეტაკი ბინა
აქ სოფელია, წვიმა, რუტინა..."

kalo said...

იმიტო რო მუხლებზე გამობერილი შარვალივით სიზანტე ძვალსა და რბილში გაქვს გამჯდარი.

ვაიმე, რა მაგარია. ჩემზე დაწერე ეს წინადადება, ხოო? :–)))))) ვახ შენ გენაცვალე რაა, რა ოქრო გოგო ხარ :*:*

ketketa said...

ნინა, ვგიჟდები შენზე შენი კომეტნარებიანად:)))))